Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Осветительное оборудование и электрические лампы (Грузия - Тендер #68313479)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Kvareli Municipality
Номер конкурса: 68313479
Дата публикации: 05-11-2025
Сумма контракта: 265 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250019631
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 05.11.2025 17:43
Начало приема предложения 14.11.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 17.11.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 265`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 31500000-Осветительное оборудование и электрические лампы
Коды классификатора
  • 31500000 - Осветительное оборудование и электрические лампы
Срок подачи საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების მიწოდება მონტაჟი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრამდე,ხოლო დემონტაჟი 2026 წლის 15-18 იანვარამდე
Дополнительная информация
ქ.ყვარლის საახალწლო განათებების, დეკორაციების, აქსესუარების შესყიდვა/მიწოდება თანმდევი მომსახურებით (არსებულის და ახლის მონტაჟი/დემონტაჟი)
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 2`120.00 GEL
Размер гарантии 2`650 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: nana tsirikashvili :: 03.11.2025 16:32
  • Последнее исправление: nana tsirikashvili :: 05.11.2025 17:43
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=653666&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ქ.ყვარლის საახალწლო განათებების, დეკორაციების, აქსესუარების შესყიდვა/მიწოდება თანმდევი მომსახურებით (არსებულის და ახლის მონტაჟი/დემონტაჟი)

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.„მიმწოდებელმა“ უნდა უზრუნველყოს საახალწლო დეკორაციებისა და განათებების მიწოდება მონტაჟი/დემონტაჟით.
2. მისაწოდებელი საქონელი უნდა იყოს ახალი, ხარისხობრივად უნაკლო და უნდა აკმაყოფილებდეს დანართში მითითებულ ტექნიკურ პარამეტრებს/მახასიათებლებს.
3. საახალწლო დეკორაციებისა და განათებების მონტაჟისათვის საჭირო მექანიზმებს და დამხმარე მუშახელს უზრუნველყოფს მიმწოდებელი.
4.ტექნიკური მახასიათებლები და ესკიზი იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.
5.ტექნიკურ გამართულობაზე და უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელია მიმწოდებელი.
6.,,მიმწოდებელს" ,,შემსყიდველთან" შეთანხმების გარეშე არ აქვს უფლება მოახდინოს ცვლილება მისაწოდებელი საქონლის სახეობაში.

საქონლის ტექნიკური პარამეტრები (ტექნიკური დავალება) იხილეთ ატვირთულ ფაილში

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საახალწლო გასანათებელი მოწყობილობების მიწოდება მონტაჟი უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2025 წლის 20 დეკემბრამდე სატენდერო დოკუმენტაციის, ხარჯთაღრიცხვის, ტექ. დავალებისა და შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად,ხოლო დემონტაჟი 2026 წლის 15-18 იანვარამდე(მიწოდება, მონტაჟი და დემონტაჟი უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯებით)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. მიმწოდებელმა საქონელი უნდა მოგვაწოდოს ექსპლოატაციაში არ მყოფი, ქარხნული შეფუთვით.
2. საქონლის მიწოდება განხორციელდება მიმწოდებლის ხარჯით შემსყიდველის მისამართზე:ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა

1.7.1 requirement related to guarantee period

1.მიწოდებულ შესყიდვის ობიექტზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ ერთი წელი.
2.შემსყიდველის მხრიდან შესყიდვის ობიექტის ექსპლუატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, საგარანტიო ვადის განმავლობაში მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოფხვრას ექსპლუატაციის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი ხარვეზი/წუნი (ტრანსპორტირების ჩათვლით), საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა ახლით, ასეთი ხარვეზის/წუნის გამოვლენიდან შემსყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის შესაბამისი წერილობითი შეტყობინებიდან (მათ შორის ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით) 24(ოცდაოთხი)საათის განმავლობაში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითოს შესყიდვის ობიექტის წარმოშობის ქვეყანა, მწარმოებელი და მარკა/მოდელი ( არ არსებობის შემთხვევაში, პრეტენდენტმა ტექნიკურ დოკუმენტაციაში უნდა მიუთითოს - "არ გააჩნია") აღნიშნული ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1.პრეტენდენტს უნდა ჰქონდეს ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის საქონლის მიწოდების და თანმდევი მომსახურების გაწევის გამოცდილება.
2.პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა ჰქონდეს საახალწლო დეკორაციებისა და განათებების მონტაჟი-დემონტაჟის გამოცდილება 150 000 ლარის ოდენობით. გამოცდილების დასადასტურებლად უნდა წარმოადგინოს, მხარეთა მიერ ხელმოწერილი დოკუმენტები: ხელშეკრულება და მათი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტი: მიღება-ჩაბარების აქტ(ებ)ი; სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში, თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, DAP, CMR) წარმოდგენა.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

1.მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;
2. ქვეკონტრაქტორი კომპანია ან კომპანიები არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“; წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია წინამდებარე ტენდერიდან დაზუსტების გარეშე.
3. ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის ასლი;
4. ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესასრულებელი სამუშაოების მთლიანი მოცულობის 40%;
5. სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდან.
6. ხელშეკრულების ფარგლებში ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულების ასლი უნდა წარედგინოს შემსყიდველს.

2.9 other additional requirements

იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებული შესყიდვის ობიექტი აღმოაჩნდება უხარისხო, საწარმოო წუნით ან/და დეფექტით ან/და ტექნიკური დავალებით განსაზღვრულ პარამეტრებთან შეუსაბამო, ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია დაუყოვნებლივ განახორციელოს წუნდებული შესყიდვის ობიექტის შეცვლა, ახალი, იდენტური პარამეტრების მქონე შესყიდვის ობიექტით, შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯის გაწევის გარეშე. სატენდერო წინადადების ღირებულება, შესყიდვის ობიექტის ღირებულების გარდა წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების, მიწოდების ადგილამდე ტრანსპორტირებისა და სხვა ხარჯის გათვალისწინებით.

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში წარმოადგინოს შესყიდვის ობიექტის ნიმუშ(ებ)ი ტექნიკური დავალების დანართი N2-ით მოთხოვნილი მახასიათებლების შესაბამისად.

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

ქ. ყვარელი, კუდიგორის ქ. №1, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობა

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში(სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით)) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა.
ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

(1) გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საბანკო ან სადაზღვევო დაწესებულების მიერ ეროვნულ ვალუტაში - ლარში, (ან უცხო ქვეყნის საბანკო დაწესებულებიდან, რომელიც გადაზღვეული იქნება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ) შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული, დანართი N1-ში მოცემული პირობების შესაბამისად.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1) მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია განხორციელდეს წინასწარი (საავანსო) ანგარიშსწორება, ხელშეკრულების ღირებულების არაუმეტეს 20%-ის ოდენობით, რაზეც წარმოდგენილი უნდა იქნეს სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების ან სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული წინასწარ გადასახდელი თანხის იდენტური ოდენობის გარანტია;
2) წარმოდგენილი გარანტიის მოქმედების ვადა 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სამუშაოების დასრულების ვადას;
3) გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;
4) წინასწარ მიღებული თანხა გამოყენებულ უნდა იქნეს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად;
5) წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება პროპორციულად, ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულების იმ პროცენტის ოდენობით, რა პროცენტული ოდენობითაც გაიცა ავანსი. ეტაპობრივი ანგარიშწორების შემთხვევაში, ანგარიშწორების ბოლო ეტაპზე წინასწარ გადახდილი თანხის გაქვითვა მოხდება იმ მოცულობით, რა მოცულობაც საჭიროა ავანსის სრულყოფილად გასაქვითად;

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშსწორება იწარმოება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, საქართველოს ეროვნულ ვალუტაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე.
2. ანგარიშსწორება განხორციელდება ორ ეტაპად. შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება მოხდება არაუმეტეს 70%-ის 2025 წელს და დარჩენილი თანხის ანაზღაურება მოხდება 2026 წელს.
3. ანგარიშსწორება განხორციელდება, შესრულებული სამუშაოს ხარისხზე, საპროექტო- ახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე, მოცულობასა და ღირებულებებზე დაყრდნობით, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნის საფუძველზე.
4. ანგარიშსწორება იწარმოებს საქათველოს მთავრობის 2020 წლის 31 მარტის N619 განკარგულების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორებისთვის განსაზღვრული დოკუმენტების საბოლოოდ გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ნანა ცირიკაშვილი, 555505051, n.tsirikashvilii@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. იმ შემთხვევაში თუ ტენდერში მონაწილე პირი უცხოეთის მოქალაქეა ან უცხოეთში რეგისტრირებული იურიდიული პირია, აუცილებელია წარმოდგენილ იქნას პირის ადმინისტრაციული ორგანოებიდან წარმოსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა. დამატებით პრეტენდენტმა უნდა ატვირთოს შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ექსელის (Excel) და PDF ფაილის სახით. PDF ფაილი უნდა დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 5%-ს.
8. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.).დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru