პროექტის შესახებ
ნასტაკისს განსაკუთრებული ადგილი უკავია საქართველოს კულტურულ
მემკვიდრეობაში და ანტიკური პერიოდის საქართველოს ისტორიის
შესწავლაში. ნასტაკისის მინდორზე 1952 წელს ჩატარდა
ისტორიულ-გეოგრაფიული დაზვერვები (ხელმძღვანელი ნ. ბერძენიშვილი), 1962-1972
წლებში კი არქეოლოგიური დაზვერვები და მცირე გათხრები (ლევან
ჭილაშვილი, იულონ გაგოშიძე). 1972 წლიდან მუშაობდა სტაციონალური
არქეოლოგიური ექსპედიცია (ა. ბოხოჩაძე).
ნასტაგისზე მიკვლეული უძველესი ნამოსახლარი მდებარეობს მინდვრის
ჩრდილოეთ-დასავლეთ კუთხეში, მთის ფერდობზე და თარიღდება გვიანდელი
ბრინჯაოს ადრინდელი რკინის ხანით (ძვ. წ. II ათასწლეულის დასასრული — I
ათასწლეულის დასაწყისი).
ნაქალაქარის გარდა ნასტაგისის მინდორზე მიკვლეულია სხვადასხვა დროის
სამაროვნები და ცალკეული სამარხები, მათ შორის გორასამარხებიც.
2020 წელს შპს „მილენიუმ ბუილდინგ გრუპის“ მიერ დაბა ქსნის გზის
რეკონსტრუქციის დროს ქსნის ციხის სამხრეთ ფერდობზე, ნასტაკისის ველის
ჩრდილოეთით, ადგილ ბოსელა ხევთან, გამოვლინდა კულტურული ფენები. (GPS
კოორდინატები: 41°5244.15"N; 44°3430.44"E). აქ გამოვლინდა მტკვარ-არაქსის და გვიან
ბრინჯაოს ხანის მასალა. დაზიანებულ მონაკვეთზე ჩატარდა გადარჩენითი
არქეოლოგიური სამუშაოები, რომლის დროსაც აღმოჩნდა განვითარებული
მტკვარ-არაქსის პერიოდის ნამოსახლარი.
აქამდე ჩატარებული გათხრების დროს მტკვარ -არაქსის პერიოდის ნასახლარი
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასდროს გამოვლენილა. ამდენად,
ამ პერიოდის ნებისმიერი ახალი არქეოლოგიური ობიექტის გამოვლენას და
შესწავლას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
პროექტის მიზანი
2020 წელს შპს „მილენიუმ ბუილდინგ გრუპის“ მიერ დაბა ქსნის გზის
რეკონსტრუქციის დროს ქსნის ციხის სამხრეთ ფერდობზე, ნასტაკისის ველის
ჩრდილოეთით, ადგილ ბოსელა ხევთან, გამოვლილი კულტურული ფენების
არქეოლოგიური შესწავლა. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გადარჩენითი
სამუშაობის ჩატარება.
მცხეთის მუნიციპალიტეტი, ქსნის ციხის მიმდებარედ არსებული
მტკვარ-არაქსული ნასახლარის 2025 წელს ჩასატარებელი არქეოლოგიური
სამუშაოები:
1. "ბოსელახევის" მტკვარ-არაქსული პერიოდის ნასახლარზე 2020 წელს
შესწავლილი ტერიტორიის აღმოსავლეთით ჰუმუსის ფენის მოხსნა ფართობით
20*10*0,3 მ;
2. გაწმენდილი ტერიტორიის არქეოლოგიური შესწავლა ფართობით 20*10 მ (200 კვ.
მ.);
3. შესწავლილ ტერიტორიაზე გამოვლენილი კულტურული ფენის პრეპარაცია
ფართობით 20*10 მ (200 კვმ)
4. განათხარი ფართობის (თხრილები) ნაწილობრივი რეკულტივაცია (100 კვ მ.)
არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები
სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა
შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების
შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია,
სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების
სრული დაცვით;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და
არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას
დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო
პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი
მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე,
მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ
ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას
ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს
მუზეუმ-ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას
სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი
გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს
შემსყიდველთან.
ძირითადი პირობები
მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის
შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით,
გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი
ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და
წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული
სამუშაოების ანაზღაურებას. სამუშაოების შესრულების გრაფიკი
განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის
ეტაპობრივად წარდგენის გეგმას. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების
ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების
გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე
-Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ,
ზემოდან - 2.5 სმ, ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს.
ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ.,
(სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების
ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება -
ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი),
მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და
მყარი ასლი ალბომის სახით (1 ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე
კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი
სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს
შემდეგ ინფორმაციას:
მესაკუთრე; შემსყიდველი;
მიმწოდებელი;
ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;
შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია
წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო
პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის
ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და
მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და
ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და
საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე
მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების
ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა
(მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა
და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100)
ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება;
თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება;
კ) ტექსტური აღწერილობა.
სამუშაოთა შესრულების ვადები
შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა
არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 1 (ერთი) კალენდარული
თვე.
შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.