Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Продукты мукомольной промышленности, крахмал и крахмалопродукты (Грузия - Тендер #67000207)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Khelvachauri Kindergartens Union
Номер конкурса: 67000207
Дата публикации: 15-09-2025
Сумма контракта: 2 175


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016868
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 15.09.2025 16:50
Начало приема предложения 22.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.09.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 2`175.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 15600000-Продукты мукомольной промышленности, крахмал и крахмалопродукты
Коды классификатора
  • 15600000 - Продукты мукомольной промышленности, крахмал и крахмалопродукты
  • 15612100 - Пшеничная мука
  • 15613380 - Овсяные хлопья
  • 15625000 - Манная крупа
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით.
Дополнительная информация
ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებისთვის დაფქული მარცვლეული პროდუქტი, სახამებელი და სახამებლის პროდუქტის შესყიდვა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცის
Шаг снижения цены 22.00 GEL
Размер гарантии 22 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lia shotadze :: 15.09.2025 16:12
  • Последнее исправление: lia shotadze :: 15.09.2025 16:50
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=648057&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს დაფქული მარცვლეული პროდუქტები - ხორბლის ფქვილი უმაღლესი კატეგორია, შვრიის ფანტელი, მანანის ბურღული.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური მახასიათებლები:

1) ხორბლის ფქვილი უმაღლესი კატეგორია - 500კგ:
უმაღლესი ხარისხის, ქარხნული შეფუთვით, დაფასოებული 1-25კგ-იან ტომრებში, მინარევების, უცხო სხეულების, ობისა და სინესტის/სისველის გარეშე, დამახასიათებელი სასიამოვნო სუნის მქონე, არ უნდა დაჰკრავდეს მძაღე, მჟავე ობის, ლპობის სუნი ან გემო. არ უნდა შეიცავდეს გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და ორგანიზმისათვის საშიშ ქიმიურ ელემენტებს. შეფუთვაზე მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა მიწოდებული საქონლის დარჩენილი ვარგისიანობის ვადა უნდა იყოს საერთო ვადის არანაკლებ 70%, მაგრამ არანაკლებ 4 თვისა

2) შვრიის ფანტელი - 250კგ:
ნატურალური პროდუქტი, ყოველგვარი მინარევების გარეშე. არ უნდა შეიცავდეს ქიმიურ დანამატებს. ორგანოლეპტიკურად: მონაცრისფრო-მოყვითალო ფერის, მსუბუქი შვრიის სურნელით, ობის სუნის გარეშე. ქარხნულად შეფუთული 300-500 გმ-იან მუყაოს შეფუთვაში, ეტიკეტირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

3) მანანის ბურღული - 250 კგ:
უმაღლესი ხარისხის, ქარხნული შეფუთვით, დაფასოებული 0,5-1კგ-იან მუყაოს ან პოლიეთილენის ყუთებში, შეფუთვაზე მინიშნებული უნდა იყოს დამზადებისა და ვარგისიანობის ვადა;

შესყიდვის ობიექტის რაოდენობა წარმოადგენს საორიენტაციო/სავარაუდო რაოდენობას, შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ შესყიდვის ობიექტის ფაქტობრივი ათვისება დამოკიდებული იქნება ბავშვთა ფაქტობრივ გამოცხადებაზე.

იმ შემთხვევაში თუკი ა(ა)იპ „ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანებისაგან" დამოუკიდებელი მიზეზების გამო, როგორიცაა პანდემია,ეპიდემია ან/და სხვა დაუძლეველი ძალა,შეწყდება სასწავლო სააღმზრდელო პროცესი ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანება სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე აღარ განახორციელებს საქონლის შესყიდვას, შესაბამისად მიმწოდებელს არ აქვს უფლება შემსყიდველს მოსთხოვოს საქონლის შესყიდვა, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს საქონლის მოწოდება.

სურსათი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს მათ შორის:

სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვისა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

დაფასოებული უნდა იყოს ქარხნული წესით და სათანადოდ ეტიკეტირებული საქართველოს მთავრობის 2016 წლის პირველი ივლისის N301 დადგენილებით დამტკიცებული „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების თაობაზე“ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად.

სურსათი ორგანოლეპტიკური, მიკრობიოლოგიური, ქიმიური და სანიტარულ-ჰიგიენური მაჩვენებლებით უნდა შეესაბამებოდეს საქართველოში მოქმედი სურსათის უვნებლობისა და სანიტარულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 27 ივლისის N376 დადგენილებით დამტკიცებული „ხორბლის ფქვილის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

უნდა აკმაყოფილებდეს „სასურსათო ნედლეულისა და კვების პროდუქტების ხარისხისა და უსაფრთხოების სანიტარული წესებითა და ნორმებით“ (დამტკიცებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს N301/ნ ბრძანებით) განსაზღვრულ სანიტარულ მოთხოვნებს საკვები პროდუქციის დამუშავების ეტაპებზე და წარმოებაში პროდუქციის ახალი სახეობის ჩაშვების, მისი გადამუშავების, წარმოების, შენახვის, ტრანსპორტირების, შესყიდვის, ქვეყანაში შემოტანისა და რეალიზაციის დროს (შემდგომში – საკვები პროდუქციის მიმოქცევისას).

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის N72 დადგენილებით დამტკიცებული ,,სურსათთან დაკავშირებული ტარის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დამტკიცების წესის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს სასურსათო პროდუქტის შესაფუთ მასალებსა და ნაკეთობებში ქიმიურ ნივთიერებათა საკონტროლო მაჩვენებლებისა და მიგრაციის დასაშვებ რაოდენობას, რომელიც ზიანს არ აყენებს სურსათს და უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისათვის.

უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №567 დადგენილებით დამტკიცებული „სურსათში ზოგიერთი დამაბინძურებლის (კონტამინანტის) მაქსიმალურად დასაშვები ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ ნორმებს.

არსებული ნორმატიული დოკუმენტის ცვლილების ან/და ახალი ნორმატიული დოკუმენტ(ებ)ის შემოღების შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია საქონელი და მასთან დაკავშირებული გარემოებები შეუსაბამოს შეცვლილ გარემოებებს.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს საქონლის ტექნიკური მახასიათებლები - დანართი N1-ის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდება ხორციელდება ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით,

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

საქონლის მიწოდების ადგილად განისაზღვროს ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფები:
1. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #1 - მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური);
2. ერგეს საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ერგე;
3. თხილნარის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი თხილნარი;
4. სალიბაურის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი სალიბაური;
5. განთიადის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი განთიადი;
6. ჭარნალის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჭარნალი;
7. ორთაბათუმის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ორთაბათუმი;
8. ახალშენის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალშენი;
9. ჩიქუნეთის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩიქუნეთი;
10. აჭარისწყლის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი აჭარისწყალი;
11. ახალისოფლის საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი; 12. მახოს საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახო.
13. ქედქედის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქედქედი.
14. კირნათის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი კირნათი.
15. ხელვაჩაურის საბავშვო ბაღი #2- მის: ქ. ბათუმი, ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის ქ. #20.(დაბა ხელვაჩაური);
16. ფერიის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფერია.
17. მახინჯაურის საბავშვო ბაღი - მის: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი მახინჯაური.
18 ახალისოფლის ახალი საბავშვო ბაღი - მის.: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ახალისოფელი;

არსებულ მისამართებს შესაძლებელია დაემატოს სხვა მისამართებიც.



საქონლის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად კვირაში ერთჯერ, სამუშაოო საათებში, 09:00-18:00 სააათამდე.

მისაწოდებელი საქონლის რაოდენობა, კონკრეტული სახეობა და მიწოდების კონკრეტული დღე განისაზღვრება შემსყიდველისაგან ელექტრონული ფორმით წინასწარ მიცემული შეკვეთის საფუძველზე (მიმწოდებლს შეკვეთა გადაეგზავნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე @mail), შემსყიდველის მიერ ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეკვეთის გაგზავნის თარიღი ითვლება - შეკვეთის მიცემის თარიღად, ხოლო შეკვეთაში დაფიქსირებული მიწოდების თარიღი - მიწოდების თარიღად.

საქონლის მიწოდებისთვის შემსყიდველი მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 1-2 დღისა

საქონლის მიწოდებისთვის განკუთვნილ სატრანსპორტო საშუალებაში/საშუალებებში დაცული უნდა იყოს საქონლის შენახვისა და ტრანსპორტირებისთვის საჭირო ყველა პირობა

მიმწოდებელი ვალდებულია მიწოდების დროს საქონელი განათავსოს საბავშვო ბაღის წარმომდგენლის მიერ მითითებულ ადგილზე;

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის შესახებ დანართი N3- ის შესაბამისად.

იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი არ წარმოადგენს ინფორმაციას წარმოშობის წყაროსა და მწარმოებლის შესახებ, პრეტენდენტი დაზუსტების გარეშე დაექვემდბარება დისკვალიფიკაციას..

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

შესყიდვის ობიექტის მიწოდება განხორციელდება ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებში: დაზუსტებული გეგმა-გრაფიკი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის, ხელშეკრულების გაფორმებისას.

2.9 other additional requirements

2.9.1. პრეტენდენტმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ:

2.9.1.1. იმპორტირებული პროდუქტის მოწოდების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია ყოველ მოწოდებულ პარტიასთან ერთად წარმოადგინოს საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი და ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი. ხოლო ადგილობრივი წარმოების შემთხვევაში მხოლოდ ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამისობის სერტიფიკატი. ზეთის შემთხვევაში წარმოდგენილი დოკუმენტიდან უნდა დასტურდებოდეს შესაბამისობა ISO 6885:2006 (ან უფრო ახალი) ან ГОСТ 1129-2013 სტანდარტებთან.

2.9.1.2.მომწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (მაგრამ ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში თითოეულ პროდუქტზე არაუმეტეს სამჯერ) 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს მას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციის მიერ გაცემული დასკვნა/წერილი (გამოცდის ოქმით) პროდუქტის ორგანოლეპტიკური, ფიზიკო–ქიმიური, მიკრობიოლოგიური და სანიტარულ ჰიგიენური პარამეტრების შესახებ; გამოცდის ოქმში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია ცხიმიანობის შესახებ.
2.9.1.4. ხარისხის დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში არაუმეტეს ოთხჯერ განახორციელოს საქონლის ნიმუშის აღება და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში" ან სხვა აკრედიტირებული ორგანიზაციაში შემოწმება. შემოწმებას უზრუნველყოფს მიმწოდებელი (მათ შორის ხარჯების ანაზღაურებას). ლაბორატორიული შემოწმების ოქმებში მითითებული მაჩვენებლებით უნდა დგინდებოდეს ხელშეკრულების ტექნიკური სპეციფიკაციით მოთხოვნილი მაჩვენებლები და პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი შესაბამისი სტანდარტებით განსაზღვრულ ხარისხის და უსაფრთხოების მაჩვენებლებს. თუ პროდუქტის შენახვის პირობებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს კონკრეტული გამოცდის შედეგებზე, საქონლის ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს პროდუქტის მიწოდების მომენტში. ასეთ შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს პროდუქციის შესაბამისობის შემოწმება კონკრეტულ თარიღში (საქონლის ვარგისიანობის ვადაში.)

sample and/or expertise conclusion

3.1.1 requirements related to a sample and/or expertise conclusion

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული საქონლის ნიმუშები (ყველა პოზიციაზე თითო ერთეული (შეფუთვა))

3.1.2 time limits for providing a sample and/or expertise conclusion

3.1.3 venue for providing a sample and/or expertise conclusion

პრეტენდნეტმა ნიმუში უნდა წარმოადგინოს შემსყიდველი ორგანიზაციის მისამართზე - ქ. ბათუმი დიდაჭარის ქ. N-25,ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე(რაც გულისხმობს პროექტით გათვალისწინებული პროდუქციის/საქონელის საბაზრო ღირებულებისაგან მკვეთრად განსხვავებული ღირებულების წარმოდგენას), შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, კერძოდ: შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება ან ანგარიშფაქტურა, სასაქონლო ზედნადები,(ინვოისი) ან/და სხვა ისეთი დოკუმენტები (ექსპერტიზის დასკვა ან/და მოქმედი აუდიტი, ) რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ ელექტრონულ სისტემაში დაფიქსირებულ საბოლოო ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შესაძლებლობას. აღნიშნული დასაბუთების წარმოუდგენლობა გამოიწვევს ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

1. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებზე გადარიცხვით, ანგარიშსწორების ვალუტა-ლარი.
2. ანგარიშსწორება მიმწოდებელთან ხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად მოწოდებული საქონლის მიხედვით, უნაღდო ანგარისწორების წესით, მიმწოდებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.
3. ანგარიშსწორების საფუძველია მხარეების უფლებამოსილი პირების მიერ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

7.3 time limits for step by step and/or final payment

მიმწოდებელთან ანგარიშსწორება განხორციელდება დოკუმენტაციის(გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადები ან/და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა) წარმოდგენიდან 10(ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

ლია შოთაძე, 593888813, lia.shotadze1988@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

ინსტრუქცია ტენდერში მონაწილეთათვის

10.1.1. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
10.1.2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.1.3.სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ვალდებულია, სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა ( აღნიშნული ჩანაწერი არ ვრცელდება ფასების ცხრილის/ხარჯთაღრიცხვის Excel-ის ფორმატით წარდგენის შემთხვევაზე).
10.1.4. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება.
10.1.5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
10.1.6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში.
10.1.7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარში.
10.1.8. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის ადგილობრივი თვითმართველი ერთეულის ბიუჯეტი.
10.1.9. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება

10.1.10.სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციის თანახმად ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი შესრულებისათვის (მათ შორის, ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების დროს) შემსყიდველმა ორგანიზაციებმა შესაძლებელია განსაზღვრონ პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების არაუმეტეს 0,02%-ის ოდენობით. თუმცაღა, იმავე რეკომენდაციის თანახმად შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპის გათვალისწინებით, შესყიდვის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებული რისკებისა და პირგასამტეხლოს დანიშნულების მხედველობაში მიღებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განსაზღვროს რეკომენდაციით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტი, თუმცა „გონივრული ოდენობით“. წინამდებარე ტენდერის შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს მცენარეული ზეთის შესყიდვა, რომლის შესყიდვაც ხორციელდება ა(ა)იპ ხელვაჩაურის საბავშვო ბაღების გაერთიანების სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის შემავალ ბაღებში მოსიარულე ბავშვებისათბის,მოსაწოდებელი პროდუქტის ერთი დღის პირგასამტეხლო 0,02% არის ძალიან მიზერული და პროდუქციის დროული მოწოდება დაწესებულებისათვის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რადგანაც პროდუქციის დაგვიანებით მოწოდება გამოიწვევს ბაგა-ბაღებში მოსიარულე აღსაზრდელებისთვის საკვები პროდუქტების მიწოდების შეფერხებას. აღნიშნულიდან გამომდინარე ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველმა ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლო განისაზღვროს შემდეგნაირად: ხელშეკრულების პირობების არაჯეროვანი ან/და ვადაგადაცილებით შესრულების შემთხვევაში მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შესასრულებელი ვალდებულების შესაბამისი ღირებულების 1%-ის ოდენობით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru