1. სასტუმრო შესაძლებელია იყოს კომპლექსის ტიპის, რამდენიმე შენობით
წარმოდგენილი ერთ სივრცეში/ერთ ლოკაციაზე.
2. სასტუმრო უნდა იყოს თანამედროვე სტანდარტების და კომფორტული
ინფრასტრუქტურის მქონე, არ უნდა იყოს განთავსებული საცხოვრებელი
სახლის ნაწილში ან მიწისქვეშ, სასტუმრო არ უნდა იყოს საოჯახო ტიპის.
3. სასტუმრო უნდა მდებარეობდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალურ საზღვრებში
(გარდა შემდეგი უბნებისა: წავკისი, შინდისი, ტაბახმელა, წყნეთი, ფონიჭალა,
კიკეთი, კოჯორი, ორხევი, აეროპორტი, ლილო, ვაკე-საბურთალო)
4. ღონისძიების განხორციელების პერიოდში სასტუმროში უნდა განთავსდეს
არაუმეტეს 20 ადამიანი ერთდროულად, რომელთა სია და ზუსტი რაოდენობა
ეცნობება მომწოდებელს განთავსებამდე არანაკლებ 10 დღით ადრე. სტუმრების
განთავსება უნდა მოხდეს 1 ან 2 ადგილიან ნომრებში (სქესთა ბალანსის
დაცვით), კერძოდ: 8 ნომერი 2 ადგილიანი, ხოლო 4 ნომერი 1 ადგილიანი.
5. აუცილებელია სასტუმრო იყოს ადაპტირებული შშმ პირთათვის, რათა მან
შეძლოს სასტუმროს ყველა სერვისით დამოუკიდებლად სარგებლობა და
გადაადგილება (სამზარეულო, სატრენინგო სივრცე, დასვენების სივრცე და
სხვა). ამასთანავე, არანაკლებ ერთ ოთახი (სველი წერტილით) უნდა იყოს
ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირის განთავსებისთვის.
6. სასტუმრომ უნდა უზრუნველყოს ერთდროულად არანაკლებ 20 ადამიანის
განთავსება სამჯერადი კვებით (საუზმე, სადილი, ვახშამი) და ყავის
შესვენებით, არაუმეტეს 9 ღამე და 10 დღე. სტუმრების განთავსების სავარაუდო
თარიღები 12 ოქტომბრიდან - 21 ოქტომბრის ჩათვლით.
7. სასტუმროს ნომრები უნდა იყოს უზრუნველყოფილი ინდივიდუალური სველი
წერტილებით, უწყვეტი ცივი და ცხელი წყლით, ცენტრალური
გათბობა-გაგრილების სისტემით, 24 საათიანი ელექტრომომარაგებით,
ინტერნეტით, ტელევიზორით. ნომრებში ასევე დაცული უნდა იყოს სანიტარული
ნორმები. სასტუმროს უნდა გააჩნდეს დენის ალტერნატიული წყარო.
8. ოთახები შესაბამისად უნდა მარაგდებოდეს ჰიგიენის ინდივიდუალური
ნივთებით ყოველდღე თითო ადამიანზე: 1 დიდი პირსახოცი, 1 პატარა პირსახოცი,
ოთახის ერთჯერადი ჩუსტი და ხალათი, შამპუნი, ტანის გელი, საპონი და თმის
საშრობი ფენი.
9. ოთახის დალაგება და თეთრეულის გამოცვლა უნდა ხორციელდებოდეს
სასტუმროში არსებული სტანდარტის მიხედვით, სველი/მშრალი წმენდით.
10. პროექტის ორგანიზატორებს უნდა ჰქონდეთ წინასწარ სპეციალური
აღჭურვილობის/მატერიალების მობილიზებისა და დასაწყობების
შესაძლებლობა სასტუმროს ტერიტორიაზე, ასევე უნდა მიეცეთ შესაბამისი
დრო ფართის დაცლისთვის
11. სასტუმროში უნდა იყოს 1 სატრენინგო სივრცე არანაკლებ 25 ადამიანზე
გათვლილი, სადაც შესაძლებელი იქნება ინტენსიური ტრენინგის, ჯგუფური
სამუშაოებისა და პრეზენტაციების განხორციელება (იხ. ტექნიკური
დოკუმენტაციის .
12. სატრენინგო სივრცე უნდა იყოს იზოლირებული და დამოუკიდებელი სხვა
ოთახებისგან, მათ შორის სამზარეულოსგან/კვებისთვის განკუთვნილი
სივრცისგან (ფარდით ან სხვა საშუალებებით გამოყოფა არ მოიაზრება).
სივრცე უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობა/კონდიცირების სისტემით და
ცენტრალური ვენტილაციით. სივრცე აღჭურვილი უნდა იყოს პროექტორით,
ლეპტოპით, პროექტორის ეკრანით, თეთრი დაფით, ფლიფჩარტებით და
მარკერებით, მონაწილეთა შესაბამისი რაოდენობის სკამებით (არანაკლებ 25
სკამის), სამუშაო მაგიდებით, ხმის გამაძლიერებელი სისტემით (მიკროფონი
და დინამიკები), უკაბელო ინტერნეტით, მონაწილეებისათვის სასმელი
წყლით.
13. სატრენინგო სივრცე, კვებისთვის განკუთვნილი ადგილი და სასტუმროს
ნომრები უნდა იყოს ერთ შენობაში.
14. კვებისთვის განკუთვნილი საათების განსაზღვრა უნდა მოხდეს
შემსყიდველთან შეთანხმებით. გათვალისწინებული უნდა იყოს
ყოველდღიურად 3-ჯერადი კვება და შესვენება ყავაზე (იხ. ტექნიკური
დოკუმენტაციის დანართი N1). გათვალისწინებული უნდა იყოს ვეგეტარიანული
მოთხოვნები. საუზმეზე, სადილსა და ვახშამზე უნდა მოხდეს სტუმრების
ერთდროულად განთავსება, ცხელი ხაზის ან შვედური მაგიდის პრინციპით,
შემსყიდველის მიერ შეთანხმებული მენიუს მიხედვით არანაკლებ 20
ადამიანზე (იხ. ტექნიკური დოკუმენტაციის დანართი N3).
15. სასტუმროს უნდა ჰქონდეს დახურული სივრცე (ლობი ან/და რესტორანი ან/და
კაფე ან/და ლაუნჯი), სადაც მონაწილეები საღამოს საათებში შეძლებენ
არაფორმალურ გარემოში შეკრებას და მუსიკის თანხლებით დროის გატარებას.
სივრცე ხელმისაწვდომი უნდა იყოს მონაწილეებისთვის 24 საათის
განმავლობაში. ამ სივრცეში არ იგულისხმება სატრენინგო/საკონფერენციო
დარბაზი.
16. სასტუმროს უნდა გააჩნდეს საცურაო აუზი.
17. კვებითი მომსახურების გაწევის დროს მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს
შესაბამისი რაოდენობის მომსახურე პერსონალის ადგილზე ყოფნა.
18. პერიმეტრი 24 საათის მანძილზე უნდა კონტროლდებოდეს შესაბამისი დაცვის
სისტემით. სასტუმროს პერიმეტრი მუდმივად უნდა იყოს დაცვის ქვეშ; 24
საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს ადმინისტრაციის
სამსახური (ადმინისტრატორი).
19. სასტუმროში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პირველადი გადაუდებელი
დახმარებისთვის საჭირო სამედიცინო ჩანთა.
20. სასტუმროში განთავსებული უნდა იყოს სახანძრო უსაფრთხოების
სისტემები/სისტემა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს უსაფრთხოების
დადგენილ ნორმებს (ბრძანება - საქართველოში მოქმედი სახანძრო
უსაფრთხოების წესების დამტკიცების შესახებ; ასევე ტექნიკური
რეგლამენტი სახანძრო უსაფრთხოების წესები და პირობების შესახებ).
21. სპეციფიკაციები შესაძლოა შეიცვალოს, სერვისის გაწევის დროისთვის,
ქვეყანაში არსებული რეგულაციების შესაბამისად.
22. სასტუმროს შერჩევა-შეფასების ეტაპზე შესაბამის კომისიის ნებისმიერი
წევრი უფლებამოსილია, ადგილზე დაათვალიეროს პრეტენდენტის მიერ
შემოთავაზებული სასტუმრო და შეაფასოს მისი შესაბამისობა ტექნიკურ
დავალებაში განსაზღვრულ მოთხოვნებთან