1. პური - 2130 კგ.
ერთი ცალი პურის წონა: 0,5 -0,6 კგ; ფორმა: ოთხკუთხა; დაჭრილი ქარხნულად, 1
ნაჭრის წონა - 25 გრ;შეფუთული პოლიეთილენის პარკში ქარხნულად, ეტიკეტზე
დატანილი უნდა იყოს შემადგენლობა, დამზადების თარიღი, მასა და
ა.შ.დამზადებული უმაღლესი ხარისხის თეთრი ფერის ხორბლის ფქვილისგან,
პურის გამოცხობისას დაცული უნდა იყოს ტექნოლოგიური პროცესი და ყველა
სხვა არსებული ნორმა, გარეგნულად კარგი შესახედაობის, არადამწვარი,
პურის გული უნდა იყოს კარგად გამომცხვარი, ელასტიური, შეხებისას მშრალი,
განვითარებული ფორიანობით, შიგთავსი მოუზელავი ნაწილაკების (კოშტების)
გარეშე, გარეთა კანი რბილი, არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი, მჟავე და მწარე
გემო, პურის დაღეჭვისას არ უნდა იგრძნობოდეს ხრაშუნი, პურის ქერქი არ
უნდა იყოს მკრთალი შეფერილობის, პურის გული არ უნდა იყოს წებოვანი,
პურის ზედაპირი უნდა იყოს გლუვი, მსხვილი ნახეთქებისა და ნაბზარების
გარეშე, პურს არ უნდა ჰქონდეს შენაცხობი (პურის ზედაპირის ადგილი ქერქის
გარეშე, რომელიც ცხობის შემდეგ წარმოიქმნება ცომის გუნდების
შეხებისას)
2. ორცხობილა შვრიის 792 კგ.
(პეჩენია)-ქარხნული წარმოების, ქარხნული შეფუთვით, ეტიკეტირებული
შემადგენლობა: ხორბლის ფქვილი, საკონდიტრო ცხიმი/რაფინირებული
მცენარეული ზეთი, ლიმონმჟავა, კვერცხი, ცხიმგამოცლილი მშრალი რძე,
არანაკლებ 430 გრამიანი.
3.ვერმიშელი - 1683 კგ:
დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან, ნესტისა და ობის
სუნის გარეშე, დაფასოებული 1-10 კგ-იან შეფუთვაში, შეფუთული ქარხნული
წესით, შესაბამისი მარკირებით, მინიშნებული ვარგისიანობის ვადით და
შემადგენლობით;
4.მაკარონი -1683კგ:
დამზადებული უმაღლესი ხარისხის ხორბლის ფქვილისაგან, ფერი მოყვითალო,
ნესტისა და ობის სუნის გარეშე, დაფასოებული 1-10 კგ-იან შეფუვაში, შეფუთული
ქარხნული წესით, შესაბამისი მარკირებით, მინიშნებული ვარგისიანობის
ვადით და შემადგენლობით;
5.) შაქარი - 5033კგ:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს არარაფინირებული, თეთრი ან
მოყვითალო ფერის, კრისტალისებური, ფხვიერი, სუფთა, უცხო მინარევების და
უცხო გემოს გარეშე; სინესტის გარეშე.
საქაროზის მასური წილი (მშრალ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით)
არანაკლებ 99%. დაფასოება 1-50კგ (±0.4%) პაკეტებში ან ტომრებში შესაბამისი
მარკირებით. შაქარი გამოშვებული არ უნდა იყოს მიწოდებამდე ერთ წელზე
გვიან;
6 სუფრის მარილი (იოდირებული) - 403კგ:
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს კრისტალისებური, ფხვიერი, სუფთა,
უცხო მინარევების და უცხო გემოს გარეშე. სინესტის გარეშე. წმინდად
დაფქული, თეთრი (დამახასიათებელი) შეფერილობის. დაფასოება წონით 1კგ.
დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს იოდირების ვადის არანაკლებ 30%,
მაგრამ არანაკლებ 3 თვე;
7.ხილის ჩაი-160კგ
ხილის ქარხნული წარმოების, ქარხნული შეფუთვით, დაფასოებული არანაკლებ
100 გრამიან მუყაოს პაკეტებში, ობის სუნის და გემოს გარეშე.
შემადგენლობა:ჰიდიკუსი, ველური ვაშლი, ასკილი, ფორთოხლის კანი, ველური
მსხალი, ანწლი, არომატიზატორი.
8.სოდა (საკვები სოდა)-125
საკვები სოდა -გამაფხვიერებელი (ნატრიუმის ჰიდროკარბონატი)თითოეული
მოწოდებული პარტია უნდა იყოს დაფასოებული არანაკლებ 100 -500გრამიან
ქარხნული წესით. არ უნდა შეიცავდეს გმო-ს.დამზადების თარიღი უნდა
იყოსმითითებული შეფუთვაზე
9.საფუარი -80კგ
თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს დაფასოებული 80გრ-100გ ქარხნული
წესით. არ უნდა შეიცავდეს ორგანიზმისთვის საშიშ და აკრძალულ
საკვებდანამატებს (ემულგატორებისა და კონსერვანტების სახით).
შესაბამისი მარკირებით. მითითებული უნდა იყოს დამზადების თარიღი,
შენახვის ვადები და პირობები. მოწოდებული საქონლის შენახვის ვადა უნდა
იყოს არანაკლებ საერთო ვადის 70%.
10. კაკაო-159 -კგ
კაკაო-ფხვნილი კოფეინის შემცვლელობის გარეშე შემცირებული ცხიმის
შემცველობით არანაკლებ (15 %), შეფუთვაზე უნდა იყოს აღნიშვნა,რომ კაკაო
არაალკალიზებულია,
11.ფუნთუშა-19 800 ცალი (ცალობით)
დამზადებული უნდა იყოს ხორბლის უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან,
შაქარი,წყალი, მზესუმზირის ზეთი, საკვები სოდა, ვანილი. ქიშმიშიანი -
არანაკლებ 50 გრამიანი .
შესყიდვის ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო
რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის
ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტობრივ
გამოცხადებაზე.
იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების
გაერთიანებისაგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როგორიცაა
პანდემია,ეპიდემია ან/და სხვა დაუძლეველი ძალა,შეწყდება სასწავლო
სააღმზრდელო პროცესი ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება
სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის
შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს
მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა, ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის
შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2025 წლის 30 დეკემბრის
ჩათვლით, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში განახორციელოს საქონლის მოწოდება.
ურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით
დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის
მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და
სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ
მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ
სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და
წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების,
წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში
შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის
მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2018 წლის 5 ივნისის N317
დადგენილებით დამტკიცებულ "მოთხოვნები სურსათთან შეხებისათვის
განკუთვნილი მასალებისა და საგნების მიმართ"
განსაზღვრულ მოთხოვნებს;
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის N173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს,
1. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო
ბაღების გაერთიანებაში არსებულ 18 საბავშვო ბაღში,
2.პურის მიწოდება უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, დანარჩენი კვირაში
ერთხელ, სამუშაო დღეს სამუშაო საათებში
3. მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა და მიწოდების კონკრეტული დღე
განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ
მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება
ელექტრონული მისამართზე Email). შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით
გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის
თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების
თარიღად. საქონლის დაგვიანებით მიწოდების შემთხვევაში მიმწოდებლის
მიმართ გატარდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღონისძიებები (იხ.
ხელშეკრულებისპროექტი);
4. საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო
საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და
ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა;
5. შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით განსაზღვრული საქონლის
რაოდენობა არ აითვისოს სრულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებული
საქონლის ათვისება განისაზღვრება ბავშვთა ფაქტობრივი გამოცხადების
შესაბამისად);
6. მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს
საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;
7. მიმწოდებელი ვალდებულია საბავშვო ბაღებში საქონლის მიწოდების დროს
გააფორმოს მიღება-ჩაბარების აქტი არანაკლებ ორ ეგზემპლარად, ერთი
ეგზემპლარი დატოვოს საბავშვო ბაღში, ხოლო მეორე ეგზემპლარი
წარმოადგინოს ა(ა)იპ ხელვაჩაურის სავავშვო ბაღების გაერთიანების
ადმინისტრაციაში.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქონლის ტექნიკური მახასიათებლები -
დანართი N1-ის შესაბამისად.