პროექტის შესახებ
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს სოფ. ზემო ახალშენის ისტორიულ-
არქეოლოგიური კვლევა.
ზემო ახალშენი ისტორიული სოფელია, რომელიც დღევანდელი
ადმინისტრაციული დაყოფით ქვემო ქართლის თეთრიწყაროს,
მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მდებარეობს.
1721 წლის აღწერის მასალებში მოიხსენიება სამღერეთის ახალშენი. სოფ.
ახალშენი დატანილია ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზეც, ვახუშტის სოფლების
სიაში კი 339-ეა. იასონ ლორთქიფანიძის მიხედვით: სამღერეთის ახალშენი
მდებარეობდა ქციის ხეობაში, ირაგის ხევის მარჯვენა მხარეზე,
სამღერეთის აღმოსავლეთით, კრეფას დასავლეთით. ეს სოფელი იხსენიება 1580 და
1643 წწ. სიგელებში, მებატონე სააკაძეებით. 1721 წლის აღწერით ითვლებოდა 6
მებატონე (3 ციციშვილი, მუსხელაშვილი იესე, დოლენჯიშვილი იოთამ,
ქავთარაშვილი მანუჩარ), 1 მემამულე, 11 გამომღები და 4 ბოგანო ყმა.
ახალშენის არქეოლოგიური ძეგლები უკანასკნელ ხანებამდე ცნობილი არ იყო.
პირველი არქეოლოგიური ძეგლი დაფიქსირდა 1977 წელს, როდესაც ალგეთისა და
ხრამის ხეობების არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ქვემო ახალშენის
მიდამოებში ნამოსახლარის ნაშთებს მიაკვლია და მცირე ეკლესიაც გათხარა.
2016 წელს სოფლის მიდამოებში შემთხვევით აღმოჩნდა ანტიკური ხანის
ქვაყუთი.
არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად ახალშენის მიდამოებში დღემდე
სრულიად უცნობი ნამოსახლარი დაფიქსირდა, რომელსაც რთული სასიმაგრო
სისტემა, ერტიანი გეგმის მიხედვით გაშენებული საცხოვრებელი და
სამეურნეო უბნები, შიდა გზების კარგად მოწყობილი სისტემა და რამდენიმე
სავაჭრო- სახელოსნო კვარტალი ჰქონია.
წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ახალშენის და
მისი მიდამოების კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კვლევის მრავალ
მიმართულებას მოიცავს.
პროექტის აღწერა
ზემო ახალშენის ნამოსახლარი მდებარეობს სოფ. იფნარადან სოფ. ქვემო
ახალშენისაკენ მიმავალი გზის პირას, მდ. ირაგისხევის მარჯვენა მაღალ
ნაპირზე (ს/კ 84.13.35.017; 84.13.35.498).
ზემო ახალშენის ტერიტორრიაზე პირველი არქეოლოგიური სამუშაოები 2021 წელს
ჩატარდა.
ზემო ახალშენის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები 2021-2022 წლებში
მიმდინარეობდა. ნამოსახლარის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში
დიდი არქიტექტურული კომპლექსის ერთ ნაწილი თითქმის სრულად იქნა
შესწავლილი. გამოვლინდა სამი სათავსო, რომლებიც გვიანი შუა
საუკუნეებით თარიღდება.
პროექტის მიზანი
პროექტის ძირითად მიზანია სოფ. ზემო ახალშენის და მისი მიდამოების
ისტრიულ-არქეოლოგიური ძეგლების შესწავლა.
1. საარქივო და გამოქვეყნებული მასალების მოპოვება და
სისტემატიზაცია.
2. საკომუნიკაციო სისტემების კვლევა.
3. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება ზემო ახალშენში.
ზემო ახალშენის ტერიტორიაზე 2025 წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური
სამუშაოები:
1. წინა წლებში გათხრილი ნასახლარის ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული
საფარისა და ჩამორეცხილი მიწა-ღორღისგან (100X5);
2. ნამოსახლარის პირველი უბნის (ბორცვი I) მეორე ტერასაზე წინა წლებში
დაწყებული ქვის ნაგებობის გათხრა- შესწავლა პრეპარაცია (5X10);
3. ნამოსახლარის მეორე უბანზე სამხრეთ ნაწილში, გამოვლენილი კულტრული
ფენების შესწავლა-პრეპარაცია (10.0მ X 4.0მ X 0.30მ; 7მ X 7მ X 0,3მ.);
4. ნამოსახლარის მესამე უბანზე გამოვლენილი კულტრული ფენების
შესწავლა-პრეპარაცია (24მ X 3მ X 0.3მ);
5. ნამოსახლარის მეოთხე უბანზე გამოვლენილი კულტრული ფენების
შესწავლა-პრეპარაცია (20მ X 3მ X 0.3მ);
6. ნამოსახლარის მეხუთე უბანზე გამოვლენილი კულტრული ფენების
შესწავლა-პრეპარაცია (11მ X 3მ X 0.3მ);
7. ნამოსახლარის მეექვსე უბანზე გამოვლენილი კულტრული ფენების
შესწავლა-პრეპარაცია (10მ X 3მ X 0.3მ );
8. 2019-2025 წწ. განათხარი ფართობის (100 კვ/მ) მიწით სავსე ტომრებით და მიწის
ფენით ნაწილობრივი რეკულტივაცია.
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის
ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების
ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების
გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემიდან არაუმეტეს 3 (სამი)
კალენდარული თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.