საქონლის (ძროხის) ხორცი - 53240 კგ
ხორცი უნდა იყოს ახალი, გაუყინავი, გაცივებული, უძვლო (ბეჭის, მკერდის,
ზურგის, ბარკლის ნაწილები). უმაღლესი ხარისხის, მყესების და თხელი
ნაჭრების გარეშე. ყოველ მოწოდებულ ხორცის პარტიას, თითოეულ საბავშვო
ბაღში ქონის შემცველობა არ უნდა აღემატებოდეს ჯამურად 8%-ს, ასევე ყოველ
მოწოდებულ ხორცის პარტიაში, ცალკეული ნაჭრების წონა არ უნდა იყოს 1კგ-ზე
ნაკლები. ორგანოლეპტიკურად (ფერი - ვარდისფერი, სუნი - დამახასიათებელი
ახალი ხორცისათვის, კონსისტენცია და სხვა) დამაკმაყოფილებელი.
სისხლისგან დაწრეტილი, ხორცის ზედაპირი მშრალი, სისხლჩაქცევების
გარეშე. ხორცის კონსისტენცია დრეკადი და ელასტიური (თითის დაჭერით
ხორცზე უნდა წარმოიშვას ღრმული, რომელიც სისხლით არ უნდა აივსოს და
მყისიერად უნდა გასწორდეს), ხორცის ახალი განაჭერი - სველი, მაგრამ არა
წებვადი, ფერი განაჭერზე უნდა იყოს ღია წითელი ფერიდან მუქ წითლამდე.
სახსრების ზედაპირი თეთრი და ბზინვარე. გაყინული და შემდეგ გამღვალი
საქონლის (ძროხის) ხორცის მიწოდება დაუშვებელია.
პრეტენდენტების მიერ შესყიდვის ობიექტის ტექნიკური მახასიათებლების
წარმოდგენა არ არის სავალდებულო.
სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება დაიდება სატენდერო
დოკუმენტაციით დადგენილი შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ
მახასათებლების შესაბამისად.
სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული რაოდენობა წარმოადგენს
საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ
შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება
ბავშვთა ფაქტიურ გამოცხადებაზე.
იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების
გაერთიანებისაგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეწყდება სასწავლო
სააღმზრდელო პროცესი, ა(ა)იპ ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება
სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის
შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს
მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა, ასევე თუ, სააღმზრდელო პროცესის
შეჩერების შემდეგ, სააღმზრდელო პროცესი განახლდება 2026 წლის 31
დეკემბრამდე, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის
შემთხვევაში განახორციელოს საქონლის მოწოდება.
საქონლის (ძროხის) ხორცის დაჭრა, ძვლებისგან გამოცლა, შეხვევა და
შეფუთვა უნდა განხორციელდეს ისე, რომ ტემპერატურა უნდა შენარჩუნდეს
არაუმეტეს +2C - +6C-ზე. აღნიშნული ტემპერატურა უნდა იქნეს მიღწეული მის
ტრანსპორტირებამდე და შენარჩუნდეს ტრანსპორტირების განმავლობაში;
დარბილებული საქონლის (ძროხის) ხორცის შენახვის ვადა უნდა იყოს
სასაკლაოში გაციების დამთავრებიდან 48 საათი ზემოაღნიშნული
ტემპერატურული რეჟიმის პირობებში (საქონლის (ძროხის) ხორცის მიღებისას
გასული უნდა იყოს ვადის არაუმეტეს 30%-14 საათი);
საქონლის (ძროხის) ხორცის ყველა მიწოდებულ პარტიაზე, მიმწოდებელმა,
ა(ა)იპ „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების“ ადმინისტრაციაში უნდა
წარმოადგინოს:
ა) საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 ივლისის №325 დადგენილებით
დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ცხოველთა და ცხოველური
პროდუქტების გადაზიდვისას გამოსაყენებელი ვეტერინარული მოწმობების
ფორმებისა და მათი გაცემის წესის“ შესაბამისად გაცემული ვეტერინარული
მოწმობა (ფორმა N2), რომელშიც მითითებული იქნება საქონლის დაკვლის დღე და
საათი;
ბ) მიმწოდებლის მიერ ხორცის დამარბილებელ საწარმოსთან დადებული
ხელშეკრულება ხორცის დარბილების შესახებ (იმ შემთხვევაში, თუ
მიმწოდებელს არ გააჩნია საკუთარი დამარბილებელი საწარმო).
ხელშეკრულება წარმოდგენილი უნდა იყოს ერთჯერადად, ან დამარბილებელი
საწარმოს ცვლილებისას;
გ) ნაერთი დოკუმენტი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
მიმწოდებლის დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
დამარბილებელი საწარმოს დასახელება და საიდენტიფიკაციო ნომერი;
დამარბილებელი საწარმოს აღიარების ნომერი;
დასარბილებლად მიღებული ხორცის ფორმა N2-ის მონაცემები;
ფაქტიურად მიღებული ხორცის წონა;
დარბილების შემდეგ სარეალიზაციოდ გასული ხორცის წონა;
საქონლის საბოლოო რეალიზაციის ადგილი;
ვეტერინარის ჩანაწერი: "შემოწმებულია";
ვეტერინარის ბეჭედი და ხელმოწერა;
მიმწოდებელი კომპანიის პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი;
დამარბილებელი საწარმოს პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა და ბეჭედი.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. მათ შორის:
სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა იყოს სათანადოდ ეტიკეტირებული
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N118 დადგენილებით დამტკიცებული
„საქონლის ხორცისა და საქონლის ხორცის პროდუქტების ეტიკეტირების
წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად.
კერძოდ:
ა) საცნობარო ნომერი ან საცნობარო კოდი, რომელიც ენიჭება ცხოველს ან
ცხოველთა ჯგუფს სასაკლაოზე შესვლისას ბიზნესოპერატორის მიერ, რაც
უზრუნველყოფს კავშირის დადგენას ხორცსა და ცხოველებს შორის. ეს
შესაძლებელია იყოს ცალკეული ცხოველის საყურე ნიშანზე განთავსებული
საიდენტიფიკაციო ნომერი, ან ბიზნესოპერატორის მიერ სასაკლაოზე
ცხოველთა ჯგუფისათვის მინიჭებული ნომერი, რომლისგანაც მიღებულია
ხორცი;
ბ) სასაკლაოს აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც დაიკლა
ცხოველი ან ცხოველთა ჯგუფი, იმ ქვეყნის მითითებით, სადაც მდებარეობს
სასაკლაო (დაიკლა − (ქვეყნის დასახელება), სასაკლაოს აღიარების ან
პირობითი აღიარების ნომერი);
გ) თუ ხორცის დაჭრა არ ხორციელდება იმ სასაკლაოზე, სადაც დაიკლა ცხოველი,
ცხოველთა ჯგუფი, მაშინ ეტიკეტზე უნდა განთავსდეს იმ ბიზნესოპერატორის
აღიარების ან პირობითი აღიარების ნომერი, სადაც განხორციელდა
ცხოველის, ცხოველთა ჯგუფის ტანხორცის ან ტანხორცის ჯგუფის დაჭრა;
დ) თუ ცხოველის დაბადების, მოშენების, სუქებისა და დაკვლის ადგილი
განსხვავდება ერთმანეთისგან, ეტიკეტზე მიეთითება ინფორმაცია
თითოეული მათგანის შესახებ.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს
მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული
„მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების
თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.
საქონლის (ძროხის) ხორცი, ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და
ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს
აღნიშნულ სფეროში არსებული მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ
ნორმებსა და ზღვრებს.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015
წლის 10 ნოემბრის N581 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის
უზრუნველყოფის მიზნით, სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ
რისკებთან მიმართებაში.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010
წლის 25 ივნისის N173 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის
საკვების ჰიგიენის ზოგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები
ჰიგიენის გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით
დადგენილ მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა
და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული
წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ
ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის
დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის
ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების,
შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში –
საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014
წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული
ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“
ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის
შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012
წლის 7 მარტის N90 დადგენილებთ დამტკიცებული ცხოველური წარმოშობის
სურსათის ჰიგიენის სპეციალური წესით დადგენილ მოთხოვნებს
ბიზნესოპერატორისათვის, რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის
სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015
წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი
დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის
შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
საქონლის (ძროხის) ხორცი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015
წლის 12 თებერვლის №55 დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის
სურსათის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული
დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია
შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს
შეცვლილ გარემოებებს;
საქონლის ხორცის ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს
სპეციალიზირებული მანქანა-რეფრეჟერატორით მაცივარი), სადაც დაცული
იქნება ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი (+2- +6
გრადუსი ცელსიუსით) და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეული მანქანა
რეფრეჟერატორი უნდა იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჟიმების
გადამოწმების მექანიზმით - რეკორდერით.
საქონლის ლაბორატორიული შემოწმება:
ა) მიმწოდებელი ვალდებულია სამ თვეში ერთჯერ თავისი ხარჯებით
წარმოადგინოს საქონლის ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ
აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის ოქმი;
ბ) ნიმუშის აღება და ლაბორატორიული შემოწმება უნდა განხორციედლეს
საქართველოში მოქმედი კანონმდებლობისა და სტანდარტების
შესაბამისად;
გ) შემსყიდველი უფლებამოსოლია მიმწოდებელს მოსთხოვოს იმ ლაბორატორიის
აკრედიტაციის მოწმობა, სადაც უნდა განხორციელდეს საქონლის
ლაბორატორიული შემოწმება, იმ შემთხვევაში, თუ აკრედიტებული
ლაბორატორია შერჩეული იქნება მიმწოდებლის მიერ;
დ) ნიმუშების აღება განხორციელდება ერთობლივად შემსყიდველისა და
მიმწოდებლის უფლებამოსილი პირების მიერ, შემსყიდველის მიერ შერჩეული
საბავშო ბაღიდან/ბაღებიდან, აღბული ნიმუში შეიფუთება დადგენილი წესის
მიხედვით და გაიგზავნება აკრედიტებულ ლაბორატორიაში;
შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს საქონლის ლაბორატორიული
კვლევა ნებისმიერ დროს
საქონლის ქიმური და მიკრობიოლოგიური კვლევის შესახებ შესაბამისი
ინფორმაციით, აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული გამოცდის
ოქმით, თუ დადასტურდება, რომ მიმწოდებლის მიერ მოწოდებული საქონელი არ
შეესაბამება ხელშკრულებით დადგენილ პირობებს, შემსყიდველი
უფლებამოსილია ცალმხრივად, უპირობოდ შეწყვიტოს ხელშეკრულება და
მიწოდებლის მიმართ გაატაროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული
ღონისძიებები.
პრეტენდენტმა დანართი N1 - ფასების ცხრილი უნდა წარმოადგინოს ექსელის
ფორმატში, PDF ფაილით წარმოდგენის შემთხვევაში უნდა იყოს დამოწმებული
ელექტრონული ხელწერით.