Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Образовательные услуги (Грузия - Тендер #68348248)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LLC „Gardabani TPP 2"
Номер конкурса: 68348248
Дата публикации: 06-11-2025
Сумма контракта: 21 600


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019703
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.11.2025 16:56
Начало приема предложения 12.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 21`600.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 80500000-Образовательные услуги
Коды классификатора
  • 80500000 - Образовательные услуги
  • 80550000 - Услуги по профессиональной подготовке в сфере безопасности
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბერი.
Дополнительная информация
სატრენინგო მომსახურება ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების სწავლებისა და სასერტიფიკატო გამოცდების შესახებ
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად
Шаг снижения цены 216.00 GEL
Размер гарантии 216 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: salome vasadze :: 03.11.2025 13:10
  • Последнее исправление: elguja goderdzishvili :: 06.11.2025 16:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653608&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების სწავლებისა და სასერტიფიკატო გამოცდების სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

- მომსახურება გულისხმობს პერსონალისთვის ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესების სწავლებასა და მათთვის შესაბამისი სასერტიფიკატო გამოცდის ჩატარებას.

- ტრენინგი და გამოცდა/ტესტირება უნდა განხორციელდეს ქართულ ენაზე, ხოლო არა ქართულენოვანი თანამშრომლებისთვის - ინგლისურ ენაზე.

- სასწავლო და საგამოცდო მასალა/ტესტები შედგენილი უნდა იყოს ქაღადლის მატარებელზე ან ელექტრონული სახით. სატრენინგო, საგამოცდო/სატესტო საკითხები შემუშავებული და წარმოდგენილ უნდა იქნას შესაბამისი მისანიჭებელი საკვალიფიკაციო ჯგუფის (II, III, IV,V) და სპეციალური სამუშაოების ჩატარების უფლების სირთულის მიხედვით, რომელიც ტრენინგის ან/და გამოცდის/ტესტირების დაწყებამდე უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

- ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველთან შეთანხმებით შეადგინოს ტრენინგის და გამოცდების/ტესტირების ჩატარების სპეციფიკა და გეგმა-გრაფიკი. ტრენინგის ჩატარება უნდა განხორციელდეს შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. სასწავლო და საგამოცდო მასალები/ტესტები შემსყიდველს უნდა გადაეცეს შესათანხმებლად.

- გამოცდების/ტესტირების დასრულების შემდგომ შემსყიდველს უნდა გადაეცეს თითოეული გამოცდილი თანამშრომლის გამოცდის/ტესტირების შედეგი - დეტალური ინფორმაცია (ქაღალდის მატარებელზე, უფლებამოსილი პირის მიერ ხელმოწერილი).

- გამოცდის/ტესტირების შედეგად, თითოეულ თანამშრომელს, ვინც წარმატებით (დამაკმაყოფილებლად) გაიარა გამოცდა/ტესტირება, უნდა გადაეცეს სერტიფიკატი და მოწმობა (პლასტიკური ბარათი) შესაბამისი საკვალიფიკაციო ჯგუფის მინიჭებით. მოწმობის ფორმა/დიზაინი/ნიმუში უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.

- გამოცდაში/ტესტირებაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში, თანამშრომელს განმეორებითი გამოცდა უნდა ჩაუტარდეს ერთჯერადად, გამოცდის/ტესტირების შედეგის შემსყიდველისათვის გადაცემიდან არაუადრეს 5 (ხუთი) და არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

- მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, დისტანციური არხების მეშვეობით ან/და კონტრაქტორი კომპანიის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან/და მიმწოდებლის ბაზაზე შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით.

- მომსახურების ორგანიზება და ჩატარება უნდა განხორციელდეს სამუშაო დღეებში და სამუშაო საათებში. ტრენინგის ხანგრძლივობა სამუშაო დღის განმავლობაში თითეული ჯგუფისთვის არ უნდა იყოს 2 საათზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 8 საათს ლექციებს შორის შესვენებების გათვალისწინებით. ტრენინგის საერთო ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 20 საათისა.

- გამოცდები/ტესტირება უნდა ჩატარდეს კონტრაქტორი კომპანიის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან/და მიმწოდებლის ბაზაზე. გამოცდის ტესტირების ადგილმდებარეობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით.

- სულ ტრენინგზე დამსწრები და გამოსაცდელი პერსონალის რაოდენობა შეადგენს არაუმეტეს 120 ადამიანს. ერთ ჯგუფში დამსწრეთა საერთო რაოდენობა უნდა იყოს არაუმეტეს 20 ადამიანის.

- მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბერი.

- ქვემოთ ჩამოთვლილ უსაფრთხოების წესებზე გამოცდები უნდა მოიცავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით (წესები, განკარგულებები, ბრძანებები და ა.შ) განსაზღვრულ წესებს და სხვა პრაქტიკაში გამოყენებად ნორმატიულ ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრულ წესებს რომლებიც არ ეწინააღმდეგება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.

საგამოცდო/ტესტირების საკითხები შედგენილ უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თემების გათვალისწინებით და საკვალიფიკაციო II, III, IV და V ჯგუფის და სპეციალური სამუშაოების (მაღლივი სამუშაოები; წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მომსახურეობა; ცეცხლსაშიში და გაზსაშიში სამუშაოები; მუშაობა ელექტრო-პნევმო და აბრაზიულ ხელსაწოებთან; სამუშაოები ძაბვის ქვეშ დენგამტარ ნაწილებზე; მოწყობილობების გამოცდა ამაღლებული ძაბვით) სირთულის მიხედვით.


სატრენინგო მომსახურება უნდა მოიცავდეს შემდეგი საკითხების შესწავლას:

I. ელექტროდანადგარების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესები

1. ორგანიზაციულ-ტექნიკური ღონისძიებები;
2. ელექტროენერგეტიკული დანადგარები და მოწყობილობები;
3. საკაბელო ხაზები;
4. გამოცდები და გაზომვები;
5. რელეური დაცვა და ავტომატიკა;
6. სამუშაოთა წარმოება.

II ელექტრო სადგურების და ქსელების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების შესახებ
საქართველოს მთვრობის დადგენილების მიხედვით N434.

III. ელექტროსადგურების თბომექანიკური მოწყობილობების ექსპლუატაციისას უსაფრთხოების ტექნიკის წესები

7. მოთხოვნები პერსონალის მიმართ;
8. უსაფრთხოების საერთო წესები;
9. ენერგეტიკული მოწყობილობის მომსახურეობა;
10. ტურბოაგრეგატების მომსახურეობა;
11. წყალმომარაგების სისტემის მომსახურება;
12. ქიმიური საამქროს მოწყობილობებისა და ჩამდინარე წყლის გამწმენდი ნაგებობების მომსახურება;
13. უსაფრთხოების ორგანიზაციული ღონისძიებები.

IV. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების უსაფრთხო ექსპლუატაციის წესები

1. ზედამხედველობა, მომსახურება და რემონტი;
2. რეკონსტრუქცია, მონტაჟი, გამართვა და რემონტი.


V. სიმაღლეზე მუშაობისას უსაფრთხოების წესები

1. დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ვალდებულებები;
2. მოთხოვნები დამცავი მოაჯირების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ;
3. ზოგადი მოთხოვნები ხარაჩოების მოწყობისა და ექსპლუატაციის მიმართ;
4. სიმაღლიდან ვარდნის საწინააღმდეგო ინდივიდუალური დაცვის საშუალებები;
5. მოთხოვნები დამჭერი მოწყობილობების მიმართ;
6. მოთხოვნები მაფრთხილებელი ბარიერების მიმართ;
7. მოთხოვნები გადასატანი კიბეების მიმართ;
8. მოთხოვნები ღიობების მიმართ.


VI. პირველადი დახმარების გაწევის წესები


VII. სპეციალური სამუშაოები

1. მაღლივი სამუშაოები;
2. წნევის ქვეშ მომუშავე ჭურჭლების მომსახურეობა;
3. ცეცხლსაშიში და გაზსაშიში სამუშაოები;
4. მუშაობა ელექტრო-პნევმო და აბრაზიულ ხელსაწყოებთან;
5. სამუშაოები ძაბვის ქვეშ დენგამტარ ნაწილებზე;
6. მოწყობილობების გამოცდა ამაღლებული ძაბვით.

VIII. ენერგიის წყაროების დაკეტვისა და ფირნიშირების წესები (LOTO)

IX. სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკის წესები

საქართველოს მთვრობის დადგენილება N 370 მიხედვით.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

- მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 31 დეკემბრისა.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს გეგმა-გრაფიკის შესაბამისად, დისტანციური არხების მეშვეობით ან/და კონტრაქტორი კომპანიის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან/და მიმწოდებლის ბაზაზე შემსყიდველ ორგანიზაციასთან წინასწარი შეთანხმებით.

1.5.2 გამოცდები/ტესტირება უნდა ჩატარდეს კონტრაქტორი კომპანიის ტერიტორიაზე, სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ან/და მიმწოდებლის ბაზაზე. გამოცდის ტესტირების ადგილმდებარეობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს შემსყიდველთან შეთანხმებით.

technical requirements

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მომსახურების გამწევი აკრედიტირებული უნდა იყოს სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-ს სტანდარტის შესაბამისად. ენერგეტიკული პერსონალის სერტიფიცირების სფეროში. კერძოდ უსაფრთხოების ტექნიკის, ტექნიკური ექსპლუატაციის, სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის წესებში ცოდნის შემოწმებაში.

აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურების გამწევის სახელზე გაცემული აკრედიტაციის მოწმობა. (აკრედიტაციის სფეროს დანართის წარმოდგენა აუცილებელი არ არის.)

2.8.1 requirements related to a sub-contractor

ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იქნას მასსა და პრეტენდენტს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტი, რომელიც გამოხატავს პირის ნებას აღნიშნული შესყიდვის ობიექტის ფარგლებში მომსახურების განხორციელების თაობაზე.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1 ფასების ცხრილი. სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტის შესაბამისად.

2.9.2 მომსახურების გამწევის სახელზე გაცემული აკრედიტაციის მოწმობა. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტის შესაბამისად.

2.9.3 პრეტენდენტის რეკვიზიტები (იმ შემთხვევაში თუ ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული არ აქვს მოთხოვნილი ინფორმაცია);

2.9.4 ქვეკონტრაქტორის არსებობის შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას პრეტენდენტსა და ქვეკონტრაქტორს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტი. სატენდერო დოკუმენტაციის 2.8.1 პუნქტის შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონულ ტენდერში პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა უნდა დაასაბუთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობა. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ "ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის/ორგანოს მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული დასკვნით;

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ეტაპობრივად, მიღება-ჩაბარების აქტის და ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, მიმწოდებლის მიერ შესრულებული მომსახურების შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე, მათი წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

სალომე ვასაძე, 593177177, s.vasadze@tpp.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;

10.1.2. მომსახურების გაწევას უზრუნველყოფს მიმწოდებელი საკუთარი ხარჯებით;

10.1.3. შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასახადის გათვალისწინებით დღგ-ს გარდა;

10.1.4. წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;

10.1.5. ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;

10.1.6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

10.1.7. პრეტენდენტის მიერ მექანიკური შეცდომის დაშვების შემთხვევაში, როგორიცაა არასწორი ჯამის ან ნამრავლის მითითება, სიტყვიერი და ციფრობრივი გამოსახულების შეუსაბამობა, შემსყიდველის მიერ ფასის განსაზღვრა შესაძლებელია ერთეულის ფასის უპირატესობის პრინციპის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული არ აღემატება სისტემის შესაბამის ველში დაფიქსირებულ ფასს;

10.1.8. გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება ლარში;

10.1.9. პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;

10.1.10. ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;

10.1.11 ,, ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.

10.1.12. სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად;

10.1.13. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.

10.1.14 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru