Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68702830)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Georgia Gas Transportation Company"
Номер конкурса: 68702830
Дата публикации: 20-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020815
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 15:52
Начало приема предложения 01.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 04.12.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`787`652.09 GEL
Контрактная цена объекта закупки 400`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50100000 - Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
  • 50110000 - Ремонт и техническое обслуживание автотранспортных средств и сопутствующего оборудования
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლილს 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ავტომობილების ტექნიკური მომსახურება
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 30`000.00 GEL
Размер гарантии 4`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: sandro chikviladze :: 12.11.2025 11:20
  • Последнее исправление: sandro chikviladze :: 20.11.2025 15:52
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654941&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებისა და მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ავტომობილების მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე.
2. პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ერთდროულად მინიმუმ 5 (ხუთი) ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურება თბილისის სერვისცენტრებში, ხოლო რეგიონებში 3 (სამი) ავტოსატრანსპორტო საშუალების.
3. ავტომობილის დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით. ასევე მხოლოდ შემსყიდველის მოთხოვნით შესაძლებელია ავტომობილის დაზიანებული ნაწილის შეცვლა მეორადი (მუშა მდგომარეობაში) ნაწილით, რომელიც დაემატება ხელშეკრულების პრეისკურანტს ცვლილების სახით. ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შესაძლებელია დაყენდეს მეორადი სათადარიგო ნაწილი ან მოხდეს მისი აღდგენა. შესმყიდველის მოთხოვნის შესაბამისად შესაძლებელი უნდა იყოს სათადარიგო ნაწილის მომსახურების გარეშე შესყიდვა. მეორადი ნაწილების ფასი არ უნდა აღემატებოდეს ფასთა ცხრილში დაფიქსირებული ანალოგიური სათადარიგო ნაწილის ფასის 50%-ს.
4.ავტომობილების მომსახურება უნდა განხორციელდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ავტომანქანის დათვალიერებისა და დეფექტური აქტის შედგენის შემდეგ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო საქონლის (სათადარიგო ნაწილების) დეტალური აღწერა. შესაძლებელია დეფექტურ აქტში არ აისახოს რომელიმე სათადარიგო ნაწილი იმ შემთხვევაში, თუ წინასწარი დათვალიერებით ვერ ხერხდება მდგომარეობის დადგენა და საჭიროა რომელიმე აგრეგატის დაშლა.
5. პრეტენდენტი ელექტრონული ვაჭრობისას წინადადების ფასის კლებას ახორციელებს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებაში. პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულება შეადგენს - 1 787 652.09 (ერთი მილიონ შვიდას ოთხმოცდაშვიდი ათას ექვსას ორმოცდათორმეტი ლარი და ცხრა თეთრი) ლარს.
6. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარზე.
7. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.
8. პრეისკურანტში შემსყიდველის მიერ განფასებული სათადარიგო ნაწილი ან/და მომსახურება პრეტენდეტის მიერ უნდა განფასდეს 0-ით იმ შემთხვევაში თუ სათადარიგო ნაწილი ან/და მომსახურების ღირებულება არის უფასო.
9. თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/მომსახურება, აღნიშნულის სათადარიგო ნაწილი/მომსახურების ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში მომსახურების, სათადარიგო ნაწილის ან/და საცხებ-საპოხი მასალის რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებელის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
10. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ბალანსზე რიცხული ავტომანქანების ჩამონათვალი გთხოვთ იხილოთ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში.
11. სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნას პრეისკურანტი მხოლოდ Excel-ის დოკუმენტის სახით (დანართი N2).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან) 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

სავალ ნაწილებზე - არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღე.
ელ. სამუშაოებზე - არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღე.
აგრეგატებზე - არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღე.
ხანგრძლივი მომსახურების (ძრავის, სიჩქარეთა კოლოფის შეკეთება) შემთხვევაში - არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღე.
სათადარიგო ნაწილების შეკვეთის შემთხვევაში - არაუგვიანეს 40 (ორმოცი) კალენდარული დღე.
მობილური ჯგუფი, გამოძახების დაფიქსირებიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში უნდა გამოცხადდეს დანიშნულების ადგილზე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ავტოსტრანსპორტო საშუალებების ტექ.მომსახურება უნდა განხოცრიელდეს მიმწოდებლის სერვის ცენტრებში.

პრეტენდენტს საქართველოს მასშტაბით თბილისსა (თბილისში არანაკლებ 2 სერვისცენტრი) და რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი) საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით უნდა ჰქონდეს სერვისცენტრი, სადაც შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განხორციელდება მომსახურეობა.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებასა და შეცვლილ ან/და შეკეთებულ სათადარიგო ნაწილებზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს არანაკლებ 1 (ერთი) წლის განმავლობაში, გარდა სწრაფად ცვეთადი დეტალებისა (გახურების ნათურები, ანთების სანთლები, გახურების სანთლები, დამცველები, სამუხრუჭე ხუნდები, სამუხრუჭე დისკი, ავტომატური კოლოფის გადაბმულობის ამყოლი და მიმყოლი რგოლები (ფრიქციონები), მინის მრეცხავები, ანთების საკონტაქტო ერთეულები და მტვერდამცავები (პილნიკები))

მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეულ ნებისმიერ დაზიანებაზე (სამუშაო პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოწვეული სხვა დაზიანებები) პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯით აღმოფხვრას აღნიშნული დაზიანება.

საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, წუნის/დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მიმწოდებელმა სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტში მითითებული ვადების დაცვით საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს წუნდებული საქონლის შეცვლა ახალი, ნივთობრივად უნაკლო საქონლით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს ავტომობილების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების მომსახურების გამოცდილება, ამასთან პრეტედენტმა უნდა ატვირთოს ინფორმაცია 2023 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე (ერთი წლის გამოცდილებაც მისაღებია, სრული წელი არ იგულისხმება) ავტომობილების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების მომსახურების განხორციელების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე ნაკლები.

პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)იდან, მიმწოდებლის მიერ 2023 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე (ერთი წლის გამოცდილებაც მისაღებია, სრული წელი არ იგულისხმება) ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე, სადაც თითოეული წერილი არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლები.

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ქვეკონტრაქტორის გამოცდილების შესახებ, 2023 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე (ერთი წლის გამოცდილებაც მისაღებია, სრული წელი არ იგულისხმება) ავტომობილების და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების მომსახურების განხორციელების თაობაზე, რომელთა ჯამური ღირებულება არ უნდა იყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარზე ნაკლები.

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში პრეტედენტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) სარეკომენდაციო წერილი, რომელიც გაცემული უნდა იყოს სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)იდან, მიმწოდებლის მიერ 2023 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე (ერთი წლის გამოცდილებაც მისაღებია, სრული წელი არ იგულისხმება) ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე, სადაც თითოეული წერილი არ უნდა იყოს 100 000 (ასი ათასი) ლარზე ნაკლები.

წარმოდგენილი უნდა იყოს ავტომანქან(ებ)ის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების მომსახურების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (მიღება-ჩაბარების აქტები ან ანგარიშ-ფაქტურები ან/და ორმხრივად დადასტურებული სხვა დოკუმენტაცია ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში კონკრეტული /SPA ან/და NAT ან/და CMR ან/და GEO ნომრები საიდანაც დადასტურდება ავტომანქან(ებ)ის და მასთან დაკავშირებული მოწყობილობების შეკეთების მომსახურების განხორციელების მომსახურება).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საქართველოს მასშტაბით თბილისსა (თბილისში არანაკლებ 2 სერვისცენტრი ) და რეგიონებში (კახეთი, იმერეთი, სამეგრელო, აჭარა, სამცხე-ჯავახეთი) საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით უნდა ჰქონდეს სერვისცენტრები, აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდეტნმა უნდა წარმოადგინოს საკუთრების ან/და სარგებლობის (იჯარა და სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები; (იჯარის ან სხვა სახის სარგებლობის არსებობის შემთხვევაში სისტემაში უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულების ასლი, რომელიც ძალაში უნდა იყოს მინიმუმ 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით)

თითოეულ სერვის-ცენტრს უნდა გააჩნდეს ქვემოთ ჩამოთვლილი მატერიალური ტექნიკური ბაზა, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.

1.ელექტრო მომარაგების ალტერნატიული დენის წყარო (გენერატორი) ყველა წარმოდგენილ სერვისცენტრში
2.ელექტრო სისტემის კომპიუტერული დიაგნოსტის აპარატი ყველა წარმოდგენილ ერვისცენტრში.
3.ამწე მექანიზმი თბილისში წარმოდგენილ თითოეულ სერვისცენტრში არანაკლებ 5 (ხუთი) ერთეული, ხოლო რეგიონებში წარმოდგენილ თითოეულ სერვისცენტრში არანაკლებ 3 (სამი) ერთეული.
4.საყრდენი დისკის გასაჩარხი აპარატი ყველა წარმოდგენილ სერვისცენტრში.
5.ვულკანიზაციისა და ბალანსირების დანადგარი ყველა წარმოდგენილ სერვისცენტრში.
6.თვლების შეყრის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატი ყველა წარმოდგენილ სერვისცენტრში.
7.ძრავის დიაგნოსტიკის (CO) აპარატი ყველა წარმოდგენილ სერვისცენტრში.
8.წინა მაშუქების რეგულირების დანადგარი ყველა წარმოდგენილ სერვისცენტრში.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია, ხოლო პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს შესყიდველის წარმომადგენლების იმ სერვის ცენტრ(ებ)ში დაშვება და დათვალიერების უზრუნველყოფა, რომელიც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი იქნება სატენდერო წინადადებით, ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. მატერიალურ ტექნიკური ბაზა უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ქვეკონტრაქტორის არსებობის ან არ არსებობის შემთხვევაში წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია.
2.8.1.2 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ქვეკონტრაქტორის მიერ წერილობითი თანხმობა, სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი ვალდებულების შესრულების შესახებ.
2.8.1.3 ქვეკონტრაქტორი არ უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შავ სიაში რეგისტირებული.
2.8.1.4 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტს, ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების შემდეგ, წარმოეშობა ქვეკონტრაქტორი, ამის შესახებ წერილობით უნდა აცნობოს „შემსყიდველს“.
2.8.1.5 სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში მითითებული მოთხოვნები ვრცელდება თითოეულ ქვეკონტრაქტორზე.
2.8.1.6 სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 მითითებული მოთხოვნები ვრცელდება თითოეულ ქვეკონტრაქტორზე.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული ან/და საშემფასებლო დასკვნით. დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დასკვნა ცალსახად უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო ფასების ცხრილში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ფასების ცხრილით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 10 მარტის ჩათვლით.

6.4 terms and conditions of guarantee

ა) გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუთხოვადი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 5%-ის ოდენობით;
ბ) სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში გამარჯვებულმა პრეტენდენტმა ხელშეკრულების დადებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (გამოუთხოვადი და უპირობო) საბანკო გარანტია სახელშეკრულებლო ღირებულების 10%-ის ოდენობით;
გ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, ფაქტიურად მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ის გაფორმებიდან და შესაბამისი საგადახდო ანგარიშ-ფაქტურ(ებ)ის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სანდრო ჩიკვილაძე, 577257525, S.Chikviladze@ggtc.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
2. სატენდერო წინადადების ღირებულება უნდა მოიცავდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და კანონით გათვალისწინებულ გადასახადებს. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
3. სატენდერო წინადადების ერთეულის ფასის და საერთო ღირებულების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი);
4. პრეტენდენტმა მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები გარდა ფასების ცხრილისა (პრეისკურანტი) (მაგ.სპეციფიკაცია, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.). უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.;
5. სატენდერო წინადადება, აგრეთვე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია და დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში,მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში, უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
6. პრეტენდენტის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად პრეისკურანტის საერთო ფასის შემცირების შემთხვევაში, ფასთა კლება პროცენტულად და პროპორციულად უნდა აისახოს პრეისკურანტში მოცემული ჩამონათვალის ერთეულის ფასებზე, თუ ერთეულის ფასები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადად, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ფასები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც;
7. ყველგან, თუ სადმე მითითებულია სასაქონლო ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება "მსგავსი" ან "ექვივალენტური"
8. ფასების ცხრილი პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ „EXCEL“ სახით
9. დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ხარჯთაღრიცხვა ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru