შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს სსიპ „ახალგაზრდობის სააგენტოს“ მიერ
“ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში
დაგეგმილი ფორუმის განხორციელებისთვის, 3 დღითა და 2 ღამით, 2025 წლის 08-10
დეკემბრის პერიოდში (განხორციელების პერიოდის ცვლილება შესაძლებელია
შემსყიდველის მოთხოვნით, რომლის თაობაზე მიმწოდებელს ეცნობება 7
კალენდარული დღით ადრე), ფორუმის მონაწილეთათვის სასტუმროს
მომსახურების შესყიდვა, შემდეგი ტექნიკური მახასიათებლების
შესაბამისად:
1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, შესაძლოა იყოს
რამდენიმე შენობით წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე.
2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალურ
საზღვრებში.
4. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არაუმეტეს 465 ადამიანის
განთავსება სქესთა ბალანსის დაცვით (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის
ცხრილი N1) სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) და ყავის
შესვენებით.
5. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
ინტერნეტით და ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს
სანიტარული ნორმები.
6. ოთახები უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური ნივთებით
ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი, ოთახის
ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი, ოთახში ასევე
უნდა იყოს თმის საშრობი ფენი.
7. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს
სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
8. სასტუმროს უნდა ჰქონდეს 1 დიდი საკონფერენციო სივრცე (იხ. ტექნიკური
დოკუმენტაციის ცხრილი N2).
9. საკონფერენციო სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს მონაწილეთა შესაბამისი
რაოდენობის სკამებით, თეატრალური წყობით (არაუმეტეს 500), ხმის
გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი და ხმის გამაძლიერებელი ე.წ.
დინამიკები), უკაბელო ინტერნეტით. შესაძლებელი უნდა იყოს დარბაზში
არსებული ინვენტარის (სკამები) გადაადგილება.
10. საკონფერენციო სივრცეში უნდა განთავსდეს სცენა (ზომით არაუმეტეს 10
მეტრი, 3 მეტრზე), რომელზეც განთავსდება ლედ მონიტორი (ზომით არანაკლებ 28
კვადრატული მეტრი (7 მეტრი, 4 მეტრზე) fullHD), სცენაზე უნდა განთავსდეს 4-5
სავარძელი და 6 უკაბელო მიკროფონი, ასევე სპიკერებისთვის წყალი (0.5ლ) და
ჭიქები, ასევე, შესაბამისი მაგიდა. საჭიროების შემთხვევაში,
შესაძლებელი უნდა იყოს სასტუმროში პრინტერის გამოყენება. სცენის
პოდიუმი უნდა შეიფუთოს ლურჯი შალითით.
11. საკონფერენციო სივრცეში უნდა დამონტაჟდეს სასცენო განათება
შესაბამის რკინის კონსტრუქციაზე (ე.წ. “ფერმა”). კონსტრუქცია
განთავსდება როგორც მთავარი სცენის ზემოთ, ასევე დარბაზის გვერდითა
კედლებზე. განათებამ უნდა უზრუნველყოს როგორც სცენის, ისე მთელი
დარბაზის განათება.
12. სცენის გვერდით უნდა განთავსდეს არანაკლებ 3 მეტრი სიგანისა და
არანაკლებ 40 სანტიმეტრი სიმაღლის მაგიდა, რომელიც იქნება ლურჯი შალითით
შეფუთული, სცენის მსგავსად, რომელზეც განთავსდება მსუბუქი
“ლაითბოქსი”.
13. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს 5 ლედ მონიტორის განთავსება
საკონფერენციო სივრცეში (ზომით არანაკლებ 2 მეტრი, 2 მეტრზე) fullHD).
აღნიშნული ლედ მონიტორები უნდა დაიდგას 40 სანტიმეტრის პოდიუმზე.
14. საკონფერენციო სივრცეში 18:00-00:00 პერიოდში გაიმართება დაჯილდოების
ცერემონია.
15. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს დაჯილდოების ცერემონიისთვის,
გამარჯვებულების გამოვლენის დროს 12 სასცენო ფოიერვერკის/ ფონტანის
ორგანიზება.
16. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ღონისძიების დასკვნით ნაწილში
მუსიკალური გაფორმებისთვის შესაბამისი აუდიო აპარატურისა და
განათების ორგანიზება, 2 საათიანი პროგრამისთვის.
17. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ყოველივე ზემოაღნიშნულის
შესაბამისი ტექნიკური პერსონალით მომსახურება.
18. საკონფერენციო სივრცე, კვებისთვის განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს
ნომრები უნდა იყოს ერთ კომპლექსში/ერთ ლოკაციაზე.
19. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს
ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება და ყავის შესვენება (იხ. ტექნიკური
დოკუმენტაციის ცხრილი N3). გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული
მოთხოვნები, აუცილებელია ცხელი კერძის ერთ-ერთ რაციონში არ შედიოდეს
ღორის ხორცი. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების
ერთდროულად განთავსება, შვედური მაგიდის პრინციპით, შემსყიდველის მიერ
შეთანხმებული მენიუს მიხედვით 500 ადამიანზე. ასევე, სასტუმრომ,
შემსყიდველთან შეთანხმებით, 500 ადამიანზე უნდა უზრუნველყოს ყავის
შესვენება (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის ცხრილი N4). მნიშვნელოვანია, რომ
კვება და ყავის შესვენება ყველა მონაწილისთვის მოეწყოს ერთდროულად.
20. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა (კერძები
უნდა მომზადდეს ჰიგიენის ნორმების მკაცრი დაცვით. კერძებისთვის საჭირო
ინგრედიენტები უნდა იყოს ახალი, მაღალხარისხიანი. მომსახურების
გაწევის პროცესში, მიმწოდებელმა უნდა დაიცვას ჰიგიენისა და სურსათის
უვნებლობის მიმართულებით საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, შემსყიდველი იძენს უფლებამოსილებას, დასვას
მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხი, კანონმდებლობით
გათვალისწინებული სათანადო წესით).
21. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ. 24
საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის
სამსახური (ადმინისტრატორი).
22. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
23. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე, ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესების და პირობების შესახებ).
24. სპეციფიკაციები შესაძლოა შეიცვალოს, სერვისის გაწევის დროისთვის,
ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
25. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამისი კომისიის
ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის
მიერ შემოთავაზებული სასტუმრო და შეაფასოს მისი შესაბამისობა
ტექნიკურ დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან.