Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Утилиты для пакетов программного обеспечения (Грузия - Тендер #67000211)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: State Services Development Agency
Номер конкурса: 67000211
Дата публикации: 15-09-2025
Сумма контракта: 206 275


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016894
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.09.2025 18:03
Начало приема предложения 26.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.09.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 206`275.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 48700000-Утилиты для пакетов программного обеспечения
Коды классификатора
  • 48730000 - Пакеты программного обеспечения для безопасности
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`000.00 GEL
Размер гарантии 2`063 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lana tutberidze :: 10.07.2025 16:50
  • Последнее исправление: lana tutberidze :: 15.09.2025 18:03
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=638128&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ელექტრონული მონაცემების შეგროვების და ანალიზის სისტემისათვის (შემდგომში - SIEM სისტემა) ლიცენზიის სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1. არსებული მდგომარეობა
სააგენტოში დღეისათვის ფუნქციონირებს კომპანია IBM-ის მიერ წარმოებული QRADAR SIEM სისტემა, რომლის ლიცენზიის მოქმედების ვადა არის 2025 წლის 31 აგვისტო.

2. შემსყიდველი იძლევა შესაძლებლობას, რომ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებაში გამოყენებული იყოს სააგენტოში უკვე არსებული SIEM სისტემა.
2.1 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია იმ სისტემისთვის, რომელიც სააგენტოში არსებობს, მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში უნდა უზრუნველყოს შესყიდვის ობიექტის მიწოდება ელექტრონული სახით, რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2027 წლის 31 აგვისტომდე;
2.2 იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის, პრეტენდენტის შემოთვაზება უნდა აკმაყოფილებდეს მე-3 მუხლში მოცემულ ტექნიკურ პარამეტრებს და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადებს.

3. არსებულისაგან განსხვავებული სისტემისთვის ლიცენზიის შემოთავაზების შემთხვევაში შესყიდვის ობიექტის ტექნიკური პირობები:
3.1 SIEM სისტემის ყველა კომპონენტის, ფუნქციონალის მართვა უნდა ხორციელდებოდეს ცენტრალიზებულად ერთიანი Web ინტერფეისის საშუალებით;
3.2 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს კომპონენტებს შორის კომუნიკაციის შიფრაციის შესაძლებლობა;
3.3 SIEM-ის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს ტექნიკური დავალების დანართში ჩამოთვლილი საინფორმაციო რესურსების (წყაროების) ხდომილებების ჟურნალირება, დამუშავება, კორელაცია და ანალიტიკა (აღნიშნული ჩამონათვალი არის მინიმალური).
3.4 SIEM-ის სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს in-house სისტემის და არასტანდარტული სისტემის ჩართვის შესაძლებლობა;
3.5 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს ღია API მონაცემთა ბაზაში განთავსებული ინფორმაციის გაზიარებისათვის;
3.6 შესყიდვის ობიექტმა უნდა უზრუნველყოს მინიმუმ ოთხი ადმინისტრატორის და ექვსი ანალიტიკოსის მუშაობის შესაძლებლობა;
3.7 SIEM სისტემა უნდა ინტეგრირდებოდეს MS AD-ს მომხმარებლების აუთენტიფიკაციის უზრულველყოფისათვის;
3.8 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ინტეგრაცია სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემებთან:
- IPS / IDS ;
- IDM / AM;
- Vulnerability Scanners;
3.9 SIEM სისტემის ძირითად კომპონენტებს უნდა შეეძლოთ მაღალი მდგრადობით სამუშაო რეჟიმის შენარჩუნების საშუალება;
3.10 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს ცალკეული კომპონენტების მუშაობის უზრუნველყოფის საშუალება ერთ-ერთი კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაშიც (მაგალითად, ცენტრალური კონსოლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ლოგების კოლექტორები უნდა აგრძელებდეს ფუნქციონირებას);
3.11 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს კონფიგურაციის ავტომატიზირებული რეზერვირების (Backup) და აღდგენის (Recovery) შესაძლებლობა მომხმარებლის გრაფიკული კონსოლიდან;
3.12 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს თავისი მდგომარეობის ანალიზის შესაძლებლობა და მომხმარებლის შეტყობინების საშუალება პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში;
3.13 SIEM სისტემის ყველა კომპონენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ვირტუალური მანქანის სახით (Virtual Appliance), რომელიც თავსებადია VmWare 8.X გარემოსთან;
3.14 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს ადვილად გაფართოების შესაძლებლობა, როგორც წარმადობის ასევე ფუნქციონალის გაზრდით. სისტემის გაფართოება უნდა ხორციელდებოდეს არსებულ სისტემაზე შესაბამისი კომპონენტების დამატებით;
3.15 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ნაკადების (Flows) წაკითხვა და დამუშავება, კერძოდ:
- NetFlow პროტოკოლის და IPFIX სხვა ტიპის პროტოკოლების მხარდაჭერა;
- ქსელის ნაკადების წაკითხვის, დამუშავების, ანალიზის და ჩაწერის შესაძლებლობა L7 დონეზე (ქსელის OSI მოდელის მიხედვით);
- Vmware-ს ვირტუალური ინფრასტრუქტურის ნაკადების წაკითხვა და დამუშავება;
3.16 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ქსელის ტრაფიკის პროფილირება L7 დონეზე (ქსელის OSI მოდელის მიხედვით);
3.17 SIEM სისტემა უნდა იყოს გათვლილი:
- შემომავალი ხდომილებების დამუშავება წამში - 5.000 ხდომილება;
- ქსელური ნაკადების დამუშავება 25.000 flow/წუთში ან 500 Mbps ქსელური ტრაფიკის დამუშავება;
3.18 პიკური დატვირთვის დროს თუ ხდომილებების და/ან ნაკადების რაოდენობამ გადააჭარბა 3.17 პუნქტში მითითებულ რაოდენობას, SIEM სისტემამ უნდა შეატყობინოს სისტემის ადმინისტრატორს და მონაცემების დაუკარგავად გააგრძელოს ფუნქციონირება;
3.19 ხდომილებების და ქსელური ნაკადების გაზრდის შემთხვევაში SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა;
3.20 SIEM სისტემამ უნდა უზრუნველყოს შეგროვებული ინფორმაციის მთლიანობის შენარჩუნება;
3.21 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს მონაცემების კორელაცია კომპონენტების განაწილებული ინსტალაციის მოდელის შემთხვევაში;
3.22 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს ხდომილებების ჟურნალების შეგროვების და არქივაციის შესაძლებლობა. ჟურნალების შენახვა შესაძლებელი უნდა იყოს როგორც online-ში ასევე offline რეჟიმში;
3.23 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ჟურნალების შენახვა გარე მატარებლებზე;
3.24 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს მონაცემების წაკითხვა Hadoop-ის სანახიდან;
3.25 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს შეგროვებული ინფორმაციის შეკუმშვა;
3.26 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ხდომილებების სრულ ინფორმაციაზე წვდომის უზრუნველყოფა ხდომილებების არსებობის პერიოდის განმავლობაში;
3.27 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ხდომილებების ინფორმაციის შენახვა, როგორც საწყის ფორმაში, ასევე ნორმალიზებული სახით, შემდგომი ანალიზისათვის;
3.28 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს ხდომილებების ანალიზის შესაძლებლობა რეალურ რეჟიმში;
3.29 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს ხდომილებების ანალიზის შესაძლებლობა კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, რომელიც მითითებული იქნება მომხმარებლის/ადმინისტრატორის მიერ;
3.30 SIEM სისტემას უნდა ჰქონდეს მომხმარებლის ფილტრის მიხედვით მონაცემების შეგროვების და ანალიზის შესაძლებლობა;
3.31 SIEM სისტემაში რეალიზებული უნდა იყოს რეპორტების გენერაციის შესაძლობა. სისტემში უნდა არსებობდეს წინასწარ განსაზღვრული რეპორტების ნიმუშები (შაბლონები). ასევე სისტემაში უნდა იყოს საკუთარი რეპორტების გენერაციის შესაძლებლობა;
3.32 SIEM სისტემაში რეალიზებული უნდა იყოს, გარკვეული დროის პერიოდში, რეპორტების ავტომატიზირებული გენერაციის შესაძლებლობა;
3.33 SIEM სისტემაში უნდა არსებობდეს რეპორტების ჩამოყალიბების შესაძლებლობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით (ISO 27002, PCI, FISMA);
3.34 SIEM სისტემას უნდა გააჩნდეს რეპორტების ავტომატიზირებული განაწილების შესაძლებლობა;
3.35 SIEM სისტემაში უნდა არსებობდეს ხდომილებების კორელაციის გამზადებული წესები (წესების ჩამონათვალი);
3.36 SIEM სისტემაში რეალიზებული უნდა იყოს ხდომილებების დამუშავების საკუთარი წესების შექმნის ინსტრუმენტი, რომელიც რეალიზებული უნდა იყოს გრაფიკული ინტერფეისის სახით;
3.37 SIEM სისტემას უნდა გააჩნდეს ინციდენტების ერთ „საქმეში“ ავტომატური გაერთიანების შესაძლებლობა და ამ „საქმის“ გადაწერის შესაძლებლობა შესაბამის პასუხისმგებელ თანამშრომელზე;
3.38 ერთ „საქმეში“ შესაძლებელი უნდა იყოს უსაფრთხოების ხდომილებების და ქსელური ნაკადების ინფორმაციის გაერთიანება;
3.39 უკვე არსებული „საქმის” განახლება შესაბამისი უსაფრთხოების ხდომილებების და ქსელური ნაკადებიდან ინფორმაციის დამატებით;
3.40 SIEM სისტემას უნდა გააჩნდეს ქსელური ტრაფიკის და პროცესების ანომალური ქმედებების აღმოჩენის და ანალიზის შესაძლებლობა;
3.41 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს DoS შეტევების აღმოჩენა;
3.42 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს პოტენციურად საშიში პროგრამული უზრუნველყოფის აღმოჩენა ქსელის ტრაფიქში;
3.43 SIEM სისტემაში რეალიზებული უნდა იყოს სერვისების ამოცნობის მექანიზმი;
3.44 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს ქსელურ ტრაფიკში განასხვავოს და პროფილირება გაუწიოს სხვადასხვა აპლიკაციებს, არა მარტო ცნობილი TCP პორტების საშუალებით;
3.45 SIEM სისტემა რეალურ დროში უნდა შეეძლოს ქსელურ ტრაფიკში ნაკადების აღმოჩენა და გეოგრაფიული რეგიონების მიხედვით მიკუთვნება;
3.46 SIEM სისტემას უნდა შეეძლოს გამოვლენილი ხდომილების სერიოზულობის დონის განსაზღვრა ობიექტის/აქტივის უსაფრთხოების და დაუცველობის პარამეტრებით;
3.47 SIEM სისტემაში რეალიზებული უნდა იყოს აქტივების (Asset) ბაზა და მისი მართვის ინსტრუმენტები. აქტივების ბაზაში უნდა იყოს ინფორმაცია მოწყობილობების, სერვისების შესახებ. აქტივების ბაზაში ინფორმაცია უნდა შედიოდეს ავტომატიზირებულად;
3.48 SIEM სისტეში ავტომატიზირებული გზით უნდა გროვდებოდეს ინფორმაცია სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემებისად, მაგალითად IPS/IDS, IDM/AM, უსაფრთხოების სკანერებიდან;
3.49 SIEM სისტემაში რეალიზებული უნდა იყოს IP Reputation მექანიზმები. სისტემას ავტომატიზირებულად უნდა შეეძლოს შემდეგი შეერთებების გამოვლენა:
- BotNet ქსელებთან;
- Mailware რესურსებთან;
- Anonym Proxy;
- Spam საიტებთან ;
3.50 SIEM სისტემაში აქტივების ბაზა ფართოდ უნდა იყოს გამოყენებული როგორც კონტექსტის მიმწოდებელი, რამაც უნდა უზრუნველყოს კორელაციის სიზუსტე;
3.51 SIEM სისტემას უნდა გააჩნდეს რისკების მართვის ინსტრუმენტი. სისტემაში შესაძლებელი უნდა იყოს ინფრაქტრუქტურის რისკების პრიორიტიზაცია ქსელური ტრაფიკის, ხდომილებათა ჟურნალების, უსაფრთხოების სკანერების ინფორმაციის საფუძველზე;
3.52 შესყიდვის ობიექტს უნდა გააჩნდეს სკანირების ობიექტების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობა;
3.53 წარმოდგენილ SIEM სისტემაზე ლიცენზიის მოქმედების ვადა უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 2027 წლის 31 აგვისტომდე.

4. სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის ლიცენზიის შემოთავაზების შემთხვევაში, სისტემის თანმდევი მომსახურება
4.1. იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი წარმოადგენს არსებული SIEM სისტემისაგან განსხვავებულ პროდუქტს, მაშინ მან უნდა უზრუნველყოს შემდეგი თანმდევი მომსახურება სისტემის ინსტალაცია და კონფიგურაცია უნდა განხორციელდეს მიმწოდებლის მიერ;
4.2. არსებულ სისტემაზე ყველა მიბმული ობიექტის გადატანა ახალ სისტემაში;
4.3. არსებული კორელაციის წესების გადატანა ახალ სისტემაში;
4.4. სააგენტოს პასუხისმგებელი თანამშრომლების ტრენინგი;
4.5. SIEM სისტემის ინსტალაცია და კონფიგურაცია უნდა განხორციელდეს ქვემოთ მოცემულ ვადებში:
- სისტემის ინსტალაცია, კონფიგურაცია - ხელშეკრულების დადებიდან ერთი კვირის ვადაში;
- საინფორმაციო რესურსების მიბმა - ხელშეკრულების დადებიდან ორი კვირის ვადაში;
- კორელაციის პირველადი წესების ჩამოყალიბება - ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის ვადაში;
4.6. ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის სრული ადმინისტრირება და დამკვეთის მოთხოვნების და ამოცანების შესრულება.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია იმ სისტემისთვის, რომელიც სააგენტოში არსებობს, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის მიწოდება ელექტრონული სახით, ხელშეკრულების გაფორმებიდან 25 კალენდარული დღის ვადაში;
2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის, შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს შემდეგი სახით:
ა) სისტემის ინსტალაცია, კონფიგურაცია - ხელშეკრულების დადებიდან ერთი კვირის ვადაში;
ბ) საინფორმაციო რესურსების მიბმა - ხელშეკრულების დადებიდან ორი კვირის ვადაში;
გ) კორელაციის პირველადი წესების ჩამოყალიბება - ხელშეკრულების დადებიდან სამი თვის ვადაში;

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია იმ სისტემისთვის, რომელიც სააგენტოში არსებობს, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სისტემის მიწოდება ელექტრონული სახით;
2. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემოთავაზებული სისტემის ინსტალაცია და კონფიგურაცია შემდეგ მისამართზე ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. N67ა, ხოლო ლიცენზია ელექტრონული სახით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის, უნდა ჰქონდეს 2023 წლიდან წინამდებარე ელექტრონული ტენდერის სტატუსის - "წინადადებების მიღება დაწყებულია" მინიჭებამდე, შემოთავაზებული SIEM სისტემების მიწოდებისა და დანერგვის არანაკლებ ერთი პროექტის გამოცდილება (სადაც მიერთებულია მინიმუმ ათასი ობიექტი), რის დამადასტურებლადაც პრეტენდენტმა, სატენდერო წინადადებასთან ერთად, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია (ხელშეკრულების და ამავე ხელშეკრულების შესრულების შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, ან/და შესრულების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტები, ან/და მიუთითოს ელექტრონულ სისტემაში არსებული ტენდერის ან CMR ნომერი).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის, უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შემოთავაზებული შესყიდვის ობიექტის ინსტალაციის და კონფიგურაციის განმახორციელებელი არანაკლებ 1 (ერთი) სპეციალისტის შესახებ, რომელნიც სერტიფიცირებული უნდა იყვნენ შემოთავაზებული SIEM სისტემის მწარმოებლის მიერ (სატენდერო წინადადებასთან ერთად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი დოკუმენტის ასლები). დოკუმენტი შესაძლებელია გაცემული იქნას მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი /მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის მიერ.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიწოდებული ლიცენზიის მოქმედების ვადა უნდა იყოს მინიმუმ 2027 წლის 31 აგვისტომდე.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტმა სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს წინამდებარე კითხვარის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი, ხოლო მისი წარმოუდგენლობის შემთხვევაში სატენდერო წინადადება არ ექვემდებარება დაზუსტებას.

2.დაუშვებელია პრეტენდენტის მიერ ტენდერში ქვეკონტრაქტორით მონაწილეობა. ასევე ქვეკონტრაქტორის პერსონალის გამოცდილება არ ჩაითვლება პრეტენდენტის პერსონალის გამოცდილებად.

3. იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული იქნება ლიცენზია სააგენტოში არსებული სისტემისაგან განსხვავებული სისტემისთვის, პრეტენდენტმა უნდა წარმოდგინოს მწარმოებლის ავტორიზაციის ფორმის ასლი (ე.წ. MAF– Manufacturer Authorization Form) (თუ მიმწოდებელი და მწარმოებელი ერთი კომპანია არ არის) ფასების ცხრილით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტზე. დოკუმენტი შესაძლებელია გაცემული იქნას მწარმოებლის / მისი რომელიმე ფილიალის / მშობელი /მშობელი კომპანიის კორპორაციაში შემავალი სხვა კომპანიის მიერ.

4. ანალიტიკური კომპანია Gartner-ის 2020, 2021, 2022, 2023 და 2024 წლეების SIEM პროდუქტების შეფასების მიხედვით, შემოთავაზებული პროდუქტი უნდა ეკუთვნოდეს ლიდერის კვადრატს.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. ტენდერის სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით საბოლოო ფასის 20%-ით ან მეტით კლების შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, შესაძლებელია დასაბუთდეს ექსპერტიზის დასკვნით, ან/და შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების/აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო ან აუდიტორული დასკვნით (პრეტენდენტის მიერ, დასკვნასთან ერთად, ასევე, წარმოდგენილი უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი). წარმოდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტ(ებ)ი უნდა ადასტურებდეს პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას, როგორც დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებაში.

2. პრეტენდენტის მიერ ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების მიზნით, პირველი პუნქტით განსაზღვრული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში, ფასწარმოქმნის ადეკვატურობის შეფასება გაკეთებული უნდა იყოს შეფასების მომენტისთვის არსებული მდგომარეობის განხილვის შედეგად მიღებული მონაცემების გათვალისწინებით და არა სამომავლოდ განსახორციელებელ მანიპულაციაზე ან მომავალში ჩასატარებელ რაიმე ღონისძიებაზე ან მოვლენაზე დაყრდნობით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

2 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

4 Процентов

6.3 duration of guarantee

ელექტრონულ ტენდერში გამარჯვების შემთხვევაში, პრეტენდენტმა ხელშეკრულების გაფორმებამდე, შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საბანკო/სადაზღვევო დაწესებულების მერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

1. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით წარმოდგენილი საბანკო/სადაზღვევო გარანტია მიმწოდებელს არ დაუბრუნდება ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების შემთხვევაში.

2. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის --%-იანი საბანკო/სადაზღვევო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ ერთი თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას, რომელიც გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო.

3. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, შემსყიდველი ვალდებულია, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, უზრუნველყოს გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.

4. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობა და/ან შესრულებაზე უარის თქმა და/ან ხარვეზის აღმოსაფხვრელად მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ღონისძიებების განუხორციელებლობა) შემთხვევაში, მიმწოდებელს საბანკო/სადაზღვევო გარანტიით გათვალისწინებული თანხა არ დაუბრუნდება.

5. თეთრ სიაში დარეგისტრირებულ პრეტენდენტს უნახევრდება გარანტიის ოდენობა.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენის შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტის გაფორმებიდან და საგადასახადო ანგარიშფაქტურის წარმოდგენიდან (დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლანა თუთბერიძე, 592255272, l.tutberidze@sda.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 სატენდერო წინადადების ფასი გამოსახული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში, შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული მიმწოდებლის ყველა ხარჯის (მ.შ კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და გადასახდელები) გათვალისწინებით, დღგ-ს ჩათვლით;
10.1.2 2019 წლის 1 იანვრიდან შემსყიდველი ორგანიზაციები და შესყიდვებში მონაწილეობის მსურველები/პრეტენდენტები/მიმწოდებლები ვალდებულები არიან, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ყველა ელექტრონულ დოკუმენტზე შეასრულონ კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმონ კვალიფიციური ელექტრონული შტამპით. აღნიშნული წესით შესრულებული დოკუმენტი იურიდიული ძალის მქონეა.

დოკუმენტების ელექტრონულად დამოწმება შესაძლებელია:
1) პრეტენდენტის მიერ შექმნილი ნებისმიერი დოკუმენტების (მათ შორის: ფასების ცხრილი, გეგმა-გრაფიკი და სხვა) დამოწმება ცალ-ცალკე, ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
2) სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის ელექტრონულად წარსადგენად შესაძლებელია თავფურცელის (წერილის სახით) უფლებამოსილი პირის მიერ ელექტრონულად ხელმოწერილი ან ორგანიზაციის ელექტრონული შტამპით დამოწმებული სახით მომზადება, რომელშიც მითითებული იქნება, რა მიზნით წარადგენთ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას და აქვე ჩამოთვლით იმ დოკუმენტებსა თუ ინფორმაციას, რომლის წარმოდგენასაც გეგმავთ სატენდერო წინადადებისა თუ დაზუსტებული ინფორმაციის სახით. ასეთ შემთხვევაში წერილის დანართ(ებ)ი არ საჭიროებენ ელექტრონულად დამოწმებას. ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასეთი სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია ჩაითვლება ელექტრონულად დამოწმებულად.

აღნიშნული წესი არ ეხება:
1) არარეზიდენტი პირებს. შესაბამისად, მათ მიერ შექმნილი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია ხელმოწერილი და ბეჭედდასმული (არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს უფლებამოსილი პირის მიერ.
2) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე (https://t.ly/74T1s) განთავსებული რეკომენდაციით გათვალისწინებულ დოკუმენტებს (მათ შორის, ექსელის სახით წარმოდგენილი "ფასების ცხრილი"). შესაბამისად, აღნიშნულ დოკუმენტებზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/შტამპით დამოწმება არაა სავალდებულო და არ გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

10.1.3 სატენდერო წინადადება და თანმხლები დოკუმენტები შედგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე, კერძოდ, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ნოტარიუსთა ელექტრონულ რეესტრში რეგისტრირებულ ნოტარიუსთა მიერ დამოწმებული თარგმანი;
10.1.4 ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ განიხილება;
10.1.5 ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია 8.1 პუნქტში, რომელიც დაზუსტდება "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული წესის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
10.1.6 ტენდე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт

Еще тендеры и закупки за эти даты

15-09-2025 Строительно-монтажные работы .

15-09-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

15-09-2025 Продукты мукомольной промышленности, крахмал и крахмалопродукты .

15-09-2025 Полные или частичные строительные работы и публичные работы.

15-09-2025 Запасные части и аксессуары для автомобилей и для автомобильных двигателей .

15-09-2025 Инструменты, замки, ключи, петли, крепежные устройства, цепи и пружины.





Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru