ავტომანქანების, სპეც. ტექნიკისა და სხვა
მოწყობილობები/დანადგარების რაოდენობა, რომლებზეც უნდა
განხორციელდეს „მომსახურება”: არანაკლებ 70 ერთეული და არაუმეტეს 160
ერთეული.
მიმწოდებელი, მომსახურების უზრუნველსაყოფად საკუთარ „GPS”
მოწყობილობებს, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, უსასყიდლოდ
გადასცემს შემსყიდველს და ასევე საკუთარი ხარჯით დაამონტაჟებს
ავტომანქანებზე, სპეც. ტექნიკაზე და სხვა
მოწყობილობებზე/დანადგარებზე. მიმწოდებლის კუთვნილი დამონტაჟებული
„GPS” მოწყობილობები დარჩება მიმწოდებლის საკუთრებაში და
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დასრულების შემდეგ
დაუბრუნდება მას.
მომსახურების განხორციელების პირობები:
1. მომსახურება სათანადო მონიტორინგის ცენტრის საშუალებით უნდა
ხორციელდებოდეს დროის უწყვეტ რეჟიმში 24 საათის განმავლობაში(24/7);
2. „GPS“ მონიტორინგი უნდა განხორციელდეს „Online/ონლაინ” ვებ-სერვერის
საშუალებით. მონიტორინგის სისტემასთან წვდომა შესაძლებელი უნდა იყოს
ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი მოწყობილობიდან (კომპიუტერი, პლანშეტი,
მობ. ტელეფონი და ა.შ) Google Chrome, Mozilla Firefox, Internet Explorer ინტერნეტ ბროუზერების
მეშვეობით, მხოლოდ შესაბამისი პაროლისა და მომხმარებლის სახელის
გამოყენებით.
3. მომსახურების განხორციელების მიზნით ვებ-სერვერი განთავსებული უნდა
იყოს საქართველოს ტერიტორიაზე, ინტერნეტპროვაიდერის დაცულ და
შესაბამისი სერვისებით აღჭურვილ სერვის-ცენტრში, აგრეთვე მიმწოდებელს
უნდა ჰყავდეს ტექნიკური მომსახურების პერსონალი, აღჭურვილი
შესაბამისი ტექნიკითა და სატრანსპორტო საშუალებით.
4. „GPS“ მონიტორინგის განხორციელებისას ხელმისაწვდომი უნდა იყოს
არანაკლებ სამი სახის განახლებადი ციფრული რუკა Google Streets/Hybrid, OpenStreetMap, Microsoft Bing.
სასურველია, მიმწოდებელს საკუთარ კარტოგრაფიულ სერვერზე ლოკალურად
ჰქონდეს განთავსებული ერთი რეალური ციფრული რუკა.
5. „GPS“ მონიტორინგის სისტემას უნდა გააჩნდეს შესაძლებლობა
ადმინისტრატორის მომხმარებლიდან შემსყიდველმა შექმნას
მომხმარებლების ულიმიტო რაოდენობა უფლებებისა და სერვისებზე წვდომის
მითითებით;
6. ავტომანქანის/სპეც.ტექნიკის და სხვა მოწყობილობების/დანადგარების
პიქტოგრამაზე კურსორის მიტანისას უნდა ისახებოდეს მონაცემები მის
მიმდინარე სიჩქარეზე, კოორდინატებზე, ადგილმდებარეობის მისამართზე online
რეჟიმში, ძრავის მდგომარეობაზე (ჩართული/გამორთული) და მიმდინარე დღის
განვლილ მანძილზე/ნამუშევარ საათზე.
7. სატრანსპორტო საშუალებების დაჯგუფება შესაძლებელი უნდა იყოს
მარშრუტების ან ნებისმიერი სხვა თემატიკის მიხედვით. ამასთანავე, ერთი
და იგივე სატრანსპორტო საშუალების განთავსება შესაძლებელი უნდა იყოს
ორ ან მეტ თემატურ ჯგუფში.
8. შესაძლებელი უნდა იყოს სატრანსპორტო საშუალებისა და სხვა
მოწყობილობები/დანადგარების შესახებ სხვადასხვა ინფორმაციის
მიწოდება:
8.1 სატრანსპორტო საშუალებებზე, პერიოდის მიხედვით მოძრაობის ისტორია
ვიზუალურად რუკაზე, მოძრაობის ტრაექტორიაზე გაჩერებების მითითებით;
8.2 სატრანსპორტო საშუალებებზე, პერიოდის მიხედვით მარშრუტზე
ინფორმაციის მიღება: მოძრაობის დაწყების დრო და მისამართი, მოძრაობის
დასრულების დრო და მისამართი, მოძრაობის ხანგრძლივობა, ძრავის
მუშაობის ხანგრძლივობა, განვლილი მანძილი, დაფიქსირებული მაქსიმალური
სიჩქარე და საშუალო სიჩქარე; სპეც.ტექნიკის შემთხვევაში ნამუშევარი
საათების რაოდენობა, მუშაობის დაწყების და დასრულების დრო და მუშაობის
(სამუშაო ობიექტის) ადგილმდებარეობა;
8.3 სატრანსპორტო საშუალებებზე, პერიოდის მიხედვით ჩართული ძრავით
გაჩერების შესახებ ინფორმაციის მიღება, გაჩერების დროის და მისამართის
მითითებით;
8.4 მისამართების ზუსტ იდენტიფიცირება, ავტომანქანის თითოეული
„დაძვრა-გაჩერების" დროისა და ობიექტების მისამართების (და არა მხოლოდ
საწყისი და საბოლოო) დეტალურ აღრიცხვას ჩანაწერის სახით, აგრეთვე
თითოეული ჩანაწერის მონიშვნისას რუკაზე შესაბამისი მარშრუტის
ჩვენებას, ავტომანქანების მოძრაობის ისტორიის, მის მიერ გავლილი
მანძილის, სიჩქარის, მოძრაობის და დგომის დროის შესახებ დეტალური
ინფორმაციის მოძიებას (კადრის უკან "გადახვევა", შენელება/აჩქარება).
8.5 სასურველია სისტემას გააჩნდეს „EcoDrive“ ფუნქცია, რომელმაც უნდა
უზრუნველყოს ინფორმაციის მიწოდება იმის შესახებ, თუ რომელი
ავტომანქანა მოძრაობს/იმართება ყველაზე ოპტიმალურად (მონიტორინგი
ხდება დაძვრა/გაჩერების სისწრაფეზე, მოძრაობის საშუალო სიჩქარეზე).
8.6 „GPS“ მონიტორინგის სისტემა უნდა იძლეოდეს რუკაზე დასახლებულ
პუნქტებში ქუჩებისა და შენობების დასახელებისა და ნომრების მიხედვით
ძებნის შესაძლებლობას, ასევე სწრაფად და მარტივად უნდა იძებნებოდეს
შემსყიდველისთვის მნიშვნელოვანი ობიექტებიდან უახლოეს მანძილზე
დაშორებული სატრანსპორტო საშუალებები. მონიტორინგის სისტემა აგრეთვე
უნდა იძლეოდეს რუკაზე ოპტიმალური მარშრუტის დაგეგმვისა და რეალური
მანძილის ზუსტად გაზოვმის შესაძლებლობას;
8.7 ნებისმიერი რაოდენობის ობიექტების დატანის შესაძლებლობას რუკაზე,
რომელთა დასახელებაც აისახება სტატისტიკურ მონაცემებში თუ
სატრანსპორტო საშუალებები გაჩერდება ამ ობიექტებთან;
8.8 „GPS“ მოწყობილობებმა შემსყიდველის კუთვნილ 4 ერთეულ სპეციალიზირებულ
ავტომანქანებზე („ურალის“ ტიპის ამწე) გარდა მოძრაობის პარამეტრებისა
(იხ. პუნქტი 8.2) უნდა უზრუნველყოს ამწე მექანიზმების მიერ შესრულებული
სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა და მუშაობის ადგილის ზუსტი
იდენტიფიცირება როგორც პირდაპირ რეჟიმში, ისე ჩანაწერის სახით.
თითოეულს, ამ ოთხი ერთეული ამწე მექანიზმიანი ავტომანქანიდან, გააჩნია
ამწეს მიერ ნამუშევარი საათების აღმრიცხველი მოწყობილობა, რომლის მიერ
აღრიცხულ ნამუშევარი საათების რაოდენობასა და GPS მოწყობილობის მიერ
აღრიცხულ შესაბამის მონაცემს შორის ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 0,1
საათს; ასევე, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ფაქტიურად
ნამუშევარი საათების ჯამურ რაოდენობასა (ქარხნული მრიცხველით
დაფიქსირებული რეალური ჩვენება) და GPS მოწყობილობის მიერ აღრიცხულ
ანალოგიურ პერიოდში ჯამურ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ უნდა
აღემატებოდეს 0,1 საათს;
8.9 „GPS“ მოწყობილობებმა შემსყიდველის კუთვნილი სპეც.ტექნიკის
შემთხვევაში (ბორბლებიანი და მუხლუხა ექსკავატორები, დამტვირთველი,
მილჩამწყობი) უნდა უზრუნველყოს აღნიშნული სპეც.ტექნიკის მიერ
ნამუშევარი საათების აღრიცხვა (ანალოგიურად 8.8 პუნქტისა) და მუშაობის
(ობიექტის) ადგილის ზუსტი იდენტიფიცირება, როგორც პირდაპირ რეჟიმში ისე
ჩანაწერის სახით, ასევე ჩანაწერის მონიშვნისას ავტომატურ რეჟიმში უნდა
დაფიქსირდეს რუკაზე შესაბამისი ადგილი. ხსენებული 10 ერთეული სპეც.
ტექნიკიდან თითოეულს გააჩნია ნამუშევარი საათების აღმრიცხველი
მოწყობილობა, რომელთა ჩვენებასა და „GPS“ მოწყობილობის მიერ აღრიცხულ
შესაბამის მონაცემებს შორის ცდომილება არ უნდა აღემატებოდეს 0,1 საათს;
ასევე, ერთი კალენდარული თვის განმავლობაში ფაქტიურად ნამუშევარი
საათების ჯამურ რაოდენობასა (ქარხნული მრიცხველით დაფიქსირებული
რეალური ჩვენება) და GPS მოწყობილობის მიერ აღრიცხულ ანალოგიურ პერიოდში
ჯამურ მაჩვენებლებს შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 0,1 საათს;
8.10 „GPS“ მოწყობილობებმა, შემსყიდველის კუთვნილ სხვა
მოწყობილობების/დანადგარების შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს
აღნიშნული მოწყობილობების/დანადგარების მიერ ნამუშევარი საათების
აღრიცხვა და მუშაობის (ობიექტის) ადგილის ზუსტი იდენტიფიცირება, როგორც
პირდაპირ რეჟიმში ისე ჩანაწერის სახით, ასევე ჩანაწერის მონიშვნისას
ავტომატურ რეჟიმში უნდა დაფიქსირდეს რუკაზე შესაბამისი ადგილი. იმ
მოწყობილობებს/დანადგარებს, რომლეთაც გააჩნია ნამუშევარი საათების
აღმრიცხველი ქარხნული მოწყობილობა, მათ ჩვენებასა და „GPS“ მოწყობილობის
მიერ აღრიცხულ შესაბამის მონაცემებს შორის ცდომილება არ უნდა
აღემატებოდეს 0,1 საათს; ასევე ერთი კალენდარული თვის განმავლობაში
ფაქტობრივად ნამუშევარი საათების ჯამურ რაოდენობასა (ქარხნული
მრიცხველის მიერ დაფიქსირებული რეალურ ჩვენება) და „GPS“ მოწყობილობის
მიერ აღრიცხულ ანალოგიურ პერიოდში ჯამურ მაჩვენებელს შორის სხვაობა არ
უნდა აღემატებოდეს 0,1 საათს;
9. მონოტორინგის სისტემაში სატრანსპორტო საშუალებების მეთვალყურეობა
შესაძლებელი უნდა იყოს როგორც ჯგუფების, ასევე საერთო ჩამონათვალის
(ყველა ობიექტის ან შერჩევით) საშუალებით.
10. „GPS“ მოწყობილობები უნდა უზრუნველყოფდეს ავტომანქანების მოძრაობის
მიმართულების, სიჩქარის და გავლილი მანძილის მაქსიმალურად ზუსტ
აღრიცხვას, სტატისტიკურ პარამეტრებში „GPS“ მოწყობილობების მიერ
აღრიცხული ავტომანქანების მიერ გავლილ მანძილებსა და ავტომანქანების
ოდომეტრის მიერ აღრიცხულ შესაბამის მონაცემებს შორის ცდომილება
არაუმეტეს 3%;
11. სტატისტიკური მონაცემების (თითოეული ავტომანქანის მიერ პერიოდში
გავლილი მანძილები, მოძრაობის დრო, საშუალო სიჩქარეები,
„დაძვრა-გაჩერებების“ მისამართების დაწვრილებითი აღრიცხვა,
„სპეც-ტექნიკის“ ამწე მექანიზმებისა და სხვა
მოწყობილობების/დანადგარების მიერ შესრულებული ნამუშევარი საათების
აღრიცხვა) ექსპორტის შესაძლებლობა „Excel“, „PDF" ფორმატში.
12. ტრანსპორტის სტატისტიკური მონაცემების(განვლილი მანძილი, მოძრაობის
დრო, ძრავის მდგომარეობის პარამეტრები, „დაძვრა-გაჩერება“,
შესრულებული რეისები და სხვა) შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება
შესაძლებელი უნდა იყოს მინიმუმ ერთი წელი.
13. „GPS“ მონიტორინგის სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს სტატისტიკური
მონაცემების მიღებას როგორც ცალკეულ სატრანსპორტო საშუალებაზე, ასევე
მათი ჯგუფების მიხედვით.
14. მონიტორინგის სისტემა შესაძლებლობას უნდა იძლეოდეს დააფიქსიროს
სატრანსპორტო საშუალებებისათვის დაწესებული მოძრაობის სიჩქარის
ლიმიტის გადაჭარბება, ან ზონირების დარღვევა როგორც რეალურ დროში
შეტყობინებების საშუალებით, ასევე სტატისტიკურ მონაცემებში, აგრეთვე
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს შეტყობინებების შექმნა და მიწოდება
ელ.ფოსტით, მოკლე ტექსტური შეტყობინებებით და მონიტორინგის სისტემაში
დამატებითი „ფანჯრების” საშუალებით, ასეთი შეტყობინების მიღებისას
უნდა ისმოდეს ხმოვანი სიგნალი.
15. „GPS“ მოწყობილობები უნდა გამოირჩეოდეს ელექტროენერგიის მოხმარების
მცირე პარამეტრებით, ავტომანქანის ძრავის გამორთულ მდგომარეობაში GPS
მოწყობილობა ე.წ. „ძილის“ რეჟიმიდან უნდა გამოდიოდეს ძრავის
ამუშავებისას ან მონიტორინგის სისტემიდან შესაბამისი SMS-ის გაგზავნის
შემთხვევაში.
16. „GPS“ მოწყობილობას უნდა გააჩნდეს ავტონომიური კვების ელემენტი,
რომელიც მინიმუმ 3 საათის განმავლობაში უზრუნველყოფს მონაცემების
გადმოგზავნას მაშინაც, როდესაც დარღვეულია სატრანსპორტო
საშუალებასთან ან/და სხვა მოწყობილობებთან/დანადგარებთან კვების
წრედი. „GPS“ მოწყობილობის კვების გათიშვის თაობაზე მონიტორინგის
სისტემაში „Live/ლაივ“ რეჟიმში უნდა დაფიქსირდეს შეტყობინება (წრედიდან
გათიშვის დროის და თარიღის მითითებით ჩანაწერის სახით და ფაილში
ექსპორტის შესაძლებლობით) და აისახოს სტატისტიკურ მონაცემებშიც, ასევე
შეტყობინება “GPS” მოწყობილობის კვების წრედის ავარიულად გათიშვის
თაობაზე SMS შეტყობინების სახით უნდა ეცნობოს კორპორაციის შესაბამის
თანამშრომელს.
17. „GPS“ მოწყობილობა გამართულად უნდა მუშაობდეს -40°C - +55°C ტემპერატურის
ფარგლებში;
18. ავტომანქანის გადააგილებისას, მონიტორზე მისი შესაბამისი
პიქტოგრამის მიერ შესრულებული მოძრაობის ტრაექტორია იდენტური უნდა
იყოს ამ ავტომანქანის მიერ რეალურად შესრულებული ტრაექტორიისა.
19. რეალურ დროში ავტომანქანების მონიტორინგისას მოძრაობის
პარამეტრების შესახებ ინფორმაციის (მდებარეობის, კოორდინატების)
განახლების დრო არაუმეტეს 3 წამი.
20. „GPS“ მოწყობილობები აღჭურვილი უნდა იყოს მაღალ მგრძნობიარე
მიმღებ-გადამცემებით, აგრეთვე მოწყობილობას უნდა გააჩნდეს შიდა
მეხსიერება, რათა სიგნალის დაფარვის ზონიდან გასვლის შემთხვევაში
უზრუნველყოფილ იქნას მონაცემის შენახვა (არანაკლებ 45 დღე).
21. „GPS“ მოწყობილობების მონტაჟი-დემონტაჟი, მოწყობილობის მწყობრიდან
გამოსვლის შემთხვევაში (გარდა მექანიკური დაზიანებისა) მისი შეცვლა,
გადატანა ან/და ნებისმიერი სხვა სახის ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის
აღმოფხვრასთან დაკავშირებული სამუშაოების ჩატარება უნდა უზრუნველყოს
მიმწოდებელმა უსასყიდლოდ და ულიმიტოდ, შემსყიდველი გადაიხდის მხოლოდ
სააბონენტო მომსახურების საფასურს.
22. „GPS“ მონიტორინგის მომსახურების შეუფერხებელი და უწყვეტ რეჟიმში
მიწოდების უზრუნველსაყოფად, მიმწოდებელს უფლება აქვს
„GPS“მოწყობილობების დამონტაჟებისას დალუქოს ან/და გამოიყენოს სხვა
ნებისმიერი საშუალება.
23. ტექნიკური/პროგრამული ხარვეზის ან/და დაზიანების დაფიქსირებისას
(როდესაც ერთ, ან რამდენიმე ავტომანქანაზე, სპეც. ტექნიკაზე და სხვა
მოწყობილობებზე/დანადგარებზე ვერ სრულდება ტექნიკური დავალების
ყველა პუნქტი), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველისგან მიმწოდებლის
მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე შეტყობინების მიღებისთანავე
დაიწყოს ხარვეზის ან/და დაზიანების აღმოფხვრა, რისთვისაც
განესაზღვრება გონივრული ვადა ქ.თბილისში _ შეტყობინების მიღებიდან
არაუმეტეს 24 სთ, ხოლო რეგიონებში ტექ.პერსონალის გაგზავნა უნდა
გადაწყდეს მიმწოდებელსა და შემსყიდველს შორის შეთანხმებულ ვადაში,
მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა.
24. მიმწოდებელმა კომპანიამ, „GPS“ მონიტორინგის სამართავი სისტემის
მუშაობასთან დაკავშირებით, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა
უზრუნველყოს შემსყიდველის თანამშრომლების ინსტრუქტაჟი.