ღონისძიების აღწერა ტექნიკური დავალება:
საქართველოს ბუნების პოპულარიზაციის, ბუნებაში რეკრეაციის და
საქართველოს ეროვნული პარკების ცნობადობის გაზრდის მიზნით, მოეწყობა 2
დღიანი ღონისძიება „საახალწლო დღესასწაული“ თბილისის ეროვნულ პარკში,
საბადურის ტყეში, 2025 წლის 10 დეკემბრიდან - 29 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში
(სავარაუდო თარიღი 20-21 დეკემბერი, 2 დღე).
ღონისძიებაზე მოწვეული იქნება დაახლოებით 200 ადამიანი, მათ შორის 100
ბავშვი (სკოლის მოსწავლეები), რომლებიც 2025 წლის განმავლობაში აქტიურ
მონაწილეობას იღებდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ
ორგანიზებულ სხვადასხვა გარემოსდაცვით და ეკოსაგანმანათლებლო
აქტივობებში. საახალწლო ღონისძიების ფარგლებში, მოსწავლეებისთვის
ჩატარდება გარემოსდაცვითი და ეკოსაგანმანათლებლო შინაარსის
სხვადასხვა აქტივობა, რომელსაც მიეცემა მასშტაბური ღონისძიების სახე
საახალწლო შინაარსის ფორმატით.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ღონისძიების ლოკაციაზე მოეწყობა
მეწარმეთა დახლები, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი
მეწარმეების პროდუქციის (საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი ნივთები და
სხვა) გამოფენა-გაყიდვა.
დაგეგმილი ღონისძიება იქნება საჯარო და მასზე დასწრება შეეძლება
ნებისმიერ მსურველს.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყეში,
ბუნებაში, გარე სივრცეში მოეწყობა საახალწლო სოფელი, რომელიც მთლიანად
გაფორმდება საახალწლო თემატიკის დეკორაციებით, ატრიბუტიკით და
საახალწლო მუსიკით.
საახალწლო სოფელი - საზეიმო, საერთო სივრცე - დაახლოებით 500 კვ.მ. სივრცე -
უნდა მოეწყოს საერთო საზეიმო სივრცე, საახალწლოდ გაფორმებული ხის
სახლებით/ქოხებით და გაფორმდეს საახალწლო-სადღესასწაულო მუსიკით,
ნაძვის ხეებით, გირლიანდებით, ნათურებით, დროშებით, სათამაშოებით და
სხვადასხვა საახალწლო ატრიბუტებით, რომელიც თავის მხრივ წარმოდგენილი
იქნება რამდენიმე განსხვავებული სივრცით, რომლებიც გაერთიანებული
იქნება ერთიანი საახალწლო-სადღესასწაულო თემით.
ღონისძიების ლოკაციის საზეიმო, საერთო სივრცე უნდა დაიყოს რამდენიმე
განსხვავებულ სივრცედ: შესასვლელის სივრცე-ხეივანი;
შემეცნებითი/საგამოფენო სივრცე; საბავშვო და გასართობი სივრცე;
მოსასვენებელი და კვების სივრცე; მეწარმეთა სივრცე.
● შესასვლელის სივრცე-ხეივანი
ღონისძიების საზეიმო, საერთო სივრცის შესასვლელში უნდა მოეწყოს 5-10
მეტრი სიგრძის შესასვლელის სივრცე-ხეივანი, რომელიც გაფორმებული
იქნება ნაძვის ხეებით, გირლიანდებით, ნათურებით, სხვადასხვა საახალწლო
ატრიბუტიკით; ხეივნის თაღზე წარწერა ღონისძიების დასახელებით.
● შემეცნებითი/საგამოფენო სივრცე
შემეცნებით-საგამოფენო სივრცეში უნდა მოეწყოს საქართველოს ეროვნული
პარკების ფოტო გამოფენა - მოლბერტებზე განთავსდება სხვადასხვა დაცული
ტერიტორიების ზამთრის ფოტოები, სადაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს
თანამშრომლები და რეინჯერები სტუმრებისთვის მოაწყობენ შემეცნებით
ტურს საქართველოს სხვადასხვა ეროვნულ პარკებში და მიაწოდებენ
ინფორმაციას დაცული ტერიტორიების შესახებ.
საქართველოს ეროვნული პარკების ფოტო-გამოფენის მოწყობა - უნდა
გამოიფინოს საქართველოს ეროვნული პარკების ფოტოები მოლბერტებზე - 30
მოლბერტი და 30 ფოტო.
მოლბერტები - მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მოლბერტების
ტრანსპორტირება თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციიდან
(საგურამო) ღონისძიების ლოკაციაზე,
ღონისძიების დასრულების შემდგომ, კი, ღონისძიების ლოკაციიდან უკან
ტრანსპორტირება თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში
(საგურამო).
ფოტოები - ზომა: A1, Landscape, მასალა: მინიმუმ 5 მმ-იანი პევეხაზე გადაკრული
სტიკერი, ბეჭდვა: ცალმხრივი ბეჭდვა, სრულფეროვანი, UV ტექნოლოგიით.
შემსყიდველმა უნდა უზრუნველყოს საბეჭდი ფოტოების ფაილების მიწოდება
მომწოდებელთან, შესყიდვა/ბეჭდვა და ღონისძიების ლოკაციაზე მოტანა უნდა
უზრუნველყოს მომწოდებელმა. ღონისძიების დასრულების შემდგომ, ფოტოები
საკუთრებაში უნდა გადაეცეს შემსყიდველს.
● საბავშვო და გასართობი სივრცე
საბავშვო-გასართობ სივრცეში უნდა მოეწყოს სანტას სახლი - სანტას ე.წ
ვორქშოფის სივრცე, გადახურული ოთახის ფორმის ადგილი, სადაც დაიდგმება
სანტას სავარძელი, საახალწლოდ მორთული ნაძვის ხე, გაფორმდება
საახალწლო თემატიკით, სანტა, ელფები და რეინჯერები ბავშვებისთვის
ჩაატარებენ სხვადასხვა შინაარსის გარემოსდაცვით და
ეკოსაგანმანათლებლო ვორქშოფებს, სახალისო გამოკითხვებს და სანტა
დაასაჩუქრებს ბავშვებს მცირე საჩუქრებით. სანტას სახლამდე მისასვლელი
გზა უნდა გაფორმდეს მიმართულების მანიშნებლებითა და მინიშნებებით.
ამავე სივრცეში უნდა მოეწყოს ფოტო ზონა სამახსოვრო ფოტოების
გადასაღებად.
ვორქშოფების პარალელურად, ბავშვებისთვის შეიქმნება საახალწლო
განწყობა სანტას, ელფების, ანიმატორების და მუსიკოსების მეშვეობით.
ღონისძიება უწყვეტად გაფორმებული იქნება საახალწლო-სადღესასწაულო
განწყობის მუსიკით. სივრცეში იმოძრავებენ ანიმატორები და ზღაპრის
გმირები, ბუნებასთან, დაცული ტერიტორიების ცხოველებთან ასოცირებული
კოსტიუმებით, ექნებათ სახალისო გამოსვლა-მარში და სხვადასხვა
შემეცნებითი თამაშით გაართობენ ბავშვებს.
ნაძვის ხე - მინიმუმ 3 მეტრის სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც მორთული იქნება
საახალწლოდ სათამაშოებით, განათებებით, გირლიანდებით და აშ.
სანტას საჩუქრები მოწოდებული უნდა იქნას მომწოდებლის მიერ, გარდა
დაცული ტერიტორიების თემატური საჩუქრებისა. საჩუქრად უნდა გადაეცეთ
მინიმუმ 100 ერთეული ქისა, თითოეულში შოკოლადი არანაკლებ 450 გრ. ოდენობით
და 200 ერთეული ბუშტი ჯოხზე; ასევე, ბავშვებს საჩუქრად გადაეცემათ დაცული
ტერიტორიების თემატური საჩუქრები (მაგ: ჭიქის სადგამი, ბრელოკი, წიგნის
სანიშნი, მაგნიტი და სხვა) (რაოდენობის განაწილება დღეების მიხედვით
უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
საახალწლო განწყობის შექმნა - 1 სანტა, მინიმუმ 2 ელფი, მინიმუმ 6
გამრთობი/ანიმატორი. მუსიკალური ორკესტრი მინიმუმ 6 მუსიკოსით, მარში
მინიმუმ საათში ერთხელ, სულ მინიმუმ ხუთჯერ, ჯამში მინიმუმ 15 მსახიობი.
მთელი ღონისძიება უწყვეტად უნდა იყოს გაფორმებული მუსიკალურად
(საახალწლო-სადღესასწაულო განწყობის შესაქმნელი მუსიკალური
გაფორმება ღია ცის ქვეშ სპეციალური გახმოვანების სისტემებით),
ზემოაღნიშნული აქტივობა მოიცავს ღონისძიების ორივე დღეს.
მოსასვენებელი და კვების სივრცე
აღნიშნულ სივრცეში მოეწყობა დაცულ ტერიტორიებზე არსებული
ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მინი ვერსია, საკემპინგე ადგილები
კარვებით, საპიკნიკე ადგილები ხის მორებისგან აწყობილი
სკამ-მაგიდებით, საპიკნიკე სკამებით, პლედებით, საცეცხლურები კოცონით,
ცეცხლის დასანთები კასრებით და სხვა. მთლიანი სივრცე და მისი
კომპონენტები გაფორმებული უნდა იყოს საახალწლო ატრიბუტებით.
ამავე სივრცეში მოეწყობა ცალკე გამოყოფილი კვების სივრცე საპიკნიკე
მაგიდებითა და სკამებით, სადაც ბავშვებისთვის განთავსდება ჰოთდოგის,
ტკბილეულის (კრეპი, ვენური ვაფლი) ცხელი შოკოლადის, პოპკორნის, ბამბის
ნაყინის მოსამზადებელი ადგილები-ჯიხურები. კვებითი სივრცე მოეწყობა,
ასევე, ზრდასრულებისთვის, სადაც, შესაძლებელი იქნება ადგილზე შემწვარი
მწვადის, ადგილზე მომზადებული გლინტვეინის, ყავის, ჩაის, ცხელი
შოკოლადის დაგემოვნება.
მოსასვენებელი სივრცის მოწყობა - მინიმუმ 6 ერთეული ხის სახლი/ქოხი,
რომლებიც მომწოდებლის მიერ უნდა გაფორმდეს საახალწლოდ და რომელთა
ტრანსპორტირება ღონისძიების ლოკაციაზე უნდა უზრუნველყოს
მომწოდებელმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეზოდან (მის: ქ. მცხეთა,
ანტიოქიის ქ. N 7), ღონისძიების დასრულების შემდგომ, კი, ღონისძიების
ლოკაციიდან უკან ტრანსპორტირება თავდაპირველ ლოკაციაზე.
შენიშვნა: ხის სახლების და მათში განსათავსებელი მეწარმეთა პროდუქციის
სპეციფიკიდან გამომდინარე, საახალწლოდ შეფუთვის გარდა, მომწოდებლის
მიერ შესაძლოა საჭირო გახდეს ხის სახლების მცირედით
კორექტირება-შეკეთება, შეფუთვა, გაფორმება, დაბრენდვა.
პლასტმასის მაგიდები და სკამები ხის სახლებში დასადგმელად (შიგნით) - 6
კომპლექტი (6 მაგიდა და 12 სკამი), მინიმუმ 3 ერთეული კარავი, მინიმუმ 5
ერთეული მორებისგან აწყობილი სკამ-მაგიდა, ან საპიკნიკე სკამები,
მინიმუმ 5 ერთეული საცეცხლური კოცონით, მინიმუმ 5 ერთეული ცეცხლის
დასანთები კასრი - კარვების, საპიკნიკე სკამების და ცეცხლის დასანთები
კასრების მოწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
კვების სივრცის მოწყობა - უნდა მოეწყოს ცალკე გამოყოფილი კვების სივრცე
- საპიკნიკე მაგიდებითა და სკამებით, ხის პალეტებით და მინიმუმ 50 ცალი
ფერადი პუფით. საპიკნიკე მაგიდებისა და სკამების და ხის პალეტების
მოწოდებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
სტუმრად მოწვეული ბავშვებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს: მინიმუმ
100 ცალი ჰოთდოგი, მინიმუმ 100 ერთეული კრეპი, მინიმუმ 100 ერთეული ვენური
ვაფლი, მინიმუმ 100 ერთეული ცხელი შოკოლადი, მინიმუმ 100 ერთეული პოპკორნი,
მინიმუმ 100 ერთეული ბამბის ნაყინი - საჩუქრად გამასპინძლება, რომელიც
უნდა უზრუნველყოს მომწოდებელმა. ამ რაოდენობის ზემოთ, მომწოდებელს
უფლება აქვს გაყიდოს აღნიშნული საკვები და სასმელი (რაოდენობის
განაწილება დღეების მიხედვით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
სტუმრად მოწვეული ზრდასრულებისთვის გათვალისწინებული უნდა იყოს:
მინიმუმ 50-50 ჭიქა ყავა, ჩაი და ცხელი შოკოლადი, 50 ჭიქა გლინტვეინი და 20
შამფური მწვადი - საჩუქრად გამასპინძლება, რომელიც უნდა უზრუნველყოს
მომწოდებელმა. ამ რაოდენობის ზემოთ, მომწოდებელს უფლება აქვს გაყიდოს
აღნიშნული საკვები და სასმელი (რაოდენობის განაწილება დღეების
მიხედვით უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან).
სტუმრად მოწვეული ბავშვებისა და მოზრდილებისთვის გასამასპინძლებლად
ზემოთ აღნიშნული საკვებისა და სასმელის სასაჩუქრე რაოდენობების გარდა,
ღონისძიების სტუმრებისთვის შესაძლებელი უნდა იყოს აღნიშნული
საკვებისა და სასმელის შეძენა - ადგილზე შემწვარი მწვადი; ადგილზე
მომზადებული გლინტვეინი, ყავა, ჩაი, ცხელი შოკოლადი; ჰოთდოგი; კრეპი;
ვენური ვაფლი; პოპკორნი; ბამბის ნაყინი.
შენიშვნა: მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული საკვებისა და სასმელის
მწარმოებელი მეწარმეები მაქსიმალურად შეირჩნენ მცხეთა-მთიანეთის
რეგიონიდან.
● მეწარმეთა სივრცე
აღნიშნულ სივრცეში უნდა მოეწყოს საახალწლოდ გაფორმებული მეწარმეთა
დახლები, სადაც წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი მეწარმეების
პროდუქციის: სხვადასხვა საკვები და სასმელი პროდუქტების, ხელნაკეთი
ნივთები და აშ. გამოფენა-გაყიდვა.
მეწარმეთა სივრცის მოწყობა - ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს მინიმუმ 6
ცალი მეწარმეთა დახლი, რომლებიც მომწოდებლის მიერ უნდა გაფორმდეს
საახალწლოდ და 6 კომპლექტი მაგიდა და სკამები (6 მაგიდა და 12 სკამი)
მეწარმეების დახლების უკან დასადგმელად.
მეწარმეები შეირჩევიან წინასწარ მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან.
მეწარმეებთან კომუნიკაცია და მეწარმეების შერჩევა უნდა
უზრუნველყოს/განახორციელოს მომწოდებელმა, სსიპ დაცული ტერიტორიების
სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან
აქტიური თანამშრომლობით, შემსყიდველის მიერ მომწოდებლისთვის
მიწოდებული მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მეწარმეების სიის
საფუძველზე.
შენიშვნა: მეწარმეთა დახლების და მეწარმეთა პროდუქციის სპეციფიკიდან
გამომდინარე, საახალწლოდ შეფუთვის გარდა, მომწოდებლის მიერ შესაძლოა
საჭირო გახდეს მეწარმეთა დახლების მცირედით კორექტირება, შეფუთვა,
გაფორმება, დაბრენდვა.
● ტექნიკური სივრცე
საერთო სივრცესთან ახლოს, მაგრამ არათვალსაჩინო, მოფარებულ ადგილზე
უნდა დაიდგას მინიმუმ 3 ბიოტუალეტი ხელსაბანით, რომლისთვისაც
მომწოდებელმა უნდა განახორციელოს საჭირო რაოდენობის მომსახურე
პერსონალის, წყლის და ყველა სხვა საჭიროების ადგილზე უზრუნველყოფა.
ასევე, ვინაიდან ტერიტორიაზე არ არის ელექტროენერგია, უწყვეტი
ელექტრომომარაგების მიზნით, მიმწოდებელმა ტერიტორიაზე უნდა
განათავსოს სრული სივრცის უწყვეტ ელექტრო მოხმარებაზე გათვლილი
შესაბამისი სიმძლავრის გენერატორ(ებ)ი.
ტექნიკური დეტალები:
მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საახალწლო ღონისძიების კონცეფციის
დაზუსტებული სცენარის ჩამოყალიბება, წერილობითი სახით წარმოდგენა
შემსყიდველთან და შეთანხმება. ღონისძიებების თარიღი და ლოკაცია
(საქართველოს მასშტაბით) შესაძლოა შეიცვალოს, სწორედ ამიტომ,
შემსყიდველი ვალდებულია, ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე,
შემსრულებელს 7-დან 14-მდე კალენდარული დღით ადრე შეატყობინოს
ღონისძიების ჩატარების კონკრეტული ადგილი, დღე, დრო და საჭიროებები;
ასევე, შემსყიდველი ვალდებულია ღონისძიების ცვლილების ან/და გაუქმების
შემთხვევაში შეატყობინოს შემსრულებელს მინიმუმ 7 კალენდარული დღით
ადრე.
მომწოდებლის მიერ ღონისძიების დაგეგმვა-ორგანიზება უნდა
განხორციელდეს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მარკეტინგისა და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან აქტიური კომუნიკაციით;
საჭიროებების შესყიდვა, მოწყობა და ტრანსპორტირება სრულად უნდა
უზრუნველყოს მომწოდებელმა. მომწოდებლის მიერ შესასყიდი-მოსაწყობი
ყველა საჭიროების ფოტო-ვიდეო მასალას, პრეზენტაციას, საბეჭდ ფაილებს,
საჭიროებისამებრ, მომწოდებელს მიაწოდებს შემსყიდველი.
მომწოდებლის მიერ აღნიშნული ღონისძიების საჭიროებების სრულად
უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ მოცემული
კონცეფციის მიხედვით. ზემოთაღწერილ ღონისძიებასთან დაკავშირებულ
ყველა ხარჯს: მასალების ადგილზე ტრანსპორტირება, დამხმარე ნაგებობების
გამართვა და, ასევე, ღონისძიების დასრულების შემდგომ, უკან
ტრასპორტირება წინასწარ შეთანხმებულ ლოკაციაზე, უზრუნველყოფს
მომწოდებელი.