Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #68673234)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi City Hall
Номер конкурса: 68673234
Дата публикации: 19-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020749
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 22:22
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 14:30
Предполагаемая цена прейскуранта 154`004.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 250`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50750000 - Техническое обслуживание лифтов
Срок подачи ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 01 თებერვლიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შენობაში არსებული სამგზავრო ლიფტების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით).

დაფინანსება: 2026 (225 000.00 ლარი) და 2027 (25 000.00 ლარი) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 617.00 GEL
Размер гарантии 2`500 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar jamagidze :: 18.11.2025 14:18
  • Последнее исправление: tea razmadze :: 19.11.2025 22:22
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655777&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შენობაში არსებული სამგზავრო ლიფტების ტექნიკურ-საექსპლუატაციო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (პრეისკურანტით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 ტექნიკური მოთხოვნები - სამგზავრო ლიფტები: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7:
1.2.1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველის მიერ გამოყოფილ ტექნიკურ ზედამხედველთან ერთად ტენდერის დასრულებამდე დაათვალიეროს სამგზავრო ლიფტები;
1.2.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას ლიფტის უსაფრთხო ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;
1.2.1.3 მიმწოდებელი პასუხისმგებელია იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს ლიფტის ტექნიკური გაუმართაობით;
1.2.1.4 მიმწოდებელი ვალდებულია ყოველდღიურად განახორციელოს 24 საათიანი მორიგეობა ტექნიკური პერსონით. ასევე, მომსახურე პერსონალი უნდა უზრუნველყოს ერთნაირი ახალი უნიფორმით, მანიშნებელი ლოგოტიპით, შესაბამისი ინსტრუმენტებით, საჭირო ინვენტარითა და სხვა საშუალებებით, რომელიც საჭიროა მომსახურების გაწევის პროცესში;
1.2.1.5 მომსახურების გაწევის პროცესში, მომსახურე პერსონალის შვებულების ან/და ავადმყოფობის გამო არ ყოფნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ანალოგიური ფუნქციების მქონე სხვა პერსონალით ჩანაცვლება;
1.2.1.6 დაუშვებელია მომსახურების გაწევის პროცესში მომსახურე პერსონალის შვებულების ან/და ავადმყოფობის გამო არ ყოფნის შემთხვევაში, მისი/მათი ფუნქციები დაეკისროს სხვა, მომსახურების პროცესში ჩართულ პერსონალს;
1.2.1.7 ავარიულად დაზიანებული ლიფტის შეკეთება უნდა მოხდეს ტექნიკური პერსონალის მიერ, უსაფრთხოების წესებისა და შესაბამისი სტანდარტების დაცვით, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით), 24 საათის განმავლობაში, გამოძახებიდან უმოკლეს ვადაში, რომლის მოვალეობაა ავარიულად გაჩერებული ლიფტის ოპერატიული გაშვება, თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილების შეცვლასთან;
1.2.1.8 მიმწოდებელი უნდა ფლობდეს ამ კონკრეტული მოდიფიკაციის ლიფტებისათვის აუცილებელ მიკროპროცესორული მართვის ხელსაწყოს ე.წ. ,,სერვის თულს’’ ლიფტების მუდმივი მონიტორინგისათვის.
1.2.2 მიმწოდებელი ვალდებულია ლიფტის ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში (ლიფტის ექსპლუატაციის უსაფრთხოების ნორმებთან შეუსაბამობა) შეწყვიტოს ლიფტის ექსპლუატაცია და შემსყიდველს აცნობოს წერილობით არსებული სიტუაციის შესახებ.
1.2.3 მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პრეისკურანტში რომელიმე პოზიციის არარსებობისას (მისი შესყიდვის აუცილებლობისას), ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციის და მიმწოდებლის ერთობლივი შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში, პრეისკურანტში საქონლის ან მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
1.2.4 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში მოცემული მომსახურების ერთეულის ფასების კლება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პრეისკურანტის ზღვრული ერთეულის ფასებიდან, არანაკლებ სატენდერო დოკუმენტაციასა და სატენდერო განცხადებაში მოცემული პრეისკურანტის ჯამურ სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასს შორის არსებული პროცენტული სხვაობით, რომელიც დამრგვალებული უნდა იყოს მეასედის სიზუსტით, ე.წ. კლების პრინციპით.
1.2.5 პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ პრეისკურანტში შემოთავაზებული ღირებულებები არ უნდა აღემატებოდეს საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტში შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრული ერთეულის ღირებულებებს.
1.2.6 ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება 250 000.00 (ორას ორმოცდაათი ათასი) ლარზე, ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება პრეისკურანტში მოცემული საქონლისა და მომსახურების ზღვრული ერთეული ფასების ჯამურ ღირებულებაზე.
1.2.7 იმ შემთხვევაში, თუ პრეისკურანტში მითითებულია საქონლის მარკა, მოდელი, ნომერი და სხვა, იგულისხმება, რომ მიმწოდებელის მიერ შესაძლებელია შემოთავაზებულ იქნას, აღნიშნულ საქონელთან თავსებადი სათადარიგო ნაწილები.
1.2.8 ლიფტების დასახელება, აღწერილობა, ადგილმდებარეობა და გასაწევი მომსახურების აღწერილობა მოცემულია შესყიდვის ობიექტის ტექნიკურ დავალებაში, რომელიც ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ან 2026 წლის 01 თებერვლიდან (რომელიც უფრო გვიან დადგება) 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა, მდებარე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7 და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სარგებლობაში არსებული შენობა, მდებარე: ქ. თბილისი, ლვოვის ქ. N56.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1 პრეისკურანტით გათვალისწინებული საქონელი უნდა იყოს უნაკლო.
1.7.1.2 საგარანტიო ვადა ძრავის შემთხვევაში - უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 (ერთი) წელს, ხოლო სხვა დანარჩენ კომპონენტებზე - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვეს.
1.7.1.3 მიმწოდებელი ვალდებულია შეცვლილი ძრავისა და სხვა დანარჩენი კომპონენტების მიერ საგარანტიო ვადაში დეფექტის/ხარვეზის/წუნის გამოვლენის ან მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, შემსყიდველის შეტყობინებიდან დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გამოვლენილი დეფექტი/ხარვეზი/წუნი - შეაკეთოს ან შეცვალოს დეფექტის მქონე საქონელი ახლით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.
1.7.1.4 დეფექტის/ხარვეზის/წუნის ან მწყობრიდან გამოსვლის გამო ძრავისა და სხვა დანარჩენი კომპონენტების შეკეთების ან შეცვლის საჭიროების შემთხვევაში საქონლის ტრანსპორტირება უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ 250 000 ლარის ღირებულების ლიფტ(ებ)ის ტექნიკურ-საექსპლუატაციო მომსახურებისა და ლიფტ(ებ)ის მონტაჟის გამოცდილება. აღნიშნულის დასადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში (მდებარე: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქ. N7) უნდა ჰყავდეს არანაკლებ 2 (ორი) HITECH ELEVATOR-ის მიერ სერტიფიცირებული ტექნიკურ-საექსპლუატაციო პერსონალი, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას დასაქმებულ პირ(ებ)თან პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან პრეტენდენტის მიერ გამოცემული ბრძანება ან პრეტენდენტის მიერ გაცემული სხვა დამადასტურებელი დოკუმენტაცია და შესაბამისი სერტიფიკატები.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მასერტიფიცირებელი ორგანოს მიერ გაცემული ლიფტების მონტაჟისა და მომსახურეობის უფლების („მოდული H1“) შესაბამისობის სერტიფიკატი ISO ან IEC ან CEN ან CENELEC.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ექსპერტიზის ან/და აუდიტის (საშემფასებლო) დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომლებშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო პრეისკურანტში (საქონლისა და მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში) (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე პრეისკურანტით (საქონლისა და მომსახურების ხარჯთაღრიცხვით) განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მიწოდების შესაძლებლობა.
დასკვნის წარმოუდგენლობა ან უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის 1-ელი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტის შესაბამისად, დანართი N2–ის მიხედვით.
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში, 2026 (225 000.00 ლარი) და 2027 (25 000.00 ლარი) წლების ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ჯამაგიძე, 571059111, tamarjamagidze1@gmail.com , ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით საკონტაქტო პირი - დავით კუტალაძე, მობ: 577157547; ელ-ფოსტა: d.kutaladze@tbilisi.gov.ge.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაციის დანართ N1-ის (ფასების ცხრილი/მომსახურების ხარჯთაღრიცხვა/პრეისკურანტი) შესაბამისი ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, რომელიც არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს), ხოლო პრეტენდენტის მიერ ტენდერის ფარგლებში შედგენილ სხვა დოკუმენტაციაზე სავალდებულოა კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა.
10.1.4 იმ შემთხვევაში თუ სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი, პატენტი ან მწარმოებელი კომპანია, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებული არის „მსგავსისა“ და „ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის მსგავსი ან ექვივალენტური მახასიათებლების მქონე საქონელი/მომსახურება. ამასთან, ტექნიკურ დავალებაში მოცემული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტი.
10.1.5 სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ხარჯის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
10.1.6 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

10.1.7 პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
10.1.7.1 საქონლისა და მომსახურების პრეისკურანტი (დანართი N1) MS Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.4 და 1.2.5 პუნქტების შესაბამისად;
10.1.7.2 დოკუმენტაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.3 დოკუმენტაცია პრეტენდენტის სერტიფიცირებული ტექნიკურ-საექსპლუატაციო პერსონალის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1 პუნქტის შესაბამისად;
10.1.7.4 ლიფტების მონტაჟისა და მომსახურეობის უფლების („მოდული H1“) შესაბამისობის სერტიფიკატი ISO ან IEC ან CEN ან CENELEC, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru