Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #68673187)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Special Penitentiary Service
Номер конкурса: 68673187
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 145 657 920


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020727
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 18:16
Начало приема предложения 17.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.12.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 145`657`920.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5, N6, N8, N10, N11, N12, N15, N16, N17 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა.

Type of Procurement: Electronic Tender without Auction (NAT)
Procuring Entity: Special Penitentiary Service
Date of Announcement: 19.11.2025
Start Date for Submission of Proposals: 17.12.2025, 00:00
Deadline for Submission of Proposals: 22.12.2025, 13:30
Funding Source: 2026/2027/2028 Budget Funds
Estimated Procurement Value: 145`657`920.00 GEL
Proposal Submission: Including VAT
CPV Code and Classification Section: 55500000 – Canteen and Catering Services
CPV Code and Specific Object of Procurement: 55500000 – Canteen and Catering Services
Quantity or Volume of Procurement: See Tender Documentation
Delivery Period: See Tender Documentation
Bid Reduction Step: 1`456`814.00 GEL
Amount of Bid Security: 1`456`814 GEL
Validity Period of Bid Security: 160 days
Additional Information: Procurement of catering services for accused/convicted persons placed in Penitentiary Establishments No. 5, 6, 8, 10, 11, 12, 15, 16, 17, and 18, as well as for the personnel of the Special Penitentiary Service.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`456`579.00 GEL
Размер гарантии 1`456`579 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan papelishvili :: 31.10.2025 16:03
  • Последнее исправление: ketevan papelishvili :: 19.11.2025 18:16
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653474&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის N5, N6, N8, N10, N11, N12, N15, N16, N17 და N18 პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების აღწერა და პირობები მოცემულია: სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ში - ტექნიკური დავალება.
ასევე, იხ. დანართები:
დანართი N3 - საკვები პროდუქტების სტანდარტები
დანართი N4 - სამზარეულო ინვენტარი
დანართი N5 - მიწოდების ადგილები
დანართი N6 - საიჯარო ობიექტები
დანართი N8 - მომზადების წესები
დანართი - ბრძანებების ბმული

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ვადებია: ყოველდღიურად, 2026 წლის 01 თებერვლიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევა განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და წესების მიხედვით, დანართი N1 - ტექნიკური დავალების შესაბამისად.

2. მომსახურების გაწევის ადგილები განსაზღვრულია დანართ N5-ში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებლ(ებ)ის შესახებ.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023, 2024 და 2025 წლებში უნდა გააჩნდეს მრავალფეროვანი კერძებით უზრუნველყოფილი კვების მომსახურების გაწევის გამოცდილება (მომსახურების სფეროები: რესტორანი, სწრაფი კვების ობიექტი, სასადილო ან მსგავსი ტიპის ობიექტები, ქეითერინგ სერვისი, საკვებით მობილური მომსახურება) 5,000,000.00 (ხუთი მილიონი) ლარის ოდენობით.

გამოცდილების დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ უნდა იქნეს ინფორმაცია დანართი N7-ის შესაბამისად, ასევე ამ პუნქტში მითითებული მომსახურების გაწევის გამოცდილების დამადასტურებელი სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტაციის ასლები: პრეტენდენტის მიერ შესრულებული კვებითი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ხელშეკრულება ან/და მიღება-ჩაბარების აქტი ან/და მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობა და დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურა ან/და საგადასახადო დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ აღნიშნული მომსახურების გაწევის ფაქტი.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში, მოთხოვნილი გამოცდილების არსებობა შესაძლებელია დასაბუთდეს რეგისტრაციის ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოდგენილი კვებითი მომსახურების გაწევის დამადასტურებელი საგადასახადო ინფორმაციისა და ხელშეკრულების ან/და დამკვეთის მიერ გაცემული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

ა) პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის სახელზე გაცემული ISO 9001:2015 (ან უფრო ახალი) და ISO 22000 სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატი.
ბ) პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს მისაწოდებელი საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებლ(ებ)ის სახელზე გაცემული ISO 22000 სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოქმედი სერტიფიკატ(ებ)ი (სფეროების მიხედვით) ან შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 დეკემბრის №722 დადგენილებით დამტკიცებული „ბიზნესოპერატორისაღიარების წესის“ შესაბამისად საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სეს) მიერ მინიჭებული აღიარების/პირობითი აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი.

შენიშვნა: ISO 22000 სერტიფიკატის გამცემი უნდა იძებნებოდეს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) ვებ-გვერძე https://www.iafcertsearch.org/. ასევე, შესაძლებელია სერტიფიკატის გამცემი არ იძებნებოდეს აღნიშნულ ვებ-გვერდზე, თუმცა იგი აკრედიტებული/ავტორიზებული იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის (IAF) წევრი აკრედიტაციის ორგანოს ან რეგიონალური აკრედიტაცის ჯგუფის ანასოცირებული წევრის მიერ, აღნიშნული მიკვლევადი უნდა იყოს საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის ვებ-გვერდის მეშვეობით https://iaf.nu/en/home/.

გ) პრეტენდენტი და ასევე, შემოთავაზებული საქონლის ხორცისა და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელი რეგისტრირებული უნდა იყოს ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (მათ შორის,რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილება არ უნდა იყოს ძალადაკარგული), სადაც „გამოყენებული ეკონომიკური საქმიანობის სახეების ცნობარ“-ში/საქმიანობის აღწერაში მითითებული იქნება საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებული საქმიანობის სახე/სახეები. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამონაწერი ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრიდან (თუ შემოთავაზებული პროდუქტი იმპორტირებულია აღნიშნული მოთხოვნა არ ვრცელდება შემოთავაზებული პროდუქტის მწარმოებელზე).

2.8.1 requirements related to a sub-contractor

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებლ(ებ)ის შესახებ. წარმოდგენილი უნდა იქნეს ასევე პრეტენდენტსა და მისაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების (ყველი, კარაქი, ხაჭო, არაჟანი, მაწონი, რძე სასმელი, კეფირი და შესქელებული რძე) მწარმოებელ კომპანიას/ებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ა წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტების მიწოდებაზე, რომლ(ებ)ის მოქმედების ვადა ტოლი უნდა იყოს ან აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ვადას.

შენიშვნა:
მოსაწოდებელი საქონლის ხორცის და რძის პროდუქტების მწარმოებლ(ებ)ის შესახებ ინფორმაციის წარმოუდგენლობა გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა უნდა დასაბუთდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის 28-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, საშემფასებლო დასკვნით (ამასთან, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საშემფასებლო მომსახურების გაწევის უფლება ეძლევა მხოლოდ იმ პირს, რომელშიც დასაქმებულია აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებული შემფასებელი. შეფასების განხორციელების და შეფასების ანგარიშზე/დასკვნაზე ხელის მოწერის უფლება ენიჭება აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სერტიფიცირებულ შემფასებელს). საშემფასებლო დასკვნასთან ერთად ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:

(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა, და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმის თაობაზე, რომ პრეტენდენტის მიმართ არ მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი ან/და გაკოტრების საქმის წარმოება.
(3) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ. პრეტენდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ უნდა გააჩნდეს ისეთი დავალიანება, რომელიც აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომელშიც, პრეტენდენტის მიმართ არ უნდა იყოს რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა და პრეტენდენტი არ უნდა იყოს რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ. პრეტენდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ უნდა გააჩნდეს ისეთი დავალიანება, რომელიც აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

(1) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:
ა) შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან გაცემული დოკუმენტ(ებ)ი რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტის/ამხანაგობის თითოეული მონაწილის მიმართ, არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
ბ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ. პრეტენდენტს/ამხანაგობის თითოეულ მონაწილეს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ უნდა გააჩნდეს ისეთი დავალიანება, რომელიც აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს.

5.1.6 for a non-resident

არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან).
ბ) დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მიმართ არ არის რეგისტრირებული ყადაღა/აკრძალვა და პრეტენდენტი არ არის რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში.
გ) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების შესახებ. პრეტენდენტს სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არ უნდა გააჩნდეს დავალიანება, რომელიც აღემატება 100,000 (ასი ათასი) ლარს.
დ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ ხდება ზემოაღნიშნული რომელიმე მონაცემის/ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის გაცემა, აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოდან წერილობითი დოკუმენტი, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი/ფილიალი საქართველოში, იგი ვალდებულია წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის და სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან (არარეზიდენტი პირებისათვის დასაშვებია გარანტიის წარმოდგენა უცხო ქვეყნის ლიცენზირებული დაწესებულებიდან, რომელიც დამოწმებული უნდა იყოს საქართველოში მოქმედი ლიცენზირებული საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ), ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორების მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველს წარუდგინოს ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მთლიანი ღირებულება (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინებით) საანგარიშო პერიოდის მითითებით.
3. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების მიხედვით. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის დადასტურებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე.
4. ანგარიშსწორება და მიღება-ჩაბარებასთან დაკავშირებული სხვა პირობები განისაზღვრება ხელშეკრულების პროექტით.
5. დაფინანსების წყარო: 2026-2028 წლების სახელმწიფო ბიუჯეტი:
2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაუმეტეს - 37,413,820.00 ლარი;
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაუმეტეს - 49,918,000.00 ლარი;
2028 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაუმეტეს - 58,326,100.00 ლარი;

შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მხრიდან 2026 და 2027 წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში ვერ განხორციელდა ფაქტობრივად გაწეული მომსახურების სრულად ანაზღაურება, ასეთ შემთხვევაში ანგარიშსწორება მოხდება მომდევნო წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ეტაპობრივად, ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან პაპელიშვილი, 593571571, ketpapelishvili@sps.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით ქართულ ან/და უცხოურ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. შემსყიდველი უფლებამოსილია მოთხოვოს პრეტენდენტს ორიგინალი დოკუმენტ(ებ)ის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა.
3. ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა; გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი იქნება Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
7. სატენდერო წინადადებაში ფასები გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში მითითებული ერთეულის ფასები გამოსახოს და შესაბამისად გაინაგარიშოს ლარის მეასედის - თეთრების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი);
8. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
9. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნეს პარტნიორების/აქციონერების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია, ხოლო თუ პარტნიორი/აქციონერი იურიდიული პირია, - ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ ინფორმაციის ამსახველი დოკუმენტაცია (მათ შორის ოფშორულ ზონაში რეგისტრირებული პარტნიორების/აქციონერების/ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ).
10. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში: სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплен


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru