1. პროექტის აღწერა
მიზანი: სააპარატურო კონტეინერის მოწყობა მზის პანელებით, რომელშიც
განთავსდება სატელეკომუნიკაციო აპარატურა (რადიოსიხშირული სკანერი
და ანალიზატორი).
2. კონტეინერის სპეციფიკაციები
ზომები:
o საერთო შიდა ფართი: არანაკლებ 7.5 კვ/მ
o სიმაღლე: არაუმეტეს 2.50 მ
o სიგრძე: არაუმეტეს 3.00 მ
o სიგანე: არაუმეტეს 2.50 მ
o მასალა: სენდვიჩ პანელის სისქე: მინიმუმ 5 სმ (პოლიურეთანის ან
მინაბამბის შიგთავსით).
3. სტრუქტურული მოთხოვნები კონტეინერის მიმართ:
o კონტეინერში განსათავსებელი სატელეკომუნიკაციო აპარატურის სამუშაო
ტემპერატურული დიაპაზონია: +5°C-დან +40°C-მდე.
o აღჭურვილი უნდა იყო კონდიციონერით და ე.წ. თავისუფალი გაგრილების
სისტემით, რომელსაც ვენტილაციისათვის უნდა გააჩნდეს მინიმუმ 2 ღიობი
(შემომტანი და გამომტანი)
o კონდიციონერსა და თავისუფალი გაგრილების სისტემას უნდა ჰქონდეს
ავტომატური თერმოსტატური კონტროლი.
o სავენტილაციო ღიობები უნდა იყოს დაცული მცირე ზომის უჟანგავი ფოლადის
ბადით (Mesh Filter), სადაც ვერ შეაღწევს ფაროსანა.
o თავისუფალი გაგრილების სისტემა უნდა იყოს დაბალი ენერგომოხმარების
და დაკავშირებული იყოს UPS სისტემასთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს
ავარიული რეჟიმი.
o საკომუნიკაციო ხვრელი აპარატურის კაბელების გასატარებლად.
გამოყენებული უნდა იყოს სპეციალური კაბელგამტარი ფირფიტა, რაც
უზრუნველყოფს ჰერმეტულობასა და მტვრისგან დაცვას.
o კარის ტიპი: თბოსაიზოლაციო და წყალგაუმტარი, მეტალის, საკეტით
დაცული.
o ანტიკოროზიული დაცვა: ყველა მეტალის ელემენტი უნდა იყოს დაფარული
გალვანიზირებული და ეპოქსიდური საფარით ან თერმულად შეღებილი.
4. კონტეინერის სამუშაოები მოიცავს:
o კონტეინერის დასადგმელად ფუნდამენტის მომზადებას: ფართის გასწორება,
მიწის სამუშაოები, საფუძვლის მომზადება (არმირებული ბეტონის
ფუნდამენტის, ბეტონის ბალიშების ან სხვა კონსტრუქციის შექმნა)
o ელექტროგაყვანილობის და საკაბელო არხების მონტაჟს, სადაც
გამოყენებული კაბელები უნდა აკმაყოფილებდეს IEC 60332-3-24 სტანდარტს, რათა
შეზღუდოს ცეცხლის გავრცელება და არ გამოყოს ტოქსიკური გაზები.
o პანელების ერთმანეთთან დაკავშირება სპეციალური დამჭერებით,
ჰერმეტიზაციისთვის სპეციალური სილიკონის ან სხვა მასალების
გამოყენება.
o თითოეული პანელის ზუსტად და მყარად შეკვრა მჭიდრო შეერთებისათვის, რაც
უზრუნველყოფს სტრუქტურული სიმტკიცის და ტემპერატურული იზოლაციის
ერთიანობას.
o კონსტრუქცია უნდა იყოს დამიწებული, რათა დაცული იყოს მეხისა და მოკლე
ჩართვისგან.
5. ენერგიის წყარო
მზის ენერგიის სისტემა:
o მინიმალური ჯამური სიმძლავრე: არანაკლებ 3000 ვატი
o ტექნოლოგია: ორმხრივი Bifacial მონოკრისტალური მაღალი ეფექტურობის მქონე
მოდულები
o გამომუშავების ეფექტურობა: მინიმუმ 22%
o დაცვა გარემოს პირობებისგან: პანელები უნდა შეესაბამებოდეს IP67 ან უფრო
მაღალი დაცულობის სტანდარტს.
o პანელების მუშაობის ტემპერატურული დიაპაზონი: -40°C-დან +85°C-მდე.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობა
თავსებადი უნდა იყოს GEL აკუმულატორების დატენვის არსებულ 48V-იან
სისტემასთან.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის
სიმძლავრე: მზის პანელების საერთო სიმძლავრის შესაბამისი.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის
ეფექტურობა: მინიმუმ 96%
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის დაცვა
გარემოს პირობებისგან: IP65 ან უფრო მაღალი კლასი
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავი მოწყობილობის სამუშაო
ტემპერატურული დიაპაზონი: -20°C-დან +60°C-მდე.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავ მოწყობილობას უნდა
ჰქონდეს მონიტორინგისა და მართვის შესაძლებლობა, დისტანციური წვდომის
ფუნქციით.
o მზის პანელებიდან მიღებული ენერგიის სამართავ მოწყობილობა დაცული
უნდა იყოს ზედმეტი დატვირთვისგან, მოკლე ჩართვისგან, გადახურებისგან
და დაბალი და მაღალი ძაბვისგან.
6. ენერგიის დისტრიბუცია:
o კონტეინერში სატელეკომუნიკაციო აპარატურასთან ერთად განთავსდება UPS
და აკუმულატორები, რომლებიც უნდა დაიმუხტოს როგორც მზის პანელებიდან
ასევე გარე ქსელიდან, რომელიც მდებარეობს ეზოში 20 - 25 მეტრ მანძილზე
სატრანსფორმატოროში.
o სისტემა უნდა პასუხობდეს სატელეკომუნიკაციო აპარატურის უწყვეტ
ენერგომომარაგებას, რათა უზრუნველყოს მისი სტაბილური მუშაობა.
7. მზის პანელების სამუშაოები მოიცავს:
o მიწის სამუშაოებს, მათ შორის კონსტრუქციის საფუძვლების მომზადებას.
o ელექტროგაყვანილობის მონტაჟს, სადაც გამოყენებული უნდა იყოს EN 50618
სტანდარტს შესაბამისი კაბელები.
o კონსტრუქცია უნდა იყოს გალვანიზირებული ფოლადისგან ან სხვა
ანტიკოროზიული მასალისგან.
o კონსტრუქცია მყარად უნდა დაფიქსირდეს ბეტონის საფუძველზე.
o კონსტრუქცია უნდა იყოს დამიწებული, რათა დაცული იყოს მეხისა და მოკლე
ჩართვისგან.
8. არსებული ენერგო სისტემა:
o ენერგიის მოხმარება: 600-900 ვატ/საათი.
o უწყვეტი კვების წყარო: UPS (KSTAR 2KVA/1.8KW) გარე აკუმულატორების კონფიგურაციით.
o აკუმულატორები: 8 ცალი Leoch Gel 12V/100AH აკუმულატორი, პარალელურად
დაკავშირებული ორი წყება, რაც უზრუნველყოფს 48V და 200AH საერთო
სიმძლავრეს.
სამუშაოების ჩატარების პირობები:
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს დასრულების შემდეგ ტერიტორია
გაწმინდოს სამუშაოების შედეგად დაგროვილი ნარჩენისგან და გაიტანოს
ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (ნაგავსაყრელზე).
• მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოში
მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების მიხედვით, დაიცვას
კანონმდებლობით გათვალისწინებული შრომის უსაფრთხოების ყველა
ნორმა;
• სამშენებლო ობიექტზე მომუშავე პირთა სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოების წესების დაცვაზე სრულად
პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
• უსაფრთხოებისა და სამშენებლო ნორმებით გათვალისწინებული წესების
დაუცველობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია სრულად
აანაზღაუროს შესაბამისი ზარალი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის
შესაბამისად.
• მიმწოდებელი პასუხისმგებელია უსაფრთხოების ზომების სრულ დაცვაზე.
სამუშაოები უნდა შესრულდეს მხოლოდ ისეთი პერსონალის მიერ, რომელსაც
გააჩნია ელექტრო უსაფრთხოებაში კომპეტენტურობის III ან IV
საკვალიფიკაციო ჯგუფის დაშვება მაღალი ძაბვის სისტემებთან
მუშაობისთვის.
პრეტენდენტმა ხარჯთაღრიცხვა (დანართი N1) უნდა შეადგინოს და მასში
მოცემული პუნქტები განაფასოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის
N55 დადგენილებით დამტკიცებული ,,ტექნიკური რეგლამენტის - ,,სამშენებლო
სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და
გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის’’ შესაბამისად;
ხარჯთაღრიცხვაში გაუთვალისწინებელი ხარჯები წარმოდგენილი უნდა იყოს
5%-ის ოდენობით, გაუთვალიწინებელი ხარჯებისათვის განსაზღვრული
პროცენტული მაჩვენებლის შეცვლა დაუშვებელია. გაუთვალისწინებელი
თანხების გამოყენება მოხდება მხოლოდ შემსყიდველის ნებართვით, მისივე
ინიციატივით ან მიმწოდებლის მიერ დასაბუთებული და არგუმენტირებული
წინადადების განხილვისა და შეთანხმების საფუძველზე, შემსყიდველის
უფლებამოსილი პირის თანხმობისა და სათანადო გადაწყვეტილების მიღების
შემთხვევაში;
პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული უნდა იქნას MS Excel-ის
ფორმატის ფაილის სახით, დანართი №1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის
წარმოუდგენლობა ან/და ხარჯთაღრიცხვის განსაფასებელი პოზიციების
რაოდენობის 5%-ზე მეტის განუფასებლად წარმოდგენა დაზუსტებას არ
დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);