Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Обувные изделия (Грузия - Тендер #68702852)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: MINISTRY OF INTERNAL AFFAIRS OF GEORGIA STATE SUBORDINATE ENTITY-EMERJENCY MANEGMENT SERVICE LEPL STATE RESERVES AND CIVIL PROTECTION SERVICES AGENCY
Номер конкурса: 68702852
Дата публикации: 20-11-2025
Сумма контракта: 41 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020831
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 16:49
Начало приема предложения 29.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 41`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 18800000-Обувные изделия
Коды классификатора
  • 18800000 - Обувные изделия
  • 18812000 - Обувь с резиновыми или пластиковыми частями
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
ზღვაზე მაშველთა სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელის შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 400.00 GEL
Размер гарантии 410 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaza kandelaki :: 11.07.2025 11:28
  • Последнее исправление: zaza kandelaki :: 20.11.2025 16:49
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=638172&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1) სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი რაოდენობა 2000 წყვილი

სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი - მამაკაცის სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმელი. უნდა იცავდეს ფეხს ქვიშის, ქვებისა და კენჭებისგან. გამოიყენება როგორც წყალში ასევე სანაპიროზე სასიარულოდ.
შემადგენლობა: არაალერგიული EVA (ეთილენ-ვინილის აცეტატი) ან მსგავსი. ფეხსაცმელს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 1 სმ და არაუმეტეს 3 სმ სიმაღლის ქუსლის ამოსაცმელი. ფეხსაცმელი მედეგი უნდა იყოს ზღვის წყლის და მარილიანი წყლის მიმართ და აკმაყოფილებდეს ISO 20344:2021 ან EN ISO 20347:2022 სტანდარტის მოთხოვნებს.
ფეხსაცმელს შიდა მხარეს უნდა გააჩნდეს კომფორტული შიდა მხარე ფეხის მოცურების საწინააღმდეგო ფაქტურით. ერთი წყვილის წონა არ უნდა აღემატებოდეს 350 გრამს. ფეხსაცმელს წინა ნაწილში უნდა გააჩდეს არანაკლებ 12 ცალი (4-10 მმ) ზომის ნახვრეტი. ფეხსაცმელს გვერდზე უნდა გააჩნდეს ე.წ. კანტი შემდეგი ფერების კომბინაციით: წითელი და შავი/ შავი და ლურჯი/ შავი და თეთრი ან თეთრი და წითელი.

შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს იარლიყი სადაც დაფიქსირდება გამოყენებული მასალის შემადგენლობა, მწარმოებელი კომპანია და მოხმარების წესები. ასევე, უნდა ჰქონდეს ზომის აღმნიშვნელი. უნდა იყოს ინდივიდუალურად შეფუთული. ზომები და ფერი შემსყიდველთან შეთანხმებით.

შენიშვნა: დასაშვებია პრეტენდენტის მიერ როგორც პირველად, ასევე დაზუსტებულ წინადადებაში არ ჰქონდეს იმ მახასიათებელზე კონკრეტული მნიშვნელობები მითითებული, რომლებზეც მოთხოვნილია მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტის წარმოდგენა. ასევე არ მოითხოვება როგორც შესყიდვის ობიექტის ასევე სხვადასხვა ჩანართების ზომების კონკრეტული მნიშვნელობების მითითება, ვინაიდან მათი გადამოწმება შესაძლებელია ნიმუშების ვიზუალური დათვალიერებით.

იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლებელია ესკიზებზე ზუსტად არ იყოს შესაძლებელი შესყიდვის ობიექტის რომელიმე შემადგენელი დეტალის ფერის ტონალობის და თარგის აღქმა, პრეტენდენტი ვალდებულია საქონლის თარგი და ფერი ნიმუშის წარმოდგენის ეტაპზე შეათანხმოს შემსყიდველთან და შეიკეროს შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად"

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ერთჯერადად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, მოთხოვნიდან არაუმეტეს 55 (ორმოცდათხუთმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრისა. მოთხოვნა განხორციელდება 2026 წლის 1-ლი იანვრიდან პირველ მარტამდე.

შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, უცნობ გმირთა 182- 500 წყვილი;
ქ. ქუთაისი, ავტომშენებლის 41 - 1500 წყვილი;

1.7.1 requirement related to guarantee period

საგარანტიო პირობა: მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელი;

-საგარანტიო პერიოდში მოწოდებულ საქონელზე გამოყენებული მეტალის მასალა და დამხმარე აქსესუარები არ უნდა დაიჟანგოს, ჩამკეტი მოწყობილობა, ფიქსატორები ძალის ზემოქმედების შედეგად არ უნდა დაიმსხვრეს და დაზიანდეს. უნდა ინარჩუნებდეს ხარისხსა და თვისობრივ მახასიათებლებს, ასევე რეცხვის დროს მოწოდებული საქონელი უნდა ინარჩუნებდეს ზომას და ფორმას.

- მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საქონელზე გამოვლენილი ნაკლის აღმოფხვრა/წუნდებული საქონლის შეცვლა, შემსყიდველის მოთხოვნიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარულ დღის განმავლობაში (შემსყიდველის მხრიდან შეტყობინების გაგზავნა მიმწოდებელთან განხორციელდება სატელეფონო ან/და ელ. ფოსტის momarageba@es.gov.ge მეშვეობით). თუ მიმწოდებელი დადგენილ ვადაში არ გამოასწორებს ნაკლს, მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შემსყიდველს უფლება აქვს მოსთხოვოს მიმწოდებელს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურება. მიმწოდებელი ვალდებულია დაუბრუნოს შემსყიდველს გადახდილი თანხა, მოთხოვნიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. წუნში იგულისხმება უფლებრივი ან/და ნივთობრივი ნაკლი, ქარხნული წუნი, ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში ხელშეკრულებით განსაზღვრული მახასიათებლების ან სხვა საექსპლუატაციო თვისებების დაკარგვა და ა.შ.

- შემსყიდველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს უხარისხო (წუნდებული), არასათანადოდ შეფუთული, საქონლის თანმხლები აუცილებელი დოკუმენტაციის გარეშე, დაგვიანებით მიწოდებული საქონლის ნაწილის ან დაგვიანებით მიწოდებული საქონლის მთლიანი მოცულობის მიღებაზე.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ფასების ცხრილში - დანართი N1 უნდა მიუთითოს ინფორმაცია მისაწოდებელი საქონლის მწარმოებელის/ბრენდის და წარმოშობის ქვეყნის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2023 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის ანალოგიური საქონლის (ტანსაცმლის ან/და სპეც. ტანსაცმლის და/ან ფეხსაცმლის ან/და უნიფორმის ან/და ტანსაცმლის აქსესუარების) მიწოდების გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი. ან/და აღნიშნული პროდუქციის მიწოდების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას შემოთავაზებული საქონლის მწარმოებილის მიერ გაცემული ინფორმაცია/დოკუმენტი ან/და ვებ-ბმული მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდიდან, ან კატალოგიდან რომელიც დაადასტურებს შემოთავაზებული საქონლის ძირითადი მახასიათებლების ( შემადგენლობა; ზღვის წყლისადმი მედეგობა, უნდა აკმაყოფილებდეს ISO 20344:2021 ან EN ISO 20347:2022 სტანდარტის მოთხოვნებს. ) შესაბამისობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, ან აღნიშნული ინფორმაცია ქარხნულად უნდა იქნას დატანილი შემოთავაზებული საქონელზე ან/და მითითებული უნდა იყოს ეტიკეტზე და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. ფოტო სურათები).

2.7.1.2 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ, დოკუმენტებში, მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდზე, ეტიკეტის ფოტოსურათზე ან/და საქონლს ფოტოსურათზე ინფორმაცია იქნება უცხო ენაზე პრეტენდენტი ვალდებულია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

2.9 other additional requirements

2.9.1. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან, საქონლის მოწოდების სრულად განხორციელებამდე, მოთხოვოს მიმწოდებელს შესყიდვის ობიექტის/მისი შემადგენელი ნაწილის მიწოდებასთან ან/და დამზადებასთან დაკავშირებული ინფორმაცია.

2.9.2. წარმოდგენილი ფასების ცხრილით განსაზღვრული საქონელი შეფუთული უნდა იყოს ინდივიდუალურად (მაგ. პოლიეთილენის პარკში), სადაც შეფუთვაზე მარკირებით უნდა იკითხებოდეს ზომის მანიშნებელი. ინდივიდუალურად შეფუთული საქონელი მოთავსებული უნდა იყოს მუყაოს ყუთებში (სისქე არანაკლებ 5 ფენა) ტევადობა განისაზღვრება საქონლის მოცულობის მიხედვით არანაკლებ 10 და არაუმეტეს 50 წყვილის ოდენობით (რაოდენობები შემსყიდველთან შეთანხმებით). თვითეულ ყუთში მოთავსებული უნდა იყოს ერთნაირი ზომები, ამასთან ყველა ყუთის ზედაპირზე უნდა იკითხებოდეს ინფორმაცია (მარკირებით) არსებული ზომის აღმნიშვნელის და რაოდენობების შესახებ.
2.9.3. მარტივი გადაზიდვის მიზნით საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს პალეტზე (პადონი) განთავსებული მუყაოს ყუთებით. საქონელი უნდა ჩამოიტვირთოს მომწოდებლის მხრიდან საკუთარი მუშა ხელით ან/და შესაბამისი ტექნიკით და დასაწყობდეს შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ მითითებულ ადგილზე.
2.9.4 მომწოდებელმა მოსაწოდებელი საქონლის რაოდენობის და ვადის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოს შემსყიდველ ორგანიზაციას არაუგვიანეს 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში. მომწოდებელმა კომპანიამ საქონლის მოწოდების ეტაპზე აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მატერიალური სახით დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად იქნება ასახული შემდეგი ინფორმაცია: მოწოდებული საქონლის დასახელება, რაოდენობა, ხელშეკრულების ნომერი და ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუში. წარმოდგენილი ნიმუში სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.2 პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუში დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3.1.1.3 ტენდერში მონაწილე „დისკვალიფიცირბულ" პრეტენდენტს ნიმუშის დაუბრუნების მოთხოვნა შეუძლია წინამდებარე ტენდერის საფუძველზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ 30 დღის განმავლობაში, ხოლო „გამარჯვებულ" პრეტენდენტს საქონლის სრულად მიწოდების შემდეგ 30 დღის განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, შემსყიდველი ორგანიზაცია იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას პრეტენდენტ(ებ)ის მიერ წარმოდგენილი ნიმუშის დაბრუნებაზე.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა 83ა

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

- იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტს მოეთხოვება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება უნდა მოხდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოში არსებული სხვა აკრედიტირებული პირის ან/და საქართველოში სერტიფიცირებული აუდიტის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო ფასის შესაბამისად (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით), სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის (რომლის იდენტიფიცირება მოხდება წარმოშობის ქვეყნით და მწარმოებელი კომპანიით) სრულად მოწოდების შესაძლებლობას;
- დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება და ექსპერტიზის/აკრედიტირებული პირის/აუდიტის მიერ გაცემული დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.6.1 substantiation of the necessity of requiring the guarantee for assurance of contract performance

ვინაიდან, წინამდებარე ტენდერით ხორციელდება ზღვაზე მაშველთა ყოველდღიური სანაპიროზე სასიარულო ფეხსაცმლის სახელმწიფო შესყიდვა, აუცილებლობას წარმოადგენს, ფინანსურად იქნეს უზრუნველყოფილი მიმწოდებლის პასუხისმგებლობა. აქედან გამომდინარე, წინამდებარე ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5% (10%)–ის ოდენობით.

6.6.2 percentage of guarantees

5 Процентов

6.6.3 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.6.4 guarantee period

ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადა.

6.6.5 terms and conditions of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია უნდა იყოს უპირობო და გამოუთხოვადი რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე, გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 წინასწარი ანგარიშსწორების (ავანსი) გამოყენება შესაძლებელია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 50%-ის ოდენობით, საავანსო თანხის იდენტური ოდენობის უპირობო გამოუთხოვადი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, (რომლის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების შესრულების ვადას) რაც გულისხმობს, გარანტი იღებს ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, წერილობითი მოთხოვნის წარდგენიდან მომდევნო 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, გადაუხადოს ბენეფიციარს თანხა თუ პრინციპალმა არ შეასრულა ბენეფიციართან გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
7.1.1.2 წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან/და სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 დარჩენილი ღირებულების გადახდა მოხდება ავანსად მიღებული თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ.

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება შემსყიდველის მიერ ეროვნულ ვალუტაში, უნაღდო ანგარიშსწორებით;
- ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის (შესაბამისი სასაქონლო ზედნადებისა ან/და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის) წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება შემსყიდველის მიერ განხორციელდება ფაქტიურად მიწოდებულ საქონელზე მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებისათვის სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღეში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზაზა კანდელაკი, 577939904, z_kandelaki@mia.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;
10.1.2 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.
10.1.4 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები უნდა იყოს ვალიდური და ავთენტური. აღნიშნული დოკუმენტები უნდა იყოს ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ. თუ დოკუმენტებზე ხელმოწერა შესრულებულია მინდობილი პირის მიერ, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად გაცემული შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მინდობილობა).
10.1.5 რაც შეეხება სატენდერო პირობებით მოთხოვნილ სხვა დამატებით ინფორმაციას, მაგალითად: გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექ პასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
10.1.6 სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;
10.1.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით;
10.1.8 სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
10.1.9 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.10 სატენდერო დოკუმენტაციაში, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას, სადაც მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, იგულისხმება „მსგავსი“ ან/და „ეკვივალენტური“. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან/და ეკვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება;
10.1.11 სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება ჩაითვლება პრეტენდენტისათვის გაგზავნილ შეტყობინებად, სატენდერო კომისიის სხდომის ოქმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის მოდულში ატვირთვით. პრეტენდენტის მიერ შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება ოქმის სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.1.12 ამხანაგობის მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 24-ე მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტების შესაბამისად ამავე ბრძანების 32-ე მუხლის პირველი პუნქტების ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე პრეტენდენტ ამხანაგობას მიეცემა დიკსვალიფიკაცია. ამასთან, ამხანაგობის შემთხვევაში სამუშაოების წარმოების უფლება მიეცემა მასში შემავალ კომპანიას მის მიერ განხორციელებული გამოცდილების ნაწილში.
10.1.13 სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
10.1.14 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru