Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68673271)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 68673271
Дата публикации: 20-11-2025
Сумма контракта: 1 224 420


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020774
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 12:43
Начало приема предложения 17.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 1`224`420.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34131000 - Грузовые автомобили
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 200 (ორასი) კალენდარული დღის განმავლობაში
Дополнительная информация
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით განსაზღვრული 13 (ცამეტი) ერთეული სპეციალიზებული პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა

State procurement of 13 (thirteen) units of specialized pickup trucks as defined by Resolution No. 121 of the Government of Georgia of February 6, 2014

Procurement Type: Electronic Tender Without Auction (NAT)
Announcement Number: N/A
Procurement proceeding status: Project of Announcement
Procuring Entities – LEPL National Environmental Agency
Procurement announcement date- -----------------
Bids accepted from – ---------------------
Deadline for bid submission – -----------------------
Financing – 2025 Funds
Estimated Value of procurement – 1`224`420.00 GEL
Bid must be submitted including VAT
Classifier (CPV) code 34100000
Classifier (CPV) code and specific procurement object
34131000 - Pickup trucks
Purchase quantity or volume - 13 (thirteen) units
Delivery time - No later than 200 (two hundred) calendar days from the date of signing the contract
Bid reduction step – 12`244.00 GEL
Guarantee amount – 12`244 GEL
Guarantee validity period - 160 days

დეტალური პირობები იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Refer to the tender documentation for detailed conditions
Количество и объём закупок 13 (ცამეტი) ერთეული
Шаг снижения цены 12`244.00 GEL
Размер гарантии 12`244 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ilona arghvliani :: 06.11.2025 17:45
  • Последнее исправление: zurab mikiashvili :: 20.11.2025 12:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654261&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით განსაზღვრული 13 (ცამეტი) ერთეული სპეციალიზებული პიკაპის ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინამდებარე ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 თებერვლის №121 დადგენილებით განსაზღვრული 13 (ცამეტი) ერთეული სპეციალიზებული პიკაპის ტიპის ავტომანქანის შესყიდვა.

სპეციალიზებული პიკაპის ტიპის ავტომანქანა

ცხენის ძალა (არანაკლებ) - 102
გადაცემათა კოლოფი - მექანიკური
გადაცემათა კოლოფის საფეხურები (არანაკლებ) - 5
სიგრძე (არანაკლებ) - 5 000 მმ
სიგანე (არანაკლებ) - 1 755 მმ.
სიმაღლე (არანაკლებ) - 1 760 მმ
აუცილებელი მოთხოვნა - Ncap (ევრო ქრაშტესტი) ან/და IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან/და JNCAP (იაპონური ქრაშტესტი)
საგარანტიო პირობები - 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი)
ელექტროშუშები - მინიმუმ წინა ორი
აუცილებელი მოთხოვნა - სათადარიგო საბურავი
აუცილებელი მოთხოვნა - მინიმუმ 2 უსაფრთხოების ბალიში
აუცილებელი მოთხოვნა - კონდინციონერი
აუცილებელი მოთხოვნა - აუდიოსისტემა
აუცილებელი მოთხოვნა - საჭის გამაძლიერებელი
აუცილებელი მოთხოვნა - ABS
აუცილებელი მოთხოვნა - 4x4 მექანიკური ჩართვისა და გამორთვის ფუნქციით
აუცილებელი მოთხოვნა - საჭის მარეგულირებელი
აუცილებელი მოთხოვნა - სარკეების მექანიკური ან ელექტრო რეგულირება
აუცილებელი მოთხოვნა - ნაწარმოები არაუადრეს 2025 წლისა

შენიშვნა:
ა) საქონლის ტექნიკურ მახასიათებლებში მითითებულია მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემოთავაზებული საქონელი. პრეტენდენტს შეუძლია გაუმჯობესებული მახასიათებლების მქონე საქონლის შემოთავაზება (გაუმჯობესებულ ვარიანტად ჩაითვლება ცხენის ძალის ზრდა; მექანიკური კოლოფის 5 საფეხურზე მეტი გადაცემის შემთხვევა);
ბ) შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენასაჭიანი, ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).
გ) პრეტენდენტი წინადადების ფასში ითვალისწინებს მანქანის განბაჟების, სანომრე ნიშნების და გადაფორმების ხარჯს (არსებობის შემთხვევაში).
დ) შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება იყოს ნებისმიერი ფერის, გარდა შავისა.

1. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

2. თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

დეტალურად იხ. ტექნიკური დავალება - დანართი №1

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 200 (ორასი) კალენდარული დღის განმავლობაში.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებების მიწოდება განახორციელოს ქ. თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომანქანაზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღემდე.

1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.

1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი №2-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია "დანართი №2"-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია ავტომანქანის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მარკისა და მოდელის შესახებ.

2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურიდან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი ქარხნის არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული სერვის ცენტრი ქ. თბილისში (ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით).

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს, შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი №1-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი). აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

2.9.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 5 (ხუთი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

6.4.2. მიმწოდებელს, მისი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველსაყოფად გაცემული გარანტია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრული და ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, დაუბრუნდება მხარეთა შორის შესყიდვის ობიექტის საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

6.4.3. მიმწოდებლის ბრალეულობით ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველის მიერ ამოქმედდება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.4.4. გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

შენიშვნა: თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელზე ვრცელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პირობები.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანების მიწოდების ვადა გადადის 2026 წელს, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა ან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში (რომელი ვადაც უფრო გვიან დადგება) წარმოადგინოს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების საბანკო გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია საავანსო თანხაზე, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის გარანტიას ამ მუხლის 7.1.1.1. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარ ანგარიშსწორების შემთხვევაში, 7.1.1 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

7.3.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შესაბამისი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ მიქიაშვილი, 574053535, Zurab.Mikiashvili@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
10.1.9. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

10.1.10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) შევსებული ტექნიკური დავალება (დანართი N1) PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ფასების ცხრილი N2; ცხრილი N3 (PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად);
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია ავტომანქანების სერვის ცენტრების შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია დილერობის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;
ე) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია;
ვ) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru