ფიგურული ციგურაობის საახალწლო ფესტივალი:
1. წამყვანის მომსახურება- უნდა იყოს ცნობადი სახე, წამყვანმა უნდა
უზრუნველყოს ღონისძიების დაწყების, მიმდინარეობის, დასრულების
წაყვანა; სხვადასხვა შოუ პროგრამების წაყვანის გამოცდილებით.
(კანდიდატი შემსყიდველთან შეთანხმებით). კაცი 1 - დღე 1;
2. ფოტო გადაღება- ვიდეო რგოლის დამზადება-ფოტო- ვიდეო გადაღების
მომსახურება-ღონისძიების ამსახველი, ვიდეო რგოლის გადაღება 4 k ხარისხით
, დრონით და ერთი კამერით, ქრონომეტრაჟი არანაკლებ 1 წუთისა, ვიდეო
მონტაჟით; სცენარი უნდა იყოს შემსყიდველათან წინასწარ შეთანხმებული,
ღონისძიების ამსახველი ფოტო - გადაღება 4k ხარისხით , არანაკლებ100 ფოტო
აქედან დამუშავებული არანაკლებ 50; დღე 1;
3. ტერიტორიის მორთვა საახალწლო თემატიკის დეკორაციით დიზაინერთა
ჯგუფის მიერ- შიდა ტერიტორიის საახალწლო თემატიკის დეკორაციით მოწყობა
- მიმწოდებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ყინულის არენის შენობის
შესასვლელი პერიმეტრის საახალწლო თემატიკის შესაბამისად დეკორირება,
წინასწარ შეთანხმებული დიზაინის, რაოდენობისა და განლაგების მიხედვით.
დეკორაცია უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მითითებულ
კონკრეტულ ადგილებზე, უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით. 1. 7 ცალი
არანაკლებ 6 მეტრიანი სიმაღლის სვეტის მოწყობა საახალწლო თემატიკით;
სვეტის ირგვლივ სრულად მწვანე გირლიანდები, შიგნით — თბილი შუქები; ფოტო
ესკიზი N1 2. კიბის ორივე მხარეს (30 მ2) LED-გირლიანდები და მწვანე ნაძვის
გირლიანდები; ფოტო ესკიზი N2; შენიშვნა: დეკორაცია რჩება შემსყიდველ
ორგანიზაციაში; მომსახურება 1;
4. სახის მოხატვა პატარებისთვის-მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
არანაკლებ 4 მხატვარისა და სამუშაო კუთხის მოწყობა, (ერთი საშუალო
მაგადა და ოთხი სკამი) მხატვრებმა მოწვეულ პატარებს უნდა შეუსრულონ
საახალწლო, საზეიმო ან სადღესასწაულო ხასიათის სახის მოხატვა; კაცი 4
-დღე 1;
5. სხვადასხვა სიმაღლის საახალწლო კონუსი-საახალწლო დეკორატიული
კონუსები – სხვადასხვა ზომის (30–150 სმ), დამზადებული მტკიცე
მუყაოს/პლასტიკატის/ხის ჩარჩოზე, გლიტერული ან თეთრი საფარით,
LED-განათებით. კონუსები უნდა იყოს უსაფრთხო, ვიზუალურად ერთიანი
თემატიკის (ზამთრის/საახალწლო დეკორი). შენიშვნა: დეკორაცია რჩება
შემსყიდველ ორგანიზაციაში; ცალი 10;
6. თოვლის ბაბუს სახლი-მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საახალწლო
ფოტოზონა "თოვლის ბაბუს სახლი", ცენტრში თოვლის ბაბუს სავარძელი და
ირგვლივ დეკორაციები. სრულ კედელზე ( 6*5-მ2 ) ნათურების ფონით (თბილი თეთრი
ფერის LED ნათურებით თანაბრად განაწილებული კედლის სრულ სიგრძეზე).
ფოტოზონა უნდა ტოვებდეს ზღაპრის სახლის შთაბეჭდილებას, ოთახში უნდა
იყოს ხალიჩა (თეთრი ფაფუკი თოვლის საფარი), რომელიც დაიფარება ფოტოზონის
მთლიან ზედაპირზე. სავარძელი უნდა იყოს კლასიკური ვინტაჟის სტილის, ხის
ან ხის იმიტაციის მასალით, უნდა ქონდეს რბილი ბალიში წითელ ფერებში,
ზომები ზრდასრული პერსონისთვის( არანაკლებ 1.50 სმ), საახალწლო თემატიკის
დეკორაციული ფიგურები (2 საშუალო ზომის თოვლის ბაბუის ფიგურა, დიდი და
საშუალო ზომის ირემი მეტალის, 1 ცალი არანაკლებ ერთი მეტრი სიგრძის
საფოსტო დასადგამი ყუთი, არანაკლებ 3 ცალი სხვადასხვა ზომის ელფი). ფერი
შემსყიდველთან შეთანხმებით . შენიშვნა: დეკორაცია რჩება შემსყიდველ
ორგანიზაციაში; ფოტო ესკიზი N3; მომსახურება 1;
7. თოვლის ბაბუა-მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების
მიმდინარეობის მთელი პერიოდის მანძილზე თოვლის ბაბუს, ფორმაში
გამოწყობილი გმირების მომსახურება, სურათების გადაღება. თოვლის ბაბუა
უნდა იყოს შემოსილი ახალი, მაღალი ხარისხის ფორმით და ბუნებრივი გრიმით.
თოვლის ბაბუმ უნდა შეძლოს კონტაქტი ბავშვებთან, იყოს მხიარული, მოუყვეს
სხვადასხვა ახალ წელთან დაკავშირებული ისტორიები; დღე 1-კაცი 1;
8. ზღაპრის გმირების მომსახურება-კოსტიუმირებული ზღაპრის გმირების
რაოდენობა 10: გუფი, სტიჩი, დეიზი, დონალდი, მიკი, მინი, სპაიდერ მენი,
ჟოზე,ლოლი, პონი. წარმოდგენის ხანგრძლივობა არანაკლებ 2 საათისა;
ანიმაციური პერსონაჟის მომსახურება უნდა მოიცავდეს გასართობ
აქტივობებსა და ფოტო/ვიდეო სესიებში მონაწილეობას; დღე 1- კაცი 10;
9. ღონისძიების ფარგლებში საკონფერენციო დარბაზით
უზრუნველყოფა-ღონისძიების ფარგლებში საკონფერენციო დარბაზის
უზრუნველყოფა, სამი საათით 14:00 – 20:00 საათის შუალედში ტექნიკურად
გამართული დახურული საკონფერენციო დარბაზი უნდა იყოს განთავსებული
არანაკლებ 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მინიმუმ 500 ადამიანზე. სივრცეში
მონაწილეთა თეატრალური განლაგებით განთავსება. საკონფერენციო
დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს ყველა საჭირო ინვენტარით ( ეკრანი ან
პროექტორი; გახმოვანება; გათბობა - გაგრილების სისტემა). უნდა იყოს
წვდომა მაღალი სიჩქარის უკაბელო ინტერნეტთან.
კონფერენციის ფარგლებში 2 ცალი გადამცემი თავის მიკროფონით
გახმოვანების უზრუნველყოფა.
საათი 3;
10. სიგელი-პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 25 ცალი მეტალის დიპლომის
ოქროსფერ ფირფიტაზე სუბლიმაციური ბეჭდვა და მოწოდება, მეტალის დიპლომს
უნდა ჰქონდეს ბარხატის ჩასადები, ოქროსფერი ფირფიტის ზომა: 11X15სმ;
ბარხატის ჩასადების ზომა: 16X20 სმ, ტექსტი, დიზაინი და ფერი შემსყიდველთან
შეთანხმებით; ცალი 25;
11. საინფორმაციო ფლაერი -პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს 1000 (ერთიათასი)
ცალი მაღალი ხარისხის ტრიპლეტის ბეჭდვა და მოწოდება შემდეგი ტექნიკური
მახასიათებლებით: ა) 1000 ცალი A6 ფორმატის ტრიპლეტი დაბეჭდილი უნდა იყოს
არანაკლებ 170 გრ ცარცის პრიალა ქაღალდზე ორმხრივი ფერადი ბეჭდვით ,
მაღალი პოლიგრაფიული ხარისხით. დიზაინი და დასაბეჭდი ტექსტი
შემსყიდველ ორგანიზაციასთან შეთანხმებით; ცალი 1000;
12. დროშები-ქაღალდის პატარა დროშა ჯოხით, ზომით 14*20, დროშაზე უნდა იყოს
გამოსახული ცენტრის ლოგო საახალწლო დიზაინით; დიზაინი შემსყიდველთან
შეთანხმებით; ცალი 500;
13. ფურშეტი-100 კაცზე გათვლილი ფურშეტი, ფურშეტის მენიუ უნდა შედგებოდეს: 2
სახის კანაპე; მინი ლობიანი, მინი ხაჭაპური, მინი ეკლერი, მინი ბურგერი,
მინი შუ, ხილის ტარტი მარწყვით, ყველის ასორტი, ხილის ასორტი ,ზეთისხილი,
ყავა, ჩაი, გამაგრილებელი სასმელი; შუშხუნა ღვინო ბოკალით; შენიშვნა
:ფურშეტი უნდა იყოს იმავე სასტუმროში სადაც ტარდება კონფერენცია ; კაცი
100;
14. მძიმე კვამლი-თეთრი კვამლის ეფექტი წარმოდგენის დროს; სპეციალური
სცენური ეფექტი – თეთრი კვამლი წარმოდგენის გარკვეულ ეპიზოდებში
გამოყენებული იქნება სცენური სპეციალური ეფექტი – დაბალ სიმაღლეზე
მოძრავი თეთრი კვამლი, რომელიც ქმნის თეთრი ნისლის ვიზუალურ
ატმოსფეროს. მომსახურება 1;
15. განათების მომსახურება-მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: არანაკლებ 12
ცალი მოტრიალე თვალი ბეამ 280 ვატი. 10 ცალი ლედ ვოში 15/19 zoom led ფარი 24 ცალი 36*5.
თეთრი ბლაინდერი 8 ცალი. სპლიტერი განათების არანაკლებ 2 ცალი. განათების
ციფრული მიქშერი თავისი მხატვარი გამნათებლით. არანაკლებ 2 ცალი ბოლის
აპარატი ფეიზერი. არანაკლებ 2 ცალი ბოლის აპარატი 3000 ვატი. არანაკლებ 2
ცალი სტრობი 3000 ვატი. განათების ჩამოსაკიდებელი კომუნიკაცია
საჭიროებისდა მიხედვით. განათების მოწყობის მომსახურება
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს: განათების აპარატურა, რობოტები,
ლაზერები ასევე წერტილოვანი განათებები შემსყიდველის მიერ მითითებულ
ლოკაციებზე; მიმყოლი შუქის პროჟექტორი არანაკლებ 2500 ვატი; მომსახურება
11;
16. ცნობილი საბავშვო მომღერალი-ცნობილი საბავშვო მომღერალის მოწვევა –
ღონისძიებაზე მოწვეული უნდა იყოს ბავშვებს შორის პოპულარული ქართველი
შემსრულებელი, რომლის რეპერტუარი მოიცავს საბავშვო და ანიმაციური
ნაწარმოებების მუსიკალურ სიმღერებს. კაცი 1;
შენიშვნა: ფესტივალის ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს
შემსყიდველი ორგანიზაციის შესაბამის სამსახურთან ერთად. აუცილებელია
ტექნიკური პირობების ყველა მოთხოვნის შეთანხმება შემსყიდველ
ორგანიზაციასთან;