ხეკი
• თევზი - ხეკი უნდა იყოს გაყინული სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული
მეთოდით, შენახვა-ტრანსპორტირების ტემპერატურით არანაკლებ -18 გრადუსი
ცელსიუსი), უთავო, გამოშიგნული, ცივი წყლების.
• ფერი, სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი. არ უნდა
აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო.
• თითიოული თევზის წონა უნდა იყოს არანაკლებ 250 გრამი.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს
არანაკლებ 4 თვე.
• დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (არ უნდა იყოს შეფუთული
წებოვანი ლენტით ან სხვა საიზოლაციო საშუალებებით) 10-30კგ-იან
სურსათისთვის თავსებად მუყაოს ყუთებით. დაფასოებას/ყუთს არ უნდა
აღენიშნებოდეს დეფროსტაციის კვალი.
სკუმბრია
• თევზი - სკუმბრია უნდა იყოს გაყინული სწრაფი გაყინვის მეთოდით
(შოკირებული მეთოდით -18 გრადუსი ცელსიუსი), უთავო, გამოშიგნული, ცივი
წყლების.
• ფერი, სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი.
• არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო. პროდუქტის
შეფერილობა თანაბარი, ზომიერად მკვრივი.
• თითოეული თევზის წონა უნდა იყოს არანაკლებ 200 გრამი.
• მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო
ვადის არანაკლებ 50%, მაგრამ არანკლებ 12 თვე.
• დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით (არ უნდა იყოს შეფუთული
წებოვანი ლენტით ან სხვა საიზოლაციო საშუალებებით). პროდუქტის
მიწოდება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა განხორციელდეს 10-30კგ-იან
მუყაოს ყუთებით. დაფასოებას/ყუთს არ უნდა ემჩნეოდეს დეფროსტაციის
კვალი.
ორაგული
• თევზი უნდა იყოს უთავო.
• შემოთავაზებული თევზი უნდა იყოს შემდეგი სახეობიდან ერთ-ერთი : Atlantic salmon
(Salmo salar), Chinook salmon (Oncorhynchus tschawytscha), Coho salmon (Oncorhynchus kisutch), Pink salmon (Oncorhynchus gorbusha), Sockeye (Oncorhynchus nerka), chum salmon
(Oncorhynchus keta).
• გაყინული მშრალი, სწრაფი გაყინვის მეთოდით (შოკირებული მეთოდით -18
გრადუსი ცელსიუსი);
• ორაგული უნდა იყოს ჩრდილო-ყინულოვანი, წყნარი ან ატლანტის ოკეანის
ეკვატორიაში, ცივ წყლებში ველურ ბუნებაში მოპოვებული (ე.წ. „WILD”);
• ფერი, სუნი და გემო უნდა იყოს მისი ჯიშისთვის დამახასიათებელი.
• არ უნდა აღენიშნებოდეს მექანიკური დეფექტები, ლორწო, დეფროსტაციის
კვალი, არასასიამოვნო სუნი.
• თითოეული თევზის წონა 1-5კგ-მდე.
• პროდუქტის მიწოდება შემსყიდველი ორგანიზაციისათვის უნდა
განხორციელდეს 10-30კგ-იან პოლიესტერის, ქაღალდის ან მუყაოს ყუთით/ტომრით.
ეტიკეტზე მითითებული უნდა იყოს თევზის ნეტო (სუფთა) წონა (არ უნდა
მოიცავდეს მშრალი ყინულის წონას).
• დაფასოებას/ყუთს/ტომარას არ უნდა ემჩნეოდეს დეფროსტაციის კვალი.
• მიწოდებისას დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უდა შეადგენდეს
არანაკლებ 5 თვეს.
სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს. მათ შორის:
საქონლის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების
პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.
ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური და ფიზიკო-ქიმიური მაჩვენებლების
მიხედვით უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულ სფეროში არსებული
მარეგულირებელი კანონმდებლობით დასაშვებ ნორმებსა და ზღვრებს.
უნდა იყოს ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი
ივლისის №301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის
შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის
შესაბამისად.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №72
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ
მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო
მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ
აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 10 ნოემბრის №581
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათის მიკრობიოლოგიური
მაჩვენებლების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს,
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით,
სურსათის უვნებლობასთან და მიკრობიოლოგიურ რისკებთან მიმართებაში.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 ივნისის №173
დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათის/ცხოველის საკვების ჰიგიენის
ზიგადი წესისა“ და ,,სურსათის/ცხოველის საკვები ჰიგიენის
გამარტივებული წესის“ შესახებ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ
მოთხოვნებს, სურსათის/ცხოველის საკვების წარმოების მათ შორის
პირველადი წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ყველა ეტაპზე.
უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების
ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“
(დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ თევზის
პროდუქციის უსაფრთხოების მაჩვენებლებს და მათ ზღვრულ მნიშვნელობებს,
ასევე ჰიგიენურ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე
და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი
გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის,
ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები
პროდუქციის მიმოქცევისას).
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 7 მარტის №90
დადგენილებთ დამტკიცებული ,,ცხოველური წარმოშობის სურსათის ჰიგიენის
სპეციალური წესით“ დადგენილ მოთხოვნებს ბიზნესოპერატორისათვის,
რომელიც ეწევა ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას,
გადამუშავებასა და დისტრიბუციას.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567
დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის
(კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური
რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.
პროდუქტი არ უნდა შეიცავდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 18 დეკემბრის
№639 დადგენილებით „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი
კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების
მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების
თაობაზე განსაზღვრულ აკრძალულ ნივთიერებებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2020 წლის 1 ოქტომბრის №606
დადგენილებით დამტკიცებულ "ადამიანის მოხმარებისათვის განკუთვნილი
სწრაფად გაყინული სურსათის, ტემპერატურის მონიტორინგის, სახელმწიფო
კონტროლის განხორციელებისათვის ნიმუშის აღებისა და ანალიზის ერთიანი
მეთოდების დამტკიცების შესახებ" დადგენილ მოთხოვნებს.
უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 თებერვლის №55
დადგენილებით დამტკიცებული „ცხოველური წარმოშობის სურსათის
სახელმწიფო კონტროლის განხორციელების სპეციალური წესით“
გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
ტრანსპორტირება უნდა განხორციელდეს სპეციალიზირებული
მანქანა-რეფრეჟერატორით(მაცივარი), სადაც დაცული იქნება
ტრანსპორტირებისათვის აუცილებელი ტემპერატურული რეჟიმი და
სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. თითოეულ მანქანა რეფრეჟერატორი უნდა
იყოს აღჭურვილი ტემპერატურილი რეჟიმების გადამოწმების მექანიზმით -
რეკორდერით.