Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Столовые и общественное питание (Грузия - Тендер #68469139)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Tbilisi Samgori District Gamgeoba
Номер конкурса: 68469139
Дата публикации: 11-11-2025
Сумма контракта: 4 672 365


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250020042
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 21:45
Начало приема предложения 10.12.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.12.2025 13:30
Предполагаемая цена закупки 4`672`365.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 55500000-Столовые и общественное питание
Коды классификатора
  • 55500000 - Столовые и общественное питание
  • 55510000 - Столовая
Срок подачи 202 წლის 1 იანრიდან- 2026 წლის 31დეკემბრის ჩათვლით
Дополнительная информация
სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 7530 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის უფასო სასადილოებით მომსახურება

Providing socially unprotected citizens of the district with free canteens.
Procuring entities: Tbilisi Municipality City Hall, Samgori District
Tender announcement date: 11.11.2025
Bids accepted from: 07.12.2025
Deadline for bid submission:12.12.2025
Financing: 2026 Funds (year)
Estimated value of procurement: 4`672`365.00 GEL
Bid should be submitted: Including VAT
Classification code (CPV) and classification division number: 55500000 - Canteen and catering services
Classification code (CPV) and certain object of the purchase: 55510000 – Canteen services
Providing socially defenseless strata with one: Time free meal
Quantity or volume of purchase - See attached tender documentation
Delivery date: From January 01, 2026 to December 31, 2026
Offer price reduction step: 46`723.00 GEL
Quantity of the guarantee: 46`724 GEL
Additional Info: State procurement of free diners service to citizens living in the severe social conditions of the Tbilisi Municipality Samgori region
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 46`723.00 GEL
Размер гарантии 46`724 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: gaioz goshadze :: 03.11.2025 14:02
  • Последнее исправление: davit nikuradze :: 11.11.2025 21:45
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653615&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2026 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით რაიონის ტერიტორიაზე მცხოვრები 7530 მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეთათვის 2026. წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უფასო სასადილოებით მომსახურება

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 უფასო სასადილო საკვებს ბენეფიციარებზე უნდა გასცემდეს არანაკლებ 6 საათის განმავლობაში, 14:00 საათამდე ძირითადი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე, ხოლო 14:00-დან 16:00-მდე დამატებითი სიით მოსარგებლე ბენეფიციარებზე. მომსახურების ვადაში არ შედის საკვების მომზადებისათვის საჭირო დრო.
1.2.2 მიმწოდებელმა საკვები ულუფები უნდა გასცეს გამგეობის მიერ ოფიციალურად გადაცემული ბენეფიციართა სიების მიხედვით. ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება დადასტურებული უნდა იყოს ელექტრონული აღრიცხვის მეთოდით. ხოლო ტექნიკური პრობლემების (ინტერნეტის და ქსელის შეფერხება ან სხვა) არსებობის შემთხვევაში, აკინძულ, ზონარგაყრილ და გამგეობის ბეჭდითა და გამგებლის ხელმოწერით დამოწმებულ ჟურნალში ბენეფიციარების ხელმოწერით. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა გამოცხადებისა და მათ მიერ მომსახურების მიღების აღრიცხვის წარმოება.
1.2.3 ბენეფიციარების მიერ საკვების მიღება ელექტრონული აღრიცხვის პროგრამაში უნდა იყოს თვალსაჩინო და ინფორმაციული. ასევე, ინფორმაციული უნდა იყოს ბენეფიციართა ყოველდღიური დასწრება, როგორც ინდივიდუალურად, ასევე სასადილოების მიხედვით. ნაჩვენები უნდა იქნეს ყოველდღიური დასწრების ჯამური სტატისტიკა (რამდენი ბენეფიციარი დაესწრო, როგორც ძირითადი, ასევე დამატებითი სიიდან);
1.2.4 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს თითოეულ უფასო სასადილოში ბენეფიციართა ვიზიტების ელექტრონული ბარათებით აღრიცხვის მიზნით, გამგეობის მიერ მიმწოდებლისთვის დროებით სარგებლობაში გადაცემული მობილური ტელეფონების და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების მონტაჟი/გამოყენება. მიმწოდებელმა მის დაქვემდებარებაში არსებულ უფასო სასადილოში უნდა უზრუნველყოს ბენეფიციართა ელექტრონული აღრიცხვის განხორციელება მობილურ ტელეფონში ჩაწერილი სპეციალური აპლიკაციისა და გამგეობის მიერ ბენეფიციარებზე გაცემული ელექტრონული ბარათების საშუალებით. ბენეფიციარის მიერ ოჯახის წევრებისთვის ულუფების სახლში წაღების შემთხვევაში, უნდა მოსთხოვოს ოჯახის წარმომადგენელს სხვა წევრების ბარათები მათი კუთვნილი ულუფის მიღების მიზნით. აღრიცხვის გარეშე მომსახურების გაწევა ან/და აღრიცხვის მონაცემების ხელოვნურად გაზრდა გამოიწვევს მიმწოდებლის დაჯარიმებას ხელშეკრულების მე-8 მუხლის შესაბამისად. აღრიცხვის სისტემის დანერგვისას სრულად უნდა იქნეს დაცული საქართველოს კანონით „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ გათვალისწინებული მოთხოვნები. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში შემსყიდველი უფლებამოსილია დანერგოს აღრიცხვის ალტერნატიული სისტემა. ამ პუნქტით გათვალისწინებული აპარატურის (მობილური ტელეფონები და ვიდეო-სამეთვალყურეო კამერები) მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებლობა მომსახურების გაწევის პერიოდში ეკისრება მიმწოდებელს, მიმწოდებელი ვალდებულია, ზემოაღნიშნული ტექნიკის ფუნქციონირება უზრუნველყოს საკუთარი ხარჯებით (ინტერნეტი, სიმ ბარათი და ა.შ), ხოლო აღნიშნული ტექნიკის მისი ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში, ვალდებულია საკუთარი ხარჯით დაუყოვნებლივ შეაკეთოს ან/და ჩაანაცვლოს მსგავსი მახასიათებლის მქონე ტექნიკით, რომელსაც ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ დაზიანებული ტექნიკის სანაცვლოდ გადასცემს გამგეობას. ამასთან, ტექნიკის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, გააგრძელოს ბენეფიციარებისთვის მომსახურების გაწევა, თუმცა ტექნიკის დაზიანების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გამგეობას და მისი მითითების შესაბამისად განახორციელოს ბენეფიციართა აღრიცხვა.
1.2.5 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 1.2.4 პუნქტით გათვალისწინებული ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების გარდა საკუთარი ხარჯით ვიდეოთვალის მონტაჟი უშუალოდ სამზარეულოში, რომლის მეშვეობითაც ჩაწერილი ინფორმაცია მომწოდებლის მიერ უცვლელად უნდა ინახებოდეს არანაკლებ ერთი თვის განმავლობაში და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს გამგეობას ასანაზღაურებელი პერიოდის განმავლობაში განსახორციელებელი შესაბამისი ვიდეოჩანაწერი.
1.2.6 კვების პროდუქტების მიწოდებისას, შენახვისას, საკვების დამზადებისას და გაცემისას დაცული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანიტარული და ჰიგიენური ნორმები. მალფუჭებადი პროდუქტების მიწოდება უნდა მოხდეს ყოველდღიურად. სასადილომ უნდა გამოიყენოს მხოლოდ ახალი და ხარისხიანი პროდუქცია. ბენეფიციარებზე უნდა გაიცეს მიწოდების დღეს დამზადებული სადილი.
1.2.7 მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკვების დამზადებაზე შერჩეული კადრ(ებ)ის სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, წარმოუდგინოს პერსონალის ჯანმრთელობის შესახებ შესაბამისი ცნობ(ები)ა;
1.2.8 მენიუსა და მომსახურების გრაფიკში ცვლილების შეტანა დაუშვებელია, გარდა გამონაკლისისა, რაც წინასწარ წერილობით უნდა შეთანხმდეს გამგეობასთან და გათვალისწინებულ უნდა იქნეს ანგარიშსწორებისას;
1.2.9 სასადილოში, ბენეფიციართათვის თვალსაჩინო ადგილას, მიმწოდებლის მიერ განთავსებული უნდა იყოს ინფორმაცია ყოველდღიური მენიუსა და სასადილოს სამუშაო საათების შესახებ. საკვების გაცემა უნდა მოხდეს მენიუთი განსაზღვრული ულუფის წონის/მოცულობის შესაბამისად სასწორისა და ზუსტი მოცულობის განმსაზღვრელი ჭურჭლის მეშვეობით.
1.2.10 სასადილო უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს, აღჭურვილი უნდა იყოს სველი წერტილით, რომლითაც ბენეფიციარებს შეეძლებათ სარგებლობა, ამავე დროს სასადილოს ფართს პერიოდულად (მინიმუმ კვარტალში ერთხელ) უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია, დეზინსექცია და დერატიზაცია, რომლის დამადასტურებელი დოკუმენტაცია უნდა ინახებოდეს მიმწოდებელთან.
1.2.11 მიმწოდებელმა ყოველი თვის ბოლოსთვის გამგეობას უნდა წარუდგინოს ინფორმაცია იმ ბენეფიციარების შესახებ, რომელსაც გაუწია ფაქტიური მომსახურება თვის განმავლობაში, გაცემული ულუფების (პურის ჩათვლით) და მხოლოდ პურის გაცემის გათვალისწინებით.
1.2.12 მოსამზადებელი და ასანაზღაურებელი მენიუს შესაბამისი ულუფების (პურის ჩათვლით) და პურის ოდენობა განისაზღვრება გამგეობის მიერ მიმწოდებლისათვის პერიოდულად წინასწარ განსაზღვრული ოდენობების შესაბამისად.
1.2.13 შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.
1.2.14 უფასო სასადილოების მომსახურების მენიუ (დანართი N5) დანართის სახით ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციასთან ერთად.
1.2.15 მომსახურების ხარჯთაღრიცხვის შევსებისას (განფასებისას) პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხარჯთაღრიცხვის „მენიუთი გათვალისწინებული პური“ პოზიციის ჯამური ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს ტენდერით გათვალისწინებული საერთო სავარაუდო ღირებულების 23,30%-ს.

1.2.15 მომსახურების ხარჯთაღრიცხვა წარმოდგენილ უნდა იქნას დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას).
1.2.16 ბენეფიციარების უფასო კვებით მომსახურების მენიუ წარმოდგენილია დანართის სახით.

მომსახურების გაწევის ადგილი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი:

I. ლილოს დასახლება - ბენეფიციარი 972;
II. მე-3 მასივი, პირველი კვარტალი- ბენეფიციარი 932;
III. ვარკეთილი 3; პირველი მკრ- ბენეფიციარი 590;
IV. აეროპორტის დასახლება- ბენეფიციარი 579;
V. ვარკეთილი 3; მე-3ა მკრ- ბენეფიციარი 631;
VI. ვარკეთილი 3; მე-4 მკრ- ბენეფიციარი 685;
VII. ქინძმარაულის ქუჩა ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 510;
VIII. აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 831;
IX. აფრიკის დასახლება, გუმათჰესის ქუჩა ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 568;
X. მოსკოვის გამზირი ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 612;
XI. ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო - ბენეფიციარი 620;

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს - ყოველდღიურად, 2026 წლის 01 იანვრიდან- 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს - ყოველდღიურად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის თერთმეტ სხვადასხვა ტერიტორაზე:

I. ლილოს დასახლება - ბენეფიციარი 972;
II. მე-3 მასივი, პირველი კვარტალი- ბენეფიციარი 932;
III. ვარკეთილი 3; პირველი მკრ- ბენეფიციარი 590;
IV. აეროპორტის დასახლება- ბენეფიციარი 579;
V. ვარკეთილი 3; მე-3ა მკრ- ბენეფიციარი 631;
VI. ვარკეთილი 3; მე-4 მკრ- ბენეფიციარი 685;
VII. ქინძმარაულის ქუჩა ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 510;
VIII. აფრიკის დასახლება, ჭიჭინაძის ქუჩა ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 831;
IX. აფრიკის დასახლება, გუმათჰესის ქუჩა ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 568;
X. მოსკოვის გამზირი ან/და მის მიმდებარედ - ბენეფიციარი 612;
XI. ვარკეთილის მასივი, ზემო პლატო - ბენეფიციარი 620;

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების თარიღამდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 95 დღის განმავლობაში უწყვეტად (ყოველდღიურად), არანაკლებ 161500 ლარის ღირებულების, ყოველდღიურად არანაკლებ 1000 პირისათვის, კვებითი მომსახურების გაწევის გამოცდილება. აღნიშნულის დასტურად, პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები:

ა) აუდიტორული ფირმების ან/და აუდიტორების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნაში მითითებული უნდა იყოს დასკვნის გამცემი პირის სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის ნომერი ან წარმოდგენილი უნდა იყოს "ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამზედველობის სამსახურის ბრძანება აუდიტერების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე. ამასთან, დასკვნის გამცემი პირი უნდა იძებნებოდეს https://www.saras.gov.ge ვებ-გვერდზე შესაბამის რეესტრში) რომლითაც უნდა დასტურდებოდეს, რომ პრეტენდენტს ზემოაღნიშნული პერიოდის განმავლობაში გააჩნია მოთხოვნილი გამოცდილება.

ან
ბ) ხელშეკრულებ(ები)ა და ამ ხელშეკრულებ(ებ)ის საფუძველზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი.
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ შესრულებული ანალოგიური მომსახურების შესყიდვ(ებ)ა განხორციელებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სისტემაში სრულყოფილად არის ატვირთული შესრულების შესახებ ინფორმაცია/დოკუმენტაცია, საკმარისია პრეტენდენტმა წარმოადგინოს ინფორმაცია 2.2.1.1 პუნქტით მოთხოვნილი მომსახურების შესრულების გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ის შესაბამისად სატენდერო განცხადებ(ებ)ის SPA/NAT/CMR. ნომრების მითითებით.

შენიშვნა: სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული გამოცდილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები და ხელმომწერი პირების უფლებამოსილება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს სასადილოს ფუნქციონირებისათვის საჭირო შესაბამისი ინვენტარი.
2.3.1.2 პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მომსახურების გასაწევად საჭირო ფართი ან წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი წინარე ხელშეკრულება. ფართის საკუთრების დასადასტურებლად წარმოდგენილ უნდა იქნეს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა, ხოლო სარგებლობის უფლებით ფლობის შემთხვევაში, სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, რომელთა მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს ან/და აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ვადას. ასევე, ატვირთული უნდა იქნას ზემოაღნიშნული ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. წინარე ხელშეკრულების წარმოდგენის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნეს ფართის მესაკუთრის საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან სხვა.)
2.3.1.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფართი უნდა იძლეოდეს კონკრეტულ ლოკაციაზე მომსახურების მიმღებ ბენეფიციართა რაოდენობის არანაკლებ 3%-ისთვის ერთდროულად მომსახურების გაწევის შესაძლებლობას შესაბამისი სტაციონალური ადგილების უზრუნველყოფით.
2.3.1.4 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებს და მდებარეობდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებიდან არაუმეტეს 700 მეტრის რადიუსში.
2.3.1.5 სასადილოსთვის განკუთვნილი ფართი არ უნდა იყოს მიწის დონის ქვემოთ, საჭიროების შემთხვევაში მოწყობილი უნდა იყოს პანდუსი შშმ პირებისათვის და აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით.

შენიშვნა: შემსყიდველი უფლებამოსილია სატენდერო წინადადებების მიღების ვადის დასრულების შემდგომ ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის ფართებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.წარმოდგენილ უნდა იქნას ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი №3-ის მიხედვით.
2.3.1.6 პრეტედენტის მიერ მომსახურების გასაწევად მითითებული ფართის მისამართის ცვლილება უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1 კვების ხარისხის დასადასტურებლად პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას ISO9001:2008 ან ISO9001:2015 სერთიფიკატი ან HACCP (საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილები) სერთიფიკატი ან სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი სერთიფიკატი.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წინასწარ წერილობით შეთანხმდეს შემსყიდველთან. ქვეკონტრაქტორი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტენდერით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2.9 other additional requirements

• 2019 წლის 1 იანვრიდან, შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
• სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურების მიზნით, უცხოური საწარმოს/უცხოური საწარმოს ფილიალის/წარმომადგენლობის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ, უცხო ქვეყანაში შედგენილ დოკუმენტზე ხელმოწერები დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიუსის ან შესაბამისი საჯაროსამართლებრივი უფლებამოსილების მქონე პირის მიერ, ხოლო ამ უკანასკნელის ხელმოწერა - ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული.
• პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში ატვირთული სატენდერო დოკუმენტაცია უნდა იყოს ხელმოწერილი და ბეჭედდასმული უფლებამოსილი პირის მიერ.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1 იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნით (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც უნდა დასტურდებოდეს (ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს) ტენდერში პრეტენდენტის მიერ ატვირთულ საბოლოო მომსახურების ხარჯთაღრიცხვაში (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე მომსახურების ხარჯთღრიცხვით განსაზღვრული მომსახურების გაწევის შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

5.1.2 იურიდიული პირისთვის
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(2) ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
(3) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

5.1.3 ინდივიდუალური მეწარმისთვის
(1) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
(2) ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
(3) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
(4) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

5.1.4 ფიზიკური პირისთვის
(1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
(2) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

5.1.5 ამხანაგობისთვის
უშუალოდ ამხანაგობისთვის:
(1) ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

ამხანაგობის წევრებისთვის:
(1) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
(2) ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

5.1.6 არარეზიდენტი პირისთვის
(1) არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტების გარდა დამატებით უნდა წარმოადგინოს თავისი ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება არარეზიდენტი იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა, 5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

5.1.7 წარმომადგენლობისთვის/ფილიალისთვის
იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, მიუხედავად იმისა იყენებს თუ არა საზღვარგარეთ რეგისტრირებული სათაო კომპანიის მონაცემებს (სამუშაო გამოცდილება, ძირითადი სპეციალისტები ან/და სხვა), ვალდებულია ნებისმიერ შემთხვევაში ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. ასევე, დამატებით უნდა წარმოადგინოს სათაო კომპანიის ქვეყნის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოდან გაცემული ცნობა (ცნობები) რომ არ ხორციელდება სათაო კომპანიის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 პროექტის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს ან აღემატება თუ არა 200 000 ლარს, ტენდერში გამოიყენება ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტირების მექანიზმი.
6.4.2. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru