Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Автомобили (Грузия - Тендер #66853348)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Railway"
Номер конкурса: 66853348
Дата публикации: 09-09-2025
Сумма контракта: 509 300


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016520
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 09.09.2025 18:37
Начало приема предложения 05.10.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 10.10.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 509`300.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 34100000-Автомобили
Коды классификатора
  • 34140000 - Транспортные средства большой мощности
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტის შესაბამისად
Дополнительная информация
ამწე კალათის შესყიდვა / Procurement of a crane basket
Tender type: Electronic Tender Without Reverse Auction (NAT)
Procuring Entity: “Georgian Railway“ JSC
Tender announcement date: 09.09.2025
Bids accepted from: 05.10.2025
Deadline for bid submission: 10.10.2025
source of Funds: Data 2025 fonds (year)
Estimated cost of procurement: 509 300 GEL
Bid should be submitted excluding VAT
Classifiecatory (CPV) code:
34100000 - Motor vehicles
Classifiecatory (CPV) code and specific procurement object:
34140000 - Heavy-duty motor vehicles
Additional Info:
volume of procurement – 2 piece
Service Period: accordance with clause 1.4 of the tender documentation
Bid reduction step - 5 093 GEL
Guarantee amount - 5 093 GEL
Guarantee validity period 160 Day
Количество и объём закупок 2 ცალი
Шаг снижения цены 5`093.00 GEL
Размер гарантии 5`093 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: medea kanchaveli :: 26.06.2025 11:10
  • Последнее исправление: medea kanchaveli :: 09.09.2025 18:37
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=636396&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ამწე კალათის შესყიდვა სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ავტოამწე კალათით - 2 ცალი
ტექნიკური მახასიათებლები:
-ძრავი - დიზელი
-საჭე - მარცხნივ, ჰიდრავლიკური გამაძლიერებლით
-ძრავის ნომინალური სიმძლავრე - არანაკლებ 150 ცხ.ძ
-თვლების ფორმულა - 4x2 ან 4x4
-გადაცემათა კოლოფი - მექანიკური (არანაკლებ 5 საფეხური)
-ამწე კალათს უნდა გააჩნდეს ABS სისტემა, კონდენციონერი-გათბობა/გაგრილება.
-კალათის სამუშაო სიმაღლე - არანაკლებ 25 მეტრი
-კალათის ტვირთამწეობა - არანაკლებ 200 კგ
-კალათის იზოლაცია - არანაკლებ 10 000 ვ
-ამწე კალათი უნდა იმართებოდეს როგორც კალათიდან, ასევე, პლატფორმიდან.
-კალათის მობრუნება - არანაკლებ 270° (არანაკლებ 135 გრადუსი მარცხნივ-არანაკლებ 135 გრადუსი მარჯვნივ)
-კალათის გარე ზომები სიგრძეxსიგანეxსიმაღლე - არანაკლებ 1400x700x1100 მმ
- პლატფორმა დაფარული უნდა იყოს ფეხის დაცურების საწინააღმდეგო მასალით,
- კალათის განათების სისტემით შესაძლებელი უნდა იყოს ღამით სამუშაოების შესრულება. ამწე კალათის კალათსა და კაბინას შორის შესაძლებელი უნდა იყოს აუდიო კავშირი.
- კალათს უნდა გააჩნდეს ავარიული გაჩერების ღილაკი, ხელის ტუმბო ავარიული დაშვებისათვის და 4 ერთეული საყრდენი თათი. შესაძლებელი უნდა იყოს კალათის ჰიდრავლიკური მობრუნება.
- ავტოამწეს კომპლექტაციაში უნდა მოყვებოდეს თავსებადი, ახალი და ექსპლუატაციაში არ მყოფი: საბურავის მოსახსნელი ქანჩი და მოწყობილობების კომპლექტი, დისკზე აწყობილი სათადარიგო საბურავი და დომკრატი . ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების აფთიაქი (მწარმოებლის მიერ გაცემული ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად).

განსაკუთრებული მოთხოვნები:
1. ამწე კალათი უნდა იყოს არაუადრეს 2024 წლის გამოშვების.
2. ამწე კალათის მინიმალური ტექნიკური მახასიათებლების/სპეციფიკაციის შესახებ ინფორმაცია იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტში. პრეტენდენტს უფლება აქვს შემსყიდველს შეთავაზოს უკეთესი/გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე ამწე კალათა, მაგრამ აღნიშნული ქმედება არ წარმოადგენს პრეტენდენტის უპირატესობას.
3. შემოთავაზებული ამწე კალათა უნდა იყოს ახალი, მარცხენა საჭიანი, ექსპლუატაციაში არმყოფი(გარბენი არაუმეტეს 200 კმ), ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო და განბაჟებული. ამასთან, მიმწოდებელმა საკუთარი ხარჯებით უნდა უზრუნველყოს ამწე კალათის შემსყიდველზე გადაფორმება.
4. შემოთავაზებულ საქონელზე ფასები წარმოდგენილ უნდა იქნეს სახელმწიფო რეგისტრაციის ხარჯების გათვალისწინებით, რაც მიმწოდებელმა მიწოდებისთანავე უნდა უზრუნველყოს (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო რეგისტრაცია, სახელმწიფო ნომერი, სარეგისტრაციო მოწმობა) საკუთარი ხარჯებით.
5. მოწოდებისას საქონელს თან უნდა ახლდეს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს დანადგარის შესაბამისობას EN 280 (ან ანალოგ) სტანდარტთან.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში (დაიშვება ეტაპობრივი მიწოდება)

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ქ.თბილისი, მოსკოვის გამზირი N10 (სალიანდაგო დეპარტამენტის სასაწყობო ბაზა)
ქ. თბილისი, ზესტაფონის ქ. N24 (აღმოსავლეთ ელ. მომარაგების სამმართველო)

1.7.1 requirement related to guarantee period

1. ამწე კალათზე გარანტია უნდა ვრცელდებოდეს მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 3 წელი ან 150000 კილომეტრი (რომელიც ადრე შესრულდება), გარდა სწრაფცვეთადი ნაწილებისა და მასალებისა (ანტიფრიზი, ფრეონი, საბურავები, ელექტრონათურები, ელექტრომცველები, შუშის საწმენდი ჯაგრისები, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის ქურო, გადაცემათა კოლოფის მომჭიმი საკისარი, გადაცემათა კოლოფის გადაბმულობის დისკი და საყრდენი დისკი);
2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, საქონელზე ნებისმიერი საწარმოო დეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, შესყიდვის ობიექტის სერვის ცენტრში მიყვანიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ნებისმიერი დეფექტის აღმოფხვრა, შეკეთება ან დეტალის ახლით შეცვლა იდენტური და ტოლფასი რესურსის მქონე საქონლით საკუთარი ხარჯებით.
3. საგარანტიო პერიოდში ტექ-მომსახურების გაწევისას გამოყენებული სათადარიგო ნაწილები/საცხებ-საპოხი მასალები უნდა იყოს ახალი (ექსპლუატაციაში არმყოფი) და მწარმოებლის მიერ რეკომენდირებული.
4. თუ ამწე კალათის მიწოდებიდან 30 კალენდარული დღის ან 1 000 კმ. გარბენის შემთხვევაში (რომელიც უფრო ადრე დადგება), ამწე კალათს აღმოაჩნდება საწარმოო დეფექტი ძირითად აგრეგატზე (ძრავი, ხიდი, გადაცემათა კოლოფი, ამწე-კალათის მექანიზმი მიმწოდებელი ვალდებულია ამწე კალათი შეცვალოს ახლით, საწარმოო დეფექტის დადგენიდან 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში, თუ აღნიშნულ ამწე კალათს არ გააჩნია საწარმოო დეფექტის გარდა სხვა დაზიანება (ბუნებრივი ცვეთის გათვალისწინებით).
5. საგარანტიო ვადაში დაზიანების შემთხვევაში, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ვერ გადაადგილდება, მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ტექნიკური მომსახურების ადგილზე ჩატარება მობილური ბრიგადების საშუალებით ან მოახდინოს სატრანსპორტო საშუალების ევაკუირება სერვის-ცენტრში საკუთარი ხარჯებით;
6. საგარანტიო მომსახურება სრულდება მიმწოდებლის მიერ მწარმოებლის ტექნიკური რეკომენდაციების და მოთხოვნების საფუძველზე;
7. საგარანტიო მომსახურებისას შეცვლილი ნაწილები წარმოადგენენ მიმწოდებლის საკუთრებას.

technical requirements

2.1.1 requirement regarding the trademark, patent, model, source of origin and/or manufacturer of the object of procurement

პრეტენდენტმა, მის მიერ წარმოდგენილ ფასების ცხრილში უნდა მიუთითოს ინფორმაცია შემოთავაზებული საქონლის (შასი და დანადგარი) წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებლის/სავაჭრო ნიშნის/ბრენდის და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ.

შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და სავაჭრო ნიშნის ან/და ბრენდის ან/და მოდელის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შესახებ სატენდერო წინადადების ფარგლებში ინფორმაციის წარმოუდგენლობა ან მიუთითებლობა მოდელის არ არსებობის შესახებ, ან შემოთავაზებულ საქონელზე გაცემულ დოკუმენტაციაში მოდელის მიუთითებლობა (პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში მოდელად არ განიხილება მითითება შესყიდვის ობიექტის "ტიპის", "სახეობის" ან რაიმე სხვა ტერმინისა გარდა მოდელისა), ან ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა, ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა გამოიწვევს სატენდერო პროცედურებიდან პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე. ასევე, პრეტენდენტის მიერ დაზუსტებული სატენდერო წინადადების წარმოდგენის შემდგომ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შემოთავაზებული საქონლის წარმოშობის ქვეყნის ან/და მწარმოებლის ან/და სავაჭრო ნიშნის ან/და ბრენდის ან/და მოდელის ცვლილება გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

პრეტენდენტს საკუთრებაში ან სარგებლობაში უნდა გააჩნდეს, მწარმოებლის (როგორც შასი ასევე ზედდგმული) მიერ ავტორიზებული/ლიცენზირებული არანაკლებ 1 სერვის ცენტრი ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე. სადაც საჭიროების შემთხვევაში ტექნიკის სერვისი განხორციელდება მწარმოებლის მიერ დადგენილი (რეკომენდირებული) ექსპლუატაციის, როგორც მიმდინარე, ასევე ყოველდღიური/რეგულარული მომსახურება და რემონტი. ზემოაღშნულის დასადასტურებლად პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის ოფიციალური დოკუმენტი, სადაც მითითებული იქნება ინფორმაცია სერვისცენტრ(ებ)ის მისამართ(ებ)ის შესახებ. შემსყიდველი უფლებამოსილია ნებისმიერ ეტაპზე ადგილზე შეამოწმოს პრეტენდენტის სერვისცენტრი სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებთან მისი შესაბამისობის დადგენის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში მომსახურება უნდა განხორციელდეს მობილური სერვის ჯგუფის მეშვეობით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტი უნდა იყოს შემოთავაზებული საქონლის (შასი და დანადგარი) მწარმოებლის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ზემოაღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2.7.1.2 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის (შასი და დანადგარი) მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტ(ებ)ი, რომლითაც დადასტურდება შემოთავაზებული საქონლის მახასიათებლების შესაბამისობა სატენდერო დოკუმენტაციის ტექნიკურ დავალებაში (სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტი) მოცემულ მახასიათებლებთან.
2.7.1.3 პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს მის მიერ შემოთავაზებული საქონლის დანადგარის მწარმოებლის მიერ გაცემული დოკუმენტი რომელიც დაადასტურების დანადგარის შესაბამისობას EN 280 (ან ანალოგ) სტანდარტთან.

2.9 other additional requirements

1. პრეტენდენტის მიერ ერთიან სისტემაში ასატვირთი მონაცემები:
1.1. ფასების ცხრილი დანართი N1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3).
- სასურველია პრეტენდენტის მიერ განფასება (ფასების ცხრილი) წარმოდგენილ იქნას „MS Excel“ ფორმატით;
1.2. სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1. პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
1.3. სატენდერო დოკუმენტაციის 2.3.1 პუნქტის გათვალისწინებით დოკუმენტაცია ავტორიზებული სერვის ცენტრის შესახებ;
1.4. ინფორმაცია ამწე კალათის გეგმიური მომსახურების ღირებულების შესახებ (სათადარიგო ნაწილების დასახელება და სერვისი), რომელთა გაწევაც აუცილებელია საგარანტიო პერიოდში;

შენიშვნა:
1) სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი,ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით. ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა). გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის პირველი ქვეპუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი (დანართი N1), პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
2) ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე (საქართველოს მთავრობის განკარგულება N24, 15.01.2021წ.)

2. წინადადების ფასი:
2.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – „სისტემა“) შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად;
2.2 წინადადების ფასი გამოსახული და დაფიქსირებული უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში (ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში) საქართველოს კანონმდებლობით განსაზრვრული ყველა გადასახდელის გათვალისწინებით. წინადადების ფასი შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
2.3 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას.
2.4 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება);
2.5 გამარჯვებულ პრეტენდენტთან ხელშეკრულება გაფორმდება აშშ დოლარში, შემსყიდველის მიერ სისტემაში ატვირთული წერილობითი მოთხოვნით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადების მიღების დასრულების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად დაკორექტირებული ფასების ცხრილის (აშშ დოლარში) მიხედვით, ხოლო ანგარიშწორება განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (რეზიდენტი პირების შემთხვევაში) მიღება-ჩაბარების დღეს ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად;
2.6 ფასების ცხრილის აშშ დოლარში დაზუსტებისას, პრეტენდენტი ვალდებულია შესყიდვის ობიექტის ერთეულის ფასი დაამრგვალოს მეასედამდე, ცენტების სიზუსტით (მძიმის შემდეგ ორი ციფრი).
2.7 საქონელი მოწოდებულ უნდა იქნეს DDP პირობით. არარეზინდენტმა მიმწოდებელმა საქონლის მიწოდება უნდა განახორიელოს DAP პირობით. ამასთან, დღგ-სა და საბაჟო გადასახადებს, რომლებიც წარმოიქმნება საქონლის იმპორტის რეჟიმში საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, იხდის შემსყიდველი ორგანიზაცია. ხსენებული საბაჟო გადასახადი (დღგ-ს თანხის გარდა), საბროკერო მომსახურების ჩათვლით (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გაიქვითება მიმწოდებლისთვის ასანაზღაურებელი თანხებიდან მხარეებს შორის ურთიერთანგარიშსწორებისას.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი) ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებით პრეტენდენტის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებით ან/და ანგარიშ-ფაქტურით ან/და ინვოისით ან/და სასაქონლო ზედნადებით ან/და საბაჟო დეკლარაციით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას (წარმოდგენილი დოკუმენტით შესაძლებელი უნდა იყოს პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული საქონლის იდენტიფიცირება მწარმოებლითა (ან/და სასაქონლო ნიშნით) და წარმოშობის ქვეყნით).

შენიშვნა:
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება;
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ფასების ცხრილის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მოქმედების ვადა 10%-იანი გარანტიის შემთხვევაში 100 კალენდარული დღით, ხოლო 5%-იანი გარანტიის შემთხვევაში 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

გამარჯვებულად გამოვლენის შემთხვევაში, თუ ხელშეკრულებ(ებ)ის საერთო ღირებულება შეადგენს ან აღემატება 200 000 ლარს ტენდერში გამარჯვებულმა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებამდე უნდა წარმოადგინოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია საქართველოს რეზიდენტი საბანკო ან/და სადაზღვეო დაწესებულებიდან აშშ დოლარში (არარეზიდენტი პირების მიერ დასაშვებია უცხოური ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რომელიც დამოწმებული უნდა იქნას საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულების მიერ) ხელშეკრულებ(ებ)ის ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 5%-ის ოდენობით (იმ შემთხვევაში თუ ტენდერში ელექტრონული ვაჭრობის შედეგად გამარჯვებული მიმწოდებლის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ზე მეტით დაბალია შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულების შესრულების გარანტია ხელშეკრულების ღირებულების (დღგ-ს ჩათვლით) 10%-ის ოდენობით), რომლის მოქმედების ვადა 10%-იანი გარანტიის შემთხვევაში 100 კალენდარული დღით, ხოლო 5%-იანი გარანტიის შემთხვევაში 50 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების საბოლოო შესრულების ვადას.
/
ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო უზრუნველყოფა
(გარანტია)
ნიმუში (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ვის:
(შემსყიდველის დასახელება)
მხედველობაში ვიღებთ რა, რომ
(მიმწოდებლის დასახელება)
შემდგომში “მიმწოდებელმა” ტენდერში წარდგენილი თავისი
(ტენდერის დასახელება)
სატენდერო წინადადების შესაბამისად იკისრა ვალდებულება წარმოადგინოს გარანტია მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულების გარანტიის სახით ხელშეკრულებაში მითითებულ თანხაზე, ჩვენ, გარანტი, თანახმა ვართ გავცეთ პრინციპალის (მიმწოდებლის) სახელზე ზემოთ აღნიშნული გარანტია.
ამასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ვართ გარანტები და პასუხისმგებლები თქვენს წინაშე პრინციპალის
(მიმწოდებლის) სახელით საერთო თანხაზე აშშ დოლარი და ვკისრულობთ ზემო
(თანხა ციფრებით) (თანხა სიტყვებით)
აღნიშნული თანხის გადახდას პრინციპალის (მიმწოდებლის) მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის საფუძველზე თქვენი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე.
მოთხოვნა საგარანტიო თანხის ანაზღაურებაზე ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილ უნდა იქნეს ხელმოწერილი და ბეჭდით დადასტურებული წერილობითი ფორმით, სადაც მითითებული იქნება მოთხოვნილი თანხა და განმარტებული უნდა იყოს კონკრეტულად პრინციპიალსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული ხელშეკრულების რა პირობები იქნა დარღვეული პრინციპალის მხრიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე ნებისმიერი თხოვნა ან პრეტენზია, წარმოდგენულ უნდა იქნეს გარანტიის ვადის გასვლამდე.
(ბანკის/სადაზღვეო კომპანიის დასახელება და მისამართი)
გარანტია ავტომატურად უქმდება
• საბანკო გარანტიის ვადის გასვლით.
• ბენეფიციარის მიერ გარანტიიდან გამომდინარე თავის უფლებებზე წერილობით უარის თქმისა და
გარანტიის ორიგინალის გარანტისათვის დაბრუნებისას.
გარანტების ხელმოწერა და ბეჭედი
*წინამდებარე გარანტიის მოქმედების ვადა 50 დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების საბოლოო შესრულები ვადას.

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

დაიშვება ეტაპობრივი ანგარიშსწორება

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, მიმწოდებლის მიერ შემსყიდველისთვის ანგარიშ-ფაქტურის წარმოდგენიდან 10 საბანკო დღის ვადაში (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი არ წარმოადგენს დღგ-ს გადამხდელს, ანგარიშსწორება განხორციელდება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 საბანკო დღის ვადაში).

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მედეა ყანჩაველი, 558998566, medea.kanchaveli@railway.ge .
გიორგი გურგენიძე ტელ: (995 32) 219-90-14, ელ_ფოსტა: Giorgi.Gurgenidze@railway.ge;

მთავარი სპეციალისტი: ელენა მურადოვა ტელ: (995 32) 219-89-08; 593-14-47-21
მთავარი სპეციალისტი: კახა ბერძენიშვილი ტელ: (995 32) 219-97-75; 595-99-35-82
მთავარი სპეციალისტი: ესტატე ბაინდურაშვილი ტელ: (995 32) 219-98-27; 597-77-77-29

ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით დაუკავშირდით კარლო მაჭარაშვილს ტელ: 591-19-06-11

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სხვა მოთხოვნა:
1.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
1.2 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (პუნქტი 8.1), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
1.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტ(ებ)ი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების სხვა ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი. დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;
1.4 ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

2. ინფორმაცია პრეტენდენტებისთვის:
2.1 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის/მიმწოდებლის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაცია/პირობებთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება.
2.2 შემსყიდველ ორგანიზაციასა და მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru