Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Типографские услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #68348245)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LEPL Youth Agency
Номер конкурса: 68348245
Дата публикации: 06-11-2025
Сумма контракта: 27 962


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019705
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 06.11.2025 17:04
Начало приема предложения 12.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 14.11.2025 13:00
Предполагаемая цена закупки 27`962.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79800000-Типографские услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79800000 - Типографские услуги и связанные с ними услуги
Срок подачи მომსახურების სავარაუდო თარიღია 2025 წლის 08 დეკემბრის დეკემბრამდე
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 120.00 GEL
Размер гарантии 280 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: ketevan gelashvili :: 05.11.2025 14:35
  • Последнее исправление: ketevan gelashvili :: 06.11.2025 17:04
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653993&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ - „ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ “ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის” პროგრამის მე-2 ქვეპროგრამის - ახალგაზრდების მონაწილეობის გაძლიერება, ფარგლებში, დაგეგმილი ადგილობრივი ახალგაზრდული საბჭოების ეროვნული ფორუმისთვის ბეჭდვითი მომსახურების შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. ბანერი კონსტრუქციით (პრესბანერი) -უმაღლესი ხარისხის. ტექნიკური მახასიათებლებით: მასალა: 400 გრ. ნახევრადგლუვი 9*9 კვეთის ბანერი, გამძლეობით 1000 კგ - 1კვ. მეტრზე ორივე მხარეს. ბეჭდვა: სრულფერიანი CMYK, 300 dpi, მყარი სოლვენტი. მასალაც და საღებავიც უნდა იყოს წყალგამძლე და განკუთვნილი გარე გამოყენებისთვის. რულონის განი: უწყვეტი საბეჭდი განი უნდა იყოს არანაკლებ 150 სმ ისა (150სმ-ზე მეტი განის გაზრდის მოთხოვნის შემთხვევაში, შესაძლებელია, გადაწებება). 3 მეტრი სიგანის 2.5 მეტრი სიმაღლის მაღალი ხარისხის ბანერი შესაბამისი მყარი კონტრუქციით ფეხით, რომელიც უზრუნველყოფს ბანერის მყარად დგომას. კონსტრუქცია უნდა იშლებოდეს და მოხერხებული უნდა იყოს გადასატანად. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით -2 ცალი.

2. საპრეზენტაციო კედელი/ სტენდი - ხის ლამინატის (მიახლოებით 18მმ სისქით) საპრეზენტაციო კედელი, ზომებით 1.5 მ. სიგანე და 2 მ. სიმაღლე, საყრდენი ან სადგამი მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს დიდი ხნით კედლის სტაბილურად დადგმას. კედელი დაფარული უნდა იყოს ბრენდირებული მატი სტიკერით - 7 ცალი.

3. საპრეზენტაციო კედელი/ სტენდი - ხის ლამინატის (მიახლოებით 18მმ სისქით) საპრეზენტაციო კედელი, ზომებით 3 მ. სიგანე და 2 მ. სიმაღლე, საყრდენი ან სადგამი მექანიზმით, რომელიც უზრუნველყოფს დიდი ხნით კედლის სტაბილურად დადგმას. კედელი დაფარული უნდა იყოს ბრენდირებული მატი სტიკერით -1 ცალი.

4. ბრენდირებული თოკი (Linyard) - ბეიჯის დასაკიდი თოკი - ბეჭდვა ფერადი - ლურჯი ან თეთრი ფერის - სიგანე მინიმუმ 2 სმ - სიგრძე მიახლოებით 75 სმ, დიზაინი შემსყიდველან შეთნხმებით (შესაძლებელია ლოგოების დატანა), პლასტმასის ან მეტალის საკიდით რომელზეც უნდა დამაგრდეს ბეიჯის ქაღალდი - 500 ცალი.

5. ბეიჯი არალამინირებული, გამჭვირვალე ჩასადებით -მუყაოს ვერტიკალური ბეიჯი; ფერადი ბეჭდვა - 2 მხარე არალამინირებული. ზომა მიახლოებით 13.5 *9 სმ; დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ბეიჯის გამჭვირვალე ჩასადებს უნდა ჰქონდეს თასმის დასამაგრებელი ადგილი/ჭრილი, ბეიჯის დასაკიდი თოკის შესაბამისი - 500 ცალი.

6. ბრენდირებული კალამი - ბურთულიანი, ლურჯი ან თეთრი, პლასტმასის მასალის, კნოპკით ან სატრიალებელი გამღები მექანიზმით, ფერადი ლოგოს ბეჭდვით (2 სხვადასხვა ლოგო), დიზაინი და ლოგოს განთავსება შემსყიდველთან შეთანხმებით - 500 ცალი.

7. ბრენდირებული ჩანთა - ბრენდირებული ლოგოთი და დიზაინით, არაუხეში ტილოს ნაჭრის, არასრიალა, მხარზე გადასაკიდი სახელურების სიგრძე არაუმეტეს 60 სმ. სახელურის სიგანე არანაკლებ 3 სმ ჩანთის ზომა 35x45 სმ. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ფერადი სუბლიმაციური ბეჭდვა ჩანთის ცალ მხარეს სრულ ზედაპირეზე. დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით. ჩანთის სავარაუდო ფერები: იასამნისფერი, ცისფერი, მწვანე, ყვითელი, თეთრი, ლურჯი -500 მცალი.

8. ზამბარიანი ბლოკნოტი ბრენდირებით - ზომა: A5, ფურცლების რაოდენობა: 50 ცალი, ფურცლის დახასიათება: თეთრი, 80 გრამიანი ობსეტური ქაღალდი, ხაზების გარეშე. ბრენდირება შემსყიდველის მოწოდებული ნიმუშის მიხედვით, გარეკანის მასლა: ცარცის ფურცელი 400 ± 5% გრამიანი გლუვი, ლამინაციის ზედაპირით, სხვადასხვა დიზაინით დაბეჭდვის შესაძლებლობით. ზამბარის ფერი: თეთრი -500 ცალი.

9. დღის წესრიგი - ზომა: A4, ორმხრივი ფერადი ბეჭდვა, არაუმეტეს 300 გრ, ტილოს ფაქტურის ქაღალდი, გლუვი ზედაპირით - 350 ცალი.

10. სერტიფიკატები - A4 ფორმატის, არანაკლებ 300 გრ. ტილოს ფაქტურის ქაღალდი გლუვი ზედაპირით. სხვადასხვა დიზაინის (შემსყიდველთან შეთანხმებით) - 500 ცალი.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2025 წლის 08 დეკემბრამდე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ნაბეჭდი მასალის მიწოდების ადგილი - ქალაქ თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში. კონკრეტული მისამართის შესახებ მიმწოდებელს ეცნობება მომსახურების გაწევის თარიღამდე არაუგვიანეს 3 დღისა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 01 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 41900.00 (ორმოცდაერთი ათას ცხრაასი) ლარის ღირებულების ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ანალოგიური მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტითა და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტით, ან/და შემსყიდველის/დამკვეთის მიერ დადასტურებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტ(ებ)ი რითაც დადასტურდება პრეტენდენტის გამოცდილება). სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში საკმარისია შესაბამისი SPA, NAT, CMR, MEP, DAP ნომრების წარმოდგენა.
3. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის წარმოდგენა გამოცდილების შესახებ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტში არსებული დანართი N2-ის შესაბამისად.
4. სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N2-ში, პრეტენდენტის მიერ ფაქტობრივად გაწეული მომსახურებ(ებ)ის ღირებულების შესახებ ინფორმაცია მითითებულ უნდა იქნას ლარში. უცხოურ ვალუტაში გაწეული მომსახურების შემთხვევაში, აღნიშნული ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების გაფორმების თარიღისთვის, შესაბამისი ვალუტის მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული უნდა იქნას:

ა) შევსებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა).

ბ) 2.2.1 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია ანალოგიური მომსახურების გაწევის გამოცდილების შესახებ (დანართი N2).

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

3.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია, შემსყიდველ ორგანიზაციას წარუდგინოს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრული მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 პოზიციების თითო-თითო ნიმუში. წარმოდგენილი ნიმუშები სრულად უნდა აკმაყოფილებდეს ტექნიკურ მოთხოვნებს.
3.1.1.2 პრეტენდენტის მიერ წარდგენილი შესყიდვის ობიექტის ნიმუშები დაზუსტებას არ ექვემდებარება.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 76ბ. სსიპ "ახალგაზრდობის სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1.იმ შემთხვევაში თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელმა უნდა დაასაბუთოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობა (ამ ფასად ტენდერით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობა).
2.ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.
3. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების გზით ლარში, საქონლის სრულად მიწოდების შემდგომ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება მხარეებს შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან და ანგარიშ-ფაქტურის (დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) გამოწერიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ქეთევან გელაშვილი, 551215857, kgelashvili43@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2. პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
3. პრეტენდენტი ვალდებულია ნებისმიერი უცხოურენოვანი დოკუმენტაციის ატვირთვის შემთხვევაში წარმოადგინოს იგი ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული;
4. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი დოკუმენტები და/ან ინფორმაცია (გარდა ხარჯთაღრიცხვისა) უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ მის მიერ შექმნილ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. „სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დადგენილი სახელმძღვანელო ინსტრუქცია). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
სხვა დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რომელიც არ არის პრეტენდენტის მიერ შექმნილი, მათ შორის, გეგმები და პროექტის ნახაზები, დასკვნები, MAF, უცხოური დოკუმენტების თარგმანი, ექსპერტიზის დასკვნები, აკრედიტაცია/ნებართვა, ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტები, დიპლომი/სიგელი/სერთიფიკატი, ტექპასპორტი, ფოტოსურათი, ესკიზი და სხვა, მათ დამატებით აღარ ესაჭიროება კვალიფიციური ხელმოწერა ან/და კვალიფიციური შტამპი, რადგან კანონმდებლობა არ მოითხოვს სისტემაში დოკუმენტის დამოწმებული ასლების ატვირთვას.
სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი (წინადადების სახით) ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით. გარდა, სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული დანართისა (ფასების ცხრილი/ხარჯთაღრიცხვა) რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას Excel-ის ფორმატის სახით.
5. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად;
6. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი სატენდერო დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (პრეისკურანტი) ან ის წარმოდგენილი იქნება განუფასებლად (გარდა იმ შემთხვევისა, თუ წარდგენილ პრეისკურანტში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა არ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს).
7. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru