ტექნიკური დავალება:
პუნქტით განსაზღვრული პრეისკურანტით წარმოდგენილი, სსიპ ეროვნული
სატყეო სააგენტოს ბალანსზე რიცხული სხვადასხვა მარკის სპეცტექნიკის
შეკეთება და ტექნიკური მომსახურება.
ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა
უზრუნველყოს შემდეგი სახის ტექ-მომსახურების გაწევა:
• სპეცტექნიკის პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური მომსახურება, მათ
შორის სათადარიგო ნაწილების შეკეთება ან/და შეცვლა;
• საცხებ–საპოხი მასალების შეცვლა;
• საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით და ხისტი მისაბმელით
მომსახურება (საქართველოს ტერიტორია, დღე-ღამის ნებისმიერ დროს 24
საათის განმავლობაში - შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ ტექ-მომსახურების
გასაწევად ტექნიკური დოკუმენტაციით წარმოდგენილი საკუთრებაში და/ან
სარგებლობაში არსებული და/ან არსებობის შემთხვევაში ქვეკონტრაქტორის
ყველა სერვის-ცენტრი (ადგილმდებარეობის მიხედვით) აღჭურვილი უნდა იყოს
კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატით, ზეთის შემცვლელი ვაკუუმური
ბალონით, კონდიციონერის დასატუმბი აპარატით, განშლადობის
გასასწორებელი დანადგარით, ვულკანიზაციის დანადგარით, ძრავის
ამოსაღები ამწეებით, ავტო-ამწეებით, ავტომანქანის დასათვალიერებელი
ორმოთი და მომსახურების გაწევისთვის საჭირო სხვა თანამედროვე
აპარატურით და დანადგარებით.
სატრანსპორტო საშუალების დაზიანებული ნაწილი უნდა შეიცვალოს
ახალი/არამეორადი მაღალი ხარისხის სათადარიგო ნაწილით (გარდა
პრეისკურანტით განსაზღვრული და შემსყიდველთან შეთანხმებული მეორადი
ნაწილებისა). ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების ტექ-მომსახურება
გაწეულ უნდა იქნას ხარისხიანად, მოქმედი ყველა საჭირო ნორმების,
სტანდარტების, წესებისა და შემსყიდველის მოთხოვნების დაცვით.
მომსახურების გაწევის პერიოდში, მიმწოდებლის ბრალეულობით
სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში, მიყენებული ზიანის
აღმოფხვრის ხარჯების სრულად ანაზღაურება ეკისრება მიმწოდებელს.
მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერის ფარგლებში, მისი ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრულ სერვის-ცენტრებში უნდა უზრუნველყოს
ერთდროულად ტექ-მომსახურების გაწევა შემდეგი რაოდენობის
სპეცტექნიკისთვის:
1) ქ.თბილისში არანაკლებ 1 (ერთი) სერვისცენტრში (მითითებულ მისამართზე) -
არანაკლებ 6 (ექვსი) ერთეული სპეცტექნიკის ;
2) რეგიონებში (ადგილმდებარეობის მიხედვით - მითითებულ თითოეულ
მისამართზე) - არანაკლებ 3 სპეცტექნიკის;
სერვის-ცენტრებს უნდა გააჩნდეს საჭირო ფართი იმისათვის, რომ
უზრუნველყოს ზემოაღნიშნული რაოდენობების ფარგლებში შემსყიდველის
სატრანსპორტო საშუალებების განთავსება ბოქსებში ან/და შესაბამის
სადგომზე (დაცულ ტერიტორიაზე).
მიმწოდებელი ვალდებულია სპეცტენიკის სერვის-ცენტრში მიყვანიდან და
მობილური ჯგუფის მიერ დათვალიერებულ სპეცტენიკაზე (მიმწოდებელმა უნდა
მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტი, რომელშიც მითითებული იქნება თარიღი,
სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი, VIN კოდი,
არაუგვიანეს 2 ორი კალენდარული დღისა ჩაატაროს სატრანსპორტო
საშუალების დათვალიერება და წარუდგინოს შემსყიდველს დეფექტური აქტი
ხელმოსაწერად (დეფექტური აქტის დაგვიანებით მომზადების შემთხვევაში
მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო ყოველ ჯერზე 200 (ორასი) ლარის
ოდენობით), რომელშიც აღნიშნული იქნება გასაწევი მომსახურების ან/და
ასეთი მომსახურებისათვის საჭირო სათადარიგო ნაწილების/საცხებ-საპოხი
მასალის დეტალური აღწერა, ფასი, შეკეთების/მომსახურების გაწევის ვადა
(დეფექტურ აქტში განფასებული უნდა იყოს ისეთი სათადარიგო ნაწილებიც,
რომელიც არ არის პრეისკურანტში და საჭიროებს დამატებით შეთანხმებას),
თარიღი და პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. მომსახურების გაწევის
შემდეგ მიმწოდებელმა შემსყიდველს ასევე უნდა წარუდგინოს შესრულებული
სამუშაოს აქტი, რომელშიც აღნიშნული იქნება გაწეული მომსახურების ან/და
ასეთი მომსახურებისათვის გახარჯული სათადარიგო
ნაწილების/საცხებ-საპოხი მასალის დეტალური აღწერა, თარიღი და
პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა. ამასთან, სატრანსპორტო საშუალებების
ტექ-მომსახურება უნდა განხორციელდეს დეფექტრურ აქტში მოცემულ მხოლოდ
იმ პოზიციებზე , რომლებზეც იქნება შემსყიდველის უფლებამოსილი პირის
თანხმობა-დასტური. ასევე, ყოველი თვის ბოლოს მიმწოდებლის მიერ შედგენილ
და შემსყიდველისთვის წარდგენილ უნდა იქნას გაწეული ტექნიკური
მომსახურების ამსახველი შესაბამისი დოკუმენტაცია (დეფექტური აქტი,
შესრულებული სამუშაოს აქტი).
ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში მიმწოდებელმა
უნდა უზრუნველყოს ქ. თბილისში არანაკლებ 1 სერვისცენტრში და რეგიონებში
შემოთავაზებული სერვისცენტრების ვიდეო-კამერებით აღჭურვა, რომლებიც
საშუალებას მისცემს შემსყიდველს რეალურ დროში დააკვირდეს მუშაობის
პროცესს (კამერების ხედვის არეალში მოქცეული უნდა იყოს ყველა "ბოქსი“)
და ამასთან, არანაკლებ 30 დღიანი ჩანაწერის უზრუნველყოფა, რომლის
მიწოდება შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში უნდა განხორცილდეს
არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის ვადაში.
თუ ხელშეკრულების დადების შემდეგ, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში
აღმოჩნდება, რომ პრეისკურანტში არ არსებობს რომელიმე სახის სათადარიგო
ნაწილი/საცხებ-საპოხი მასალა/მომსახურება, აღნიშნული გასაწევი
მომსახურების ერთეულის ფასი დადგინდება შემსყიდველი ორგანიზაციისა
და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. მოცემულ
შემთხვევაში სათადარიგო ნაწილის/საცხებ-საპოხი მასალის/მომსახურების
ფასის შემსყიდველისათვის მიწოდების ვადები რეგულირდება დეფექტური
აქტის მიწოდების ვადებით. პრეისკურანტში შესაბამისი მომსახურების
ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი წილი არ
შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული ვაჭრობის
შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური ღირებულების 10%-ს.
(მიმწოდებლის მიერ არასაბაზრო და არარეალური ფასის წარმოდგენის
შემთხვევაში) შემსყიდველსა და მიმწოდებლს შორის შეუთანხმებლობის
შემთხვევში შემსყიდველს უფლება აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს
ხელშეკრულება მიმწოდებელთან.
შენიშვნა 1:
ა) ყველა ზემოაღნიშნული დოკუმენტი, მათ შორის, სპეცტექნიკის
სერვისცენტრში შეყვანის დამადასტურებელი დოკუმენტი, დეფექტური აქტი,
შესრულებელი სამუშაოების აქტი და ა.შ. უნდა იყოს ბეჭდვითი ფორმით ან
ელექტრონული შტამპით დამოწმებული, არ უნდა იყოს ხელნაწერი.
შენიშვნა 2:
*პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური მომსახურების
რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული ერთეულის ფასი მისი
შესყიდვის აუცილებლობისას უნდა დადგინდეს შემსყიდველი ორგანიზაციისა
და მიმწოდებლის შეთანხმებით საბაზრო ფასის გათვალისწინებით. ასეთ
შემთხვევაში პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების ტექნიკური
მომსახურების ერთეულის არარსებობით გამოწვეული შესყიდვის ხვედრითი
წილი არ შეიძლება აღემატებოდეს მიმწოდებლის მიერ ელექტრონული
ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული პრეისკურანტის საბოლოო ჯამური
ღირებულების 10%-ს. პრეისკურანტში ავტოსტრანსპორტო საშუალების
ტექნიკური მომსახურების რომელიმე ერთეულის არარსებობისას, აღნიშნული
ერთეულის ფასზე მიმწოდებლის მიზეზით (მიმწოდებლის მიერ არასაბაზრო და
არარეალური ფასის წარმოდგენის შემთხვევაში) შემსყიდველსა და
მიმწოდებლს შორის შეუთანხმებლობის შემთხვევში შემსყიდველს უფლება
აქვს ცალმხრივად გაწყვიტოს ხელშეკრულება მიმწოდებელთან;
მიმწოდებლის მიზეზით, ან დაუდევრობით შემსყიდველის ავტოსატრანსპორტო
საშუალებებისათვის მიყენებული ზიანის სრული ანაზღაურება ეკისრება
მიმწოდებელს. იგი პასუხისმგებელია გაწეული მომსახურების ხარისხზე და
შესაბამისობაზე;