1.2.1 წყალმომარაგების სისტემის სამონტაჟო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების ტექნიკური
დავალება:
1.2.1.1 წყალმომარაგების მილის სარემონტო-სამონტაჟო სამუშაოები უნდა
ჩატარდეს ამჟამად არსებული კვანძიდან, ან ცენტრის ტერიტორიაზე
არსებული 100 მმ მილიდან ან შესაძლებელია ცენტრის ღობიდან ჭიდაობისა და
ძალოსნობის დარბაზამდე.
1.2.1.2 წაყალმომარაგების მილმა უნდა უზრუნველყოს წყლის მიწოდება
სპორტსმენთა საცხოვრებელი კორპუსისათვის, სასადილოსთვის, ჭიდაობისა
და ძალოსნობის დარბაზებისათვის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ
მომავალში ჭიდაობის დარბაზისათვის შესაძლებელია მოხდეს სახანძრო
ჰიდრანტის მოწყობა.
1.2.1.3 საპროექტო მილის ტრაექტორია, სიგრძე, დიამეტრი, კედლის სისქე,
წნევასთან შესაბამისობა, მიწაში ჩადების სიღრმე და სხვა ძირითადი
მახასიათებლები დაზუსტდეს პროექტირების დროს.
1.2.1.4 წყალმომარაგების მილი უნდა დაერთდეს წყალმომარაგების შიდა
სისტემებთან.
შენიშვნა: მოცულობები დაზუსტება მოხდება ადგილზე, ამჟამად მილის
სავარაუდო სიგრძე კვანძიდან საჭიდაო დარბაზამდე შეადგენს 140 მ.
1.2.2 წარმოსადგენი საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა
შეიცავდეს:
1. თავფურცელს;
2. განმარტებით ბარათს;
3. გრაფიკული ნაწილი (ყველა საჭირო ნახაზები, რომლებიც შემდგომში
სამშნებლო ორგანიზაციას მისცემს საშუალებს სრულფასოვნად შეასრულოს
სამუშაოები);
4. მასალის სპეციფიკაციის უწყისს;
5. მშენებლობის ორგანიზაციის პროექტს;
6. კრებსითი და ლოკალურ ხარჯთაღრიცხვას, შედგენილ რესურსული მეთოდით.
შენიშვნა: მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილ სრულ
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციას თან უნდა ახლდეს
საექსპერტო დასკვნა, ექსპერტიზის ხარჯებს კი დაფარავს მიმწოდებელი.
დავალების შინაარსი:
1.2.3. შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაზრდისა და ღირებულების
შემცირების მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია:
1.2.3.1. ყოველი კონკრეტული სამუშაო შეასრულოს სამუშაოების კლასიფიკაციის
ინსტრუქციის შესაბამისად (საუწყებო სამშენებლო ნორმები) და ტექნიკური
დავალებით გათვალისწინებული პირობებით, დასაშვებია ასევე რიგ
შემთხვევებში საბაზრო ფასების გამოყენების პრაქტიკაც.
1.2.3.2. საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გათვალისწინებულ
უნდა იქნეს მშენებლობაში მიღწეული და დაგროვილი საერთაშორისო
გამოცდილებები.
1.2.3.3. საპროექტო სამუშაოების დოკუმენტაციის შედგენისას პროექტის
ღირებულება მიმწოდებელმა უნდა განსაზღვროს დასაბუთებული
კალკულაციებით და ღირებულებებით.
1.2.3.4. მიმწოდებლისთვის ტექნიკური დავალებით განსაზღვრული,
განსახორციელებელი სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდება სრულ
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე სსიპ - ლევან სამხარაულის
სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა
აკრედიტებული პირის (აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან
ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის
დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) მიერ გაცემული ექსპერტიზის
დადებითი დასკვნის საფუძველზე, რომლის საფუძველზეც შემსყიდველსა და
მიმწოდებელს შორის გაფორმდება მიღება-ჩაბარების აქტი. ექსპერტიზის
დასკვნის მომზადების ღირებულება ანაზღაურდება მიმწოდებლის მიერ.
1.2.3.5. სამონტაჟო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისას,
საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი
უზუსტობების ან/და შეუსაბამობების შემთხვევაში მიმწოდებელი
ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში,
საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციის კორექტირება და კორექტირებული დოკუმენტაციის
შესყიდველისათვის მიწოდება. კორექტირებული დოკუმენტაცია ასევე
ექვემდებარება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან სხვა აკრედიტებული პირის
(აკრედიტებული პირის მიერ გაცემულ დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა
იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი
დოკუმენტის ასლი) მიერ ექსპერტიზას, რომლის ხარჯებსაც გაიღებს
მიმწოდებელი.
1.2.3.6. ამ დავალებასთან დაკავშირებით მომზადებული ნებისმიერი შესწავლა,
ანგარიში, გრაფიკული ან სხვა სახის მასალები ეკუთვნის შემსყიდველს და
რჩება მის საკუთრებაში, მიმწოდებელს არ აქვს ამ მასალების გამოყენების
უფლება სხვა სამუშაოების შესასრულებლად შემსყიდველის წინასწარი
თანხმობის გარეშე.
1.2.3.7 მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მან უნდა გაწიოს საავტორო
ზედამხედველობა სამშენებლო სამუშაოების პერიოდში. საპროექტო
სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოები დაიწყება
საპროექტო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან
უახლოეს პერიოდში. საავტორო ზედამხედველობის ღირებულება
განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების 5% -ით და ამ თანხის
ანაზღაურება განხორციელდება სამშენებლო სამუშაოების სრულად
დასრულების შემდეგ.
1.2.4. ნორმატიული დოკუმენტები:
1.2.4.1. საპროექტო - სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მომზადებული უნდა იქნეს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და სტანდარტებით.
1.2.5. მიმწოდებლის პასუხისმგებლობა:
1.2.5.1. მიმწოდებელი პასუხისმგებელია სრულყოფილი საპროექტო
-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ხარისხიანად დამუშავებაზე და
შედგენაზე.
1.2.5.2 დეტალური პროექტირების ეტაპზე, პროექტანტმა მჭიდროდ უნდა
ითანამშრომლოს დამკვეთთან, რათა გათვალისწინებულ იქნას დამკვეთის
ყველა მოთხოვნა. განხილვების დროს დამკვეთის მიერ გამოთქმული
მითითებები და შესწორებები აუცილებლად გათვალისწინებულ უნდა იქნას
შემსრულებლის მიერ.