Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #67806830)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Georgias Innovations and Technology Agency
Номер конкурса: 67806830
Дата публикации: 16-10-2025
Сумма контракта: 55 000


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250018467
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 16.10.2025 16:35
Начало приема предложения 24.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 27.10.2025 14:30
Предполагаемая цена закупки 55`000.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи ნოემბერი-დეკემბერი 2025
Дополнительная информация
ინოვაციური აზროვნების ტურის (თელავის, ახმეტის და გურჯაანის ტექნოპარკი) ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок ტექნიკური დავალების შესაბამისად
Шаг снижения цены 1`100.00 GEL
Размер гарантии 550 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: anna mamageishvili :: 16.10.2025 12:52
  • Последнее исправление: anna mamageishvili :: 16.10.2025 16:35
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=651562&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ინოვაციური აზროვნების ტურის (თელავის, ახმეტის და გურჯაანის ტექნოპარკი) ღონისძიების ორგანიზების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მიბმული ფაილების სახის იხილეთ „ტექნიკური დავალება“ და „კვება/ბრენდირების/სასწავლო ნაწილების“ შესახებ დანართები

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ნოემბერი-დეკემბერი, 2025

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: დამატებთი ინფორმაცია რეკომენდებული თარიღების შესახებ ღონისძიების განხორციელებამდე დაზუსტდება შემსყიდველთან (შესაძლოა მომსახურების პერიოდმა გადაიწიოს, ტენდერის მიმდინარეობიდან გამომდინარე, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 22 დეკემბრისა).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს კახეთის ხუთ მუნიციპალიტეტში (ყვარელი, საგარეჯო, სიღნაღი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი)

შენიშვნა: კონკრეტული ლოკაცია შეირჩევა შემსყიდველთან შეთანხმებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

• მოთხოვნა პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ:
• პრეტენდენტ კომპანიას ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა გააჩნდეს ინოვაციური/ტექნოლოგიური მიმართულებით მინიმუმ ერთი პროექტის, ღონისძიების ჩატარების გამოცდილება.
o აღნიშნულის დამადასტურებლად, წარმოდგენილი (ატვირთული) უნდა იქნეს გაწეული მომსახურების შესახებ მინიმუმ ერთი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები, რომელთა ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 30,000 ლარს. ამასთან, წარმოდგენილი ხელშეკრულებებიდან მინიმუმ ერთი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მის მიერ ჩატარებული ტრენინგების შესახებ, ან მსგავის ტიპის აქტივობის შესახებ.
o ხელშეკრულებებთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნეს აღნიშნული ხელშეკრულებ(ებ)ის მთლიანი ან ნაწილობრივი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტი და/ან საგადასახადო დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი უნდა იყოს იდენტიფიცირება ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის საგნის, თანხის და სხვა სახის ხელშეკრულების ძირითადი რეკვიზიტების;

-თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებები გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციებთან, საკმარისია ატვირთულ იქნას დოკუმენტი სადაც მითითებული იქნება შესაბამისი SPA, NAT, CMR ან სხვა ნომრები. აღნიშნულ დოკუმენტის ატვირთვის შემთხვევაში, სავალდებულოა დამოწმებული იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
-პრეტენდენტმა უნდა წარადგინოს მხოლოდ ის ხელშეკრულებები, რომელთა შესრულებისა და თანხის ჩარიცხვის დოკუმენტაციაც თარიღდება არაუგვიანეს ტენდერის გამოცხადების წინა დღისა.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

• მოთხოვნა პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ:
1. პროექტის კოორდინატორი/აქტივობების მმართველი:
1.1. პროექტების დაგეგმვის, მართვის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
1.2. არანაკლებ 3 მსგავსი ტიპის ღონისძიებაში (STEAM, ICT, ტექნოლოგიებთან, ინოვაციურ მეწარმეობასთან დაკავშირებულ ახალგაზრდულ ბანაკში, ფორუმზე/ტექნოლოგიურ კვირეულში, ა.შ.) ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

2. სპიკერი/ტრენერი ინოვაციური მეწარმეობის მიმართულებით, რომელიც უზრუნველყოფს „ინოვაციური აზროვნების ტურისთვის“ სამოტივაციო სიტყვისა და აქტივობების მომზადებას ახალგაზრდებისთვის.
2.1 ინოვაციური მეწარმეობის ან/და სტარტაპ ბიზნესის/პროდუქტის განვითარების მიმართულებით არანაკლებ 2 პროექტში ტრენერობის/მენტორობის გამოცდილება.
2.2 მაღალი რგოლის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება. ინოვაციურ/ტექნოლოგიურ სტარტაპში, რომელსაც აღებული აქვს მინიმუმ 70 000 ლარის ოდენობის გრანტი ან ინვესტიცია (რის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს გრანტის გამცემ ორგანოსთან გაფორმებული ხელშეკრულება ან/და შესაბამისი ცნობა/წერილი).
3. სპიკერი/ტრენერი ტექნოლოგიურ საკითხებზე, რომელიც უზრუნველყოფს, აუდიტორიის დაინტერესებას ტექნოლოგიებით და გარკვეულ ჯგუფურ აქტივობებსაც განახორციელებს.
3.1. ხელოვნური ინტელექტის, მანქანური სწავლების და მისი გამოყენების მიმართულებით სწავლების, ტრენინგების ჩატარების არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
3.2 ბოლო 3 წლის განმავლობაში AI მიმართულებით სტარტაპის შექმნაზე/განვითარებაზე მუშაობის არანაკლებ 1 - წლიანი გამოცდილება;
3.3 STEAM დისციპლინებიდან მინიმუმ ერთი მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სწავლების გამოცდილება: რობოტიკა-ავტომატიზაცია, მიკროელექტრონიკა, ხელოვნური ინტელექტი, მანქანური სწავლება, IoT საგნების ინტერნეტი/ინჟინერია;

შენიშვნა: აღნიშნულის დამადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ტრენერების/მენტორების რეზიუმე - ე. წ. СV, ტენდერზე თანდართული ფორმის შესაბამისად, სადაც სრულყოფილად იქნება მოცემული ინფორმაცია მათ გამოცდილებაზე. პრეტენდენტის მიერ არ არის სავალდებულო CV-ის ფორმაში მოცემული ყველა ველის შევსება, იმ შემთხვევაში თუ მის მიერ CV-ში მითითებული ინფორმაციით დასტურდება შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან. შემსყიდველი იტოვებს უფლებას რეზიუმეში წარმოდგენილი ინფორმაციისა და გამოცდილების დადასტურების მიზნით მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია.


დ ა მ ა ტ ე ბ ი თ ი მოთხოვნები რეზიუმეში მოცემული გამოცდილების დასადასტურებლად:

- რეზიუმეს ფორმაში პოზიციასთან ერთად მითითებულ უნდა იქნას იმ ტენდერის ნომერი რომელშიც შემოთავაზებულია ესა თუ ის კანდიდატი;
- რეზიუმე დათარიღებული უნდა იყოს მინიმუმ ტენდერის გამოცხადების შემდგომი თარიღით, მას ხელს უნდა აწერდეს წარდგენილი კანდიდატი და უნდა ქონდეს წარმდგენი ორგანიზაციის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;
- თუ ერთი კანდიდატი წარდგენილია რამდენიმე პოზიციაზე ან რამდენიმე რეგიონში ერთდროულად (თუ ამის შესახებ დაშვება არსებობს ტენდერში), ატვრითულ უნდა იქნას ცალ-ცალკე რეზიუმეები, შესაბამისი კვალიფიკაციის და გამოცდილების მითითებით.

2.9 other additional requirements

პრეტენდენტმა ერთიანი ელექტორნული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს:

ა) ფასების ცხრილი დანართის N1-ის შესაბამისად;
ბ) 2.2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
ბ) რეზიუმეები ე.წ CV ფორმა 2.4.1 პუნქტთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად;

- ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია როგორც ქართულ, ისე უცხოურ ენებზე;
- დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე. დოკუმენტაციასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს შემსყიდველი ორგანიზაცია;
- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
- თუ ელექტრონული ვაჭრობის შედეგად ერთიან ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასიდან გამომდინარე ერთეულის ღირებულებები დაჯდება მრავალნიშნა ათწილადი, პრეტენდენტი ვალდებულია ერთეულის ღირებულება შეამციროს და დაამრგვალოს მეასედებამდე, შესაბამისად შეამციროს საერთო ღირებულებაც.
- გასაწევი მომსახურების საერთო და ერთეულის ფასების წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.

შენიშვნა 1:

„ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ ელექტრონულ დოკუმენტებზე შესრულებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.

შენიშვნა 2:

1.ვერბალური კომუნიკაციის ნაწილში აუცილებელია წინასწარ შეთანხმებული ფორმულირების შესაბამისად სააგენტოს/ტექნოპარკის მოხსენიება;
2. ვიზუალურ კომუნიკაციაში აუცილებელია სააგენტოს/ტექნოპარკის ლოგოს დატანა, ვიზუალიზაცია კომუნიკაციაში, როგორც დიზაინში, ასევე მონიშვნები

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

• იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტი ვალდებული იქნება წარმოადგინოს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ექსპერტის შესაბამისი დასკვნა, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნა (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

• ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით. ამასთან, ფასწარმოქნის ადეკვატურობის დასაბუთების (ექსპერტიზის დასკვნის) წარმოუდგენლობა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ წესის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

- ანგარიშსწორების ვალუტა - ლარი.

- გადახდის ფორმა იქნება უნაღდო, გადარიცხვა მოხდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე.

- სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი უნდა შეიცავდეს როგორც მომსახურების ღირებულების, ისე აღნიშნული მომსახურების გაწევასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯსა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ გადასახადებს;

- ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახაურების შესახებ გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საანგარიშსწორებო დოკუმენტაციის (არსებობის შემთხვევაში) წარმოდგენის შემდეგ;

- ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვის მომენტისათვის ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან გამოუმუშავებელი თანხა რჩება"შემსყიდველთან" და იგი არ წარმოშობს მხარეებს შორის რაიმე დამატებით ვალდებულებებს.

7.3 time limits for step by step and/or final payment

- ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის საბანკო ანგარიშზე, ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესაბამისად, მიმწოდებლის მირ საგადასახადო დოკუმენტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მიღება-ჩაბარების აქტზე ორმხრივი ხელმოწერიდან არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ანნა მამაგეიშვილი, 591101402, amamageishvili@gita.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

2. სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ხელმოწერილი უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა).

3. პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იყოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტ(ებ)ის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესაბამისად.

4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

5. ტენდერში მონაწილეობით პრეტენდენტი ეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის ყველა იმ მოთხოვნას, რომელთა შესახებ ინფორმაციის წარმოდგენა ან/და სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთვა არ არის სავალდებულო. ამასთან, პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების დადებისას რომელიმე პირობაზე უარის თქმის შემთხვევაში, მისი ქმედება განიხილება როგორც უარი ხელშეკრულების დადებაზე.

6. შესყიდვის ღირებულება უნდა შეიცავდეს მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულ მომსახურების გაწევასთან და საქართცელოს კანონდმებლობით ყველა გადასახადის გათვალისწინებით.

7. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის ველებში მოცემული პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნა შესაძლებელია სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით ან/და სატენდერო კომისიის აპარატის იმ წევრისგან, რომლის საკონტაქტო ინფორმაციაც მითითებულია სატენდერო დოკუმენტაციის 9.1 პუნქტის ველში;

8. შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;

9. ელექტრონულად შევსებული სატენდერო დოკუმენტაციის პირობების ველებსა და ატვირთულ დოკუმენტებს შორის წინააღმდეგობის არსებობის შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება სატენდერო დოკუმენტაციის ველებს;

10. პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ან შემსყიდველისთვის გადაცემული პერსონალური ინფორმაცია, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მიერ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლებელია დამუშავდეს სახელმწიფო შესყიდვის მიზნებისთვის.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

16-10-2025 Марки, чековые книжки, банкноты, акции, рекламные материалы, каталоги и справочники .

16-10-2025 Утилиты для пакетов программного обеспечения .

16-10-2025 Приемники телевизионной и радио-сигнала и оборудование для записи и воспроизведения звука или изображения.

16-10-2025 Очистные и санитарные услуги в городской или сельской местности и сопутствующие услуги.

16-10-2025 Архитектурные и сопутствующие услуги .

16-10-2025 Очистные и санитарные услуги в городской или сельской местности и сопутствующие услуги.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru