1. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის
„წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე
პერიოდში გაწეული უნდა ჰქონდეს:
არანაკლებ მე-3 კლასის შენობა/ნაგებობის ობიექტ(ებ)ის სამშენებლო
სამუშაოების (მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მოდერნიზაცია/რეაბილიტაცია)
ზედამხედველობის მომსახურება ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით
არანაკლებ 4,000,000.00 (ოთხი მილიონი) ლარისა.
*განსაკუთრებული პირობა საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის
მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ
(შემდგომში ფონდი) ერთ ტენდერზე მეტ ელექტროულ შესყიდვაში ერთდროულად
ერთი და იგივე პრეტენდენტის მიერ მინიმალური მოთხოვნის
დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად:
ფონდის მიერ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით
გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დაყოფილი არის გეოგრაფიული
ფაქტორის გათვალისწინებით.
პრეტენდენტის გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა განსაზღვრული არის
ერთი ელექტრონული შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებული
მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური მიმწოდებლის
განსაზღვრის მიზნით, რაც გულისხმობს, რომ პრეტენდენტს 2020 წლის 1
იანვრიდან შესაბამისი ელექტრონული ტენდერისთვის სტატუსის
„წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭების თარიღის ჩათვლით
გაწეული უნდა ჰქონდეს არანაკლებ მე-3 კლასის შენობა/ნაგებობის
ობიექტ(ებ)ის სამშენებლო სამუშაოების
(მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მოდერნიზაცია/რეაბილიტაცია)
ზედამხედველობის მომსახურება ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით
არანაკლებ 4,000,000.00 (ოთხი მილიონი) ლარისა.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი საზედამხედველო
მომსახურების გაწევის მიზნით ფონდის მიერ გამოცხადებულ ერთ ტენდერზე
მეტ ელექტრონულ შესყიდვაში მიიღებს მონაწილებას, პრეტენდენტის
გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა გაიზრდება პროპორციულად. კერძოდ, თუ
პრეტენდენტი საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით ფონდის
მიერ გამოცხადებულ რომელიმე ელექტრონულ ტენდერში გამოვლენილი არის
გამარჯვებულად ან მოწვეული არის ხელშეკრულების გასაფორმებლად,
საზედამხედველო მომსახურების ყოველ მომდევნო ელექტრონულ ტენდერში
პრეტენდენტის გამოცდილება გაიზრდება პროპორციულად, თანხობრივ ჭრილში.
მაგალითად, თუ: 1 (ერთი) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის
მიზნით მინიმალური სატენდერო მოთხოვნა არის ხელშეკრულება ან
ხელშეკრულებები არანაკლებ 4 000 000 ლარის ღირებულების, ერთდროულად ორ (2)
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით მინიმალური
მოთხოვნა იქნება არანაკლებ 8 000 000 ლარის ღირებულების ჯამურად, ხოლო
ერთდროულად სამ (3) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის
მიზნით მინიმალური მოთხოვნა იქნება არანაკლებ 12 000 000 ლარის ღირებულების
ჯამურად და ა.შ.
1.1 გამოცდილების არეალი: მომსახურება სავალდებულოდ გაწეული უნდა იყოს
ან საქართველოს, ან ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე.
არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის
(წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა
სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა
დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც
ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა
იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და
შემსრულებელი.
1.2 საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების
დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული
დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან
აპოსტილით დამოწმებული.
2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020-დან წინამდებარე ტენდერში
წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს.
3. საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თაობაზე
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:
3.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი
ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების
დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი
პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც ნათლად უნდა
იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული
მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული,
მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი
დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან
ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი
ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა
შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.
ამასთან:
ა) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და
დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი
ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს
შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან
სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა
მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა)
მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული
დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება
გასწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.
3.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 3.1 პუნქტით
განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება მომსახურების შინაარსის
ან/და ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია
პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ანალოგიურ მომსახურებაზე,
ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და
მშენებლობის სანებართვო დოკუმენტის, ან/და დამკვეთის (ან/და მის მიერ
განსაზღვრული უფლებამოსილი პირის) მიერ დადასტურებული სხვა
დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა დგინდებოდეს,
სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების
შინაარსი/დეტალური აღწერილობა და ღირებულება.
4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 3.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური
გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული
ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული
სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა,
მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად
უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მომსახურების გაწევის ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.
5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი
წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:
5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და
ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე
უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი
პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის
დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში,
მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს
ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს სსიპ
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი).
6. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი
ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის
დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი
ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის
ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.
7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა
მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ
(შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ
ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
ხელშეკრულების ფარგლებში.
7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო
პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი
ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1
პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია
ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური
შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.
8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების
დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი,
მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი
პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად,
პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის
საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი
შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ ინფორმაცია (მინიმუმ,
მათი დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და
საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი,
მისამართი) მითითებით).
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ
შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში,
რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება
შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ
პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველისა და ძირითადი
მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი
შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ)