Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Самолеты и космические аппараты (Грузия - Тендер #66940696)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 66940696
Дата публикации: 12-09-2025
Сумма контракта: 15 970


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016771
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 12.09.2025 16:07
Начало приема предложения 22.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 24.09.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 15`970.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 34700000-Самолеты и космические аппараты
Коды классификатора
  • 34711200 - Беспилотные самолеты
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
პროექტი LEARN4SEA - „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში, 1 კომპლექტი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) სახელმწიფო შესყიდვა.
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 160.00 GEL
Размер гарантии 160 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 11.09.2025 15:09
  • Последнее исправление: pavle antelava :: 12.09.2025 16:07
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=647648&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

პროექტი LEARN4SEA - „ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“ ფარგლებში, 1 კომპლექტი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) კომპლექტაცია უნდა მოიცავდეს:

- უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი-კვადროკოპტერი) - 1 ცალი (იხ. დანართი N1- ტექნიკური დავალება);
- დრონის სამართავი კონტროლერი ინტეგრირებული მონიტორით - 1 ცალი;
- დრონის ელემენტი - 4 ცალი;
- პროპელერების წყვილი - 3 წყვილი;
- ელემენტების სატენი ჰაბი - 1 ცალი;
- ელემენტების სატენი შესაბამისი კვების კაბელით - 1 ცალი;
- კაბელი Type-C to Type-C- 1 ცალი;
- კაბელი USB-A to USB-C- 1 ცალი;
- კვადროკოპტერის მოდელის შესაბამისი ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი ქეისი - 1 ცალი;
- თავსებადი მეხსიერების ბართი, არანაკლებ 64 GB- 1ცალი;
- გიმბალის დამცავი- 1ცალი;
- თავსებადი მოდემი- 1ცალი;
- მხრებზე ჩამოსაკიდი კონტროლერის სამაგრი ბრეკეტი-1 ცალი.


შენიშვნა: დიდი მოცულობის და სპეციფიკურობის გამო, შესასყიდი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) დეტალური ტექნიკური პარამეტრები იხილეთ დანართ N1-ში (ტექნიკური დავალება).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) სამუშაო დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს მისამართზე - ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის გამზირი N150, მე-10 სართული.

2. მიმწოდებელმა შემსყიდველისგან ყოველგვარი დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის პერსონალის ტრენინგი - მიმწოდებელმა შესყიდვის ობიექტის მიწოდების დროს შემსყიდველთან შეთანხმების საფუძველზე, უნდა მოახდინოს საველე სატესტო ფრენა შემყიდველის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას, ქ. თბილისის მასშტაბით, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სრული პროცესის სწავლება და ტრენინგი - ფრენის მისიების დაგეგმვა, მათი უსაფრთხო განხორციელება.

3. შესყიდვის ობიექტზე მიღება-ჩაბარების აქტი გაფორმდება შესყიდვის ობიექტის მოწოდების, ტრენინგის ჩატარების და სატესტო ფრენის განხორციელების შემდგომ (სატესტო ფრენა განხორციელდება შემსყიდველის მიერ წინასწარ შერჩეულ ადგილას, ქ. თბილისის მასშტაბით).

1.7.1 requirement related to guarantee period

1. შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი-კვადროკოპტერი) უნდა იყოს ახალი, ქარხნულად აწყობილი, დაზიანების გარეშე. მოწოდებულ დრონზე უნდა ვრცელდებოდეს მინიმუმ 1 (ერთი) წლიანი გარანტია, ხოლო დრონის ელემენტებზე მინიმუმ 1(ერთი) წლიანი გარანტია ან მინიმუმ 200 დატენვა. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის წერილი, ან მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული - ლინკი, რითიც დადასტურდება გარანტიის მოქმედების ვადები (უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის). საგარანტიო პერიოდის განმავლობაში შესყიდული პროდუქციის ექსპლუატაციისას, ექსპლუატაციის ნორმების დაცვის პირობებში, დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია, წუნდებული საქონლის ან მისი ნაწილის შეკეთება ან შეცვლა განახორციელოს შემსყიდველის მხრიდან რაიმე დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

2. საგარანტიო პერიოდის განმავლობაში, საქონლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მიმწოდებელმა საკუთარი სახსრებით უნდა განახორციელოს საქონლის შეკეთება ან შეცვლა ახალი საქონლით და მისი გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა, შემსყიდველის წერილობითი დავალების მიღებიდან არაუმეტეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (სირთულის მიხედვით). წუნის/ხარვეზის/დეფექტის მქონე საქონლის შეცვლის შემთხვევაში, საქონლის ტრანსპორტირება და წუნდებულის საქონლის შეცვლასთან დაკავშირებული ყველა ხარჯის გაწევა უნდა უზრუნველყოს მიმწოდებელმა.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

მოითხოვება ინფორმაცია შესყიდვის ობიექტის მწარმოებელი ქვეყნის, მწარმოებლის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N2 - ფასების ცხრილის მიხედვით.

შენიშვნა:

იმ შემთხვევაში, თუ წარმოებულ პროდუქციას არ გააჩნია მოდელი, ფასების ცხრილის (დანართი N2) შესაბამის გრაფაში უნდა გაკეთდეს შესაბამისი ჩანაწერი, მაგალითად - "მოდელი არ გააჩნია" ან მსგავსი აღმნიშვნელი ჩანაწერი.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) მწარმოებლის მიერ საქართველოში ავტორიზებული უნდა იყოს მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი სერთიფიკატი ან მწარმოებლის წერილი ან მწარმოებლის ვებ-გვერდის მისამართი (ე.წ. ლინკი), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მწარმოებლის მიერ საქართველოში ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ (კომპანიის დასახელების და მისამართის მითითებით).


შენიშვნა:
უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: PRODUCT TECHNICAL DATA SHEET); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის.

შენიშვნა:
უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შემსყიდველის პერსონალის ტექნიკური მხარდაჭერა მინიმუმ 1 წლის განმავლობაში.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან მოითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობა შესაძლებელია დასაბუთდეს სსიპ ,,ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული პირის ან დამოუკიდებელი სერტიფიცირებული აუდიტის დასკვნით (დასკვნას თან უნდა ახლდეს დასკვნის გამცემი ორგანოს შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც დაადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ასეთი მოთხოვნიდან არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველს წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების 100% - ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საავანსო საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა.
გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.
გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

2. მიმწოდებელი ვალდებულია, წინასწარი ანგარიშსწორების შედეგად მიღებული თანხა გამოიყენოს მხოლოდ ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესასრულებლად.

3. ზემოაღნიშნულ ვადებში საბანკო გარანტიის წარმოუდგენლობის შემთხვევაში შემსყიდველი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

4. შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების შემთხვევაში, მიმწოდებელი. ვალდებულია, უზრუნველყოს გარანტიის ვადის გაგრძელება და შემსყიდველს წარუდგინოს აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცვლილება/ახალი საბანკო გარანტია).

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება–ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის საფუძველზე ან/და წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციის 7.1.1 მუხლით გათვალისწინებული წინასწარი ანგარიშსწორების (საავანსო) გარანტიის საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის ან საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, Pavle.Antelava@nea.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი (გამონაკლისს წარმოადგენს, როდესაც წარმოდგენილია ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი");
2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში;
8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ეკვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება;
9. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: "ინოვაციური ერთობლივი სწავლება შავი ზღვის აუზში მცხოვრები თემების გარემოსადმი მეგობრული ქცევის ჩამოსაყალიბებლად“, 2025 წლის საგრანტო სახსრები N3086;
10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) ფასების ცხრილი - დანართი N2-ის შესაბამისად (PDF ფორმატის ფაილი დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით);

ბ) პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლითაც დადასტურდება შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი პარამეტრების შესაბამისობა შემოთავაზებულ პროდუქციასთან (მაგ: PRODUCT TECHNICAL DATA SHEET); ან/და პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებაში უნდა მიუთითოს ელექტრონული მისამართი - მწარმოებლის ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული ,,ლინკი”, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს ექნება საშუალება მოიძიოს ინფორმაცია შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით; ან/და პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ ხელმოწერით დადასტურებული შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) ტექნიკური დოკუმენტაცია, რომლის მიხედვითაც შემსყიდველს საშუალება ექნება შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკური პირობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის (უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის).

გ) სატენდერო დოკუმენტაციის 1.7.1 მუხლით გათვალისწინებული მწარმოებლის წერილი, ან ოფიციალური ვებ-გვერდის ბმული - ლინკი, რითიც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის გარანტიის მოქმედების ვადები;

დ) შემოთავაზებული უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი-კვადროკოპტერი) მწარმოებლის მიერ საქართველოში ავტორიზებული უნდა იყოს მინიმუმ ერთი სერვის ცენტრი. ზემოაღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში უნდა წარმოადგინოს დამადასტურებელი სერთიფიკატი ან მწარმოებლის წერილი ან მწარმოებლის ვებ-გვერდის მისამართი (ე.წ. ლინკი), რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მწარმოებლის მიერ საქართველოში ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ - კომპანიის დასახელების და მისამართის მითითებით (უცხოენოვანი დოკუმენტაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ნოტარიულად დამოწმებული ქართულენოვანი თარგმანით, ხოლო ვებ-გვერდის ბმულის ,,ლინკი”-ის წარმოდგენის შემთხვევაში თარგმანი სავალდებულო არ არის).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru