Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68529918)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Levan Samkharauli National Forensics Bureau
Номер конкурса: 68529918
Дата публикации: 13-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250020204
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 13.11.2025 16:25
Начало приема предложения 22.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.11.2025 16:00
Предполагаемая цена прейскуранта 1`335`994.75 GEL
Контрактная цена объекта закупки 90`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи ეტაპობრივად, 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
Дополнительная информация
ბიუროს კუთვნილი ავტომობილებისთვის ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ ტექნიკური დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 13`360.00 GEL
Размер гарантии 900 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: aleksi shavelashvili :: 12.11.2025 15:25
  • Последнее исправление: aleksi shavelashvili :: 13.11.2025 16:25
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=655027&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბიუროს კუთვნილი ავტომობილებისთვის ტექნიკური მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშე. ამასთან, მომსახურების ვადა თითოეულ შემთხვევაზე არ უნდა აღემატებოდეს:
• სავალი ნაწილებისათვის - არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს;
• ტრანსმისიისთვის - არაუმეტეს 3 (სამი) სამუშაო დღეს;
• ელექტროობისათვის - არაუმეტეს 2 (ორი) სამუშაო დღეს;
• სათუნუქე-სამღებრო სამუშაოებისათვის - არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღეს, აღნიშნული ვადა შესაძლებელია გაგრძელებული იქნეს შემსყიდველთან შეთანხმებით;
• ძრავის სარემონტო სამუშაოები - 7 (შვიდი) სამუშაო დღეს, თუ საჭირო იქნება დეფიციტური ნაწილ(ებ)ის (რომლის შეძენაც მოცემული მომენტისთვის შეუძლებელი იქნება საქართველოს ტერიტორიაზე) მიწოდება, შესაძლებელია მომსახურების ვადა განისაზღვროს შემსყიდველთან წერილობით შეთანხმებით.
• აღნიშნული ვადების დარღვევის შემთხვევაში პრეტენდენტს დაეკისრება პირგასამტეხლო, ხელშეკრულების ღირებულების 0,02%.

იხილეთ თანდართული ფაილი დანართი N2 - ტექნიკური დავალება

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2026 წლის 01 იანვრიდან - 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილია - ქ. თბილისი, ქ. ქუთაისი და ქ. ბათუმი.

პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ევაკუატორით მომსახურება 24/7-ზე,საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

ავტომანქანის დაზიანებული სათადარიგო ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი სათადარიგო ნაწილით. ავტომანქანის შეკეთებისა და მომსახურებისთვის გამოყენებული სათადარიგო ნაწილები უნდა იყოს ახალი ან/და შემსყიდველთან შეთანხმებით მეორადი (შესაბამისად ქარხნული, მაღალი ხარისხიანი და არ ავლენდეს დეფექტებს. ნაწილებს (შეფუთვაზე ან თავად ნაწილს) უნდა გააჩნდეს მწარმოებლის მარკირება და დეტალის ნომერი (Part Number). შეცვლილ ნაწილებზე მიმწოდებელმა უნდა გაავრცელოს არანაკლებ 12 (თორმეტი) თვიანი გარანტია, გარდა ცვეთადი ნაწილებისა, როგორიცაა: ზეთის, ჰაერის, კონდიციონერისა და საწვავის ფილტრები, ხოლო ძირითად აგრეგატულ ნაწილებზე (ძრავი, გადაცემათა კოლოფი, ხიდები), ელექტრონულ მოწყობილობებზე (ელექტრო მცველებისა და ნათურების გარდა), სათუნუქე და სამღებრო სამუშაოებზე - არანაკლებ 12 (თორმეტი) თვე. მიმწოდებელი პასუხისმგებელია წუნდებული საქონლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოცვლაზე და შესაბამისი მომსახურების გაწევის განხორციელებაზე, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი ხარჯების გაწევის გარეშე; გადაბმულობის კომპლექტზე, სამუხრუჭე ხუნდებზე, დაკიდების დისკზე, მორგვის საკისრებზე და ყუმბარებზე არანაკლებ 10000 კმ.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს შესყიდვის ობიექტით განსაზღვრული ანალოგიური მომსახურების (მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) სფეროში 2022 წლიდან მიმდინარე პერიოდამდე ჯამურად არანაკლებ 200000 ლარის გამოცდილება. აღნიშნულის დამადასტურებლად, დამატებით წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნას შესაბამისი ხელშეკრულებ(ები)ა და აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია მითითებულ იქნას შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები.

2. 2022-2025 წლების განმავლობაში მინიმუმ 1 (ერთი) დადებითი სარეკომენდაციო წერილი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაციებიდან (სარეკომენდაციო წერილი გაცემული უნდა იყოს აღნიშნული ტენდერის გამოცხადების შემდეგ), ანალოგიური მომსახურების (მანქანების შეკეთება და ტექნიკური მომსახურება) გაწეული მომსახურების (პრეტენდენტის მიერ მომსახურების გაწევის ხარისხთან დაკავშირებული ინფორმაციის მითითებით) თაობაზე. ამასთან, ერთ-ერთ რეკომენდატორსა და პრეტენდენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების და აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე გაწეული მომსახურების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 90000 ლარს (ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ უნდა იქნეს მითითებული ხელშეკრულება და მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, ან შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები).

შენიშვნა: ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული რეკომენდაცია არ უნდა იქნას წარმოდგენილი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან მმართველობაში უნდა გააჩნდეს არანაკლებ ორი მოქმედი სერვისცენტრი ქ. თბილისში, ხოლო ერთი მოქმედი სერვისცენტრი შემდეგ ქალაქებში: ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში. თბილისის სერვის ცენტრში უნდა არსებობდეს ავტომანქანის არანაკლებ 8 ამწე მექანიზმი, ხოლო რეგიონებში არანაკლებ 5 ამწე მექანიზმი; ვულკანიზაციის, ბალანსირებისა და დისკების გასწორების აპარატი; თვლების შეყრის კომპიუტერული (რაზვალი) დანადგარი; კომპიუტერული დიაგნოსტიკის მოწყობილობა; საყრდენი დისკოს გასაჩარხი მოწყობილობა; ავტომატურ გადაცემათა კოლოფში ზეთის შეცვლის აპარატი; ძრავში ზეთის შესაცვლელი აპარატი; ელექტრო მომარაგების სარეზერვო წყარო (გენერატორი); სერვისცენტრში სამუშაო ფართობი დაფარული უნდა იყოს ბეტონის ან მსგავსი ზედაპირით; დაცული უნდა იყოს ჰიგიენური, სახანძრო და უსაფრთხოების ნორმები. ამასთან, სერვისცენტრებში უნდა არსებობდეს საჭირო ფართი შემსყიდველის ავტომანქანების აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებისათვის.
ავტომობილების თითოეულ მოდელზე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასაწყობო მარაგი (ცენტრალურ საწყობში), რომელშიც უნდა შედიოდეს სავალი ნაწილის სწრაფადცვეთადი დეტალები, ასევე ზეთის, ჰაერის და კონდენციონერის ფილტრები, მინის მწმენდები, ძრავის ზეთი (რომელსაც ექნება მწარმოებლის დაშვება თითოეულ მოდელზე), ანტიფრიზი.

ქ. თბილისის სერვისცენტრში (შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, სხვა სერვის ცენტრშიც) პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველი ორგანიზაციის ერთი წარმომადგენლისათვის სამუშაო პირობების შექმნა, განთავსება, ყოველდღიურად (შენობაში განთავსებული სკამი, მაგიდა, გათბობა - გაგრილება, ინტერნეტი (wifi)).

შენიშნვა:
1. შემსყიდველს უფლება აქვს მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან დაკავშირებული მოთხოვნილი პირობების არსებობა შეამოწმოს - ტენდერის შერჩევა/შეფასების ეტაპზე; - პრეტენდენტის შესაბამის სერვისცენტრში;

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1. შემსრულებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და კონტრაქტის ასლი;
4. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
5. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

შენიშვნა: ქვეკონტრაქტორი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო მოთხოვნების 1.2 და 2.3.1 პუნქტის მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
ფასების ცხრილი დანართი N2-ისა და ტექნიკური დავალების დანართი N1-ის შესაბამისად.

შენიშვნა:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება და ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

შესყიდვის ობიექტი მიღებულად ჩაითვლება და ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ფაქტობრივად გაწეული მომსახურების ღირებულების შესაბამისად, მიმწოდებლის მიერ საგადახდო დოკუმენტის გამოწერის და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერის შემდგომ,არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ალექსი შაველაშვილი, 577920982, ashavelashvili@expertiza.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანების შესაბამისად.

10.1.2. ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია.

10.1.3. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

10.1.4 პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru