Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Оборудование для сельского и лесного хозяйства, предназначенное для подготовки и обработки почвы (Грузия - Тендер #67384252)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: LTD "Ecoservice Group"
Номер конкурса: 67384252
Дата публикации: 29-09-2025
Сумма контракта: 287 306


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017651
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 29.09.2025 17:09
Начало приема предложения 12.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 287`306.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 16100000-Оборудование для сельского и лесного хозяйства, предназначенное для подготовки и обработки почвы
Коды классификатора
  • 16130000 - Сеялки, сажалки или рассадопосадочные машины
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 (ასოცდაათი) კალენდარული დღე.
Дополнительная информация
ხის გადამრგველის სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок 1 (ერთი) ცალი.
Шаг снижения цены 3`000.00 GEL
Размер гарантии 2`873 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: irakli tsitskishvili :: 26.09.2025 10:01
  • Последнее исправление: malkhazi davadze :: 29.09.2025 17:09
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=649484&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ხის გადამრგველის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ხის გადამრგველის აღწერა (ტექნიკური დავალება):

1.2.1. წონა: არაუმეტეს 2100 კგ;
1.2.2. ძრავი - შიგაწვის ოთხტაქტიანი;
1.2.3. საწვავნის ტიპი - დიზელი;
1.2.4. ძრავის მოცულობა – არანაკლებ 1.1 ლ არაუმეტეს 1.8 ლ;
1.2.5. ძრავის სიმძლავრე – არანაკლებ 23 ცხ.ძ. არაუმეტეს 28 ცხ.ძ;
1.2.6. მგრეხი მომენტი - არანაკლებ 70 ნმ;
1.2.7. ემისია - არანაკლებ ან EPA Tier 4 ან EU Stage V ან სხვა შესაბამისი სტანდარტი;
1.2.8. მოძრაობა - რეზინით დაფარული მუხლუხებით;
1.2.9. მართვა - ბერკეტების ან ჯოსტიკის საშუალებით;
1.2.10. ხის გადამრგველს უნდა გააჩნდეს სიმძიმის ცენტრის გადაადგილების სისტემა არანაკლებ 25სმ;
1.2.11. ჰიდრავლიკური ტუმბოს წარმადობა - არანაკლებ 30 ლ/წთ;
1.2.12. წნევა ჰიდრავლიკურ სისტემაში - არანაკლებ 150 ბარ;
1.2.13. ოპერატორის სამუშაო ადგილი (კაბინა) უნდა იყოს ღია ტიპის;
1.2.14. ოპერატორის სამუშაო ადგილზე დამონტაჟებული უნდა იყოს ROPS სტანდარტის შესაბამისი ლითონის დამცავი;
1.2.15. ხის ამომთხრელი კვანძი: არანაკლებ 180 გრადუსით მოძრავი რკალური ფორმის დანა;
1.2.16. ხის ამომთხრელ კვანძზე შესაძლებელი უნდა იყოს სხვადასხვა დიმეტრის დანების დაყენება;
1.2.17. ხის ამომთხრელი კვანძი უნდა იყოს ამწე მექანიზმით, რომელიც შეძლებს ნიადაგიდან ამოჭრილი მცენარის კომის (მცენარის ფესვები ნიადაგთან ერთად) აწევას არანაკლებ ნიადაგის ზედაპირის დონემდე;
1.2.18. ხის ამომთხრელი კვანძს უნდა შეეძლოს ჰორიზონტალური ღერძის მიმართ როგორც მარჯვნივ ასევე მარცხნივ გადაადგილების არანაკლებ 30˚;
1.2.19. ხის ამომთხრელის კომპლექტში უნდა მოყვებიდეს ორი ცალი 25სმ, ორი ცალი 60 სმ და ორი ცალი 90 სმ დიამეტრის დანები;

რაოდენობა: 1 (ერთი) ცალი;

შენიშვნა:
1. მოწოდებული საქონელი უნდა იყოს ახალი, უნაკლო, არ უნდა იყოს ექსპლოატაციაში ნამყოფი და სრულად უნდა პასუხობდეს ტექნიკური დავალებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებლის წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).
3. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს საქონლის ისეთი ტრანსპორტირება, რომელიც დაიცავს მას დაზიანების ან გაფუჭებისაგან დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირების პროცესში.
4. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს შემსყიდველისთვის მიყენებული ნებისმიერი სახის ზიანის ანაზღაურება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 130 (ასოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1. მისაწოდებელი საქონელი უნდა აკმაყოფილებდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტით განსაზღვრულ ტექნიკურ პარამეტრებს;
1.5.2. საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის ხარჯით შემსყიდველის შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, სამღერეთის ქუჩა N3 (შპს "ეკოსერვის ჯგუფი"-ს საწყობი), მიღება-ჩაბარებაზე უფლებამოსილი პირის მიერ მითითებული ადგილი).
1.5.3. მიმწოდებელი ვალდებულია გადასცეს შემსყიდველს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო საქონელი.
1.5.4. შემსყიდველი უფლებამოსილია მოახდინოს საქონლის ინსპექტირება და მისი სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში უარი თქვას მის მიღებაზე.
1.5.5. მიმწოდებელმა საქონლის მიწოდებისას უნდა წარმოადგინოს სასაქონლო ზედნადები, რომელშიც საქონლის დასახელება უნდა ემთხვეოდეს ხელშეკრულებაში მითითებულ საქონლის დასახელებას.

1.7.1 requirement related to guarantee period

1.7.1.1. მოწოდებული ხის გადამრგველის საგარანტიო ვადა სწორი ექსპლოატაციის პირობებში უნდა შეადგენდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 1 (ერთი) წელს.
1.7.1.2. თუ საგარანტიო პერიოდის განმავლობაში მოწოდებული საქონლის ექსპლოატაციისას გამოვლინდება დეფექტი ან/და ნაკლი, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის შეტყობინებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს დეფექტის აღმოფხვრა საკუთარი ხარჯით ან 130 (ასოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეცვალოს დაზიანებული საქონელი ახალი ექსპლოატაციაში არ მყოფი ანალოგიური საქონლით.
1.7.1.3. საგარანტიო ვადის მითითება უნდა მოხდეს ფასების ცხრილში.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

2.1.1.1 პრეტენდენტი ვალდებულია ფასების ცხრილში (დანართი N1) მიუთითოს მის მიერ შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებელი ქვეყანა, მწარმოებელი და მოდელი (მოდელი არსებობის შემთხვევაში (მოდელის არარსებობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა მიეთითოს ტექსტი: ,,მოდელი არ გააჩნია")).
2.1.1.2 პრეტენდენტის მიერ 2.1.1.1 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის წარმოუდგენლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.
2.1.1.3 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებულ საქონელს არ გააჩნია მოდელი და პრეტენდენტი ფასების ცხრილში არ მიუთითებს ტექსტს ,,მოდელი არ გააჩნია", აღნიშნული დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

2.3.1.1. პრეტენდენტს საკუთრებაში ან/და სარგებლობაში უნდა გააჩნდეს მოქმედი მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე და ყავდეს მინიმუმ 1 მობილური ბრიგადა, რომლის დაფარვის არეალი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
2.3.1.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).
2.3.1.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N2-ს შესაბამისად.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს, მის მიერ შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებლის მიერ დადასტურებული, შემოთავაზებული ხის გადამრგველის ტექნიკური პასპორტი ან/და შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებლის მიერ დადასტურებული სხვა სახის ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ხის გადამრგველის მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო პირობების 1.2 მუხლის 1.2.1 - 1.2.18 პუნქტებში მოცემულ მახასიათებლებთან (უცხოურენოვანის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.7.1.2 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ხის გადამრგველი უნდა შეესაბამებოდეს ევროპარლამენტისა და საბჭოს შემდეგი დირექტივების მოთხოვნებს:

2.7.1.2.1 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა #2006/42/EC დანადგარების შესახებ;
2.7.1.2.2 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2014/30/EU ელექტრომაგნეტიკურ შესაბამისობაზე;
2.7.1.2.3 ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა 2000/14/EC ხმის ემისიაზე;

შენიშვნა:
აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (უცხოურენოვანის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.7.1.3 პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ხის გადამრგველი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგი ჰარმონიზებული თუ სხვა სტანდარტების მოთხოვნებს:

2.7.1.3.1 UNI EN 474-1 2019 ან/და UNI EN 474-1 : 2022;
2.7.1.3.2 UNI EN ISO 3471: 2008;

შენიშვნა:
აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი/დოკუმენტები (უცხოურენოვანის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9 other additional requirements

პრეტენდენტის მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი მონაცემები:

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ფასების ცხრილი სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N1-ს შესაბამისად და სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გათვალისწინებით (ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან განუფასებელი ფასების ცხრილის წარმოდგენა, ასევე, სატენდერო დოკუმენტაციის 2.1.1 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების გაუთვალისწინებლობა დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდეტის დისკვალიფიკაციას).

2.9.2. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებლის მიერ დადასტურებული ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება, რომ პრეტენდენტი არის შემოთავაზებული ხის გადამრგველის მწარმოებლის წარმომადგენელი საქართველოში (უცხოურენოვანი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში უნდა დაერთოს ქართულ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი).

2.9.3. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სერვისცენტრის საკუთრების ან/და სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ხელშეკრულება ან სხვა სახის დოკუმენტი რითაც დადასტურდება სერვის ცენტის საკუთრება ან/და სარგებლობის უფლებით ფლობა).

2.9.4. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ დანართი N2-ს შესაბამისად.

2.9.5. პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს სატენდერო პირობების 2.7.1 მუხლის 2.7.1.1; 2.7.1.2. და 2.7.1.3 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, ამავე პუნქტებით გათვალისწინებული პირობების დაცვით.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინოს (სისტემაში ატვირთოს) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/ აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან/და აუდიტორული, ან/და საშემფასებლო დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). აღნიშნულის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა არანაკლებ 60 (სამოცი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1 ტენდერში გამოყენებულ იქნება ხელშეკრულებების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, სატენდერო დოკუმენტაციის 6.1 ან 6.2 პუნქტების შესაბამისად, დანართი N3–ის მიხედვით ან დანართ N3-ში ასახული ინფორმაციის შემცველი (დანართი N3 ატვირთულია სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტში).
6.4.2 უპირობო, გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების გარანტია წარმოდგენილი უნდა იქნას საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
6.4.3 პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველ ორგანიზაციებში წარადგინოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სატენდერო პირობების გათვალისწინებით.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

7.1.1.1. მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში „შემსყიდველი“ ავანსის სახით გადაუხდის „მიმწოდებელს“ სახელშეკრულებო თანხის არაუმეტეს 100%-ს, იმავე თანხაზე საბანკო გარანტიის (საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების მიერ, ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვეო კომპანიის მიერ) წარმოდგენიდან და ავანსის გადარიცხვისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში (ავანსის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას).
7.1.1.2. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი 2025 წლის 22 დეკემბრამდე ვერ უზრუნველყოფს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მოწოდებას, იგი ვალდებულია, არაუგვიანეს 2025 წლის 26 დეკემბრისა, შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოადგინოს, დარჩენილი ასანაზღაურებელი თანხის ოდენობის საავანსო გარანტია, რის შემდეგაც შემსყიდველი ორგანიზაცია მოახდენს საავანსო ანგარიშსწორებას (ამ პუნქტის გათვალისწინებით საავანსო გარანტიის წარმოუდგენლობა ჩაითვლება ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევად).

7.2 terms of step by step and/or final payment

7.2.1 სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში.
7.2.2 ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
7.2.3 დაფინანსების წყარო: შპს ,,ეკოსერვის ჯგუფი“-ს 2025 წლის სახსრები.
7.2.4 ანგარიშსწორება განხორციელდება საქონლის მოწოდების შემდეგ, მიღება–ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ინსპექტირების აქტის (დადებითი დასკვნის) შედგენის საფუძველზე, სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურის (ანგარიშსწორების მომენტში დღგ-ს გადამხდელის შემთხვევაში) მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის წარდგენის შემდეგ.
შენიშვნა:
1. წინასწარი ანგარიშსწორება განხორციელდება სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2. წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში, ავანსის დაქვითვა მოხდება მოწოდებული საქონლის ღირებულებიდან.
3. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ სასაქონლო ზედნადებში მითითებული საქონლის დასახელება არ ემთხვევა ხელშეკრულებაში მითითებულ საქონლის დასახელებას, შემსყიდველი უფლებამოსილია არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს მიწოდებული საქონლის ღირებულება.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიმწოდებლის მიერ ანგარიშსწორებისათვის საჭირო ყველა დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

გელა იაკობაშვილი, 577095553, gelaiakobashvili7@gmail.com სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მოთხოვნის საშუალება და პროცედურა განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2 ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3 პრეტენდენტი ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში დოკუმენტაციის ატვირთვისას იხელმძღვანელოს „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონისა და 10.1 პუნქტში ატვირთული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას, დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულების ან/და დოკუმენტების კვალიფიციური ელექტრონული შტამპით დამოწმების თაობაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სახელმძღვანელო ინსტრუქციის შესაბამისად.
10.1.4 ყველგან თუკი სადმე მითითებულია კონკრეტული სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება ,,მსგავსი“ ან ,,ექვივალენტური
10.1.5 პრეტენდენტს არ აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru