Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений (Грузия - Тендер #68348275)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 68348275
Дата публикации: 06-11-2025
Сумма контракта: 316 920


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019735
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.11.2025 22:42
Начало приема предложения 15.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 18.11.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 316`920.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 50700000-Ремонт и техническое обслуживание строительных сооружений
Коды классификатора
  • 50730000 - Ремонт и техническое обслуживание холодильных групп
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია.
Шаг снижения цены 1`268.00 GEL
Размер гарантии 3`169 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: zaira kundukhashvili :: 29.10.2025 13:43
  • Последнее исправление: mariam berkatsashvili :: 06.11.2025 22:42
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653059&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ცენტრებში არსებული გაგრილების სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

არსებული ტექნიკის ჩამონათვალი, რომელზეც უნდა გავრცელდეს ტექნიკური მხარდაჭერა - მომსახურება, იხილეთ N1-N2 ცხრილებში.

ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პირობები:
1. ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების პირობები უნდა გავრცელდეს N1-N2 ცხრილებში ჩამოთვლილ ტექნიკაზე, მათ შორის N1 ცხრილში ჩამოთვლილ ტექნიკაზე მომსახურება ასევე უნდა ითვალისწინებდეს მწარმოებლის მხარადჭერას;

2. ზემოთ მოყვანილ ცხრილებში ჩამოთვლილი ტექნიკის გარდა ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება უნდა გავრცელდეს გაგრილების სისტემის ისეთ კომპონენტებზეც, როგორებიცაა: მილები, ფიტინგები, ფილტრები, ავზები და ა.შ.;

3. შესაძლო გაუმართაობების თავიდან აცილების მიზნით, მომსახურების გაწევის პერიოდში აღნიშნული ტექნიკის (ცხრილი N1 და N2) ძირითადი კომპონენტების ადგილზე დათვალიერება მინიმუმ 2 თვეში ერთხელ და დასკვნის სახით დოკუმენტის წარმოდგენა, რომელშიც ასახული იქნება დათვალიერების სრული შედეგი, სისტემის მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაზიანების აღმოფხვრის გზები და ვადები;

4. N1 ცხრილში ჩამოთვლილი ტექნიკის ნებისმიერი ნაწილის დაზიანების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს) ისინი. საჭიროების შემთხვევაში, დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, ჩაანაცვლოს იმავე ან უკეთესი მონაცემების მქონე ნაწილებით, შემსყიდველის მიერ ხარვეზის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან ან მიმწოდებლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ან მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენიდან და ინციდენტის შეფასების შემდეგ, ნაწილის შეცვლის შესახებ შემსყიდველის წერილობითი თანხმობიდან გონივრულ ვადაში, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, სერვისის მხარდაჭერის პირობებზე არ მოქმედებს ცხრილი N3-ში მოცემული „გადაწყვეტის მაქსიმალური დროის“ ვადები. შეცვლილი ნაწილი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ცხრილი N1-ში მითითებული ტექნიკის მოთხოვნებს და არ უნდა ქმნიდეს საფრთხეს მის მუშაობაში.

5. ცხრილი N2-ში ჩამოთვლილი ტექნიკის ხარვეზით ფუნქციონირების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეაკეთოს (მწყობრში მოიყვანოს) ისინი, თუ ეს არ საჭიროებს დაზიანებული ნაწილის ჩანაცვლებას, ხოლო თუ დაზიანებული ნაწილი საჭიროებს ჩანაცვლებას, ამ შემთხვევაში, სათადარიგო ნაწილს აწვდის შემსყიდველი, შემსყიდველის მიერ ხარვეზის არსებობის შესახებ შეტყობინებიდან ან მიმწოდებლის მიერ ადგილზე დათვალიერების შედეგად გაუმართაობის ან მოსალოდნელი გაუმართაობის აღმოჩენიდან და ინციდენტის შეფასების შემდეგ ნაწილის შეცვლის შესახებ შემსყიდველის წერილობითი თანხმობიდან გონივრულ ვადაში, თუმცა იგი არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ხსენებული გონივრული ვადის დინება ჩერდება შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის სათადარიგო ნაწილის მიწოდებისთვის საჭირო დროით. დაზიანებული დეტალის შეცვლის აუცილებლობის დადგომის შემთხვევაში, სერვისის მხარდაჭერის პირობებზე არ მოქმედებს ცხრილი N3-ში მოცემული „გადაწყვეტის მაქსიმალური დროის“ ვადები.

6. სისტემის კომპონენტის მომსახურების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია დაიცვას მომსახურების გაწევის ვადები, რომლებიც წარმოდგენილია ცხრილი N3-ში. მომსახურების გაწევის ვადები დამოკიდებულია შესაბამის პრიორიტეტზე. პრიორიტეტების მატრიცა წარმოდგენილია ცხრილი N4-ში. ინციდენტის პრიორიტეტების განსაზღვრა ხდება შემსყიდველის მიერ. ინციდენტების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით, მიმწოდებელი ვალდებულია შექმნას ელექტრონული პორტალის მომხმარებელი ან გამოყოს ელექტრონული ფოსტის მისამართი. ინციდენტზე საპასუხო ქმედების და მოგვარებისთვის დადგენილი ვადის ათვლა იწყება ინციდენტის მიმწოდებლის მიერ გამოყოფილ ელექტრონულ მისამართზე მიღებიდან. მიმწოდებელი ასევე ვალდებულია შეთანხმებული ელექტრონული მისამართიდან მიაწოდოს ინფორმაცია შემსყიდველს ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ. აღნიშნული ინფორმაციის სააგენტოს საკონტაქტო ელექტრონულ ფოსტაზე (სააგენტოს საკონტაქტო მისამართია servicedesk@sda.gov.ge) მიღების დროსა და ინციდენტის რეგისტრაციის დროს შორის სხვაობით გამოითვლება ინციდენტის მოგვარებისათვის დახარჯული მაქსიმალური დრო.

7. შემსყიდველი ვალდებულია, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მიმწოდებლის წარმომადგენლების დაშვება სისტემის განთავსების ადგილზე, ხოლო მიმწოდებელი ვალდებულია, ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, უზრუნველყოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მივლინება ადგილზე.

შემსყიდველის მიერ ინციდენტის დადგომამდე იდენტიფიცირებული საფრთხეები, რომელმაც შესაძლებელია გამოიწვიოს ინციდენტი, მიმწოდებლის მიერ მხარდაჭერილი უნდა იყოს მე-4 პრიორიტეტისათვის დადგენილ ვადებში.

მოთხოვნები პრეტენდენტის მიმართ:
1. დაიცვას და არ გადასცეს მესამე პირებს განსახორციელებელი სამუშაოების, მათი ადგილმდებარეობის და შინაარსის შესახებ ინფორმაცია;
2. სასერვერო მოწყობილობებთან ფიზიკური წვდომის აუცილებლობის შემთხვევაში დაიცვას და დაემორჩილოს სააგენტოს მიერ დადგენილი შესვლის და სამუშაოების ჩატარების წესებს (შესვლის და გასვლის წესები, ასევე, აკრძალულია მობილური და ვიდეო გადაღების მოწყობილობების გამოყენება).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 12 თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდების ადგილია სააგენტოს მონაცემთა დამუშავების ძირითადი (ქ. თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა) და სარეზერვო (ქ. თბილისი, კონკრეტული მისამართი ეცნობება გამარჯვებულ პრეტენდენტს) ცენტრები.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტი ვალდებულია, სატენდერო წინადადებასთან ერთად წარმოადგინოს 2023 წლიდან სატენდერო წინადადებების მიღების დასრულებამდე ინფორმაცია წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური მომსახურების („ტექნიკური დავალების“ N1 და N2 ცხრილებში მითითებული ტექნიკის ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურება) მინიმუმ ერთი პროექტის გამოცდილების შესახებ, შემსყიდველის/დამკვეთის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით.

პრეტენდენტმა ყოველივე ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს დამკვეთთან/შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ან/და მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ტენდერის ან CMR ნომერი.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს მინიმუმ ერთი სერტიფიცირებული სპეციალისტი შესყიდვის ობიექტით გათვალისწინებული გაგრილების სისტემების ტექნიკურ მომსახურებაზე. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ამ სერტიფიკატის ასლი, რომელიც შესაძლებელია გაცემულ იქნეს წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული გაგრილების სისტემების მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი /მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის მიერ.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ხოლო მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სატენდერო წინადადება არ ექვემდებარება დაზუსტებას.

2. პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს კომპანიის უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურებული ინფორმაცია, რომ მას გააჩნია შესაბამისი სახელმწიფო უწყების მიერ გაცემული სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის ნებართვა (პრეტენდენტი ვალდებულია ნებართვა – ფორმა N2 ან ფორმა N3 მატერიალური სახით წარმოადგინოს შემსყიდველ ორგანიზაციაში ხელშეკრულების გაფორმებამდე).

3. დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილოება. ასევე, ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის გამოცდილებად.

4. ფიზიკური პარამეტრების გასაცნობად, შენიშვნების ჩამოსაყალიბებლად და სისტემების კომპონენტების დეტალური შემოთავაზების მიზნით, დაინტერესებულ პირებს შემსყიდველთან შეთანხმებით შეუძლიათ ადგილზე შეისწავლონ არსებული მდგომარეობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილ უნდა იქნეს დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში;
2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სდაზღვევო გარანტიის ვადა არანაკლებ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება მის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში;
2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო/სადაზღვევო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო;
3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება;
4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება;
5. მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, შემსყიდველი მიმწოდებლის მოთხოვნისთანავე უზრუნველყოფს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო/სადაზღვევო გარანტიის დაბრუნებას.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

შემსყიდველი უფლებამოსილია განახორციელოს სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20% წინასწარი ანგარიშსწორება, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სადაზღვევო/საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული გარანტიის საფუძველზე, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 1 თვით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. ამასთან, შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისთვის ყოველთვიურად გაწეული ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების ანაზღაურება დაიწყება წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტიის ოდენობის შესაბამისი ღირებულების ტექნიკური მხარდაჭერის მომსახურების გაწევის შემდეგ, წინამდებარე კითხვარის 7.3 პუნქტის შესაბამისად.

შემსყიდველი მიმწოდებლის მიერ წინასწარი ანგარიშსწორების გარანტიის წარდგენიდან, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში განახორციელებს წინასწარ ანგარიშსწორებას მიმწოდებლის ანგარიშზე.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში (ლარი).

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის (დღგ–ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ზაირა კუნდუხაშვილი, 557617957, z.kundukhashvili@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მათ შორის, კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 როგორც თქვენთვის ცნობილია, 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია შემდეგი ფორმით:
1) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცლის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში, წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებს ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად ან
2) სავალდებულოა პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტის (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვ.) დამოწმება ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად;
10.1.6 ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო;
10.1.7 სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის (მათ შორის ფასების ცხრილთან დაკავშირებით) საშუალება და პროცედურა განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-8 მუხლის შესაბამისად;
10.1.8 სატენდერო წინადადებასთან ერთად, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საკუთარი ორგანიზაციის შესახებ ის ინფორმაცია (მათ შორის, საბანკო), რომელიც არ არის შევსებული ელექტრონულ სისტემაში არსებულ მიმწოდებლის პროფილში;
10.1.9 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესისგან გათავისუფლებულნი არიან არარეზიდენტი პირები. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტი, ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ და ატვირთული იქნეს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru