Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Инженерные услуги (Грузия - Тендер #66699522)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: National Agency for Cultural Heritage Preservation of Georgia
Номер конкурса: 66699522
Дата публикации: 02-09-2025
Сумма контракта: 74 972


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250016041
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 02.09.2025 15:20
Начало приема предложения 12.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 15.09.2025 14:00
Предполагаемая цена закупки 74`972.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 71300000-Инженерные услуги
Коды классификатора
  • 71351914 - Археологические услуги
Срок подачи ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 (ორი) კალენდარული თვე
Дополнительная информация
ბოლნისის მუნიციპალიტეტი, მაშავერას გორის არქეოლოგიური კვლევა
Количество и объём закупок მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 749.00 GEL
Размер гарантии 750 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: tamar bagashvili :: 22.08.2025 16:30
  • Последнее исправление: khatuna menabdishvili :: 02.09.2025 15:20
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645899&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, მაშავერას გორის არქეოლოგიური კვლევა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

 პროექტის შესახებ

პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს მაშავერს გორის არქეოლოგიური კვლევა.
მაშავერას გორა ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფ. ხატავეთიდან (ყოფილი სოფ. პატარა ახმედლო) ჩრდილო-დასავლეთით 2 კილომეტრში, მდინარე მაშავერას მარჯვენა ტერასაზე მდებარეობს. საკვლევი არქეოლოგიური ობიექტი 1988 წელს საბჭოთა მესაქონლეობის კომპლექსის მშენებლობისას იქნა დაფიქსირებული. მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების დროს დაზიანდა არქეოლოგიური მასალის შემცველი 3 მეტრი სიმაღლის ბორცვი. სამშენებლო ზონაში მოექცა შულავერ - შომუთეფეს კულტურის საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელო
ვანი გორანამოსახლარის ჩრდილოეთ ნაწილი. ბორცვის დაზიანებული ნაწილის, ანუ მისი ჩრდილოეთ დაფერდების, შესწავლა დაიწყო ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ დ. გოგელიას ხელმძღვანელობით. გორანამოსახლარს მისი ადგილმდებარეობის გამო მაშავერას გორა ეწოდა. დაზიანებული მონაკვეთის გაწმენდის შემდეგ, ექსპედიციის მიერ შესწავლილიქნა 260 კვადრატული მეტრამდე ფართობი, სადაც გამოვლინდა ალიზის აგურით ნაგები რამოდენიმე წრიულ სახლი, სხვადასხვა კონფიგურაციის კედლები და არქეოლოგიური მასალა, რომელიც შულავერ-შომუთეფეს ნეოლითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი.
ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ სხვადასხვა მიზეზების გამო ძეგლზე მხოლოდ ერთი სეზონი იმუშავა. გათხრილ ფართობზე გამოვლენილი ნაგებობები სამუშაო სეზონის ბოლოს დაიფარა მიწით (აღნიშნული ნაგებობების წრიული ფორმა და კედლების მოყვანილობა დღესაც შეიმჩნევა გათხრილი ფართობის დათვალიერებისას).
დიდხნიანი წყვეტის შემდეგ მაშავერას გორის შესწავლა 2020 - 2021 წელებში გაგრძელდა. არქეოლოგიურ სამუშაოები ჩაატარა საქართველოს ეროვნულმა მუზეუმის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 2020 წელს სამუშაოები 2 არეალზე მიმდინარეობდა. პირველი არეალი 1988 წ. გათხრილი ფართობის სამხრეთ, ხოლო მეორე დასავლეთ ნაწილში მოინიშნა. პირველ სეზონში სამუშაოები 125 მ2 ფართობზე ჩატარდა. აქ დაფიქსირებულმა განსხვავებულმა ორმწკრივა და სამმწკრივა ალიზის აგურებით ნაგებმა შენობებმა და კედლებმა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. აქედან გამომდინარე. გორა-ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრები 2021 წელსაც გაგრძელდა. ექსპედიციამ ჯამში, 2 წლის განმავლობაში, არქეოლოგიური სამუშაოები ჩაატარა 275 მ2 ფართობზე.
მაშავერას გორაზე 2020-2021 წლებში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ორმწკრივა და სამმწკრივა გამოუწვავი ალიზის აგურებისგან აგებული ნაგებობების საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ საქმე გვაქვს სიახლესთან, რომელიც თავისი სამშენებლო ტრადიციით გამოარჩევს აღნიშნულ ნამოსახლარს შომუთეფე-შულავერის კულტურის სხვა ძეგლებისაგან. ორი და სამი მწკრივისგან აშენებული კედლები ერთეული ფრაგმენტების გარდა უჩვეულოა აღნიშნული კულტურის სხვა ძეგლებისთვის. არქიტექტურასთან ერთად საინტერესოა კერამიკული მასალა, ქვის იარაღები, ობსიდიანი, ოსტეოლოგიური მასალა და სხვა. საინტერესოა პალინოლოგიური და არქეოობოტანიკური შედეგები. ნამოსახლარის გთხრილ ფართობზე ძველი გათხრების ჩრდილოეთით დაფიქსირდა ასევე შუა საუკუნეების პერიოდის შემცველი ფენები. ახალმა კვლევებმა გაამდიდრა ჩვენი ცოდნა ნეოლითის ხანის სამიწათმოქმედო და სამეურნეო საქმიანობაზე. მომავალი კვლევები კი დაგვეხმარება უკეთესად გავიგოთ აღნიშნულ რეგიონში ნეოლითის პერიოდში მიმდინარე სოციალ-ეკონომიკური ცხოვრება.
ჩვენი აზრით მნიშვნელოვანია ბორცვის საფუძვლიანი შესწავლის გაგრძელება თანამედროვე გათხრების მეთოდოლოგიით და შესაბამისი დოკუმენტაციით. საკმაოდ საინტერესო იქნება იმის გარკვევა, არსებობს თუ არა მაშავერას გორაზე ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩენილი ორმწკრივა ალიზის აგურებისგან ნაგები სახლები და კედლები მის სხვა მონაკვეთებში. ასევე გაურკვეველი კონფიგურაციის თხრილები, რომელიც ფიქსირდება სხვა შულავერ-შომუთეფეს კულტურის გორა-ნამოსახლარებზე ( მაგ. არუხლო I ზე და ა.შ.) და რომელთა ფუნქცია დღემდე გამოცანად რჩება. გარდა ამისა, როგორც უკვე ცნობილია შულავერ-შომუთეფეს კულტურის წიაღში სხვადახვა მარცვლეული კულტურების განვითარებასთან ერთად ფიქსირდება უძველესი ვაზის ჯიშების არსებობა, რაც საკმაოდ დიდ ინტერესს აჩენს თანამედროვე მკვლევარებში და რითაც დასტურდება სამხრეთ კავკასიის ამ ადრესამიწათმოქმედო კულტურის მოწინავეობა ვაზის მოშენებაში. ამ ყველაფერთნ ერთად განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს გორა ნამოსახლარის პალინოლოგიურ და პალეობოტანიკურ შესწავლაზე, რაც ხშირ შემთხვევაში სენსაციურ ინფორმაციას იძლევა იმ პერიოდის ფაუნის, მცენარეული საფარის და სხვა მიმართულებით.
მაშავერას გორაზე პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები მრავალ მიმართულებას მოიცავს. პროექტის ინტერდისციპლინარული ხასიათი განაპირობებს იმას, რომ მის შესრულებაში ჩართული იქნებიან სხვადასხვა დარგის სპეციალისტები და ინსტიტუციები.

 პროექტის აღწერა

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, სადაც ძირითადად აღმოჩენილია მაშავერას გორის თანადროული შულავერ-შომუთეფეს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარები, შედის ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში. თვით ქვემო ქართლი ისტორიულად და გეოგრაფიულად საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარეა.
ქვემო ქართლის ბუნებრივი საზღვარი ძირითადად მთიან რელიეფზე გადის. სამხრეთით მას საზღვრავს სომხეთის მთიანეთი, დასავლეთით სველი მთები და სამსარის ქედი, ჩრდილოეთით თრიალეთის საშუალო სიმაღლის მთათა წყება, აღმოსავლეთით კი ივრის ზეგანის სამხრეთ-დასავლეთ კიდე. ქვემო ქართლი თბილისზე გავლით შიდა ქართლს უკავშირდება საქართველოს ყველაზე გრძელ მდინარის, მტკვრის ვიწრო ხეობით.
ქვემო ქართლი მრავალფეროვანი რელიეფის მხარეა, სადაც გამოიყოფა ვაკე, მთისწინეთი და მაღალმთიანი ალპური ზონა, რომლებიც ქმნიან მის ფიზიკურ გეოგრაფიულ თავისებურებას.
ქვემო ქართლის მთავარი ჰიდროგრაფიული ძარღვია მდ. მტკვარი და მისი მარჯვენა შენაკადები; ხრამი, ალგეთი, მაშავერა. აქ არის ასევე იხტიოფაუნით მდიდარი ტბები.

 პროექტის მიზანი

პროექტის ძირითად მიზანია მაშავერას გორის არქეოლოგიური შესწავლა.

 პროექტით განსაზღვრული სამუშაოები

1. საარქივო და გამოქვეყნებული მასალების მოპოვება-დამუშავება.
2. არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარება მაშავერას გორაზე (ს./კ 80.04.62.459; კოორდინატები: UTM zone 38 T: 41°2616.13"N,44°4237.71"E; ზღვის დონიდან 400 მეტრზე), რაც მოიცავს გამოვლენილი შენობა-ნაგებობების ფიქსაციას და მოპოვებული მასალის დოკუმენტირებას. ასევე ნამოსახლარზე არსებული სამშენებლო დონეების განსაზღვრას. არქეოლოგიური მასალის შედარებით ტიპოლოგიურ დამუშავებას. თითოეული ნივთის დეტალური აღწერა, ჩახატვა, ფოტოფიქსაცია და საერთო მონაცემთა ბაზის შექმნას. ძეგლის აბსოლუტური დათარიღებას თანამედროვე ინტერდისციპლინარული კვლევების საფუძველზე, რაც მოიცავს რადიოკარბონულ ანალიზებს.


 მაშავერას გორაზე 2025 წელს ჩასატარებელ არქეოლოგიური სამუშაოები:

1. მაშავერას გორის და მიმდებარე ტერიტორიის გაწმენდა მცენარეული საფარისგან (ბალახები, ეკალ-ბარდები), სხვადასხვა ნაგვის ნარჩენებისგან (ფართობი 100X50 მ);
2. ნარჩენებისა და ნაგვის გატანა 50 მ. მანძილზე ხელით და ურიკით;
3. მაშავერას გორის ჩრდილოეთ ნაწილში ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ 80-იან წლებში გათხრილი ტერიტორიის დაყრილი და ჩამოშლილი მიწის ფენებისგან გაწმენდა 10X15 ფართობზე;
4. მიწის გატანა 50 მ. მანძილზე ხელით და ურიკით;
5. მაშავერას გორაზე დასავლეთ ნაწილში (GPS კოორდ.: X: 4977103.028 Y: 5077122.328) 5X5 მეტრი (I 1 კვადრატი) ფართობზე კულტურული ფენის პრეპარაცია;
6. მაშავერას გორის ჩრდილოეთ ნაწილში 2020 წელს გათხრილი C10, C11 და C12 კვადრატებზე (5X15 მ ფართობი) დაყრილი საკონსერვაციო მიწის აღება დაფიქსირებული წრიული ნაგებობების ხელხალი გაწმენდა, C10, C11 კვადრატების შესწავლა;
7. განათხარი ფართობის ნაწილობრივი რეკულტივაცია (60 კვ. მ).

 არქეოლოგიური გათხრების ჩატარების პირობები

სამუშაოების ჩატარებისას ყურადღება უნდა მიექცეს სამუშაოთა შესრულების ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების ფასეული ელემენტების შესანარჩუნებლად. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს საველე-არქეოლოგიური სამუშაოების მეთოდების სრული დაცვით;
მიმწოდებელი ვალდებულია არქეოლოგიურ კვლევით სამუშაოებში უზრუნველყოს სტუდნეტების ჩართულობა;
სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლენილი არქეოლოგიური ობიექტები და არქეოლოგიური მასალა მიმწოდებელმა სათანადოდ უნდა დაიცვას დაზიანებისგან, განადგურებისა და დაკარგვისგან, ასევე გარემო პირობებისა და სხვა არასასურველი ზემოქმედებისაგან;
თუ არქეოლოგიურ სამუშაოთა მიმდინარეობისას გამოვლინდა მაღალი მატერიალური ღირებულების მქონე ნივთი (ნივთები), ამასთანავე, მეთოდოლოგიური, კლიმატური, ტექნიკური ან სხვა პირობების გამო ვერ ხერხდება მისი (მათი) დაუყოვნებლივ ამოღება და უსაფრთხო ადგილას ტრანსპორტირება, მიმწოდებელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს;
მოძრავი არქეოლოგიური მონაპოვარი, უნდა ჩაბარდეს უახლოეს მუზეუმ - ნაკრძალს, მუზეუმს ან სხვა შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებას სათანადო თანმხლებ დოკუმენტაციასთან ერთად;
არქეოლოგიური სამუშაოების მიმდინარეობისას, ახლადგამოვლენილი გარემოებ(ებ)ით გამოწვეული ცვლილებები შეთანხმებულ უნდა იქნეს შემსყიდველთან.

 ძირითადი პირობები

მიმწოდებელი შემსყიდველთან შეთანხმებული სამუშაოების გრაფიკის შესაბამისად, წარუდგენს მას ინფორმაციას, წერილობითი ანგარიშის სახით, გათვალისწინებული სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ. იგი ვალდებულია, გაითვალისწინოს შემსყიდველის შენიშვნები და წინადადებები, რაც შემდგომში საფუძვლად დაედება შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებას.
სამუშაოების შესრულების გრაფიკი განსაზღვრავს სამუშაოთა მიმდინარეობას და შემსყიდველისათვის ეტაპობრივად წარდგენის გეგმას.
ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების ანგარიშები, უნდა ჩაბარდეს ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
ტექსტი აკრეფილი უნდა იყოს A4 ზომის სტანდარტულ ფურცელზე; შრიფტის სახე -Sylfaen;
ტექსტის შრიფტის ზომა - 11; სქოლიოს შრიფტის ზომა - 10;
სტრიქონებს შორის ინტერვალი - 1,15;
ფურცლის გვერდზე ტექსტის მინდორი: მარცხნიდან – 1.5სმ, მარჯვნიდან - 1 სმ, ზემოდან - 2.5სმ,
ქვემოდან 2.5 ს.
ავტორის სახელი და გვარი დაიწეროს სათაურის ქვეშ, მარჯვენა მხარეს. ელექტრონული ფოსტის მითითებით.
სურათები - ნუმერაციის მითითება ტექსტში, ფრჩხილების გამოყენებით, მაგ., (სურ.1).
საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ლიტერატურისა და შენიშვნების ჩატანა სქოლიოში.
შესრულებული სამუშაოების ანგარიში შემსყიდველს წარედგინება - ანგარიშის ელექტრონული ვერსიის კომპაქტური დისკის (2 ეგზემპლარი), მაღალი რეზოლუციის ფოტომასალის კომპაქტური დისკისა (1 ეგზემპლარი) და მყარი ასლი ალბომის სახით (1ეგზემპლარი).
მიმწოდებელი ვალდებულია, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე კულტურული მემკვიდრეობის ობიექტზე დაამონტაჟოს ჩასატარებელი სამუშაოების ამსახველი საინფორმაციო ბანერი, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
- მესაკუთრე;
- შემსყიდველი;
- მიმწოდებელი;
- ჩასატარებელი სამუშაოს სახეობა;

 შემსყიდველისთვის გადასაცემი საბოლოო პროდუქცია

წარმოდგენილი პირობებისა და ვადების ფარგლებში, მიმწოდებელმა საბოლოო პროდუქციის სახით შემსყიდველს უნდა გადასცეს არქეოლოგიური კვლევის ჩატარების შედეგები, შემდეგი შემადგენლობით:
ა) შესწავლილი ტერიტორიის, მასზე გამოვლენილი ობიექტების ფიქსაცია და მოპოვებული მასალის პირველადი დამუშავება, მათ შორის ფოტო და ვიზუალური აღწერის მასალები;
ბ) შესწავლილი ტერიტორიის (ობიექტის) ისტორიულ-ბიბლიოგრაფიული და საარქივო კვლევის მასალები შესაბამისი წყაროების მითითებით, მასზე მოპოვებული პირველადი ინფორმაციის საარქივო მონაცემებთან მიმართების ანალიზი;
გ) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი;
დ) შესწავლილი ტერიტორიის ადგილმდებარეობის სიტუაციური გეგმა (მასშტაბი 1:2000 ან 1:500), GPS კოორდინატებით;
ე) არქეოლოგიური კვლევისას გამოვლენილი ობიექტების განლაგების სქემა და ანაზომი; გამოხაზული ნახაზები (მასშტაბი 1:10 ან 1:20 ან 1:25 ან 1:50 ან 1:100) ძირითადი პარამეტრების ზომების დატანით;
ვ) შესწავლილი ტერიტორიის კვადრატებად დაყოფის სქემა;
ზ) სავლევი ტერიტორიების დრონით გადაღება, მასალის დამუშევება; თ) საველე და ლაბორატორიული ფოტოგადაღება და დამუშავება;
ი) გათხრების დროს მოპოვებული არტეფაქტების პირველადი დამუშავება; კ) ტექსტური აღწერილობა.

 სამუშაოთა შესრულების ვადები

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მიღებიდან 2 კალენდარული თვე.

შენიშვნა: სრულყოფილი ტექნიკური დავალება იხილეთ მიმაგრებულ ფაილებში.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

შესრულებული სამუშაოს ანგარიშის ჩაბარების საბოლოო ვადაა არქეოლოგიური სანებართვო მოწმობის გაცემიდან 2 (ორი) კალენდარული თვე.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ბოლნისის მუნიციპალიტეტი, მაშავერას გორის მიმდებარე ტერიტორია

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

პრეტენდენტს 2015 წლიდან არქეოლოგიური მომსახურების სფეროში განხორციელებული უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.

პრეტენდენტმა ჩატარებულ არქეოლოგიურ სამუშოებზე ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს ჩამონათვალის სახით (არსებობის შემთხვევაში CMR/SPA/NAT ნომრის მითითებით) დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1), რომელსაც თან უნდა ერთვოდეს აღნიშნულის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები: შესაბამისი ხელშეკრულებები და გაწეულ მომსახურებაზე გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები. მოთხოვნილი დოკუმენტების არ არსებობის შემთხვევაში ნებისმიერი სხვა სახის დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს აღნიშნული მომსახურების შესრულების ფაქტს.

იმ შემთხვევაში, თუ სამუშაოები შესრულებულია კერძო სამართლის იურიდიული პირის ან ფიზიკური პირის დაკვეთით (არა სახელმწიფო შემსყიდველი ორგანიზაცია), პრეტენდენტმა ზემოაღნიშნული დოკუმენტებთან ერთად უნდა წარმოადგინოს ამ სამუშაოების შესრულების ამსახველი ფინანსური დოკუმენტაცია: დადასტურებული საგადასახადო ანგარიშფაქტურები (არსებობის შემთხვევაში) და/ან გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები და შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ამონაწერი საბანკო ანგარიშებიდან.

გამოცდილების ამსახველი CMR/SPA/NAT განცხადებების შესაბამის ველში სამუშაოს შესრულების სრულყოფილი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაში დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენა სავალდებულო არ არის.

პრეტენდენტს 2021 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე არ უნდა ჰქონდეს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთან ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაკეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოების მიზეზით შეწყვეტილი ხელშეკრულება.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

პრეტენდენტს დასაქმებული უნდა ჰყავდეს არქეოლოგ(ებ)ი და მხატვარ-არქიტექტორი.

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიური სამუშოების განხორციელების პროცესში მონაწილე არქეოლოგ(ებ)ის, მხატვარ-არქიტექტორის შესახებ ინფორმაცია დანართის მიხედვით (იხ. დანართი N1).

ობიექტზე არქეოლოგების რაოდენობას განსაზღვრავს მიმწოდებელი არანაკლებ 1 და არაუმეტეს 5 (დაზუსტებული ინფორმაცია უნდა ასახოს ხარჯთაღრიცხვაში).

პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს არქეოლოგიურ სამუშაოებში ჩართული მონაწილე არქეოლოგის (ხელმძღვანელის) და მხატვარ-არქიტექტორის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი (ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი) და CV-ი - დანართი N2 სახით.
თითოეულ მათგანს 2015 წლიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე განხორციელებული უნდა ჰქონდეთ არანაკლებ 3 (სამი) არქეოლოგიური სამუშაო.
გამოცდილების ამსახველ ინფორმაციაში წარმოდგენილი უნდა იყოს: პროექტის (სამუშაოს) დასახელება, განხორციელების ვადა წლების მითითებით, დამკვეთი (ორგანიზაციის დასახელება, ს/კ) და პერსონალის პოზიცია (დანართის შესაბამისად).

დოკუმენტი (CV) წარმოდგენილიო უნდა იყოს 2.4.1 პუნქტში ატვირთული ფაილის მიხედვით, სრულყოფილად შევსებული, ხელმოწერილი დასაქმებული პერსონალის მიერ და დათარიღებული არაუადრეს ტენდერის გამოცხადების დღისა. დოკუმენტი ასევე დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან კვალიფიციური ელექტრონული შტამპით პრეტენდენტის მიერ.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს გეგმა-გრაფიკი, სადაც უნდა მიეთითოს მომსახურების (სამუშაოს) ეტაპები, დასრულების ვადების და ეტაპების ღირებულებების აღნიშნვით. ეტაპობრივი გეგმა-გრაფიკის წარმოუდგენლობის შემთხვევაში მიწოდება განხორციელდება ერთჯერადად სამუშაოს შესრულების საბოლოო ვადის შესაბამისად.
პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს:
სამუშაოთა ჩატარების ორგანიზების პროექტი და მათი ჩატარების კალენდარული გრაფიკი, სექტორებისა და შესაბამისი სამუშაოების თანმიმდევრობის ჩვენებით.

2.9 other additional requirements

მიმწოდებელი ვალდებულია:
ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე გადაიხადოს სანებართვო მოსაკრებელი არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის მისაღებად 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, მიმართოს სააგენტოს და აიღოს არქეოლოგიური სამუშაოების სანებართვო მოწმობა არაუგვიანეს 10 (ათი) კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება. წინააღმდეგ შემთხვევაში შემსყიდველი იტოვებს უფლებას ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.3 substantiation of not considering adequacy of pricing

მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე (ვინაიდან შესყიდვა მოიცავს ინტელექტუალურ მომსახურებას), ტენდერში არ გამოიყენება ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთების ვალდებულება.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებულია, წარმოადგინოს ავანსის სახით გადასახდელ თანხაზე (არაუმეტეს ხელშეკრულების საერთო ღირებულების 30%) საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას.

2025 წლის 10 დეკემბრამდე ხელშეკრულების ჯამური ღირებულების სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში მიმწოდებელი ვალდებული იქნება წარმოადგინოს აუთვისებელი თანხის 100% საავანსო საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას. აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 5%-ის ოდენობით. საავანსო თანხის გადახდა მოხდება შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენის დღიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

7.2 terms of step by step and/or final payment

გაწეული მომსახურების ანგარიშსწორება განხორციელდება ერთ ეტაპად, მხარეთა მიერ შედგენილი მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით.
იმ შემთხვევაში, თუ განსაზღვრული გარემოებების გამო, მიმწოდებლის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულებამ შეადგინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხაზე ნაკლები, შემსყიდველი უნაზღაურებს მიმწოდებელს მის მიერ ფაქტიურად გაწეული მომსახურების ღირებულებას წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ერთეულის ფასების შესაბამისად.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მოხდება ერთ ეტაპად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი საგადასახადო დოკუმენტაციის წარდგენიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამარ ბაგაშვილი, 599146124, tamaribagashvili13@gmail.com

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ტენდერში მონაწილეობის მიღებით პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ მოთხოვნებზე.
2. მიმწოდებელი ვალდებულია, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე სახელმწიფო შესყიდვებში ერთიან ელექტრონულ სისტემაში ასატვირთ ელექტრონულ დოკუმენტებზე შეასრულოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და ეს დოკუმენტები დაამოწმოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპით.
3. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. დავის შემთხვევაში უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
5. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში – სისტემა) ატვირთული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთულ უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება).
6. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო პირობებზე ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ხელისმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
7. პრედენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
8. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს გარეშე.
9. სატენდერო წინადადებაში საერთო და ერთეულის ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე). გამარჯვებულთან, თუ იგი დღგ-ს გადამხდელად არის რეგისტრირებული, ხელშეკრულების დადებისას, ხელშეკრულების ღირებულებაში დამატებით იქნება

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2026, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru