1. გასაწევი მომსახურების ტექნიკური და ხარისხობრივი მონაცემების
სრული აღწერა
1.1 ჭერისა და კედლის დასუფთავება – ჭერის და კედლების (მათ შორის სანათი
მოწყობილობების) გაწმენდა ყოველდღიურად საჭიროებიდან გამომდინარე
მშრალად, ხოლო თვეში ერთხელ სველი ჩვრით შესაბამისი ხსნარის
გამოყენებით. საფარზე არსებული ხილული ლაქების და ჩამჯდარი ჭუჭყის
დასუფთავება. დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს
დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.2 საოფისე ავეჯის წმენდა – მტვრის გაწმენდა ყოველდღიურად, ნათითურების,
ჩამჯდარი ჭუჭყის, ლაქების მოცილება ავეჯის ზედაპირებიდან და ა.შ.
სკამების და სავარძლების დასუფთავება მტვრის, დაღვრილი
ნივთიერებებისა და ლაქებისაგან. დასუფთავების მომსახურება უნდა
განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.3 კომპიუტერებისა და ორგ. ტექნიკის წმენდა – ზედაპირების ყოველდღიური
დასუფთავება და გაპრიალება. მტვრის, ჩამჯდარი ჭუჭყის და ნათითურების
მოცილება. დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს
დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.4 რბილი ავეჯის და რბილი იატაკის დასუფთავება – ავეჯის ყოველდღიური
დასუფთავება და გაპრიალება, ლაქებისა და მტვრის მოცილება.
დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას
გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებების გამოყენებით.
1.5 სხვადასხვა მყარი იატაკების და იატაკის კუთხეების (გრანიტი, მეთლახი,
ლამინატი და ა.შ) დასუფთავება – იატაკების ყოველდღიური დაგვა და
სპეციალური ხსნარის და ტილოს საშუალებით მოწმენდა. მტვრის, ლაქების,
ღრმად ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება. დასუფთავების მომსახურება უნდა
განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.6 ფანჯრებისა და მინისებური ზედაპირის წმენდა – მინისებური
ზედაპირებიდან და ფანჯრებიდან ყოველდღიურად მტვრის და ხილული ლაქების,
ნათითურების მოცილება. ფანჯრის თაროების დასუფთავება. დასუფთავების
მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
გამოყენებით.
1.7 დერეფნების, კიბის უჯრედების, კიბის კონსტრუქციის, კიბის უჯრედის
მინის ზედაპირების და სხვა ზოგადი ტერიტორიების დასუფთავება –
დერეფნების, კიბეების და კიბის უჯრედების ყოველდღიური დაგვა. ლაქების
და ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება, მოაჯირების დასუფთავება. დასუფთავების
მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
გამოყენებით.
1.8 სველი წერტილების დასუფთავება – ყოველდღიურად სველი წერტილების
დასუფთავება სადეზინფექციო ხსნარების საშუალებით. ნიჟარების,
იატაკების, კედლების, სარკეების დასუფთავება – გაპრიალება. იატაკზე
განთავსებული არხების და საცობების დასუფთავება. საწმენდი მასალების
და ჰიგიენური საშუალებების (ხელსახოცი, ტუალეტის ქაღალდი,
თხევადი/მყარი საპონი) ნარჩენებისაგან სველი წერტილების დასუფთავება.
სასაპნეების, ონკანების და ხელსაბანის გაპრიალება. დასუფთავების
მომსახურება უნდა განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
გამოყენებით.
1.9 ნაგვის ურნების დაცლა, მათში პოლიეთილენის პარკების განთავსება და
ნაგვის გატანა უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, ნაგვის ვედროები
დასუფთავდება ლაქებისა და ჭუჭყისაგან. დასუფთავების მომსახურება უნდა
განხორციელდეს დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო,
სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი
ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.10 შენობის ეზოს დასუფთავება, ურნების წმენდა - განხორციელდება
ყოველდღიურად. დასუფთავების მომსახურება უნდა განხორციელდეს
დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით.
1.11 შენობის მთელი ტერიტორიის და ეზოს გენერალური დასუფთავება (თვეში
ერთხელ ან/და საჭიროებიდან გამომდინარე):
ა) საოფისე ავეჯის, კომპიუტერებისა და ორგტექნიკის კაპიტალური
წმენდა;
ბ) ქრომისა და უჟანგავი ლითონის ზედაპირების წმენდა-პოლირება;
გ) ჭაღებისა და სხვა მანათობელი საშუალებების კაპიტალური წმენდა;
დ) სველი წერტილების კაპიტალური დასუფთავება.
ე) იატაკების, ჭერისა და კედლების, დერეფნების, ფანჯრებისა და
მინისებური ზედაპირების, კიბის უჯრედების კაპიტალური დასუფთავება.
1.12 სველი წერტილებისა და ხალხმრავალი ადგილების სანიტარული დამუშავება
დეზინფექცია – ტერიტორიების დამუშავება სხვადასხვა ინფექციური
გავრცელების საწინააღმდეგო საშუალებებით - განხორციელდება თვეში
ერთხელ. დეზინფექცია, დეზინსექცია, დერატიზაცია და ქვეწარმავლებთან
ბრძოლა - საჭიროების მიხედვით.
1.13 დასუფთავების სპეციფიკური სამუშაოები:
ა) ფანჯრების, ვიტრაჟების და მათი ჩარჩოების კაპიტალური წმენდა
(ორმხრივი) - თვეში ერთხელ;
ბ) მყარი იატაკების ქიმიური მორეცხვა - თვეში ერთხელ;
გ) რბილი ავეჯის და იატაკების წმენდა (სველი წმენდა) - თვეში ერთხელ;
1.14 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მის სამოქმედო ტერიტორიაზე
დასუფთავების ყოველდღიური, ძირითადი სამუშაოების დაწყება/დამთავრება,
სამუშაო დღის დაწყებამდე, 09:00 საათამდე - შემსყიდველთან შეთანხმებით.
საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს დასუფთავების მომსახურება
შრომის კოდექსით გათვალისიწინებულ უქმე დღეებში. ოპერატიული
დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად მორიგე
თანამშრომლების მიერ, დასუფთავების მიმდინარე სამუშაოების
დასრულების შემდეგ.
1.15 თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ:
ა) შენობის მთელ ტერიტორიაზე არსებულ საერთო მოხმარების სველ
წერტილებში თანამშრომლებმა უნდა განახორციელონ შემოვლა და
აღმოფხვრან წარმოშობილი ნებისმიერი სახის დაბინძურება, შეამოწმონ და
შეავსონ ჰიგიენური პროდუქციის მარაგი. ამასთან, უნდა მოახდინონ
რეაგირება მათი სამოქმედო ტერიტორიის დაბინძურებასთან დაკავშირებით
შემოსულ ინფორმაციაზე.
გენერალური დასუფთავების სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამის
ობიექტზე დასაქმებული ყველა თანამშრომლის მიერ თვეში ერთხელ,
არასამუშაო დღეს შაბათს ან კვირას.
1.16 დასუფთავებისას გამოსაყენებელი საყოფაცხოვრებო, სპეციალური და
პროფესიონალური დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და
სადეზინფექციო საშუალებების აღწერილობა:
ა) დასუფთავების მომსახურების გაწევისას გამოყენებულ უნდა იქნეს
ეკოლოგიურად სუფთა და ადამიანის ჯამრთელობისთვის უსაფრთხო და
ეფექტური წარმოების საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური
დანიშნულების საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო
საშუალებები.
ბ) იმ ადგილებისათვის, სადაც ქიმიური ხსნარების მიმართ ალერგიული
დამოკიდებულებაა მოსალოდნელი, შესაძლებელია დასუფთავების
ალტერნატიული მეთოდის გამოყენება, რომლის დროსაც გამოიყენება ცხელი
წყლის და ორთქლის გენერატორები.
გ) საჭიროების შემთხვევაში მიმწოდებლისთვის შენობაში გამოიყოფა ფართი,
საყოფაცხოვრებო, სპეციალური და პროფესიონალური დანიშნულების
საწმენდი და მოსავლელი ქიმიური და სადეზინფექციო საშუალებების
(სხვადასხვა სახის დასუფთავებისათვის საჭირო სარეცხი, საწმენდი და
სხვადასხვა სანიტარულ-ჰიგიენური საშუალებები) მარაგის
დასაწყობებისათვის.
მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:
2.1 მომსახურე პერსონალის აღჭურვილობით, ინვენტარით და სახარჯი მასალით
სრულყოფილი მომარაგება.
2.2 შენობაში/სათავსოებში სანიტარულ-ჰიგიენური და ხანძარსაწინააღმდეგო
ნორმების დაცვა, შენობის და ეზოს ყოველდღიური, ყოველთვიური გენერალური
დასუფთავება და ნაგვის გატანა (ოთახების, ფანჯრების ორმხრივი,
კარფანჯრის ჩარჩოების, კიბის უჯრედის, იატაკის რეცხვა-წმენდა),
ყოველდღიურად უზრუნველყოს დამლაგებლის მომსახურება, სველი
წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა, მათ შორის მათი
აღჭურვა მაღალი ხარისხის არანაკლებ ორფენიენი ტუალეტის ქაღალდით,
ხელის საწმენდი მაღალი ხარისხის არანაკლებ ორფენიანი ქაღალდით,
თხევადი საპნებით და ურნაში ჩასაფენი პარკებით. ხელსაწმენდი
ქაღალდების (8 წერტილი - დისპენსერები), ტუალეტის ქაღალდების (14 წერტილი)
და თხევადი საპნის აპარატებით (8 წერტილი დისპენსერები) და ურნებით
უზრუნველყოფა. (ასეთის საჭიროების შემთხვევაში);
2.3 შესრულებული სამუშაოები უნდა იყოს ხარისხთან შესაბამისობაში, რისი
მოთხოვნაც და ტექნიკური მონიტორინგი განხორციელდება ხელშეკრულებით
განსაზღვრული ინსპექტირების ჯგუფის წევრ(ებ)ის მიერ.
2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ააიპ ,,თბილისის მუნიციპალური
ლაბორატორია“-ს ადმინისტრაციულ შენობაში მთელი დღის განმავლობაში
მორიგე პერსონალის, არანაკლებ 1 (ერთი) მორიგე - დამლაგებლის მიმაგრება,
რომელმაც ოპერატიულად უნდა აღმოფხვრას დღის განმავლობაში
წარმოქმნილი დაბინძურება.
2.5 სანტექნიკოსის მომსახურება, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
2.6 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დასუფთავებისთვის შესაბამისი
ოპტიმალური დროის შერჩევა (შემსყიდველთან შეთანხმებით) და
მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალის რიცხოვნობის სათანადოდ
განსაზღვრა - არანაკლებ 3 (სამი) დამლაგებელი, რათა გაწეული მომსახურების
ხარისხი აკმაყოფილებდეს შემსყიდველის მოთხოვნებს.
*- ერთი დამლაგებელის შრომის ანაზღაურება (დარიცხული) თვეში არ უნდა იყოს
500 (ხუთასი) ლარზე ნაკლები.