Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #67230189)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 67230189
Дата публикации: 23-09-2025
Сумма контракта: 53 173


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250017427
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 23.09.2025 19:21
Начало приема предложения 10.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 13.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 53`173.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71300000 - Инженерные услуги
  • 71350000 - Научно-технические услуги в области машиностроения
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
არქეოლოგიური ძეგლების იდენტიფიკაცია LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 531.00 GEL
Размер гарантии 532 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: khatuna menabdishvili :: 19.09.2025 16:43
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 23.09.2025 19:21
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648704&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

არქეოლოგიური ძეგლების იდენტიფიკაცია LiDAR ტექნოლოგიის გამოყენებით

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 ზოგადი სახელმძღვანელო პრინციპები

საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოვლა-პატრონობა და მათი შენარჩუნება მნიშვნელოვანია სახელმწიფოს განვითარების პროცესში. ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

 კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების/ძეგლების მოკლე აღწერა

ლეჩხუმი, სოფელი ოფიტარა საკვლევი ტერიტორია მოიცავს სოფ. ოფიტარას მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მდებარეობს სოფლიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, წმ.გიორგის ტბისკენ მიმავალ გზაზე, ტყის სიღრმეში, ზღვის დონიდან 870-1000 მ-ის სიმაღლეზე. აქ 2024 წლის საველე დაზვერვების დროს გამოვლინდა აქამდე სრულიად უცნობი, საკმაოდ დიდ ფართობზე განფენილი (დაახლ. 2 ჰა.) არქეოლოგიური ობიექტი (ნასახლარი).ტერიტორიის გარშემო იკრიფება სხვადასხვა პერიოდის ფრაგმენტული არტეფაქტები (ნეოლითური კაჟის იარაღი, შუა საუკუნეების კერემიკული ჭურჭლის ნატეხები და სხვა (სურ. 1, 2). ნასახლარზე დასტურდება სათავსოთა ნაშთები, ტერასების გასამაგრებელი კედლები, ნაგები კლდის ნატეხი ქვის მშრალი წყობით. ვიზუალური დათვალიერებით ირკვევა, რომ სათავსოები წარმოადგენენ საცხოვრებელ, სამეურნეო და, სავარაუდოდ, სახელოსნო დანიშნულების ნაგებობებს(სურ. N3, 4). ნასახლარის აღმოსავლეთ ნაწილში, საგანგებოდ არის მოწყობილი, კარგად მოსწორებული ბაქანი, რომელიც დანარჩენი ნაგებობებისგან გამოყოფილია თავდაცვითი კედლით და მდებარეობის მიხედვით ეტყობა, რომ სწორედ ის წარმოადგენდა დასახლებული ტერიტორიის გამორჩეულ ადგილს. აქვე გადის ისტორიული გზა(სიგანე 2,50მ.-დან 3მ. მდე), რომელიც ხვამლის ცხენის წყლის ხეობის ნაწილს აკავშირებს, რიონის ხეობის ნაწილთან. გზის ორივე მხარე ქვის კედლებით არის ამოშენებული.
LiDAR სკანირების მეთოდი ერთადერთი საშუალებაა ზუსტად დაფიქსირდეს ტყეში ჩაკარგული სტრუქტურები, როგორიცაა შენობების ფუნდამენტები, ტერასები, გზები და სხვა. ასევე, ზუსტად დადგინდეს არქეოლოგიური ობიექტის გავრცელების არეალი.
ლეჩხუმი, სოფელი ოყურეში ადგილი "ნაქალაქური" (309950.07E, 4712134.80N) (სურ. N5). სოფ.ოყურეში ადგილ „ნაქალაქურზე“ 2023 წელს პირველად დაიწყო არქეოლოგიური გათხრები ხვამლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. გაკეთდა 12 სადაზვერვო არქეოლოგიური თხრილი. 9 მათგანში დაფიქსირდა კულტურული ფენები. დადასტურდა ვრცელ ტერიტორიაზე განფენილი სხვადასხვა პერიოდის ნასახლარი და სამაროვანი. გამოვლენილია რომაულ პერიოდის სამარხები (სურ. N5, 6).
LiDAR-სკანირებასთან ერთად (დაახლ. 1 ჰა) ტერიტორიის გეორადიოლოკაციური კვლევა (გეოფიზიკური კვლევის მეთოდი, რომლის მეშვეობითაც, ელექტრო-მაგნიტური ტალღების გამოსხივების და არეკვლის შედეგად დაანგარიშდება ელექტრომაგნიტური ტალღის განვლადობა ნიადაგში, რაც არქეოლოგიურ დაზვერვებში მიწისქვეშა ანომალიების აღმოჩენის საშუალებას იძლევა) „ნაქალაქურის“ ამ მეთოდებით კვლევა მნიშვნელოვნად გააფართოებს წარმოდგენას არქეოლოგიური ობიექტის გავრცელებაზე და მის სტრუქტურაზე.
ქვემო ქართლი. ქვემო ქართლის რეგიონის, კერძოდ მდინარეების დებედას, მაშავერასა და ხრამის ხეობების არქეოლოგიური პოტენციალი განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ადრეული მიწათმოქმედებისა და მევენახეობის განვითარებასთან დაკავშირებული პროცესების შესწავლის თვალსაზრისით. აღნიშნული არეალი მჭიდრო კავშირშია შულავერ-შომუთეფეს კულტურასთან, რომელიც წარმოაჩენს ერთ-ერთ უძველეს, ნეოლითურ სოციალურ-ეკონომიკურ სტრუქტურას სამხრეთ კავკასიაში. მიუხედავად მრავალწლიანი კვლევებისა, აღნიშნული კულტურის სივრცითი გავრცელება, შიდა სტრუქტურული თავისებურებები და გარემოსთან ურთიერთობის მოდელები ჯერ კიდევ საჭიროებს სისტემურ გააზრებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით დაზუსტებას და ახალი დონის ინტერპრეტაციას. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზუსტად განსაზღვრული ლოკაციების კვლევა, რაც შესაძლებელს გახდის როგორც კულტურის მიკრორეგიონული განვითარების მახასიათებლების იდენტიფიკაციას, ასევე მისი ქრონოლოგიური ევოლუციის უკეთ აღდგენას.
LiDAR ტექნოლოგიის საშუალებით შესაძლებელია არსებული მონაცემების ვალიდაცია და ახალი მონაცემთა იდენტიფიცირება, რაც გააძლიერებს ამ კულტურის შესახებ ცოდნას.
მდინარე ხრამზე (413679.89 E, 4606054.99 N) (სურ. N9) წერტილის მიმდებარედ გასაკეთებელია LiDAR -ით გადაღება (დაახლ.1 ჰა).
მდინარე მაშავერაზე (476040.73 E, 4587944.91N),(სურ. N9) წერტილის მიმდებარედ LiDAR-ით გადაღება (დაახლ.1ჰა).
ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ურთას მთის მიმდებარე ზონა წარმოადგენს სამეგრელოს მთისწინა ზოლის მნიშვნელოვან, თუმცა დღემდე პრაქტიკულად გამოუკვლეველ არეალს არქეოლოგიური თვალსაზრისით. არსებული ისტორიულ-გეოგრაფიული მონაცემები და უკანასკნელ წლებში ცალკეული შემთხვევითობის საფუძველზე გამოვლენილი ნეოლითური პერიოდის არტეფაქტები მიანიშნებს იმაზე, რომ აღნიშნული ტერიტორია შესაძლოა მოიცავდეს ადრეული მიწათმოქმედების, ნასახლარის სტრუქტურების ან სხვა ფუნქციის მატარებელ ობიექტებს.
კვლევისთვის მნიშვნელოვანია თანამედროვე მეთოდების — კერძოდ კი LiDAR სკანირების — გამოყენება, რაც შესაძლებლობას მოგვცემს შევქმნათ წარმოდგენა აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული არქეოლოგიური სტრუქტურების სივრცითი განლაგების შესახებ. სკანირების შედეგად მიღებული მაღალი რეზოლუციის მონაცემები გახდება საფუძველი მიზნობრივი არქეოლოგიური დაზვერვისა და შემდგომი ინტერპრეტაციისთვის, რაც მკვეთრად გაზრდის რეგიონის კვლევითი პოტენციალის ათვისების ხარისხს და გაამდიდრებს ნეოლითის პერიოდის შესახებ.

 2025 წელს ჩასატარებელი სამუშაოები:

ოთხივე ლოკაციაზე კვლევა უნდა ჩატარდეს ქვემოთ მოცემული ხელსაწყოებითა და მეთოდოლოგიით.
სამეცნიერო ლიტერატურის მიმოხილვა
რეგიონთან დაკავშირებული არქეოლოგიური და ისტორიული წყაროების ინტეგრირებული მიმოხილვა. ამის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც სამეცნიერო ლიტერატურის — მონოგრაფიების, სტატიათა კრებულებისა და ინდივიდუალური კვლევების — კრიტიკული ანალიზი, ისე პირველწყაროების (ისტორიულ-დოკუმენტური მასალების) შესწავლა. ამ პროცესის მიზანია არსებული ცოდნის შეფასება, ისტორიულ-არქეოლოგიური მონაცემების საფუძვლიანი შეჯამება და კვლევისთვის აუცილებელი მონაცემთა ერთიან ბაზაზე დაყრდნობით შევსება
კარტოგრაფიული მასალების ანალიზი
ისტორიული, ტოპოგრაფიული და თემატური რუკების ანალიზი და მათი შედარება თანამედროვე კარტოგრაფიულ მონაცემებთან (მათ შორის — სატელიტურ გამოსახულებებსა და LiDAR სკანირების შედეგებთან). აღნიშნული ანალიზი ხელს შეუწყობს დასახლების თუ სხვა სტრუქტურების შესაძლო კვალის იდენტიფიცირებას. აგრეთვე, შესაძლებელია ჰიდროგრაფიული ქსელის ცვლილებათა დინამიკის გამოვლენაც, რაც მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ადამიანის და გარემოს ურთიერთქმედების ისტორიული ტენდენციების გასაანალიზებლად.
ველზე სამუშაოების წარმოება: გადასაღებ მოედანზე GPS-ის გამართვა და სტატიკურ რეჟიმში მონაცემების ჩაწერა ( შემდგომში PPK მონაცემების ინტეგრაციისთვის),
დრონის გადაფრენა სამუშაო არელაზე, ლიდარული გადაღებისთვის Dji L1 კამერის გამოყენებით.
• სოფ.ოფიტარას მიმდებარე ტერიტორია დაახლ.2 ჰა;
• სოფ.ოყურეშის ტერიტორია დაახლ. 1 ჰა;
• ქვემო ქართლი დაახლ.2 ჰა;
• ზუგდიდის მუნიციპალიტეტი დაახლ. 1 ჰა.
საკონტროლო წერტილების GPS ით აზომვა (შემდგომში ზონდირებით მიღებული მონაცემების ხარისხის კონტროლისთვის)
კამერალური სამუშაოების წარმოება:
საბაზისო სადგურების სტატიკური მონაცემების ინტეგრაციით დრონის მონაცემებთან.
ლიდარული მონაცემების პირველადი დამუშავება, პროგრამული უზრუნველყოფით Dji Terra.
ლიდარული მონაცემების გაერთიანება და საბოლოო დამუშავება და ციფრული რელიეფისა (DTM) შექმნა, პროგრამული უზრუნველყოფით Terra Solid
გეოდეზიური ხელსაწყოები: GPS GNSS Stonex s9i (ბაზა-როვერის მოდულით), დრონი DJI Matric 300 RTK, , ლიდარული კამერა Dji L1.

 ძირითადი პირობები

მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5სმ,
ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).

 სამუშაოთა შესრულების ვადები

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 1 (ერთი) კალენდარული თვე.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან 1 (ერთი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ლეჩხუმი, სოფელი ოფიტარა; ლეჩხუმი, სოფელი ოყურეში; ქვემო ქართლი, მდინარეების დებედას, მაშავერასა და ხრამის ხეობები; ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, ურთას მთის მიმდებარე ზონა

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2015 წლიდან LiDAR-სკანირების მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო.

პრეტენდენტმა ჩატარებულ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. მოცემული დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგი, მხატვარ-არქიტექტორი, ტოპოგრაფი და გეოდეზისტი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მომსახურბის პროცესში მონაწილე არქეოლოგის, მხატვარ-არქიტექტორის, ტოპოგრაფის და გეოდეზისტის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1).

ასევე მომსახურების პროცესში ჩართული მონაწილე არქეოლოგის, მხატვარ-არქიტექტორის, ტოპოგრაფის და გეოდეზისტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით.

თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) ანალოგიური მომსახურება.
გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

მოთხოვნა საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის/სამუშაოს შესრულების ვადებთან დაკავშირებით (გეგმა-გრაფიკი):
პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.

სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით.საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, ან ეტაპობრივად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაგაშვილი, 599146124, tamaribagashvili13@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება გათვალისწინებული დღგ-ს ოდენობა.
10. პრეტენდენტის მიერ ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა გამოიწვევს მის დისკვალიფიკაციას დაზუსტების გარეშე.

11. პრეტენდენტის მიერ სავალდებულოდ წარმოსადგენი დოკუმენტებია:

სატენდერო დოკუმენტაციის 1.3. პუნქტის თანახმად - ხარჯთაღრიცხვა (EXCEL - ის ფორმით);
სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის გამოცდილების შესახებ;
სატენდერო დოკუმენტაციის 2.4.1. პუნქტის თანახმად - ინფორმაცია პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილების შესახებ.
სატენდერო დოკუმენტაციის 2.5.1. პუნქტის თანახმად - მომსახურების გაწევის ვადებთან დაკავშირებული მოთხოვნები.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru