Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Страховые и пенсионные услуги (Грузия - Тендер #68469127)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Procurement Agency
Номер конкурса: 68469127
Дата публикации: 11-11-2025
Сумма контракта: 1 237 442


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки კონსოლიდირებული ტენდერი აუქციონის გარეშე(CON)
Номер заявки CON250000439
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 17:41
Начало приема предложения 18.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 19.11.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 1`237`442.89 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 66500000-Страховые и пенсионные услуги
Коды классификатора
  • 66514100 - Страхование транспорта
  • 66514110 - Услуги по страхованию транспортных средств
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა (ლოტი N11).

კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის დამატებითი რაუნდების გამართვას.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1.00 GEL
Размер гарантии 12`374 GEL
Срока действия гарантии 400 День
  • Загрузка объявления: teona danelia :: 04.11.2025 22:32
  • Последнее исправление: teona danelia :: 10.11.2025 15:41
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653892&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს - სახელმწიფოს ბალანსზე არსებული (რიცხული) სატრანსპორტო საშუალებ(ებ)ის დაზღვევის მომსახურების (შემდგომში - სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება) შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ბალანსზე არსებული (რიცხული) დაჯავშნილი სატრანსპორტო საშუალებებისა (A) და მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის (B) მომსახურების შესყიდვა.

1.2.2. სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა უნდა განხორციელდეს თანდართულ ფაილად მოცემული ტექნიკური დავალების, დანართი N1-ის (სადაზღვევო მომსახურების პირობები) შესაბამისად, სადაც დეტალურადაა გაწერილი სადაზღვევო მომსახურების პირობები.

1.2.3. დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების საორიენტაციო რაოდენობა შეადგენს 124.00 (ას ოცდაოთხი ) ერთეულს, რომლის ჯამური საორიენტაციო სადაზღვევო ღირებულებაა 26 263 848.22 (ოცდაექვსი მილიონ ორას სამოცდასამი ათას რვაას ორმოცდარვა ლარი და ოცდაორი თეთრი) ლარი. დასაზღვევი სატრანსპორტო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, იხილეთ თანდართულ ფაილში, დანართი N2-ის შესაბამისად.

1.2.4. ფრანშიზა: ფრანშიზის ოდენობა 0%.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მიმწოდებელი ვალდებულია, სადაზღვევო მომსახურების გაწევა განახორციელოს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმების დღის 24:00 საათიდან (მაგრამ არაუადრეს 2026 წლის 1 იანვრის 00:00 საათისა) არაუგვიანეს 2026 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათისა, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სადაზღვევო მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს საქართველოს ტერიტორიაზე, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ით (სადაზღვევო მომსახურების პირობები (ლოტი N11)) განსაზღვრული სადაზღვევო პირობების შესაბამისად.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ სადაზღვევო ორგანიზაციაზე გაცემული დაზღვევის (არა სიცოცხლის) ლიცენზია.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 24 საათიანი ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც დაკავშირების დროს, მოლოდინის რეჟიმში პრიორიტეტი მიანიჭოს შემსყიდველ ორგანიზაციას.

2.9.2. სადაზღვევო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, დაზღვევის დამადასტურებლად, მიმწოდებელი ვალდებულია თითოეულ დაზღვეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გასცეს შესაბამისი სადაზღვევო პოლისი, თუ მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

2.9.3. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისა და დადასტურების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესაბამისი მომსახურება გაწიოს ნებისმიერ სადაზღვევო შემთხვევაზე, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად მომსახურების გაწევისათვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა.

2.9.4. არაუმეტეს 5 (ხუთი) წლის წლოვანების სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება, რომლებზეც სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისათვის ვრცელდება საგარანტიო პირობები, უნდა განხორციელდეს საქართველოში არსებული შესაბამისი მარკის ავტორიზირებულ სერვის ცენტრ(ებ)ში, ხოლო დანარჩენი სატრანსპორტო საშუალებების შეფასება/შეკეთება მათი სპეციფიკის მიხედვით - იმ სერვის ცენტრ(ებ)ში, რომელთა ნუსხაც ხელშეკრულების გაფორმებისას განისაზღვრება დამზღვევისა და მზღვეველის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;

2.9.5. წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე გაფორმებული დაზღვევის მომსახურების ხელშეკრულების მიმდინარეობის პროცესში, შესაძლებელია, შეიცვალოს დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების სია. აღნიშნულ შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია დააზღვიოს დამატებითი სატრანსპორტო საშუალებები წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის პირობების შესაბამისად ("სადაზღვევო მომსახურების პირობების" I ნაწილის მე-4 მუხლის საფუძველზე).

2.9.5.1. ასევე, იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებით მოხდება დაზღვეული სატრანსპორტო საშუალებების აფასება (საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით) ან მათი მოდიფიცირება, მიმწოდებელი ვალდებულია გაითვალისწინოს აღნიშნული და დააზღვიოს შეცვლილი პარამეტრების მქონე სატრანსპორტო საშუალებები.

2.9.5.2. დამატებით დასაზღვევი ან/და სადაზღვევო სიიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის პრემიის ოდენობა გამოთვლილი იქნება დღიური პროცენტის მიხედვით, რომელიც დაანგარიშდება ხელშეკრულებით განსაზღვრული დღიური პროცენტის დასაზღვევ (ფაქტობრივ) დღეებზე გადაანგარიშების გზით.

2.9.6. მიუხედავად იმისა, გაცემულია თუ არა სადაზღვევო პოლისი ან/და გადახდილია თუ არა პირველი სადაზღვევო პრემია, მზღვეველი არ თავისუფლდება სადაზღვევო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისგან.

tender assuarance guarantee

6.1.1 amount of guarantee for assurance of a tender

12374

guarantee for assurance of contract performance

6.2.1 amount of guarantee for assurance of contract performance - (from 2 % to 5 %)

5

6.2.2 amount of guarantee in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value - (from 2 % to 10 %)

5

6.2.3 guarantee period

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის მოქმედების ვადა უნდა განისაზღვრებოდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 2027 წლის 31 მაისის ჩათვლით.

6.2.4 terms and conditions of guarantee

6.2.4.1. ტენდერში გამოყენებული იქნება საბანკო ან სადაზღვევო კომპანიის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო (გარანტიით გათვალისწინებული თანხა შემსყიდველმა უნდა მიიღოს ყოველგვარი დამატებითი განმარტებებისა და მტკიცებულებების წარდგენის გარეშე, პირველი მოთხოვნისთანავე) და გამოუთხოვადი გარანტია, ხელშეკრულების საერთო ღირებულების 5%–ის ოდენობით, თუ სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 10 000 (ათი ათასი) ლარს.

6.2.4.2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარდგენილ უნდა იქნეს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმების მომენტში.

6.2.4.3. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური დოკუმენტის ფორმით ან ელექტრონული დოკუმენტის ფორმით. (არარეზიდენტი პირის მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მხოლოდ მატერიალური დოკუმენტის ფორმით).

6.2.4.4. უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილ უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

6.2.4.5. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში არ მიიღება პრეტენდენტის მიერ საკუთარ თავზე გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია.

6.2.4.6. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაში არ უნდა იყოს მითითებული, რომ გარანტია მცირდება შესრულების პროპორციულად.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში, სადაზღვევო მომსახურების გაწევისას, ანგარიშსწორება ხორციელდება ეტაპობრივად, უნაღდო ფორმით, ეროვნულ ვალუტაში და მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ყველა გადასახადს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

7.3.1. ანგარიშსწორება განხორციელდება თვეში ერთხელ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გაწეულ მომსახურებაზე დაყრდნობით, თუ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

7.3.2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თეონა დანელია, 577011244, tdanelia@spa.ge ომიკო კერესელიძე, 599766992, OKereselidze@spa.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1. წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაცია შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) 20 მუხლის 2 პრიმა მუხლის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 14 დეკემბრის №14 ბრძანებით დამტკიცებული კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების, აგრეთვე, „2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის საშუალებით განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 სექტემბრის №1575 განკარგულების პირველი მუხლის "ბ" ქვეპუნქტის (სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის 2026 წლის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ი) საფუძველზე;

10.1.2. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) „შემსყიდველად“ რეგისტრირებული მომხმარებელი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ვალდებულია, 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების (შემდგომში - სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს წინამდებარე კონსოლიდირებული ტენდერის (შემდგომში - კონსოლიდირებული ტენდერი) საშუალებით, გარდა უცხო ქვეყანაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევის მომსახურების შესყიდვის შემთხვევებისა;

10.1.3. სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შემსყიდველი ორგანიზაცია, რომელზეც სავალდებულო წესით ვრცელდება კონსოლიდირებული ტენდერის მოქმედება, წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტის კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებს გარეთ შესყიდვის საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი დასაბუთებით მიმართავს 2026-2027 წლების განმავლობაში სხვადასხვა სახის საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერ(ებ)ის სატენდერო კომისიას (შემდეგში - სატენდერო კომისია), გარდა გადაუდებელი აუცილებლობით გამოწვეული შესყიდვის განხორციელებისა. სატენდერო კომისიის თანხმობის შემთხვევაში, შესყიდვა განხორციელდება სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.4. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ მომხმარებლებს;

10.1.5. კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობისათვის „მიმწოდებელმა“ უნდა გადაიხადოს სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, არაუგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში, შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის, სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვრება 100 (ასი) ლარის ოდენობით. საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს სისტემის მეშვეობით;

10.1.6. კონსოლიდირებული ტენდერი ჩატარდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით და ელექტრონული ვაჭრობა გაიმართება შესყიდვის სავარაუდო ჯამურ ღირებულებაზე, რომლიდანაც გამოითვლება სადაზღვევო მომსახურების წლიური და დღიური პროცენტი. თითოეული სატრანსპორტო საშუალების გადასახდელი სადაზღვევო პრემიის დაანგარიშება შესაძლებელია, როგორც წლიური პროცენტის მიხედვით, ასევე, დღიური პროცენტის დასაზღვევ (ფაქტობრივ) დღეებზე გადაანგარიშების გზით;

10.1.6.1. სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;

10.1.6.2. თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ჯამური ფასიდან გამომდინარე, შესყიდვის ობიექტის ერთეულის ღირებულება განისაზღვრება მრავალნიშნა ათწილადის სახით, პრეტენდენტი ვალდებულია იგი დაამრგვალოს ლარის მეასედის სიზუსტით შემცირების პრინციპით და შესაბამისად შეამციროს ჯამური ღირებულებაც;

10.1.7. პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოსადგენ მის მიერ შექმნილ დოკუმენტებზე ან/და ინფორმაციაზე (გარდა excel-ის ფორმატის ფაილისა) შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტ(ებ)ი დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

10.1.8. პრეტენდენტი სატენდერო წინადადების წარმოდგენით ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას, მათ შორის, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2. პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ამასთან, თუ ხელშეკრულების გასაფორმებლად მოწვევის შემდგომ აღმოჩნდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტი არ ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციითა და ხელშეკრულების პროექტით განსაზღვრულ რომელიმე პირობას, აღნიშნული აღქმული იქნება, როგორც მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმა, რისი გათვალისწინებითაც მოხდება მისი დისკვალიფიკაცია ტენდერიდან;

10.1.9. პრეტენდენტის მიერ სატენდერო წინადადების ან მისი შემადგენელი დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენებზე. დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია წარადგინოს მათი სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი (დიპლომირებული მთარგმნელის ხელმოწერის დამოწმება). დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია. სატენდერო კომისია, უფლებამოსილია, მოსთხოვოს პრეტენდენტს შესაბამისი დოკუმენტის ორიგინალის ან/და ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენა, რომლითაც შესაძლებელი იქნება წარმოდგენილი დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურება;

10.1.9.1. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს თარგმნა არ სჭირდება, თუ იგი შედგენილია ერთი დოკუმენტის სახით, რომელშიც ტექსტი პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზეა. ასეთ შემთხვევაში შეუსაბამობის არსებობისას უპირატესობა ენიჭება ქართულ ენას.

10.1.10. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ის პრეტენდენტი, რომელიც ვაჭრობის შედეგად დააფიქსირებს ყველაზე დაბალ ჯამურ ღირებულებას (ყველაზე დაბალ სადაზღვევო პროცენტს) და ამასთან, დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;

10.1.11. სატენდერო კომისია სატენდერო წინადადებებს განიხილავს გონივრულ ვადაში და შედეგები გამოქვეყნდება სისტემის მეშვეობით;

10.1.12. გამარჯვებული პრეტენდენტის სატენდერო წინადადება ძალაშია 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;

10.1.13. პრეტენდენტმა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) დანართი N3 - ფასების ცხრილი;
ბ) დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია, სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტის შესაბამისად.

10.1.14. გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია მისი გამარჯვებულად გამოვლენისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვის საფუძველზე, დაიწყოს მასთან დაზღვევის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებ(ებ)ის გაფორმება და დაასრულოს აღნიშნული პროცესი შემსყიდველი ორგანიზაციის მიმართვიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;

10.1.15. გამარჯვებული პრეტენდენტი და შემსყიდველი ორგანიზაცია, ხელშეკრულების გაფორმების პროცესში, დეტალურად განსაზღვრავენ იმ სატრანსპორტო საშუალებების შესახებ ინფორმაციას, რომლის დაზღვევაც უნდა განხორციელდეს კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით. შემსყიდველი ორგანიზაცია იღებს პასუხისმგებლობას სატრანსპორტო საშუალების ღირებულების სისწორეზე. ამასთან, დაუშვებელია დაზღვევის ხელშეკრულების გაფორმება ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზე, რომლის ღირებულება შეადგენს 0 ლარს;

10.1.16. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი ელექტრონული გარანტია აღარ დაუბრუნდება გამარჯვებულ მიმწოდებელს იმ შემთხვევაში, თუ იგი უარს განაცხადებს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადებაზე, რომელიც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით;

10.1.17. სატენდერო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტიის ჩამორთმევის ან/და ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, სატენდერო კომისიას უფლება აქვს იმსჯელოს კონსოლიდირებული ტენდერის მთლიანად ან მისი ნაწილობრივ, შეწყვეტისა და ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების ან შესყიდვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენების მიზანშეწონილობაზე. გადაწყვეტილების მიღების დროს სატენდერო კომისია ხელმძღვანელობს პროპორციულობის, მიზანშეწონილობისა და თანაზომიერების პრინციპებით. კონსოლიდირებული ტენდერის შეწყვეტის შემთხვევაში, იგი მიმართავს საქართველოს მთავრობას შესაბამისი რეკომენდაციით;

10.1.18. მიმწოდებელი უფლებამოსილია მოითხოვოს წინადადების უზრუნველყოფის გარანტიის უკან დაბრუნება თუ იგი გააფორმებს ყველა ხელშეკრულებას, რომლის დადებაც ევალება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით;

10.1.19. არსებული ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შესყიდვის ობიექტი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს;

10.1.20. კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებულია, მიაწოდოს კომისიას სტატისტიკური ინფორმაცია კომისიის მიერ დადგენილი ან/და ურთიერთშეთანხმებით შემუშავებული ფორმით;

10.1.21. სატენდერო კომისიასთან მიმოწერა კონსოლიდირებულ ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის carinsurance2026@spa.gov.ge ან/და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის ctd.spa.ge მეშვეობით. აღნიშნული ელექტრონული ფოსტისა და კონსოლიდირებული ტენდერების მენეჯმენტის სისტემის საშუალებით გაგზავნილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტს.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

tender fee in consolidated tender

tender fee

1000

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru