Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Пакеты программного обеспечения для связи и мультимедиа (Грузия - Тендер #68673183)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC Georgian Natural Gas Transmission Network Owner
Номер конкурса: 68673183
Дата публикации: 19-11-2025
Сумма контракта: 12 347


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020731
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 19.11.2025 18:30
Начало приема предложения 25.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 12`347.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 48500000-Пакеты программного обеспечения для связи и мультимедиа
Коды классификатора
  • 48510000 - Пакеты программного обеспечения для связи
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტით მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 123.00 GEL
Размер гарантии 123 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 07.11.2025 11:15
  • Последнее исправление: tamar asatiani :: 19.11.2025 18:30
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654321&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტით მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის (მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლები) შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტი - მომხმარებლების რაოდენობა, არაუმეტეს 35;

მომსახურების/საოფისე პროგრამული უზრუნველყოფის პაკეტის აღწერა:
- ბიზნეს კლასის მეილი;
- ელ-ფოსტაზე წვდომა ვებ ბრაუზერით;
- საკუთარი დომეინის შექმნის შესაძლებლობა;
- რამოდენიმე დომეინის მიბმის საშუალება;
- მართვის ვებ ინტერფეისი;
- ავტომატური შეტყობინების დაყენება;
- მინიმუმ 50 გიგაბაიტი მოცულობა თითოეულ მეილბოქსზე;
- სისტემას უნდა გააჩნდეს არქივაციის საშუალება - ძველი გამოუყენებელი წერილების გადატანის საშუალება არქივში. არქივში არსებული წერილები ხელმისაწვდომი უნდა იყოს მომხმარებლებისათვის;
- მინიმუმ 50 გიგაბაიტი მოცულობა თითოეულ მეილბოქსის არქივზე;
- საჭიროების შემთხვევაში მუშაობის შეუფერხებლად არქივის მოცულობის გაზრდის საშუალება;
- სისტემას უნდა შეეძლოს მინიმუმ 150 მეგაბაიტი შეტყობინების გაგზავნა;
- საფოსტო დესკტოპ აპლიკაციასთან მუშაობის შესაძლებლობა;
- სისტემას უნდა გააჩნდეს კონტაქტების სანახი, უნდა გაიმიჯნებოდეს შიდა და არაკორპორაციული მისამართები, უნდა შეეძლოს ჯგუფების და საკონფერენციო ოთახების ორგანიზება;
- ინტეგრირებული კალენდრის მეშვეობით უნდა შეეძლოს შეხვედრების დაგეგმვა. საკუთარი კალენდრის გაზიარება კონკრეტული თანამშრომლებისთვის და უსაფრთხოების პოლიტიკების გათვალისწინებით (ვის შეუძლია კორექტირება, ვის შეუძლია მხოლოდ ნახვა);
- მავნე პროგრამებისგან დაცვა და არასასურველი ფოსტის ფილტრაცია;
- ელექტრონული ფოსტის მომსახურების გარანტირებული 99.9% მუშა მდგომარეობა (Uptime). სპამ ფილტრი, ანტივირუსი, POP3S, SMTPS, SSL/TLS, ავტომატური სარეზერვო კოპირება, კონფიდენციალობა, 24/7 მხარდაჭერა (Support);
- ორნაბიჯიანი გადამოწმება (2-step verification), SSO (Single sign-on);
- დავალებები და შეხსენებები (Tasks and Reminders) - საფოსტო სერვერს უნდა შეეძლოს ლოკალური საფოსტო კლიენტიდან დავალებების და შეხსენებების გაგზავნა სხვა მომხმარებლისათვის და მიმღების კალენდარში ჩანაწერის გაკეთების შესაძლებლობა (ვებ ვერსია);
- წესები და პოლისები (Out of Office settings) - საფოსტო სერვერს უნდა ჰქონდეს დესკტოპ აპლიკაციიდან ავტო შეტყობინებების დაყენების მხარდაჭერა;
- მეილ სერვერს უნდა შეეძლოს შეტყობინების მიღების დასტურის და წერილის წაკითხვის რეპორტის გაგზავნა;
- მეილ სერვერს უნდა ჰქონდეს ლოკალურ ან ქლაუდ აქტივ დირექტორიასთან ინტეგრაციის შესაძლებლობა.
- სამომხმარებლო ფორმატის შექმნის საშუალება. მეილის გაგზავნისას უნდა იყოს მეილში თანამშრომლის ხელმოწერა კომპანიის დასახელება ლოგო ან სურათი სახელი გვარი ტელეფონის ნომერი და თანამდებობა; (ვებ ვერსია)
- მრავალდონიანი აუთენტიფიკაცია (MFA);
- საოფისე აპლიკაციების უახლესი, როგორც ვებ/ონლაინ ასევე დესკტოპ ვერსიები;
- საოფისე აპლიკაციების ახალი ვერსიის გამოსვლისას მასზე ავტომატურად გადასვლის შესაძლებლობა;
- 1 ტერაბაიტიანი ღრუბლოვანი შემნახველი საცავი თითოეული მომხმარებლისათვის. მასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან; (ვებ ვერსია)
- ორგანიზაციის შიგნით და მის გარეთ დოკუმენტების გაზიარების შესაძლებლობა და მონიტორინგი იმისა თუ ვის შეუძლია ამავე დოკუმენტის ნახვა/დაკორექტირება;
- ერთი საერთო სივრცე ორგანიზაციის შიდა ქსელში, შემდეგი სახის ფუნქციონალით:
• ჯგუფების შექმნა ნებისმიერი სახის სორტირებით: დეპარტამენტი, პროექტები და ა.შ,
• ჩატი, როგორც ინდივიდუალური ასევე ჯგუფური,
• ონლაინ შეხვედრები/აუდიო და ვიდეო კონფერენციები სადაც 250-მდე ადამიანს შეუძლია მონაწილეობის მიღება,
• ფაილების გაზიარება და მათი თავმოყრა ერთი ჯგუფის ფარგლებში.
• ერთი და იგივე ფაილთან რამოდენიმე თანამშრომლის ერთდროულად მუშაობის შესაძლებლობა, რის დროსაც მკაფიოდ უნდა ჩანდეს ვინ რა სახის ინფორმაციაზე მუშაობს.
• სისტემას უნდა შეეძლოს შემდეგი ინფორმაციის (Log-ების) შეგროვება: მომხმარებლის სახელი, რა სახის ინფორმაცია შეცვალა და როდის.
• ინტეგრაცია საოფისე აპლიკაციებთან და მესამე პირის (Third Party) გადაწყვეტილებებთან.
- შიდა კორპორატიული სოციალური ქსელი;
- სერვისი, რომლის საშუალებითაც შეიქმნება სხვადასხვა სახის გამოკითხვებისთვის საჭირო ფორმები/კითხვარები და განხორციელდება შეგროვებული პასუხების ანალიტიკა;
- სერვისი ციფრული, ინტერაქტიული ანგარიშებისა და პრეზენტაციების შესაქმნელად. მათი სწრაფი გაზიარება ნებისმიერი მოწყობილობიდან და ლოკაციიდან; (ვებ ვერსია)
- გაზიარებული დოკუმენტაცია უნდა იყოს ყველა მოწყობილობაზე მორგებული. - ორგანიზაციის შიგნით არსებული ვიდეო მასალის უსაფრთხო ძებნა, ნახვა და დათვალიერება;
- ორგანიზაციის შიგნით არსებული ვიდეო მასალის უსაფრთხო ძებნა, ნახვა და დათვალიერება; (ვებ ვერსია)
- თანამშრომლების როლების დელეგირება ადმინისტრატორის პანელში;

შენიშვნა:
- მომსახურების განსახორციელებლად განსაზღვრული მომხმარებლების რაოდენობა (არაუმეტეს 35) არის სავარაუდო და შესაბამისად, შემსყიდველს მისი სრულად ათვისებისა და ანგარიშსწორების ვალდებულება არ წარმოეშვება; მომხმარებლების რაოდენობას განსაზღვრავს შემსყიდველი.
- სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული პაკეტის პარამეტრები წარმოადგენს შემსყიდველის მიერ დადგენილ მინიმალურ მოთხოვნებს; პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველს შესთავაზოს უკეთესი/გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე პაკეტი, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს პრეტენდენტის უპირატესობას.
- მიმწოდებელს არ აქვს აუდიტის ჩატარების უფლება შემსყიდველის ინფრასტრუქტურაზე, კომპიუტერებზე და სისტემებზე, მხოლოდ უნდა შემოიფარგლოს წინამდებარე ტენდერით შესასყიდი მომსახურების უზრუნველყოფით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მომსახურების განხორციელების ვადები:
1.4.1.1 მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების გაფორმებიდან, არაუგვიანეს 2026 წლის პირველ იანვრამდე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება (საჭიროების შემთხვევაში);
1.4.1.2 მიმწოდებლის მიერ 1.4.1.1 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემდომ მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევის ადგილი: ინტერნეტსივრცე;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ დანართ N1 - ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საოფისე პროგრამული პაკეტის კონკრეტული დასახელების/ვერსიის შესახებ.
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, საოფისე პროგრამული პაკეტის კონკრეტული დასახელების/ვერსიის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ შემოთავაზებული საოფისე პროგრამული პაკეტის კონკრეტული დასახელების/ვერსიის შესახებ ინფორმაციის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.9 other additional requirements

მომსახურების უზრუნველსაყოფად შემოთავაზებული საოფისე პროგრამული პაკეტის მწარმოებელი კომპანიის მონაცემთა ცენტრების (Data Center) რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 ერთეულს, აქედან არანაკლებ 10 ერთეული მონაცემთა ცენტრი (Data Center) უნდა მდებარეობდეს ევროპის ტერიტორიაზე.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საოფისე პროგრამული პაკეტის კონკრეტული დასახელების/ვერსიის იდენტიფიცირება).

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად არსებული რაოდენობის მომხმარებლებზე გაწეული მომსახურების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, ფაქტიურად არსებული რაოდენობის მომხმარებლებზე გაწეული მომსახურების შესაბამისად, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 14 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება მომსახურება გაწეულ დღეთა პროპორციულად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ასათიანი, 577717164, t.asatiani@tno.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღებისთვის საკონტაქტო პირი: თამარ ასათიანი.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 12 347.00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი დანართი #1 (ფასების ცხრილი), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართი №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან შემოთავაზებული საოფისე პროგრამული პაკეტის კონკრეტული დასახელების/ვერსიის შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru