Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Интернет-услуги (Грузия - Тендер #68617126)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 68617126
Дата публикации: 17-11-2025
Сумма контракта: 6 120


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020487
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2025 19:41
Начало приема предложения 24.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 26.11.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 6`120.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 72400000-Интернет-услуги
Коды классификатора
  • 72410000 - Услуги по поставкам
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Дополнительная информация
ინტერნეტმომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 61.00 GEL
Размер гарантии 61 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: jaba guraspishvili :: 17.11.2025 19:31
  • Последнее исправление: jaba guraspishvili :: 17.11.2025 19:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655648&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ინტერნეტმომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. ინტერნეტმომსახურება უნდა განხორციელდეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ტერიტორიაზე ტარიბანის მიმდებარედ (GPS კოორდინატები: 41.331219, 45.996123), შემდეგი პირობებით:
- სიჩქარე: გლობალური - 10 მბ/წმ გარანტირებული სიმეტრიული.
- სიჩქარე: ლოკალური - 10 მბ/წმ გარანტირებული სიმეტრიული.
- სტატიკური IP მისამართის გამოყოფა 1 ერთეული.

1.2.2. ინტერნეტმომსახურება უნდა განხორციელდეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ტერიტორიაზე მირზაანის მიმდებარედ (GPS კოორდინატები: 41.370106, 46.177501), შემდეგი პირობებით:
- სიჩქარე: გლობალური - 10 მბ/წმ გარანტირებული სიმეტრიული.
- სიჩქარე: ლოკალური - 10 მბ/წმ გარანტირებული სიმეტრიული.
- სტატიკური IP მისამართი გამოყოფა 1 ერთეული.

1.2.3. ინტერნეტმომსახურება უნდა განხორციელდეს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ დედოფლისწყაროს რკინიგზის ჩიხის მიმდებარე ტერიტორიაზე (საკადასტრო კოდი 52.08.37.124) (GPS კოორდინატები: 41.452552, 46.119287), შემდეგი პირობებით:
- სიჩქარე: გლობალური - 10 მბ/წმ გარანტირებული სიმეტრიული.
- სიჩქარე: ლოკალური - 10 მბ/წმ გარანტირებული სიმეტრიული.
- სტატიკური IP მისამართი გამოყოფა 1 ერთეული.

შენიშვნა:
- მიმწოდებელი ვალდებულია ინტერნეტით მომსახურება განახორციელოს 24 საათიან გრაფიკში, არასამუშაო და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით;
- ყოველთვიური არასამუშაო დრო (Downtime) არაუმეტეს 3 სთ; აქედან არასამუშაო დრო (Downtime) დღის განმავლობაში არაუმეტეს 30 წთ;
- მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების სტაბილურობის გარანტია;
- მიმწოდებელმა შემსყიდველისათვის უნდა უზრუნველყოს როგორც პირადი ტექნიკური მომსახურების პერსონალის გამოყოფა, ასევე, ადმინისტრაციული და ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად მენეჯერის გამოყოფა;
- მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ინტერნეტსერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება (მათ შორის ინსტალაცია, ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
- შემსყიდველს უფლება აქვს მომსახურება ნებისმიერ დროს შეაჩეროს (მისთვის სასურველი ვადით) ან/და შეწყვიტოს დანართი №1-ის (ფასების ცხრილი) მე-2 გრაფაში განსაზღვრულ ნებისმიერ ობიექტზე/მისამართზე (როგორც თითოეულ, ასევე ყველა ობიექტზე ერთად). მიმწოდებელი თავის მხრივ, ვალდებულია დააკმაყოფილოს შემსყიდველის მოთხოვნა შემსყიდველის შეტყობინებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის ვადაში. მომსახურების შეჩერების ან/და შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველს სააბონენტო გადასახადის ანაზღაურების ვალდებულება არ წარმოეშვება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 მიმწოდებელი ვალდებულია არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვარმდე საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ინტერნეტსერვისის მიწოდებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ტექნიკური საკითხის მოგვარება (საჭიროების შემთხვევაში სამონტაჟო სამუშაოების (ინსტალაციის) ჩათვლით). მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველისთვის ინტერნეტის შეუფერხებლად მიწოდება, იმგვარად, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველის ყველა სერვისი უწყვეტად გადავიდეს ახალ ინტერნეტ ქსელზე/წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების პირობებზე (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
1.4.2 მიმწოდებლის მიერ 1.4.1. პუნქტით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების შემდომ (ასეთის საჭიროების შემთხვევაში) მიმწოდებელი ვალდებულია სატენდერო დოკუმენტაციის 1.1 პუნქტით გათვალისწინებული მომსახურების განახორციელება უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან, მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრიდან, 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ყოველდღიურად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
1.5.2 მომსახურების გაწევის ადგილი: მომსახურების მიწოდება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში განსაზღვრულ მისამართებზე.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს, 2023 წლის 1 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის წინადადების მიღების დასრულების დღემდე, უნდა გააჩნდეს ინტერნეტმომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მინიმუმ 5 (ხუთი) სხვადასხვა სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებების ფარგლებში მომსახურების სრულად განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის კონკრეტული შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
თუ პრეტენდენტის მიერ, ამ პუნქტის დაკმაყოფილების მიზნით წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ით განსაზღვრული მომსახურების განხორციელების ვადა არ იქნება დასრულებული (ხელშეკრულება არ იქნება სრულად შესრულებული და იქნება მიმდინარე), აღნიშნულ შემთხვევაში, წარმოდგენილი ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში შესრულებული მომსახურების პერიოდი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 10 (ათი) თვეს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 13 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, ყოველთვიურად, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, ყოველი საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვამდე (იმ შემთხვევაში, თუ ანგარიშსწორების ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ ანგარიშსწორება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს). ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების დროულად (საანგარიშო თვის მომდევნო თვის 13 რიცხვამდე) გაუფორმებლობის/წარმოუდგენლობის შემთხვევაში, ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების გაფორმებიდან/წარმოდგენიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ მომსახურების მიწოდება განხორციელდება არასრულ თვეზე, მაშინ ასანაზღაურებელი თანხა დაანგარიშდება დღეების პროპორციულად.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ჯაბა გურასპიშვილი, 599297303, j.guraspishvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: ჯაბა გურასპიშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 219).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1 დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტები
10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 6 120,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი.
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
10.1.5 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილი დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.
10.1.6 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი, პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.6 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას.

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 დანართი №1 (ფასების ცხრილი) (პუნქტი 1.3);
შენიშვნა:
- სასურველია პრეტენდენტის მიერ დანართი №1 (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით.
- პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით განსაზღვრული დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) წარმოუდგენლობა ან დანართი #1-ის (ფასების ცხრილი) განუფასებლად წარმოდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
10.3.2 გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პუნქტი 2.2.1).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

17-11-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

17-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-11-2025 Медицинское оборудование .

17-11-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

17-11-2025 Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru