Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Отделочные строительные работы (Грузия - Тендер #66853353)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Environmental Agency
Номер конкурса: 66853353
Дата публикации: 09-09-2025
Сумма контракта: 16 663


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016521
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.09.2025 18:46
Начало приема предложения 25.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 30.09.2025 16:00
Предполагаемая цена закупки 16`663.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45400000-Отделочные строительные работы
Коды классификатора
  • 45442180 - Работы по перекрашиванию
Срок подачи იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) პირველ სართულის სარემონტო სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა
Количество и объём закупок იხ. სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 170.00 GEL
Размер гарантии 167 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: pavle antelava :: 04.08.2025 14:39
  • Последнее исправление: pavle antelava :: 09.09.2025 18:46
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=642672&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობის (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150) პირველ სართულზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ტექნიკური დავალება:

სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შესრულდეს ტექნიკურ დავალებაში, ფასების ცხრილებში (ხარჯთაღრიცხვა), ნახაზებსა და რენდერებში მოცემული პირობების და რაოდენობების შესაბამისად.
პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ხარჯთაღრიცხვის (შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი, სატენდერო წინადადების ფასი, ფასების ცხრილი) წარმოდგენისას უნდა იხელმძღვანელოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 12 ივლისის N1-1/1463 ბრძანებისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად.
სატენდერო დოკუმენტაციაში (ხარჯთაღრიცხვაში) ჩამოთვლილ საქონელზე, სადაც მითითებული იქნება კონკრეტული საქონლის ნიშანი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი იგულისხმება მსგავსი, უკეთესი ან ექვივალენტური.

სარეაბილიტაციო ფართებზე ჩასატარებელი სამუშაოების აღწერა:

სარეაბილიტაციო სამუშაოები მოიცავს პირველ სართულზე არსებულ დაცვისა და საწყობის ოთახის სივრცეში დამატებითი თაბაშირმუყაოს ტიხრების მოწყობას, ახალი კარის ღიობებით და რესეფშენის სივრცეში ფანჯრის წინ თეჯირის მოწყობას საპროექტო ვიზუალის შესაბამისად.

სამუშაოს შესრულების ვადა:

მიმწოდებლის მიერ შესასრულებელი სამუშაოების მიწოდების ვადა შეადგენს არაუმეტეს 30 კალენდარულ დღეს (ექსპერტიზის მომსახურების ჩათვლით).
შემსყიდველი უფლებამოსილია მოსთხოვოს მიმწოდებელს სამუშაოთა წარმოების შეჩერება გარკვეული დროით (აღნიშნული დროის სავარაუდო ან ზუსტი მითითებით). ასეთ შემთხვევაში განაცდური დრო არ ჩაითვლება ვადაგადაცილებაში.

სამუშაოს შესრულების ფორმა და ადგილი:

მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი სამშენებლო ნორმების, გარემოსდაცვითი ნორმებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესაბამისად.

სამუშაოების შესრულების ადგილია - ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150.

საჭიროების არსებობისას, ასევე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, მიმწოდებელმა გარკვეული ტიპის სამუშაოები უნდა აწარმოოს არასამუშაო დღეებში (შაბათი, კვირა) და არასამუშაო საათებში (18:00 სთ-ის შემდეგ).

ობიექტის/ტერიტორიის გადაცემა, უსაფრთხოება, სამობილიზაციო სამუშაოები:

სამუშაო ობიექტის, ადგილის გამოყოფა წარმოადგენს შემსყიდველის მოვალეობას. სამუშაოების დაწყებამდე მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულებისას საქმის კურსში ჩააყენოს შემსყიდველი ყველა განსაკუთრებული გარემოებების წარმოშობის შესახებ.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია მის მიერ ობიექტის ტერიტორიაზე წარმოებული ყველა საქმიანობის უსაფრთხოებაზე. პასუხისმგებელია სამუშაოსათვის გამოყოფილი ადგილის გამოყენებაზე და სამუშაოს დასრულების შემდეგ გარემოს საჭირო და სათანადო აღდგენაზე.
მიმწოდებელი პასუხისმგებელია შეასრულოს სამუშაო უსაფრთხო და ეკოლოგიურად მისაღები გზით და ვალდებულია დაიცვას შემდეგი პირობები: მინიმუმამდე დაიყვანოს მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა.
სამუშაოების დასრულების შემდეგ შემსრულებელი თავისი ძალებით და სახსრებით 5 დღის განმავლობაში ვალდებულია გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი სამშენებლო მოწყობილობა- დანადგარებისაგან, მასალებისაგან, დროებითი ნაგებობებისაგან, სამშენებლო ნარჩენებისაგან და ა.შ.
მიმწოდებელი საქართველოში ტექნიკური უსაფრთხოების და გარემოს დაცვასთან დაკავშირებით მოქმედი კანონების და ნორმების შესაბამისად ვალდებულია მიიღოს უსაფრთხოების აუცილებელი ზომები ობიექტის ზონაში ხანძრის გაჩენის და აფეთქების თავიდან ასაცილებლად.
აღნიშნულ ობიექტზე სამუშაოების პროცესში მიმწოდებლის მიერ გამოყენებული ყველა მასალა-მოწყობილობა უნდა იყოს ახალი, ქარხნული წარმოების და მაღალის ხარისხის, რაზეც შემსყიდველს უფლება აქვს, სურვილისამებრ მოითხოვოს საერთაშორისო სტანდარტის დამადასტურებელი სერთიფიკატ(ებ)ი, ასევე სამუშაოების ნებისმიერ ეტაპზე შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოა წარმოდგენილ იქნას აღნიშნული სამუშაოებისთვის განკუთვნილი გამოსაყენებელი მასალებისა და მოწყობილობების ნიმუშები მოთხოვნიდან 2 სამუშაო დღის ვადაში (მოთხოვნა შესაძლოა განხორციელდეს როგორც წერილობით ასევე სიტყვიერად), აღნიშნული ნიმუშები, როგორც ხარისხის, ასევე ვიზუალური თვალსაზრისით შეიძლება დაწუნებულ იქნას შემსყიდველის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ნიმუშები არ იქნება მოწონებული შემსყიდველის მიერ, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს შემსყიდველის მიერ მითითებულ ვადაში შემსყიდველისათვის მისაღები სხვა ნიმუში, მასალა და მოწყობილობა.

შენიშვნა:
სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებისას მიმწოდებელმა უნდა გაითვალისწინოს შენობაში არსებული მომიჯნავე საოფისე ფართებში არსებული მომუშავე პერსონალის უსაფრთხო, შრომითი პირობების უზრუნველყოფა და ხელის არ შეშლა.
გასათვალისწინებელია შენობის ადგილმდებარეობა და ტერიტორიული სიმჭიდროვე, შესაბამისად დემონტირებული (ასევე ნარჩენი სამშენებლო მასალები) ნარჩენების ტრანსპორტირება მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს პერიოდულად უმოკლეს დროში.

- სამუშაოების განხორციელებისას გამოყენებული მასალების ტექნიკური მახასიათებლები როგორიცაა ფერი, ფაქტურა, ზომები და ფორმები გამოყენებამდე შეთანხმებული უნდა იყოს შემსყიდველთან.
- სამუშაოების შესრულების პროცესში ყველა გამოყენებული მასალა და მოწყობილობა უნდა იყოს მაღალი ხარისხის და შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს.
- ამასთანავე, შემსყიდველის მოთხოვნის და ასეთის არსებობის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე წარმოადგინოს შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სერთიფიკატები).
- მიმწოდებელი ვალდებულია დეტალურად შეისწავლოს საპროეტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. შემსყიდველი გამოხატავს მზაობას გაუწიოს ორგანიზება სამუშაო თათბირს სადაც წარმოდგენილი იქნებიან საპროექტო, საზედამხედველო, მიმწოდებლის და შემსყიდველის წარმომადგენლები.

ინსპექტირება:
მიმწოდებელმა უნდა განახორციელოს პროექტის მენეჯერის ან ტექნიკური ზედამხედველის ყველა მითითება/განკარგულება, რომელიც შეესაბამება იმ ადგილის კანონმდებლობას, სადაც ობიექტია განლაგებული.

შემსყიდველს უფლება აქვს მიმწოდებლის მიერ სამუშაოს განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე, განახორციელოს ინსპექტირება. მიმწოდებელი ვალდებულია ფარული სამუშაოები აწარმოოს ტექნიკური ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის წევრის (წევრების) უშუალო ზედამხედველობის ქვეშ.

ინსპექტირებას ახორციელებს შემსყიდველის უფლებამოსილი წარმომადგენლები, კერძოდ დაქირავებული საზედამხედველო კომპანია/შემსყიდველის მიერ შესაბამისად განსაზღვრული პირი.

საზედამხედველო პირის ფუნქციებია:

1. ტექნიკური ზედამხედველი უფლებამოსილია სამუშაოების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე მოახდინოს სამუშაოების შემოწმება მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად, რომლის მიზანია მისი შესაბამისობის დადგენა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
2. გაუწიოს სისტემატიური ინსპექტირება საპროექტო გადაწყვეტილებების დაცვაზე, ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნებზე.
3. შესრულებული სამშენებლო სამუშაოების, გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების საპროექტო გადაწყვეტასთან, სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნებთან, სტანდარტებთან, ტექნიკურ პირობებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის ინსპექტირება.
4. სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში გამოვლენილი დეფექტების აღმოფრისათვის საკითხის დროულად დაყენება და შესრულებაზე ინსპექტირება.
5. მშენებლობაზე გამოყენებული კონსტრუქციების, ნაკეთობებისა და მასალების ტექნიკური პასპორტების, სერტიფიკატების, ლაბორატორიული შემოწმების შედეგებისა და ხარისხის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტების არსებობის შემოწმება.
6. მონაწილეობა სამშენებლო ინსპექტირებისა და მშენებლობის ცალკეული ეტაპის სამშენებლო სამუშაოთა ხარისხის შემოწმება - შეფასებაში და პროექტთან შესაბამისობის დადგენაში.
7. პირველადი საშემსრულებლო ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებაზე ინსპექტირება და სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ნაკლოვანებებისა და დეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, ამ უკანასკნელის ოპერატიულად აღმოფხვრისათვის ღონისძიებების გატარება და საჭიროების შემთხვევაში მასში ცვლილებების შეტანაზე საკითხის დაყენება / შეტყობინება შემსყიდველს.
8. მონაწილეობა მუშა კომისიების მიერ ცალკეული სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე და საპროექტო მონაცემთა შესაბამისობაზე ჩატარებულ შემოწმებებში.
9. სამუშაოთა ცალკეული ეტაპის დასრულების შემდეგ ტესტირების ჩატარების მოთხოვნა.

შენიშვნა:
ტექნიკური დავალების დიდი მოცულობიდან გამომდინარე იხ. დანართი N1 (ტექნიკური დავალება).

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში (ექსპერტიზის მომსახურების ჩათვლით).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზ. N150 - სსიპ "გარემოს ეროვნული სააგენტოს" ადმინისტრაციული შენობა.

1.6 guarantee period for the works to be performed

1. შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადებად (გარდა მექანიკური და დივერსიული ზემოქმედებისა) განისაზღვროს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 6 (ექვსი) თვე.

2. საგარანტიო ვადის განმავლობაში შესრულებული სამუშაოებზე (საქონელზე) დეფექტის/წუნის/ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში იგი უნდა შეკეთდეს ან შეიცვალოს ახლით, მიმწოდებელი ვალდებულია აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით, შემსყიდველის წერილობითი მოთხოვნის შესაბამისად დადგენილ ვადაში.

3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე წარმოადგინოს მიწოდებული სამუშაოს ღირებულების 5%-ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის" მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, ეროვნულ ვალუტაში - ლარში, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 30 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემულ 6 თვიან პერიოდს (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

4. თუ ხელშეკრულების საგარანტიო პერიოდის ვადის გასვლამდე გამოვლენილი ხარვეზების შედეგად შემსყიდველს მიადგა ზარალი აღნიშნული გარანტიით განსაზღვრულ ღირებულებაზე მეტი ოდენობით, მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას გადაუხადოს შემსყიდველს შესაბამისი ზიანის ღირებულების ნარჩენი ღირებულება ან აღმოფხვრას წუნი საკუთარი ხარჯებით.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობების სამშენებლო ან/და შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება (ერთი შესრულებული პროექტი მაინც). გამოცდილებაში წარმოდგენილი ობიექტ(ებ)ის ხელშეკრულების შესრულების ფაქტობრივი ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი ხელშეკრულებები და შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტები.
აგრეთვე, საჭიროების შემთხვევაში, შესრულებული სამუშაოების დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია რითიც დადასტურდება პრეტენდენტის მიერ ზემოაღნიშნული სამშენებლო სამუშაოების მიწოდების გამოცდილება. ხოლო თუ პრეტენდენტს ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან მითითებულ უნდა იქნას შესაბამისი SPA, NAT, DAP, CMR ან სხვა ნომრები დანართი N3-ის შესაბამისად.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ დანართი N3-ის წარმოდგენა ხდება, თუ მას ხელშეკრულებ(ები)ა გაფორმებული აქვს სახელმწიფო შემსყიდველ ორგანიზაციასთან.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

მიმწოდებელი ვალდებულია, საბოლოო შესრულებულ სამუშაოებზე, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, შემსყიდველი ორგანიზაცია პრეტენდენტისაგან ითხოვს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებას, რაზეც პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი უნდა იქნას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ან/და სხვა აკრედიტირებული პირის მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნა (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელშიც ტექსტობრივად მკაფიოდ უნდა იკვეთებოდეს, 2017 წლის 26 სექტემბრის საქართველოს მთავრობის N439 დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკის“ მოთხოვნებთან დასკვნის შესაბამისობა. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ სატენდერო ხარჯთაღრიცხვაში (სატენდერო წინადადების საბოლოო ფასის შესაბამისი ხარჯთაღრიცხვა (შესაბამისი ტენდერის უნიკალური ნომრის მითითებით) დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით ამავე ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესაძლებლობა. ექსპერტიზის დასკვნას თან უნდა ერთვოდეს სატენდერო ხარჯთაღრიცხვა და რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა;
2. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული პირობები.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

1. იმ შემთხვევაში თუ სამუშაოების დასრულების ვადა გადაცდა 2025 წლის 15 დეკემბერს, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, ასეთი მოთხოვნიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველს წარუდგინოს სახელშეკრულებო ღირებულების აუთვისებელი თანხის 100% - ის ოდენობის უპირობო, გამოუთხოვადი საბანკო გარანტია (გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ ,,საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური“-ს მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან), რომლის თანახმადაც გარანტიის გამცემი თანახმაა პირველივე მოთხოვნისთანავე, შემსყიდველის მხრიდან ყოველგვარი დასაბუთებისა და დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე არაუგვიანეს 10 (ათი) საბანკო დღის ვადაში აანაზღაუროს შემსყიდველის მიერ მოთხოვნილი თანხა.

2. გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

3. გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი უფლებამოსილი პირის მიერ და ბეჭედდასმული).

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის ან/და საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემდგომ.

მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების საფუძველს წარმოადგენს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ორგანოს (ასეთის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ორგანოს აკრედიტაციის მოწმობა) მიერ შესრულებულ სამუშაოთა მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით გაცემული დასკვნა (შენიშვნა: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ან სხვა აკრედიტირებული ორგანოში დასკვნის მომზადების ხარჯებს ანაზღაურებს მიმწოდებელი);
ბ) ფორმა #2 რომელიც დადასტურებული იქნება სამუშაოთა შემსრულებლის ხელმოწერით;
გ) ფარული სამუშაოების შესრულების აქტ(ებ)ი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის - ტექნიკური ზედამხედველის და სამუშაოთა შემსრულებლის წარმომადგენლის ხელმოწერით;
დ) შემსყიდველის მიერ განსაზღვრული ინსპექტირების განმახორციელებელი ჯგუფის დასკვნა;
ე) სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია;
ვ) პროექტის ზედამხედველი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კომპანიის/პირის შესაბამისობის დასკვნა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით შედგენილი ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც საჭიროა ექსერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება, მხარეებს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტისა და შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის ან/და საავანსო საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

პავლე ანთელავა, 555333415, Pavle.Antelava@nea.gov.ge ტექნიკურ საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე 591088177 - გელა ბოხაშვილი.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ელექტრონულ ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ორიგინალის სახით (ასლის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული ასლი) ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი;
2. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტები და/ან ინფორმაცია უნდა იქნას ელექტრონულად ხელმოწერილი შესაბამისად უფლებამოსილი პირის მიერ ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად (გარდა excel - ის ფორმატის ფაილისა), კერძოდ: პრეტენდენტი, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, ვალდებულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით (იხ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს რეკომენდაციები). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა;
4. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული წინადადება;
5. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით;
6. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარებში;
7. ანგარიშსწორება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ლარებში.
8. სატენდერო დოკუმენტაციაში შესყიდვის ობიექტის აღწერილობაში, სადაც მითითებული არის სასაქონლო ნიშანი, პატენტი, მოდელი, წარმოშობის წყარო ან მწარმოებელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), იგულისხმება „მსგავსი“, „ექვივალენტური“. ამასთან, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრები არის შემსყიდველის მიერ დადგენილი მინიმალური მოთხოვნები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული სატენდერო წინადადება;
9. სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო: 2025 წლის - სახელწიფო მიზნობრივი ქვეპროგრამა "სააგენტოს მართვა და ადმინისტრირება".


10. პრეტენდენტის მიერ შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ინფორმაცია/დოკუმენტაცია:

ა) თანხმობა ტექნიკურ დავალებაზე დანართი N1-ის შესაბამისად;
ბ) ხარჯთაღრიცხვა (დანართი N2) - როგორც excel - ის ისე PDF ფორმატის ფაილი;
გ) პრეტენდენტს 2023 წლის 01 იანვრიდან ამ ტენდერის გამოცხადებამდე უნდა გააჩნდეს შენობა-ნაგებობების სამშენებლო ან/და შენობა-ნაგებობების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების გამოცდილება (ერთი შესრულებული პროექტი მაინც). გამოცდილებაში წარმოდგენილი ობიექტ(ებ)ის ხელშეკრულების შესრულების ფაქტობრივი ღირებულება უნდა იყოს არანაკლებ 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობის. აღნიშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, სატენდერო წინადადებასთან ერთად უნდა ატვირთოს შესაბამისი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru