Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #67806834)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 67806834
Дата публикации: 16-10-2025
Сумма контракта: 145 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018463
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.10.2025 16:31
Начало приема предложения 24.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.10.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 145`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи პერიოდი: ნოემბერი-დეკემბერი 2025 - იანვარი-მარტი 2026
Дополнительная информация
Startup Intern ღონისძიების ორგანიზების მომსახურების (თბილისის, კასპის, ზუგდიდის და სენაკის ტექნოპარკებში) სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 2`900.00 GEL
Размер гарантии 1`450 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anna mamageishvili :: 16.10.2025 14:27
  • Последнее исправление: anna mamageishvili :: 16.10.2025 16:31
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651588&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

Startup Intern ღონისძიების ორგანიზების მომსახურების (თბილისის, კასპის, ზუგდიდის და სენაკის ტექნოპარკებში) სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიბმული ფაილების სახის იხილეთ „ტექნიკური დავალება“ და „კვების“ შესახებ დანართები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

პერიოდი: ნოემბერი-დეკემბერი 2025 - იანვარი-მარტი 2026


შ ე ნ ი შ ვ ნ ა: დამატებთი ინფორმაცია რეკომენდებული თარიღების შესახებ ღონისძიების განხორციელებამდე დაზუსტდება შემსყიდველთან (შესაძლოა მომსახურების პერიოდმა გადაიწიოს, ტენდერის მიმდინარეობიდან გამომდინარე).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს თბილისის, კასპის, ზუგდიდის და სენაკის ტექნოპარკებში.

1. სიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს შენობა - მისამართი: ქალაქი თბილისი, ინოვაციების ქუჩა #7;
2. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს კასპის შენობა მისამართი კასპი, დავით აღმაშენებლის ქუჩა;
3. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ოზურგეთის ტექნოპარკის შენობა მისამართი ოზურგეთი, ნინოშვილის ქ. 5;
4. სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს სენაკის ტექნოპარკის შენობა მისამართი ქ. სენაკი წერეთლის #8;


შენიშვნა: კონკრეტული ლოკაცია შეირჩევა შემსყიდველთან შეთანხმებით.

technical requirements

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:
1. პროექტის კოორდინატორი
1.1. პროექტების მართვის/კოორდინირების, არანაკლებ 5 მსგავსი ტიპის პროექტის (ICT, ტექნოლოგიებთან, ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ჰაკათონში, ინკუბატორში, ინოვაციურ კონკურსში, ბანაკში, ტექნოლოგიურ კვირეულში და ა.შ) დაგეგმვის და მართვის გამოცდილება;

2. ინოვაციურ-ტექნოლოგიური სტარტაპის მინიმუმ 6 წარმომადგენელი
2.1. ინოვაციური სტარტაპის დამფუძნებელი ან/და თანადამფუძნებელი, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში აღებული აქვს მინიმუმ 90 000 ლარის ოდენობის გრანტი ან/და ინვესტიცია. (რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი)

*შესაძლებელია ერთი სტარტაპის წარმომადგენელი იყოს მაქსიმუმ ორ ტექნოპარკში.
*პროექტის კოორდინატორი აუცილებელია ფიზიკურად ესწრებოდეს პროცესს თითოეულ ტექნოპარკში.
*შესაძლებელია პროექტის პარალელურ რეჟიმშიც განხორციელება.
*სასურველია, სტარტაპმა სხვა გუნდის წევრებიც ჩართოს პროცესში.
*აუცილებელია, რომ თითო ტექნოპარკში მინიმუმ ორი განსხვავებული სფეროს წარმომადგენელი სტარტაპი/სტარტაპის წარმომადგენელი მონაწილეობდეს.

შემაჯამებელი ანაგარიში: პრეტენდეტნმა უნდა მოამზადოს შემაჯამებელი ანგარიში, ბენეფიციარების შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია (წინასწარ მოთხოვნილი კრიტერიუმების მიხედვით) ჩატარებული აქტივობები, მონაწილეების მიერ ჩამოყალიბებული სტარტაპ იდეები/პროტოტიპები, ხელშეკრულება სტაჟიორსა და სტარტაპს შორის ა.შ. და მიაწოდოს შემსყიდველს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:
აუცილებელია თითოეული სტარტაპი იყოს საქართველოში მოქმედი წამყვანი, აქტიური სტატუსის მქონე, რომელსაც აქვს საჭიროება თავის საქმიანობაში ჩართოს სტაჟიორები. თითოეული სტარტაპის წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას თითოეული ტექნოპარკიდან შეარჩიოს მინიმუმ 1 სტაჟიორი. (სტაჟირების ვადა მინიმუმ 4 კვირა, ფორმატი შემსყიდველთან შეთანხმებით. აუცილებელია სტაჟირების პროგრამა განხორციელდეს აღნიშნული პროგრამის დასრულების შემდგომ არაუგვიანეს სამი თვის ვადაში).

პრეტენდენტი იღებს ვალდებულებას კოორდინირება გაუწიოს სტაჟირების პროცესს, მიმდინარე პროცესებისა და შედეგების შესახებ შემსყიდველს მიაწოდოს ინფორმაცია. ასევე, რეპორტში უნდა იყოს წარმოდგენილი ხელშეკრულებები სტარტაპებსა და სტაჟიორებს შორის.


შენიშვნა: აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ტრენერების/მენტორების რეზიუმე - ე. წ. СV, ტენდერზე თანდართული ფორმის შესაბამისად, სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია მათ გამოცდილებაზე. პრეტენდენტის მიერ არ არის სავალდებულო CV-ის ფორმაში მოცემული ყველა ველის შევსება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში მითითებული ინფორმაციით დასტურდება შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.



დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი მოთხოვნები რეზიუმეში მოცემული გამოცდილების დასადასტურებლად:

- რეზიუმეს ფორმაში პოზიციასთან ერთად მითითებულ უნდა იქნას იმ ტენდერის ნომერი რომელშიც შემოთავაზებულია ესა თუ ის კანდიდატი;
- რეზიუმე დათარიღებული უნდა იყოს მინიმუმ ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით, მას ხელს უნდა აწერდეს წარდგენილი კანდიდატი და უნდა ქონდეს წარმდგენი ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
- თუ ერთი კანდიდატი წარდგენილია რამდენიმე პოზიციაზე ან რამდენიმე რეგიონში ერთდროულად (თუ ამის შესახებ დაშვება არსებობს ტენდერში), ატვრითულ უნდა იქნას ცალ-ცალკე რეზიუმეები, შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მითითებით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტორნული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად;
ბ) რეზიუმეები ე.წ CV ფორმა 2.4.1 პუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად;

- ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე;
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
- გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

შენიშვნა 1:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

შენიშვნა 2:

1.ვერბალური კომუნიკაციის ნაწილში აუცილებელია წინასწარ შეთანხმებული ფორმულირების შესაბამისად სააგენტოს/ტექნოპარკის მოხსენიება;
2. ვიზუალურ კომუნიკაციაში აუცილებელია სააგენტოს/ტექნოპარკის ლოგოს დატანა, ვიზუალიზაცია კომუნიკაციაში, როგორც დიზაინში, ასევე მონიშვნები

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

• ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. ვინაიდან, შესყიდვა გათვალისწინებულია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 22 დეკემბრამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. ანაზღაურება მოხდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრისა;

7.1.1.3. გარანტია უნდა იყოს უპირობო, გამოუხმობადი და შემსყიდველ ორგანიზაციას უნდა აძლევდეს უფლებას გარანტიის გამცემისგან, პირველივე მოთხოვნისთანავე, მიიღოს შესაბამისი თანხა;

7.1.1.4. საავანსო გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან.

7.1.1.5 უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“ (ლარში). უპირობო და გამოუთხოვადი საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი).

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების ღირებულების, ისე აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს;

- ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახაურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ;

- ვინაიდან, შესყიდვა გათვალისწინებულია 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით, გამარჯვებული პრეტენდენტი ვალდებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 22 დეკემბრამდე წარმოადგინოს ხელშეკრულების დარჩენილი ღირებულების წინასწარი ანგარიშსწორების საბანკო/სადაზღვევო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) დღით უნდა აღემატებოდეს საქონლის მიწოდების საბოლოო ვადას. ანაზღაურება მოხდება საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრისა;

- ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა რჩება"შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში, ასევე, საავანსო საბანკო/სადაზღვევო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 2025 წლის 30 დეკემბრისა;

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანნა მამაგეიშვილი, 591101402, amamageishvili@gita.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3. პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

6. შესყიდვის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულ მომსახურების გაწევასთან და საქართცელოს კანონდმებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru