Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68673269)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 68673269
Дата публикации: 20-11-2025
Сумма контракта: 120 340


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020776
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 20.11.2025 12:44
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 120`340.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34114400 - Микроавтобусы
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის ვადაში
Дополнительная информация
ერთი ერთეული სატვირთო მიკროავტობუსის შესყიდვა
Количество и объём закупок ერთი ერთეული
Шаг снижения цены 1`203.00 GEL
Размер гарантии 1`203 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nino natenadze :: 06.11.2025 17:19
  • Последнее исправление: zurab mikiashvili :: 20.11.2025 12:44
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654251&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია: სატვირთო მიკროავტობუსი

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ერთი ერთეული - სატვირთო მიკროავტობუსის შესყიდვა:

- ძრავის მოცულობა - არანაკლებ 1.6 არაუმეტეს 2.3 ლიტრი (მონაცემები დამრგვალებულია მეათედებამდე).
- საწვავის ტიპი: დიზელი ან ბენზინი;
- ძრავის სიმძლავრე: 120-140 ცხენის ძალა;
- ემისიის სტანდარტი: არანაკლებ ევრო 5;
- გადაცემათა კოლოფი: არანაკლებ 6 სიჩქარიანი მექანიკური გადაცემატა კოლოფი;
- ავტომობილის სიგრძე: არანაკლებ 4780მმ;
- ავტომობილის სიგანე: არაუმეტეს 2500მმ;
- ავტომობილის სიმაღლე: არაუმეტეს 2810მმ;
- სატვირთო განყოფილების მოცულობა: არანაკლებ - 12მ3 არაუმეტეს 15მ3;
- ნებადართული ტვირთამწეობა: არანაკლებ 1200კგ;
- პარკინგ კონტროლი: კი;
- ელექტრო შუშები (მინ. 2): მინიმუმ 2 წინა;
- სარკეების: ელექტრონულად რეგულირებადი უკანა ხედვის ორი გვერდითი სარკე;
- სამუხრუჭე სისტემა: ABS;
- უსაფრთხოების ბალიში: მინიმუმ 1;
- ადგილების რაოდენობა: 2+1;
- გვერდითა მექანიკური ტიპის კარი: გასასრიალებელი მექანიკური გვერდითა კარი;
- უკანა კარი: ორფრთიანი გაღებით ან ერთ ფრთიანი;
- საბურავის დისკის ზომა: არანაკლებ R16 რადიუსის;
- საჭე: საჭე რეგულირებადი, მარცხენა;
- სალონის გაგრილების სისტემა: კონდიციონერი;
- აუცილებელი მოთხოვნა: საჭის გამაძლიერებელი;
- აუცილებელი მოთხოვნა: აუდიოსისტემა;
- აუცილებელი მოთხოვნა: ბორტკომპიუტერი;
- აუცილებელი მოთხოვნა: სათადარიგო საბურავი;
- აუცილებელი მოთხოვნა: ცენტრალური საკეტი;
- აუცილებელი მოთხოვნა: მექანიკური ხელის მუხრუჭი ან ელექტრო ხელის მუხრუჭი;
- აუცილებელი მოთხოვნა: საქარე მინის საწმენდი;
- აუცილებელი მოთხოვნა: სატვირთო განყოფილების გამყოფი ტიხარი;
- აუცილებელი მოთხოვნა: განათება სატვირთო განყოფილებაში;
- გამოშვების წელი: არაუადრეს 2025;
- ფერი: შემსყიდველთან შეთანხმებით;

მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალებას ქარხნულ კომპლექტაციაში არსებული ყველა მოწყობილობა და ხელსაწყო მოაყოლოს კომპლექტში.

შემოთავაზებული ავტომობილი უნდა იყოს: მარცხენა საჭიანი, ახალი (ექსპლუატაციაში არ ნაყოფი) გარბენი არაუმეტეს 200კმ.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სატვირთო მიკროავტობუსების მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 (ას ოთხმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში, ქ. თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.

1.4.2. საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 მუხლით განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი საქონლის მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 სატვირთო მიკროავტობუსზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავი,ხიდი,გადაცემათა კოლოფი), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომანქანაზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა(ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო,გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი).

1.7.1.2 საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია, ავტომობილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა,შეკეთება ან საქონლის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნული ვადა, მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია განისაზღვროს არაუმეტეს 30 კალენდარული დღით.

1.7.1.3 საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ხელშეკრულების მოქმედებისვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი).

1.7.1.4 თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი №3-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში.

1.7.1.5 მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალებების მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს სატრანსპორტო საშუალებების უკან გაწვევის მიზნით.

1.7.1.6 თუ სატრანსპორტო საშუალების მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია სატრანსპორტო საშუალება შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია - დანართი №2-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის, მარკისა და მოდელის შესახებ.

2.1.1.2. პრეტენდენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას სატენდერო პროცედურიდან.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მიერ ავტორიზებული არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრი, ქ.თბილისში, სადაც საჭიროების შემთხვევაში განხორციელდება მომსახურების გაწევა საგარანტიო პირობების შესაბამისად.

2.3.1.2. პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი უნდა იყოს შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის მიერ გაცემული სერტიფიკატი ავტორიზირებული სერვისცენტრის თაობაზე ან/და მწარმოებლის წერილი, სადაც მითითებული უნდა იყოს ავტორიზირებული სერვისცენტრის დასახელება და მისამართი.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური დილერი საქართველოში. აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ დადასტურებული ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

2.9.2. პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. იმ შემთხვევაში თუ ავტომანქანების მიწოდების ვადა გადადის 2026 წელს, მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2025 წლის 25 დეკემბრისა ან ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღეში (რომელი ვადაც უფრო გვიან დადგება) წარმოადგინოს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების საბანკო გარანტია მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის ოდენობით. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია საავანსო თანხაზე, რომლის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

7.1.1.2. ამავე მუხლის 7.1.1.1. პუნქტით წარმოდგენილი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.1.1.3. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

7.1.1.4. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი შემსყიდველის მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგენს მოთხოვნილი ოდენობის გარანტიას ამ მუხლის 7.1.1.1. პუნქტის შესაბამისად, შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე.

7.2.2. წინასწარ ანგარიშსწორების შემთხვევაში, 7.1.1 მუხლით გათვალისწინებული პირობების შესაბამისა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეულ მომსახურებაზე მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტ(ებ)ისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

7.3.2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, შესაბამისი გარანტიის წარმოდგენის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზურაბ მიქიაშვილი, 574053535, Zurab.Mikiashvili@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
10.1.4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარი.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
10.1.8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება.
10.1.9. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) შევსებული ტექნიკური დავალება (დანართი N1) PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) ფასების ცხრილი დანართი N2-ის შესაბამისად და დანართი N3-ის შესაბამისად (PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობის შესაბამისად);
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია ავტომანქანების სერვის ცენტრების შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია დილერობის და უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;
ე) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია;
ვ) პრეტენდეტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული სატრანსპორტო საშუალების ფოტოსურათები (წინხედი, გვერდხედი და უკანა ხედი).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru