Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования (Грузия - Тендер #68617125)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Levan Samkharauli National Forensics Bureau
Номер конкурса: 68617125
Дата публикации: 17-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020476
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 17.11.2025 18:17
Начало приема предложения 23.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.11.2025 12:00
Предполагаемая цена прейскуранта 285`455.46 GEL
Контрактная цена объекта закупки 60`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50500000-Ремонт и техническое обслуживание насосов, вентилей, кранов и металлических емкостей и оборудования
Коды классификатора
  • 50532300 - Ремонт и техническое обслуживание генераторов
Срок подачи ეტაპობრივად, 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
შემსყიდველის ბალანსზე არსებული გენერატორების მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`855.00 GEL
Размер гарантии 600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksi shavelashvili :: 14.11.2025 15:17
  • Последнее исправление: aleksi shavelashvili :: 17.11.2025 18:17
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655382&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შემსყიდველის ბალანსზე არსებული გენერატორების მოვლა-პატრონობის, შეკეთებისა და ტექნიკური მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების პირობები:
1.1 მომსახურება მოიცავს დიზელ-გენერატორების მოვლა-პატრონობას და საჭიროების შემთხვევაში, მათი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთებას ან/და შეცვლას; 1.2 მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას შესყიდვის ობიექტთან დაკავშირებული გენერატორების მწარმოებლების მიერ განსაზღვრული ექსპლუატაციის წესებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა. მათ შორის, სხვა აუცილებელ მომსახურებასთან ერთად, უზრუნველყოს: გენერატორების გეგმიური შემოწმება და შესაბამისი აქტის გაფორმება; გენერატორების გაწმენდა-გასუფთავება საჭიროებისამებრ; გენერატორების ჩართვა (საჭირო საწვავით უზრუნველყოფას განახორციელებს შემსყიდველი); ზეთის შემოწმება ძრავაში და შესაბამისი დაშვების და მაღალი ხარისხის ზეთის და ზეთის ფილტრის შეცვლა წელიწადში ერთხელ ან ყოველ 250 მუშა საათზე; გამაცხელებლის, აკუმულატორის და სხვა ძირითადი ნაწილების მდგომარეობის შემოწმება და შეცვლა საჭიროებისამებრ; ავტომატური გადართვის სისტემების და ელექტროსადენების, აგრეთვე გამომუშავებული დენის სიმძლავრის შემოწმება; საწვავის ფილტრის შეცვლა წელიწადში ერთხელ ან ყოველ 500 მუშა საათზე; ჰაერის ფილტრის შემოწმება და შეცვლა საჭიროებისამებრ; ანტიფრიზის კონცენტრაციის შემოწმება და შეცვლა საჭიროებისამებრ. 1.3 ავარიულად გაჩერებული გენერატორ(ებ)ის დათვალიერება და ექსპლუატაციაში გაშვება (თუ აღნიშნული დაკავშირებული არ არის დაზიანებული ნაწილ(ებ)ის შეკეთება ან/და შეცვლასთან) უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 12 საათში ქ. თბილისის ტერირორიაზე, ხოლო რეგიონებში - შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 24 საათში. ნებისმიერი დაზიანებული ნაწილის შეკეთება ან/და შეცვლა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 48 საათში ქ. თბილისის ტერირორიაზე, ხოლო რეგიონებში - შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 72 საათში. იმ შემთხვევაში თუ საჭირო იქნება გენერატორ(ებ)ის კაპიტალური შეკეთება ან დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომლის შეძენაც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე) მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 25 კალენდარული დღით. 1.4 ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია შეადგინოს დეფექტური აქტი, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერა, მისი ღირებულება, აგრეთვე მომსახურების დაწყებისა და დასრულების ვადები; 1.5 კონკრეტული გამოცვლილი/შეკეთებული ნაწილისა და გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში (სირთულის მიხედვით). 1.6 მომსახურება უნდა განხორციელდეს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ (შემსყიდველთან შეთანხმებით). დაცული უნდა იყოს უსაფრთხოების ნორმები. მიმწოდებელი პასუხისმგებელია მიყენებული ზიანის საკუთარი ხარჯებით ანაზღაურებაზე, ან იმ უბედურ შემთხვევებზე, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს მომსახურების პროცესში ტექნიკური გაუმართაობით. 1.7 შეცვლილი ნაწილ(ებ)ი მიმწოდებელმა უნდა დატოვოს კონკრეტულ ობიექტზე შემსყიდველის შესაბამის უფლებამოსილ პირთან შეთანხმებით; 1.8 მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და შესაბამისი უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს მიმწოდებელი ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა; 1.9 მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისთვის გამოჰყოს არანაკლებ 2 (ორი) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (არანაკლებ ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო არანაკლებ ერთი დასავლეთ
საქართველოში), რომლებიც ვალდებულნი იქნებიან განახორციელონ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით განსაზღვრულ ობიექტებზე არსებული დიზელ-გენერატორების გეგმიური დათვალიერება-შემოწმება-გატესტვა და მათი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენა თვეში არანაკლებ 1-ჯერ (შემსყიდველთან შეთანხმებით), ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურება. 1.10 შემსყიდველი უფლებამოსილია პერიოდულად განახორციელოს ინსპექტირება. ინსპექტირების შედეგად თუ დადგინდა, რომ კონკრეტული გენერატორის დაზიანება გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ბრალეულობით (ექსპლუატაციის პირობების დარღვევა, მომსახურების არადროულად ან არაჯეროვნად განხორციელება და ა.შ.), მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში (სირთულის მიხედვით). ამასთან, მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილი იქნება შესაბამისი გამაფრთხილებელი წერილი. შემსყიდველი უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულების მოქმედება, თუ მიმწოდებლის სახელზე გაგზავნილ იქნა ორი ან მეტი ასეთი გამაფრთხილებელი წერილი. 1.11 პრეისკურანტით (დანართი N2) განსაზღვრული ნებისმიერი ერთეულის ღირებულება მოიცავს ყველა იმ თანმდევ ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს კონკრეტული მომსახურების განხორციელებასთან; შენიშვნა: 1. პრეისკურანტი (დანართი N2) პრეტენდენტის მიერ წარდგენილი უნდა იყოს როგორც PDF, ასევე Excel-ის ფორმატში. 2. პრეტენდენტი, დაზუსტების პროცედურის გარეშე, დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ მის მიერ არ იქნება წარდგენილი პრეისკურანტი ან წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა განსაფასებელი პოზიციების 1%-ზე მეტი იქნება. პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარდგენილი წინადადების ფასი არ უნდა აღემატებოდეს პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებას და ელექტრონული ვაჭრობის შედეგად წინადადების ფასის კლება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით. პრეისკურანტის საწყის სავარაუდო ღირებულებასა და პრეტენდენტის მიერ სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ საბოლოოდ დაფიქსირებულ პრეისკურანტის ღირებულებას შორის სხვაობის არსებობის შემთხვევაში, პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასების დაანგარიშება უნდა განხორციელდეს იმ პროპორციით, რა პროცენტული ოდენობითაც შემცირდება პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულება მის თავდაპირველ სავარაუდო ღირებულებასთან მიმართებით. ამასთან, პროპორციული პროცენტული ფასდაკლების შემდგომ, თუ პრეისკურანტში საბოლოო ერთეულის ფასი მიღებული იქნება არამთელი, მრავალნიშნა ციფრი, მაშინ ის პრეტენდენტის მიერ უნდა შემცირდეს და დამრგვალდეს მეასედამდე (თეთრების სიზუსტით). შესაბამისად უნდა შემცირდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულებაც. გენერატორების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა და მომსახურების ღირებულება პოზიციების შესაბამისად პრეტენდენტის მიერ მითითებული უნდა იქნას პრეისკურანტში (დანართი N2) და არ უნდა აღემატებოდეს შესაბამის პოზიციებზე დაფიქსირებულ ზღვრულ ერთეულის ფასებს. ერთეულის ღირებულებების ჯამურმა ოდენობამ არ უნდა გადააჭარბოს პრეისკურანტის ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი პრეისკურანტის რომელიმე პოზიციით განსაზღვრული იქნება ზღვრულ ერთეულის ფასზე მაღალი ერთეულის ფასი, პრეტენდენტი ვალდებულია კონკრეტულად იმ პოზიციაზე პროპორციული კლება განახორციელოს შემსყიდველის მიერ დაფიქსირებული ზღვული ფასიდან და წარმოადგინოს არსებული სხვაობის შესაბამისად შემცირებული კორექტირებული პრეისკურანტი.
პრეისკურანტით განსაზღვრული გენერატორების შეკეთებისთვის საჭირო ნაწილისა თუ მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი, მისი შესყიდვის აუცილებლობისას, დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით, საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ შემთხვევაში პრეისკურანტში ნაწილისა და მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.

ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ:

სატელეფონო ნომერი (ცხელი ხაზი) და ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც შესაძლებელი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში დაკავშირება და მოთხოვნის დაფიქსირება; ტელეფონის ნომერი ....................................



გთხოვთ, იხილოთ ტექნიკური დოკუმენტაცია თანდართული ფაილების სახით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ეტაპობრივად, 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი:
• ქ. თბილისი
- ადმინისტრაციული შენობა - ჭავჭავაძის გამზ. N84;
- ფსიქიატრიული ექსპერტიზის დეპარტამენტი - აღმაშენებლის ქუჩა;
- კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის, სეისმომედეგობის და საინჯინრო ექსპერტიზის ცენტრი (დეპარტამენტი) - ნოდარ ბოხუას N23;
• ქ. ქუთაისი - ჭავჭვაძის ქ. N2ა;
• ქ. ბათუმი - მელიქიშვილის ქ. N102;
• ქ. გორი - სოფ . კარალეთი;
• ქ. რუსთავი - წმინდა ნინოს N3;
• ქ. ახალციხე- რუსთაველის ქუჩა N105ა-ს მიმდებარე ტერიტორია.

1.7.1 requirement related to guarantee period

კონკრეტული გამოცვლილი/შეკეთებული ნაწილისა და გაწეული მომსახურების საგარანტიო ვადა უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში აღმოჩენილი ხარვეზის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხარვეზის (მათ შორის ხარვეზიანი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა ახლით) აღმოფხვრა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 48 საათის განმავლობაში (სირთულის მიხედვით).

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების სფეროში 2023 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე გამოცდილების შესახებ. აღნიშნულის დამადასტურებლად, წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნეს აღნიშნული პერიოდის განმავლობაში გაწეული მომსახურების დამადასტურებელი მინიმუმ 1 (ერთი) ხელშეკრულება, რომლის ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30 000 ლარს და აღნიშნული ხელშეკრულების მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მინიმუმ 1 სარეკომენდაციო წერილი (სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შემდეგ), არანაკლებ 10000 ლარზე. ამასთან, სარეკომენდაციო წერილი უნდა შეიცავდეს ხელშეკრულების მონაცემებს და ინფორმაციას გაწეული მომსახურების ხარისხის შესახებ (შეასრულა თუ არა პირნათლად მიმწოდებელმა ვალდებულებები). ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნას მითითებული ხელშეკრულება და აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

შენიშვნა: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაცია არ უნდა იქნას წარმოდგენილი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

1. მიმწოდებლის მომსახურე პერსონალი უნდა იყოს აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და შესაბამისი უნიფორმით, რომელსაც უნდა გააჩნდეს მიმწოდებელი ორგანიზაციის ბრენდირებული ნიშანი ან/და წარწერა;

2. მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისთვის გამოჰყოს არანაკლებ 2 (ორი) შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი (არანაკლებ ერთი აღმოსავლეთ საქართველოში, ხოლო არანაკლებ ერთი დასავლეთ საქართველოში), რომლებიც ვალდებულნი იქნებიან განახორციელონ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N3-ით განსაზღვრულ ობიექტებზე არსებული დიზელ-გენერატორების გეგმიური დათვალიერება-შემოწმება-გატესტვა და მათი მდგომარეობის შესახებ შესაბამისი აქტის შედგენა თვეში არანაკლებ 1-ჯერ (შემსყიდველთან შეთანხმებით), ასევე, საჭიროების შემთხვევაში, წინამდებარე ტექნიკური დავალებით განსაზღვრული მომსახურება.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:

1. თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი N1-ის მიხედვით;
2. პრეისკურანტი (დანართი N2) Excel-ის ფორმატში;
3. სატელეფონო ნომერი (ცხელი ხაზი) და ელ. ფოსტის მისამართი, რომელზეც შესაძლებელი უნდა იყოს 24 საათის განმავლობაში დაკავშირება და მოთხოვნის დაფიქსირება;

შენიშვნა:
„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება და ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის, ინპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ. ინსპექტირებისთვის საჭირო ვადები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება და ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე , ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის, ინპექტირების და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ, არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. ინსპექტირებისთვის საჭირო ვადები არ ჩაითვლება ვადაგადაცილებად, გარდა იმ შემთხვევისა, თუ მოწოდებული საქონელი არ შეესაბამება წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსი შაველაშვილი, 577920982, ashavelashvili@expertiza.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

17-11-2025 Вспомогательные услуги при транспортировке по земле, воде и воздуху.

17-11-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.

17-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-11-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

17-11-2025 Медицинское оборудование .

17-11-2025 Аренда машин и оборудования для строительства и общественных работ с оператором.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru