Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #68556092)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Staff of the Parliament of Georgia
Номер конкурса: 68556092
Дата публикации: 14-11-2025
Сумма контракта: 2 999 375


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020391
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2025 20:56
Начало приема предложения 11.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 16.12.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 2`999`375.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34100000 - Автомобили
  • 34110000 - Легковые автомобили
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
The object of purchase is:
State procurement of Motor vehicles by the Parliament of Georgia.

Procurement type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)
Announcement number: NAT250020391;
Procurement proceeding status: Draft call for tender;
Procuring entities: Staff of the Parliament of Georgia;
Procurement announcement date: 14.11.2025
Proposals are being accepted: 11.12.2025 00:00
Deadline for bid submissions: 16.12.2025, 13:00
Financing: 2025 Funds (year)
Estimated value of procurement: 2 999 375.00GEL
Bid must be submitted: Including VAT
Classifier (CPV) code and classifier unit:
34100000 - Motor vehicles
Classifier (CPV) code and specific procurement object:
34110000 - Passenger cars
Amount or Volume of Procurements: See Tender documentation.
Supply Period: See Tender documentation.
Bid reduction step: 12`000.00 GEL
Guarantee amount: 29`994 GEL
Guarantee validity period: 160 Day
Funding source: 2025-2026 state budget allocation.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 12`000.00 GEL
Размер гарантии 29`994 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: teimuraz chichua :: 14.11.2025 19:13
  • Последнее исправление: teimuraz chichua :: 14.11.2025 20:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655434&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს "საქართველოს პარლამენტში ავტოპარკის განაწილების, ავტომობილების კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომობილის შესყიდვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 10 ნოემბრის №1/307/23 ბრძანებით დამტკიცებული "საქართველოს პარლამენტში ავტოპარკის განაწილების, ავტომობილების კლასიფიკაციისა და სამსახურებრივი ავტომობილის შესყიდვის წესით" განსაზღვრული I კლასის მსუბუქი, სედანის ტიპის, ჰიბრიდული ავტომობილების (შემდგომში - შესყიდვის ობიექტი/ავტომობილი/ავტომობილები) სახელმწიფო შესყიდვა (CPV 34110000).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

"1.2.1. ავტომობილების მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციისა და რაოდენობის შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში (დანართი №1 - ""ტექნიკური მახასიათებლები"" და დანართი №2 - ""ფასების ცხრილი"").
"
1.2.2. შემოთავაზებული ავტომობილები უნდა იყოს არაუადრეს 2025 წლის გამოშვების, ექსპლუატაციაში არმყოფი (გარბენი არაუმეტეს 200კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული.
1.2.3. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი №2 - „ფასების ცხრილი“-ში განაფასოს ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულება კომპონენტების მიხედვით (ავტომობილის შესყიდვის, ავტომობილის სერვისის/ნაწილის და საწვავის ხარჯის ჯამი), რომელიც შემდგომში აისახება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ში. ავტომობილის ფლობის ღირებულების ზღვრული ოდენობა დგინდება 150 000 კილომეტრზე გარანტიის მოქმედების პერიოდში, შესასყიდი სერვისების/ნაწილების, ავტომობილისა და საწვავის ფასის ერთობლიობით.
1.2.4. სატენდერო წინადადების განფასებისას, პრეტენდენტი ვალდებულია გაითვალისწინოს, როგორც ავტომობილების ღირებულება, ასევე 150 000 კმ-ზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებაში შემავალი სხვა კომპონენტების ღირებულებაც. ავტომობილის მიერ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯს (შერეული წვის პირობებში), რომელიც დაანგარიშებულია წარმოდგენილი მწარმოებლის ოფიციალური საპასპორტო წვის მაჩვენებლისა (რომელიც უნდა ემთხვეოდეს მწარმოებლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შესაბამისი სპეციფიკაციის მონაცემებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ერთი ლიტრი საწვავის პირობითი ფასის - „1“-ის ნამრავლით 150 000 კმ-ზე. (ავტომობილის მიერ მოხმარებული საწვავის დასაანგარიშებელი ფორმულა: თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების საწვავის წვის (შერეული წვის პირობებში) საპასპორტო მაჩვენებელი 100 კმ-ზე წარმოადგენს პირობითად 8 ლიტრს, მისი დაანგარიშება 150 000 კმ-ზე განხორციელდება შემდეგნაირად: 150 000/100*8*1=12 000). წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, ამ პუნქტით გათვალისწინებული საწვავის ხარჯის გადახდა მიმწოდებლისთვის არ ხორციელდება და მითითებულია მხოლოდ 150 000 კილომეტრ გარბენზე მოხმარებული საწვავის ხარჯის დაანგარიშების მიზნით.
1.2.5. პრეტენდენტმა თანდართული ცხრილის შესაბამისად უნდა წარმოადგინოს განფასება (წვის პარამეტრი, ერთეულის ფასი და ა.შ.) დანართი №2 - „ფასების ცხრილი“-ში, ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულების კომპონენტების მიხედვით. პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №2 - „ფასების ცხრილი“-ში დაამატოს (განსაზღვროს) მწარმოებლის მიერ განსაზღვრული გეგმიური ფლობის კომპონენტები, რომლის შესყიდვაც განხორციელდება საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.
1.2.6. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ავტომობილის უკან გაწვევა იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის მწარმოებელი ქარხანა საწარმოო დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს ავტომობილის უკან გაწვევის მიზნით.
1.2.7. 150 000 კილომეტრზე ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულების ფარგლებში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს მიაწოდოს ხუნდები, საჭიროების შემთხვევაში, წინა სულ მცირე შვიდჯერ, ხოლო უკანა სულ მცირე ოთხჯერ.
1.2.8. ამ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2.7 პუნქტით განსაზღვრული ხუნდების რაოდენობის ამოწურვის შემდგომ, მათი ყოველი შემდგომი შესყიდვა ანაზღაურებული იქნება შემსყიდველის მიერ არა დადგენილი ავტომობილის ზღვრული ფლობის ღირებულებიდან, არამედ ავტოტექმომსახურების დამატებით გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. ავტომობილ(ებ)ის მიწოდება უნდა განხორციელდეს ერთიანად ან ეტაპობრივად ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 240 (ორას ორმოცი) კალენდარული დღის განმავლობაში. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით ამავე ვადაში უნდა უზრუნველყოს ავტომობილების შემსყიდველზე გადაფორმება.
1.4.2 საგარანტიო-სერვისული მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მიმწოდებელი ვალდებულია ავტომობილების მიწოდება განახორციელოს თბილისის მასშტაბით, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ადგილას.
1.5.2. სატენდერო დოკუმენტაციის 1.4.1 პუნქტში განსაზღვრულ ვადაში მიმწოდებელი ავტომობილების მიწოდებას უზრუნველყოფს საკუთარი ხარჯებით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის გადასახადის, მოსაკრებლის ჩათვლით, მათ შორის, განბაჟებისა და სახელმწიფო რეგისტრაციის (შემსყიდველზე გადაფორმებისა და სტანდარტული ფასის სახელმწიფო სანომრე ნიშნების ჩათვლით) ხარჯების ჩათვლით.
1.5.3. პრეტენდენტმა თანმდევი საგარანტიო (გეგმიური) მომსახურების (ძრავის ზეთისა და ძრავის ფილტრის, წინა და უკანა ხუნდების, ჰაერის ფილტრის, კონდინციონერის ფილტრის, ძრავის ღვედი, ანთების სანთლები და სხვა) გაწევა უნდა განახორციელოს ქ. თბილისში. სხვა საგარანტიო შემთხვევაში (არაგეგმიური) სერვის-ცენტრამდე ტრანსპორტირების ხარჯებს აანაზღაურებს მიმწოდებელი.
1.5.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არანაკლებ ერთი შემოთავაზებული სერვის ცენტრ(ებ)ის მისამართის შესახებ, რომელიც/რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტით დადგენილ მოთხოვნას.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. ავტომობილზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 5 წელი ძირითად აგრეგატებზე (ძრავა, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ჰიბრიდის აგრეგატი (მათ შორის ჰიბრიდის ელემენტები)), 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება) სრულ ავტომობილზე, გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, საყრდენი დისკი, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში - ორმაგი გადაბმულობის ქურო და ორმაგი გადაბმულობის საკისარი).
"1.7.1.2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მიმწოდებელი ვალდებულია,
ავტომობილის ნებისმიერ (გარდა ამ სატენდერო პირობებში მითითებული გამონაკლისებისა) აგრეგატზე, კვანძზე და/ან ნაწილზე გამოვლენილი ნებისმიერი საწარმოო დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან აღნიშნული აგრეგატის, კვანძის და/ან ნაწილის ახლით შეცვლა განახორციელოს საკუთარი სახსრებით, შემსყიდველის მიერ წერილობითი მოთხოვნიდან შემსყიდველთან შეთანხმებით, მაგრამ არაუმეტეს 60 (სამოცი) კალენდარული დღისა."
1.7.1.3. საგარანტიო პირობებით განსაზღვრული მოთხოვნები, ძალაშია მთელი საგარანტიო ვადის განმავლობაში, მიუხედავად ავტომობილების შესყიდვის ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვისა. ამასთან, საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული და ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი)
1.7.1.4. თანმდევი საგარანტიო პირობების ფარგლებში, გეგმიური ფასიანი მომსახურების განხორციელება უნდა მოხდეს დანართი №2 - „ფასების ცხრილი“-ით წარმოდგენილ ცხრილში დაფიქსირებული ფასების შესაბამისად. მიმწოდებელმა გეგმიური მომსახურების ჩატარება უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.
1.7.1.5. თუ ავტომობილის მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ავტომობილს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავა, გადაცემათა კოლოფი, ხიდი), მიმწოდებელი ვალდებულია ავტომობილი შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ავტომობილს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).
"1.7.1.6. შემსყიდველი ვალდებულია:
ა) საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ავტომობილებს ნებისმიერი სახის სამუშაო/მომსახურება (მათ შორის სამღებრო სათუნუქე) გაუწიოს მხოლოდ მიმწოდებლის სერვის ცენტრ(ებ)ში.
ბ) საგარანტიო ვადის განმავლობაში დაიცვას მიმწოდებლის მიერ დადგენილი სავალდებულო პერიოდული მომსახურების პირობები და ვადები.
გ) დაიცვას ავტომობილის ექსპლუატაციის პირობები."

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1. პრეტენდენტი ვალდებულია დანართი №2 - „ფასების ცხრილი“-ში მოცემულ შესაბამის გრაფაში მიუთითოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის და ავტომობილის მარკა/მოდელის შესახებ.
2.1.1.2 დაზუსტებას არ ექვემდებარება ტექნიკური დოკუმენტაცია, თუ არ არის წარდგენილი ან მასში არ არის მითითებული სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია. სატენდერო კომისია ვალდებულია პრეტენდენტს მიმართოს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით დადგენილი ინფორმაცია პრეტენდენტის მიერ წარდგენილია არასრულყოფილად ან შეიცავს უზუსტობებს, თუმცა პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების სახით წარდგენილი დოკუმენტ(ებ)ის/ინფორმაციის ერთობლიობით, მათი შეფასების, ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე შესაძლებელია შესყიდვების ობიექტის სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1.1 პუნქტით დადგენილი ინფორმაციის იდენტიფიკაცია.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

"პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს, ტენდერის გამოცხადების დღემდე არანაკლებ 1 წლის მანძილზე ფუნქციონირებადი, შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის (მწარმოებლის ბრენდის/ავტომობილის მარკის) არანაკლებ 1 (ერთი) ავტორიზებული, მოქმედი სერვის ცენტრი ქ. თბილისში.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით."

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

"2.7.1.1. პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული ავტომობილის მწარმოებლის (მწარმოებლის ბრენდის/ავტომობილის მარკის) ოფიციალური დილერი/დისტრიბუტორი/იმპორტიორი საქართველოს ტერიტორიაზე.

ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით."
"2.7.1.2. პრეტენდენტის მიერ დანართი №1 - ""ტექნიკური მახასიათებლები""-ით განსაზღვრული უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ინფორმაცია უნდა იძებნებოდეს დოკუმენტის გამცემი ორგანიზაციის ვებ-გვერდზე (NCAP (ევრო ქრაშ ტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშ ტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი).

აღნიშნულის დამადასტურებლად, პრეტენდენტმა ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი.

შენიშვნა: უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი საავარიო ტესტის სერტიფიკატი."

2.9 other additional requirements

"პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენი დოკუმენტები:

ა) დანართი №1 - ""ტექნიკური მახასიათებლები"";
ბ) დანართი №2 - ""ფასების ცხრილი""
(შენიშვნა: პრეტენდენტი უფლებამოსილია დანართი №2 - ""ფასების ცხრილი"" წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პრეტენდენტის მიერ Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს));
გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.5.4 და 2.3.1. პუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;
დ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტის გათვალისწინებით ინფორმაცია დილერობის/დისტრიბუტორობის/იმპორტიორობის და 2.7.1.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია უსაფრთხოების დამადასტურებელი დოკუმენტის (ქრაშ ტესტის) შესახებ ვებ-ბმული ან/და დოკუმენტი;
ე) შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის მწარმოებლის მიერ გაცემული ოფიციალური საპასპორტო წვის (შერეული წვის პირობებში) მაჩვენებელი ან/და მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული ინფორმაცია."

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა.
4.1.1.2 ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. საჭიროების შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს დასკვნაზე ხელმომწერი პირის ხელმოწერის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ. იმ შემთხვევაში თუ დასკვნის გამცემი პირია ორგანიზაცია - შპს, სს და ა.შ. და ორგანიზაციის სახელით გაცემულ დასკვნაზე არ ფიქსირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო სუბიექტების რეესტრის ამონაწერის მიხედვით განსაზღვრული ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის ხელმოწერა)), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც ერთეულის, ასევე საერთო ღირებულებასთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

5 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ვადა მინიმუმ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების საბოლოო ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) გამოუთხოვადი გარანტია. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.
6.4.2 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის ნახევარს.
6.4.3 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ზარალის/ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც მიადგება ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შეუსრულებლობით ან/და არაჯეროვანი შესრულებით, აგრეთვე ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველს შეუძლია გამოიყენოს ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, არაჯეროვნად შესრულების, ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, რომელიც ვადებთანაა დაკავშირებული და ხელშეკრულების თვითნებურად შეწყვეტით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, თუ მიმწოდებელი უარს განაცხადებს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს გადახდაზე.
6.4.4 მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების შემდეგ შემსყიდველი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 2 კვირის ვადაში მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის დაბრუნებას.
6.4.5. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1 შემსყიდველის მიერ ავტომობილის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 90% ანაზღაურდება წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორების გზით.
7.1.1.2 მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში წარუდგინოს შემსყიდველს სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე), გამოუთხოვადი, საავანსო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას (შენიშვნა: ხელშეკრულების მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) დღით აღემატება შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებს). გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.1.1.3 საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.
7.1.1.4 თეთრ სიაში რეგისტრირებული პრეტენდენტი შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგენს მოთხოვნილი ოდენობის საავანსო გარანტიის ნახევარს.
7.1.1.5 შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს წინასწარი ანგარიშსწორება მიმწოდებლის მიერ საავანსო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.
7.1.1.6 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინასწარ გადახდილი თანხის შესაბამისი ღირებულების შესყიდვის ობიექტის მოწოდებას, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმართოს გარანტიის გამცემ ორგანოს საავანსო გარანტიით გათვალისწინებული შესაბამისი თანხის დაბრუნების მოთხოვნით.
7.1.1.7 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნება.

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1. ავტომობილის ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების დარჩენილი 10% ანგარიშსწორება განხორციელდება, საავანსოდ გადახდილი თანხის სრულად გამოქვითვის შემდეგ, უნაღდო ანგარიშსწორებით, ეროვნულ ვალუტაში – ლარში, ერთიანად, ფაქტობრივად მიწოდებული შესყიდვის ობიექტის შესაბამისად, მხარეთა შორის გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის და მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადების (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში), ასევე ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში) საფუძველზე, ანდა გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტის (საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (მათ შორის, სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის) გამოწერის ვალდებულება არ წარმოიშობა) საშუალებით.
7.2.2 დაფინანსების წყარო: საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს პარლამენტისათვის გამოყოფილი ასიგნება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის აუცილებელი დოკუმენტების სრულყოფილად გაფორმებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეიმურაზ ჩიჩუა, 599700079, tchichua@parliament.ge ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად: ვახტანგ ცარციძე M: 577355962, vtsartsidze@parliament.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას (ყოველგვარი დაზუსტების პროცედურების გარეშე), თუ მის მიერ არ იქნება წარმოდგენილი ფასების ცხრილი ან ფასების ცხრილში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია (მხოლოდ პრეტენდენტის მიერ შექმნილი სატენდერო წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები, გარდა დანართი №2 - "ფასების ცხრილი". პრეტენდენტი უფლებამოსილია აღნიშნული დანართი წარმოადგინოს Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით, ხოლო Excel-ის ფორმატის ცხრილის სახით წარსადგენი დოკუმენტი არ საჭიროებს ხელმოწერას ან/და ბეჭედს (მათ შორის, ელექტრონულ ხელმოწერას ან/და ელექტრონულ შტამპს)) უნდა იქნეს ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru