Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги (Грузия - Тендер #68469044)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Forest Agency
Номер конкурса: 68469044
Дата публикации: 11-11-2025


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT) По прейскуранту
Номер заявки NAT250019970
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 11.11.2025 15:15
Начало приема предложения 28.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.12.2025 12:30
Предполагаемая цена прейскуранта 978`495.00 GEL
Контрактная цена объекта закупки 300`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50100000-Ремонт и техническое обслуживание транспортных средств и оборудования и сопутствующие услуги
Коды классификатора
  • 50112000 - Ремонт и техническое обслуживание автомобилей
Срок подачи იხ. სასტენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

Repair and maintenance of various types of special machinery registered on the balance sheet of the LEPL National Forestry Agency (including spare parts and lubricants).
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 9`784.00 GEL
Размер гарантии 3`000 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: rezo pkhaladze :: 11.11.2025 10:23
  • Последнее исправление: rezo pkhaladze :: 11.11.2025 15:15
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=654692&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა ტიპის სპეცტექნიკის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება (სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის გათვალისწინებით).

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის სპეცტექნიკის შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• სპეცტექნიკის პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით და ხისტი მისაბმელით მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24 საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული და/ან არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, განშლადობის გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით, ავტომანქანის დასათვალიერებელი ორმოთი და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით.
სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი ნაწილებისა). ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება გაწეულ უნდა იქნას ხარისხიანად, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების, სტანდარტების, წესებისა და შემსყიდველის მოთხოვნების დაცვით.
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის სპეცტექნიკისთვის:
1) ქ.თბილისში არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრში (მითითებულ მისამართზე) - არანაკლებ 5 (ხუთი) ერთეული სპეცტექნიკის ;
2) რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ მისამართზე) - არანაკლებ 3 სპეცტექნიკის;
სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის სატრანსპორტო საშუალებების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).

მიმწოდებელი ვალდებულია სპეცტენიკის სერვისცენტრში მიყვანიდან და მობილური ჯგუფის მიერ დათვალიერებულ სპეცტენიკაზე (მიმწოდებელმა უნდა მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი, სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი, არაუგვიანეს 2 ორი კალენდარული დღისა ჩაატაროს სატრანსპორტო საშუალების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის ოდენობით), რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა (დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც, რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას), თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს დეფექტრურ აქტში მოცემულ მხოლოდ იმ პოზიციებზე , რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი თვის ბოლოს მიმწოდებლის მიერ შედგენილ და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი, შესრულებული სამუშაოს აქტი).
ქ. თბილისში და რეგიონებში შემოთავაზებული სერვისცენტრები აღჭურვილი უნდა იყოს ვიდეო-კამერებით რომლებიც საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“) და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური აქტის მიწოდების ვადებით. პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს. (მიმწოდებლის მიერ არასაბაზრო და არარეალური ფასის წარმოდგენის შემთხვევაში) შემსყიდველსა და მიმწოდებლს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევში შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან

შენიშვნა
ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, სპეცტექნიკის სერვისცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი, შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით, არ უნდა იყოს ხელნაწერი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად - 2026 წლის 03 იანვრიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით, შემდეგი პირობების გათვალისწინებით:
სპეცტექნიკის ტექნიკური მომსახურება გაწეული უნდა იქნას დაუყოვნებლივ, რიგგარეშედ. მომსახურებისას გაწევის ვადა შემსყიდვლის მხრიდან დეფექტური აქტის ხელმოწერის თაღიღიდან: თითოეულ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს:
ძირითად აგრეგატებში ზეთის, საწვავის ფილტრების, ჰაერის ფილტრების შეცვლა სერვისცენტრში - 1 კალენდარულ დღეს, მობილური ჯგუფის საშულებით საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ზეთის, საწვავის ფილტრების, ჰაერის ფილტრების 3 არაუმეტეს კალაენდარულ დღეს, სავალი ნაწილებისათვის 5 კალენდარულ დღეს; ელექტროობისათვის - 5 კალენდარულ დღეს; სათუნუქე სამღებრო სამუშაოებისათვის-20 კალენდარულ დღეს; ხანგრძლივი მომსახურების (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი) გაწევისას - 25 კალენდარულ დღეს; ყველა სხვა დანარჩენი მომსახურება, რომელიც არ არის განსაზღვრული ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში-20 კალენდარულ დღეს; სათადარიგო ნაწილის საზღვარგარეთ შეკვეთის შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა - არუნდა აღემოტებიდეს 45 კალენდარულ დღეს; დეფიციტური სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფისას ტექ-მომსახურება გაწეულ უნდა იქნას შემსყიდველთან შეთანხმებული გონივრულ ვადებში;

შენიშვნა:
თუ რომელიმე სათადარიგო ნაწილის რეალიზაციას ანხორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ერთი ორგანიზაცია (ასევე, ინდივიდუალური მეწარმე და/ან ფიზიკური პირი) მაინც, ასეთი სათადარიგო ნაწილი არ ჩაითვლება დეფიციტურ ნაწილად;

მიმწოდებელმა დეფიციტური ნაწილის შესახებ ინფორმაცია, წერილობით ან ელ. ფოსტის მეშვეობით (რომელიც დაზუსტდება ხელშეკრულების გაფორმების მომენტში) აცნობოს შემსყიდველს არაუგვიანეს 4 სამუშაო დღისა სპეცტექნიკის სერვისცენტრში შეყვანის დღიდან, რომელსაც თან უნდა დაერთოს შეკვეთის განხორციელებისათვის საჭირო დოკუმენტი (ინვოისი), წინააღმდეგ შემთხვევაში მომსახურების გაწევის ვადა არ გაიზრდება.
დეფიციტურ ნაწილზე განაცხადის შემოსვლიდან მომდევნო 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში „შემსყიდველს“ უფლება აქვს მიუთითოს „მიმწოდებელს“ საქართველოში აღნიშნული დეფიციტური ნაწილის შეძენის ადგილი. ასეთ შემთხვევაში სათადარიგო ნაწილი დეფიციტურ სათადარიგო ნაწილად არ ჩაითვლება და შესაბამისად არ გაიზრდება მომსახურების ვადა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სპეცტექნიკის ტექნიკური მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს შემდეგ ქალაქებში:
1) ქ.თბილისში არანაკლებ ერთ სერვისცენტრში
2) დასავლეთ საქართველოში (აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა), არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრის საშუალებით.
3) საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საგზაო და საველე პირობებში მობილური ჯგუფის საშუალებით.
შენიშვნა :
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრების სურათები და მათი ზუსტი მისამართები.
პრეტენდეტს უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 მობილური ჯგუფი, რომელთა საშუალებით შესაძლებელი იქნება საველა პირობებში სპეცტექნიკის ტექნიკური მომსახურების განხორციელება.

პრეტენდენტს სერვისცენტრ(ებ)ის ტერიტორაზე უნდა გააჩნდეს სათადარიგო ნაწილების სათავსო: სათავსო უნდა შეიცავდეს პრეისკურანტით გათვალისწინებული სპეცტექნიკის თითოეულ მოდელზე სწრაფცვეთად დეტალებს აგრეგატების ზეთის, ჰაერის ფილტრებს, საწვავისა ფილტრებს, მინის მწმენდებსა და ძრავის ზეთებს (ქარხანა-მწარმოებლის მიერ ყოველ სპეცტექნიკაზ მოთხოვნილი ზეთის სპეციფიკაციის მიხედვით.) აღნიშნულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ქვეკონტრაქტორები

შერჩევა-შეფასების ეტაპზე სერვისცენტრის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასთან და სათადარიგო ნაწილების სათავსოში არსებული მარაგების განსაზღვრული მოთხოვნების დადასტურებას/შემოწმებას ახორციელებენ სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლები, ადგილზე მისვლით (დათვალიერებით).

სერვისცენტრები უნდა იყოს მიმწოდებლის სარგებლობაში ან მმართველობაში (საკუთრება ან იჯარა ან ქვეკონტრაქტორი). პრეტენდენტმა იჯარის (სარგებლობაში/მმართველობაში) ან/და ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. (ქვეკონტრაქტორის შემთხვევაში ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ის სპეცტექნიკა, რომლის ტექმომსახურებისათვის არის გამოცხადებული ტენდერი.) საკუთრების შემთხვევაში აღნიშნულის დადასტურება უნდა განახორციელოს შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები საფუძველზე.

1.7.1 requirement related to guarantee period

მიმწოდებელი უნდა იძლეოდეს გარანტიას, რომ განხორციელებული მომსახურება და სათადარიგო ნაწილები იქნება ხარისხიანი და შეესაბამება სატენდერო დოკუმენტაციისა და ხელშეკრულების მოთხოვნებს.

გარანტია მიმწოდებლის მიერ გაწეულ მომსახურებაზე ან/და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დროს გამოყენებულ სათადარიგო ნაწილებზენ უნდა ვრცელდებოდეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. საგარანტიო პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაუყონებლივ, შემსყიდველის ზედმეტი დანახარჯების გარეშე (დაზიანებული სპეცტექნიკის ევაკუაციის ხარჯები ეკისრება მომწოდებელს), აღმოფხვრას აღმოჩენილი წუნი/დაზიანება;

თუ მიწოდებული მომსახურების და საქონლის საგარანტიო ვადის ამოწურვამდე აღმოჩნდება ან გამოვლინდება ნაკლი ან/და დეფექტი (გარდა გარეგანი ფიზიკური დაზიანებისა), მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღეში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა. ნაკლიანი მომსახურების ან/და საქონლის შეკეთება ან უნაკლოთი და ახლით შეცვლა. მიმწოდებლის მიზეზით, ან დაუდევრობით შემსყიდველის სპეცტექნიკაზე მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს, რომლის დროსაც მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღეში (განსაკუთრებულ შემთხვევაში გონივრულ ვადაში) უზრუნველყოს ნაკლის ან/და დეფექტის აღმოფხვრა. ნაკლიანი მომსახურების ან/და საქონლის შეკეთება ან უნაკლოთი და ახლით შეცვლა

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს 2020 წლის იანვრიდან 2025 წლის ჩათვლით (ჯამურად) არანაკლებ 450000 (ოთხასორმოცდაათი ათასი) ლარის ღირებულების სპეცტექნიკის (ბულდოზერი, ექსკავატორი, თვლიანი ტრაქტორები, ბექლოუდერები) ტექნიკური მომსახურების გაწევის გამოცდილება, (ანალოგიური გამოცდილება უნდა წარმოადიგონს ქვეკონტრაქტორმაც) რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტმა ელექტრონულ სისტემაში უნდა ატვირთოს ტექ-მომსახურების გაწევის დამადასტურებელი შემდეგი დოკუმენტები: ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე გაფორმებული გაწეული ტექ-მომსახურების ამსახველი მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტაცია.

1) მუხლუხა ბულდოზერების მომსახურების არანაკლებ 300000,00 ლარი (დოკუმენტში უნდა ეწეროს : შესრულებული მომსახურების თარიღი, ტექნიკის მარკა მოდელი, მომსახურების ტიპი და ჩატარებული მომსახურების ღირებულება).

2) თვლიანი ტრაქტორი და სასოფლო სამეურნეო ტექნიკის მომსახურების არანაკლებ (ჯამურად) 150000,00 ლარი (დოკუმენტში უნდა ეწეროს : შესრულებული მომსახურების თარიღი, ტექნიკის მარკა მოდელი, მომსახურების ტიპი და ჩატარებული მომსახურების ღირებულება).

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

სერვისცენტრში და სერვისცენტრამდე მიმავალი საავტომობილო გზა უნდა იყოს ასვალტიზირებული, პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების გასაწევად სატენდერო წინადადებით/ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული ყველა სერვის-ცენტრი აღჭურვილი უნდა იყოს კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური ბალონით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის ამოსაღები ამწით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, ავტო-ამწეებით (მათ შორის ქ.თბილისში არსებულ სერვისცენტრებში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 ერთეული, ხოლო რეგიონებში თითოეულ სერვისცენტრში არანაკლებ 2 ცალი), ავტომანქანის დასათვალიერებელი ორმო (მათ შორის ქ.თბილისში არსებულ სერვისცენტრებში უნდა გააჩნდეს არანაკლებ 4 ერთეული, ხოლო რეგიონებში თითოეულ სერვისცენტრში არანაკლებ 2 ერთეული) და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე აპარატურით და დანადგარებით, რომლის დამადასტურებლად პრეტენდენტი ვალდებულია სისტემის საშუალებით წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:
ა) ქ.თბილისში არანაკლებ ერთი სერვისცენტრი და რეგიონებში საკუთრებაში და/ან სარგებლობაში არსებული სერვის-ცენტრების ადგილმდებარეობისა (მისამართების მითითებით) და მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ (კონკრეტული სერვის-ცენტრის მიხედვით და კონკრეტულ პოზიციაზე ზუსტი რაოდენობის მითითებით):

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს:
ა) მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებ(ები)ი (ხელშეკრულებაში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ის მანქანები, რომლის ტექმომსახურებისათვის არის გამოცხადებული ტენდერი) . წარმოდგენილ ხელშეკრულებაში, გარკვევით უნდა იკითხებოდეს შესყიდვის ობიექტის ტიპები

• ავტოსატრანსპორტო საშუალებების პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;

• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება;

ამასთანავე, სავალდებულოა რომ ხელშეკრულების მოქმედების (შესრულების) ვადა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა.
ბ) ქვეკონტრაქტორ(ებ)ის სერვის-ცენტრ(ებ)ის საკუთრების და/ან სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია (განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი). ამასთან, თუ სერვის-ცენტრი მეიჯარეს აქვს იჯარით, იჯარის ვადა შესაბამისი ხელშეკრულებით განსაზღვრული უნდა იყოს არაუადრეს 2026 წლის 31 დეკემბრისა. ამასთან, სერვის-ცენტრის იჯარის შემთხვევაში უნდა იქნას წარმოდგინილი როგორც იჯარის ხელშეკრულება და განახლებული საჯარო რეესტრის ამონაწერი. ასევე ყველა ის დოკუმენტი რომლითაც დადასტურდება, მეიჯარის უფლებამოსილება ქონების იჯარით გადაცემის თაობაზე.

შენიშვნა:
პრეტენდეტმა, ასევე ქვეკონტრაქტორებმა (მისი არსებობის შემთხვევაში) უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 1 (ერთი) სარეკომენდაციო წერილი, არანაკლებ 200000 ლარის ღირებულების, რომელიც გაცემული უნდა იყოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შემსყიდველის სტატუსით ფიქსირებული შემსყიდველი ორგანიზაცი(ებ)ისაგან ანალოგიური მომსახურების გაწევის თაობაზე .

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ პრეისკურანტის სავარაუდო ფასის შემცირების/კლების შემთხვევაში, ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე, პრეისკურანტით გათვალისწინებული ერთეულის ღირებულებები დაკლებულ უნდა იქნეს პროპორციულად ყველა პოზიციაზე, პრეისკურანტის სავარაუდო ღირებულებასა და სისტემაში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ პრეისკურანტის საბოლოო ღირებულებას შორის არსებული სხვაობიდან გამოთვლილი (გამოყვანილი) პროცენტის შესაბამისად. ამასთან, თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე გასაწევი მომსახურებების ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია აღნიშნული ღირებულებები შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს პრეისკურანტის ჯამური ღირებულებაც.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

ა) იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება, რომლითაც უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

ბ) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი).

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

6 Процентов

6.3 duration of guarantee

გარანტია ძალაში უნდა იყოს არანაკლებ 2027 წლის 1 მარტამდე

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის (უპირობო გამოუთხოვადი) გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოში რეგისტრირებული შესაბამისი უფლების მქონე საბანკო, სადაზღვეო ან სხვა საკრედიტო დაწესებულების მიერ.
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებამდე.
3. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარმოდგენა ხორციელდება დედანი დოკუმენტის წარმოდგენის გზით

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მოხდება, ეტაპობივრად უნაღდო ანგარისწორებით ლარებში.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მიღება-ჩაბარების აქტის და შესაბამისი ფინანსური დოკუმენტაციის საფუძველზე.
3. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელს აქვს წარმოქმნილი რაიმე სახის დავალიანება „შემსყიდველთან", შემსყიდველი უფლებამოსილია დავალიანების სრულად დაფარვამდე არ განახორციელოს ანგარიშსწორება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

წინამდებარე სატენდერო პირობების 7.2 ველის მე-2 პუნქტში მითითებული დოკუმენტების წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ირაკლი ლილუაშვილი, 591079757, Irakli.Liluashvili@forestry.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასის გაანგარიშების მეთოდი
ა) სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
ბ) სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეული ფასი გამოსახული უნდა იყოს ლარში დღგ-ს გათვალისწინებით.

10.2. დამატებითი ინფორმაცია:
ა) ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
ბ) ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდრო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru