Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области строительства (Грузия - Тендер #68556085)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgia Municipal Development Fund
Номер конкурса: 68556085
Дата публикации: 14-11-2025
Сумма контракта: 11 560 000
Осталось 1 дней


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020386
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 14.11.2025 19:28
Начало приема предложения 20.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 25.12.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 11`560`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 71500000-Услуги в области строительства
Коды классификатора
  • 71500000 - Услуги в области строительства
  • 71520000 - Услуги по надзору за строительством
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2029 წლის 31 იანვრის ჩათვლით, სატენდერო პირობების შესაბამისად
Дополнительная информация
სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვა

Public Procurement is announced by the Municipal Development Fund of Georgia
Type of Procurement: Electronic Tender without Reverse Auction (NAT)
Tender Announcement Date: 14.11.2025
Acceptance of tender proposals starts on: 20.12.2025
Acceptance of tender proposals ends on: 25.12.2025
Source of Funds: State Budget of Georgia
Estimate Cost of Procurement: 11,560,000.00 GEL (including VAT)
Classification Code (CPV) and Classification Unit: 71500000 - Construction-related services
Classification Code (CPV) and particular procurement object: 71520000 - Construction supervision services
Amount/Volume of Procurement: According to the tender documentation
Terms of delivery for service: According to the tender documentation
Bid reduction step: 115,600 GEL
Amount of Guarantee: 115,600 GEL
Guarantee Period: 160 days

Additional Information: Engineering supervision services for multidisciplinary construction and reconstruction works in the Samegrelo and Zemo Svaneti regions of Georgia
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 115`600.00 GEL
Размер гарантии 115`600 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: eka ezugbaia :: 14.11.2025 17:12
  • Последнее исправление: eka ezugbaia :: 14.11.2025 19:28
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655423&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

საინჟინრო ზედამხედველობის მომსახურების გაწევა სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონების მრავალდარგოვანი სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებისთვის

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

გასაწევი მომსახურების დეტალური აღწერილობა, მახასიათებლები და გასატარებელი ღონისძიებები განისაზღვება სატენდერო დოუმენტაციის დანართის N1 (ტექნიკური დავალება) მიხედვით. საზედამხედველო მომსახურება გაწეული უნდა იყოს განსახორციელებელ მრავალდარგოვან სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რომელთა საერთო საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 289,000,000.00 (ორასოთხმოცდაცხრა მილიონი) ლარს.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საზედამხედველო მომსახურება განხორციელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით დამატებული 1 თვე გარდამავალი პერიოდისთვის (2029 წლის 31 იანვრის ჩათვლით). გარდამავალი პერიოდისთვის მიმწოდებლის ვალდებულება განმარტებულია ტექნიკურ დავალებაში. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების გაწევის დაწყება ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, შემსყიდველის წერილობითი დავალებიდან დაუყოვნებლივ.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდების ფორმა და პირობები მოცემული არის სატენდერო დოუმენტაციის დანართის N1 (ტექნიკური დავალება) მიხედვით.
მომსახურების გაწევა შესაძლოა განხორციელდეს პარალელურ რეჟიმში საქართველოს შემდეგ რეგიონებში: სამეგრელო-ზემო სვანეთი

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს, 2020 წლის 01 იანვრიდან ელექტრონული ტენდერისათვის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ სტატუსის მინიჭების თარიღამდე პერიოდში გაწეული უნდა ჰქონდეს:
არანაკლებ მე-3 კლასის შენობა/ნაგებობის ობიექტ(ებ)ის სამშენებლო სამუშაოების (მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მოდერნიზაცია/რეაბილიტაცია) ზედამხედველობის მომსახურება ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით არანაკლებ 4,000,000.00 (ოთხი მილიონი) ლარისა.


*განსაკუთრებული პირობა საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ (შემდგომში ფონდი) ერთ ტენდერზე მეტ ელექტროულ შესყიდვაში ერთდროულად ერთი და იგივე პრეტენდენტის მიერ მინიმალური მოთხოვნის დაკმაყოფილების უზრუნველსაყოფად:
ფონდის მიერ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ელექტრონული ტენდერები დაყოფილი არის გეოგრაფიული ფაქტორის გათვალისწინებით.
პრეტენდენტის გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა განსაზღვრული არის ერთი ელექტრონული შესყიდვის ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად კვალიფიციური მიმწოდებლის განსაზღვრის მიზნით, რაც გულისხმობს, რომ პრეტენდენტს 2020 წლის 1 იანვრიდან შესაბამისი ელექტრონული ტენდერისთვის სტატუსის „წინადადების მიღება დასრულებულია“ მინიჭების თარიღის ჩათვლით გაწეული უნდა ჰქონდეს არანაკლებ მე-3 კლასის შენობა/ნაგებობის ობიექტ(ებ)ის სამშენებლო სამუშაოების (მშენებლობა/რეკონსტრუქცია/მოდერნიზაცია/რეაბილიტაცია) ზედამხედველობის მომსახურება ჯამური სახელშეკრულებო ღირებულებით არანაკლებ 4,000,000.00 (ოთხი მილიონი) ლარისა.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით ფონდის მიერ გამოცხადებულ ერთ ტენდერზე მეტ ელექტრონულ შესყიდვაში მიიღებს მონაწილებას, პრეტენდენტის გამოცდილების მინიმალური მოთხოვნა გაიზრდება პროპორციულად. კერძოდ, თუ პრეტენდენტი საზედამხედველო მომსახურების გაწევის მიზნით ფონდის მიერ გამოცხადებულ რომელიმე ელექტრონულ ტენდერში გამოვლენილი არის გამარჯვებულად ან მოწვეული არის ხელშეკრულების გასაფორმებლად, საზედამხედველო მომსახურების ყოველ მომდევნო ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის გამოცდილება გაიზრდება პროპორციულად, თანხობრივ ჭრილში. მაგალითად, თუ: 1 (ერთი) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით მინიმალური სატენდერო მოთხოვნა არის ხელშეკრულება ან ხელშეკრულებები არანაკლებ 4 000 000 ლარის ღირებულების, ერთდროულად ორ (2) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით მინიმალური მოთხოვნა იქნება არანაკლებ 8 000 000 ლარის ღირებულების ჯამურად, ხოლო ერთდროულად სამ (3) ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლენის მიზნით მინიმალური მოთხოვნა იქნება არანაკლებ 12 000 000 ლარის ღირებულების ჯამურად და ა.შ.

1.1 გამოცდილების არეალი: მომსახურება სავალდებულოდ გაწეული უნდა იყოს ან საქართველოს, ან ევროკავშირის (EU), ან ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ-სახელმწიფოთა ტერიტორიაზე. არარეზიდენტი პირის მიერ დაფუძნებული სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) მიერ, ამავე პირის დაფუძნებული სხვა სუბიექტის (წარმომადგენლობა/ფილიალი) გამოცდილების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ სათაო კომპანიის წერილობითი წარდგინებით (რაც ჩაითვლება სათაო კომპანიის გამოცდილებად), საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გამოცდილების შინაარსი, მისი შესრულების ადგილი და შემსრულებელი.

1.2 საზღვარგარეთ შესრულებული სამუშაოების გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს სათანადო წესით: ლეგალიზებული, ან აპოსტილით დამოწმებული.

2. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 01.01.2020-დან წინამდებარე ტენდერში წინადადების მიღების დამთავრების თარიღის ჩათვლით პერიოდს.

3. საანგარიშო პერიოდში, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების თაობაზე პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია:

3.1 პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებების ასლები და შესაბამისი მომსახურების შესრულების დამადასტურებელი, დამკვეთის ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების ასლები, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს გაწეული მომსახურების დასახელება და ღირებულება (გაწეული მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტი, ან/და დამკვეთის მიერ გაცემული, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ნებისმიერი წერილობითი დოკუმენტი. იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებულია ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, დასაშვებია ინფორმაციის წარმოდგენა შესაბამისი შესყიდვის უნიკალური ნომრ(ებ)ის (NAT/CMR/SPA და ა.შ) მითითებით.
ამასთან:
ა) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია საქართველოს ტერიტორიაზე და დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები;
ბ) მომსახურებაზე, რომლებიც შესრულებულია ერთობლივად, ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მიერ, პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ამხანაგობის (ან სხვა მსგავსი გაერთიანების - ერთობლივი საწარმო, კონსორციუმი და სხვა) მონაწილეების უფლებამოსილი პირების ან დამკვეთის მიერ დამოწმებული დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება, თუ რა ღირებულების მომსახურება გასწია პრეტენდენტმა აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში.

3.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციით ვერ ხერხდება მომსახურების შინაარსის ან/და ღირებულების იდენტიფიცირება, შემსყიდველი უფლებამოსილია პრეტენდენტს დამატებით მოსთხოვოს ანალოგიურ მომსახურებაზე, ხელშეკრულების სრულყოფილი ვერსიის, ან/და ტექნიკური დავალების, ან/და მშენებლობის სანებართვო დოკუმენტის, ან/და დამკვეთის (ან/და მის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის) მიერ დადასტურებული სხვა დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენა, საიდანაც ნათლად უნდა დგინდებოდეს, სატენდერო პირობებით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების შინაარსი/დეტალური აღწერილობა და ღირებულება.

4. სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის 3.1 პუნქტით მოთხოვნილი ანალოგიური გამოცდილების დამადასტურებელი უცხო ენაზე გაფორმებული ხელშეკრულებები, პრეტენდენტს შეუძლია წარმოადგინოს შემოკლებული სახით, რომელიც, მინიმუმ უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
(ა) ხელშეკრულების დამდები მხარეები;
(ბ) ხელშეკრულების საგანი (შესყიდვის ობიექტის დეტალური აღწერილობა, მაგ.:ტექნიკური დავალება ან სხვა მსგავსი დოკუმენტი, საიდანაც ნათლად უნდა იკვეთებოდეს შესყიდვის ობიექტის შინაარსი);
(გ) ხელშეკრულების ღირებულება;
(დ) ხელშეკრულების გაფორმების თარიღი, მომსახურების გაწევის ვადები;
(ე) მხარეთა ხელმოწერები.

5. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმო ან მისი წარმომადგენლობა/ფილიალი საქართველოში:

5.1 სათაო კომპანიის მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ცნობა ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს სათაო კომპანიის ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის მიერ, ასევე, წარმოდგენილი უნდა იყოს ხელისმომწერი პირის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

5.2 სათაო კომპანიიდან ან/და უცხო ქვეყნიდან მოთხოვნილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლების წარმოდგენის შემთხვევაში, მათი ორიგინალთან (დედანთან) შესაბამისობა დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დამკვეთს წარმოადგენს სსიპ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი).

6. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, მათი ღირებულების დაანგარიშება მოხდება ლარებში, მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

7. ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობა
7.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის ამხანაგობა, მაშინ მისმა მონაწილეებმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ (შინაარსობრივად), თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში.
7.2 ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით, ამ მუხლის 7.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.

8. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებით მოთხოვნილი გამოცდილების დამადასტურებლად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილია ქვეკონტრაქტი, მასთან დაკავშირებით, სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 მუხლის შესაბამისი პუნქტებით მოთხოვნილ ინფორმაციასთან/დოკუმენტაციასთან ერთად, პრეტენდენტმა, ასევე, უნდა წარმოადგინოს: ინფორმაცია ქვეკონტრაქტის საგნით გათვალისწინებული მომსახურების თავდაპირველი, ძირითადი შემსყიდველის და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ ინფორმაცია (მინიმუმ, მათი დასახელების, რეგისტრაციის ქვეყნის, საიდენტიფიკაციო ნომრის და საკონტაქტო ინფორმაციის (მოქმედი რეკვიზიტების - ელ. ფოსტა, ტელეფონი, მისამართი) მითითებით).
აღნიშნული ინფორმაციის წარმოდგენა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, რეგისტრაციის უნიკალური ნომრით (NAT/CMR/SPA და ა.შ) იდენტიფიცირდება შესაბამისი ძირითადი შესყიდვა, სადაც განთავსებულია/იძებნება ამ პუნქტით მოთხოვნილი ინფორმაცია ძირითადი შემსყიდველისა და ძირითადი მიმწოდებლის შესახებ, ან/და პრეტენდენტი თავად წარმოადგენს შესაბამისი შესყიდვის უნიკალურ ნომრ(ებ)ზე მითითებას (NAT/CMR/SPA და ა.შ)

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

1. პრეტენდენტს, ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხიანად გაწევის უზრუნველსაყოფად უნდა ჰყავდეს სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N4-ში მითითებული დასახელების, რაოდენობისა და გამოცდილების პერსონალი.

2. პრეტენდენტმა, უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული თითოეული სპეციალისტის საანკეტო მონაცემები სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N5-ის შესაბამისად.

3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამის სპეციალისტებთან გაფორმებული წინარე შეთანხმებები (თითოეულ სპეციალისტთან ცალ-ცალკე) სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N6-ის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც, პრეტენდენტის გამარჯვების შემთხვევაში, სპეციალისტი იღებს ვალდებულებას, რომ კომპეტენციის შესაბამისად, პირადად განახორციელებს ამ ტენდერით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას.

4. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მიმწოდებლის მიერ სპეციალისტ(ებ)ის შეცვლის, ან დამატების შესახებ საკითხი, წინასწარ უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან (მიმწოდებელი ვალდებულია, წერილობით წარმოადგინოს შესაბამისი დასაბუთებული ინფორმაცია აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით). ამ შემთხვევაში, ახალი სპეციალისტ(ებ)ის კვალიფიკაცია და სამუშაო გამოცდილება უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

5. იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერის ფარგლებში გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ შემოთავაზებული პერსონალი დასაქმებული იქნება ფონდის მიერ საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ სხვა, პარალელურად მიმდინარე ხელშეკრულებებში, მიმწოდებელი ვალდებულია ამ ტენდერის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მომსახურების დაწყების შეტყობინების მიღებიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში შემსყიდველს წარმოუდგინოს, ფონდთან მიმდინარე სხვა პარალელური საზედამხედველო მომსახურების ხელშეკრულების ფარგლებში მისი შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ამავე ვადაში შეცვალოს პირი ამ პუნქტის შესაბამისად.

6. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული პერსონალი დასაქმებული იყოს სსიპ საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდში.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
ა) დანართი N2 (ფასების ცხრილი)
დანართი N2-ის (ფასების ცხრილი) წარმოდგენა სავალდებულოა PDF ფორმატით. იმ შემთხვევაში, თუ დანართი N2-ის (ფასების ცხრილი) არ იქნება წარმოდგენილი ან განუფასებლად იქნება წარმოდგენილი განხორციელდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია შესყიდვის პროცედურებიდან. ფასი წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში დ.ღ.გ.-ის გათვალისწინებით. საზედამხედველო მომსახურების ფასი დაანგარიშებული უნდა იყოს 289,000,000.00 (ორასოთხმოცდაცხრა მილიონი) ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოებზე. ფასების ცხრილში უნდა მიეთითოს ფიქსირებული %, რომლის გათვალისწინებითაც განხორციელდა საზედამხედველო მომსახურების ღირებულების დაანგარიშება.
რეზიდენტი პრეტენდენტის ტენდერში მონაწილეობის შემთხვევაში, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი დანართი N2 (ფასების ცხრილი) სავალდებულოდ დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის მიერ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ არის რეზიდენტი პირი, PDF ფაილის ფორმატით წარმოდგენილი დანართი N2 (ფასების ცხრილი) დამოწმებული უნდა იყოს პრეტენდენტის უფლებამოსილი პირის ხელმოწერით და (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) ორგანიზაციის ბეჭდით.
ბ) სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტით (პრეტენდენტის გამოცდილებასთან დაკავშირებული მოთხოვნები) მოთხოვნილი დოკუმენტაცია, რომლის ჩამონათვალიც და წარმოდგენის პირობებიც მოცემული არის სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტში.
გ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

წინამდებარე ტენდერში არ იქნება მოთხოვნილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რადგან მომსახურების ღირებულების მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს ინტელექტუალური ტიპის შრომის ანაზღაურება, რაც პოტენციურად შესაძლებელს ხდის აღნიშნული მომსახურების მიწოდება განხორციელდეს სავარაუდო ღირებულებაზე 20%-ით ნაკლებ ფასად.

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება ამ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.3 for an individual entrepreneur

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:
შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, ამ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.4 for a physical entit

პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში პირის რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.
(3) იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ წარდგენილ სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტში რეგისტრირებულია 5.1.4 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტში მითითებული უფლებრივი შეზღუდვა, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.5 for a partnership

(1) სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.5. პუნქტით გათვალისწინებული სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება, როგორც ამხანაგობის, ასევე მისი თითოეული წევრის შესახებ, კერძოდ:

უშუალოდ ამხანაგობისთვის:
შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ პრეტენდენტს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

ამხანაგობის მონაწილეებისთვის:

შესაბამისად უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა, საიდანაც უნდა იკვეთებოდეს, რომ ამხანაგობის მონაწილეს არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება (გარდა არაღიარებული დავალიანებისა და იმ შემთხვევისა, თუ პირს, სრულად იმ თანხის გადახდაზე, რომელიც უფიქსირდება აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაში, გაფორმებული აქვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 292-ე მუხლით განსაზღვრული საგადასახადო შეთანხმება, ან/და ამავე კოდექსის 238-ე მუხლით განსაზღვრული აღიარებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულება, რაზედაც წარმოადგინილი უნდა იქნას, ამ პუნქტით განსაზღვრული, შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი).

იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობის მონაწილე წარმოადგენს არარეზიდენტ პირს, მისი სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები წარმოდგენილი უნდა იქნას სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.6 პუნქტისა და მისი ქვეპუნქტების მოთხოვნათა მიხედვით, ხოლო, წარმომადგენლობის/ფილიალის შემთხვევაში - სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.7. პუნქტის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ ამხანაგობას, ან/და მისი რომელიმე წევრ(ებ)ს გააჩნია საგადასახადო დავალიანება ამ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

5.1.6 for a non-resident

(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას:

ა) პრეტენდენტის, როგორც მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (მაგ.:ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან) რომელიც უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ ინფორმაციას:
- საფირმო სახელწოდება;
- სამართლებრივი ფორმა;
- საიდენტიფიკაციო ნომერი;
- რეგისტრაციის ნომერი/თარიღი;
- მარეგისტრირებელი ორგანო;
- იურიდიული მისამართი;
- ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები.

ბ) ინფორმაცია საგადასახადო დავალიანების არარსებობის შესახებ, სატენდერო დოკუმენტაციის 5.1.2 პუნქტის მოთხოვნათა შესაბამისად, ანალოგიური შინაარსის დოკუმენტების წარმოდგენით.
იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს გააჩნია საგადასახადო დავალიანება, ამ პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით, პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.
გ) პრეტენდენტის სარეგისტრაციო-უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები გაცემული უნდა იყოს თავისი ქვეყნის შესაბამისად უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო(ები)დან, დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მათ თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. იმ შემთხვევაში, თუ არარეზიდენტი იურიდიული პირის რეგისტრაციის ქვეყანაში არ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru