Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги по исследованию и экспериментальным разработкам (Грузия - Тендер #66433029)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian Oil and Gas Corporation"
Номер конкурса: 66433029
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 34 180


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015303
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 17:56
Начало приема предложения 30.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 34`180.00 GEL
Заявка должна быть представлена Без НДС
Категория закупки 73100000-Услуги по исследованию и экспериментальным разработкам
Коды классификатора
  • 73111000 - Услуги научно-исследовательских лабораторий
Срок подачи სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Дополнительная информация
„ახალციხე-არალის“ DN 300 მაგისტრალური გაზსადენის, 15600.0 გრძ/მ მონაკვეთის ახალი მშენებლობის პროექტისათვის საჭირო საველე და ლაბორატორიული კვლევების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა
Количество и объём закупок სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად.
Шаг снижения цены 342.00 GEL
Размер гарантии 342 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: archil papuashvili :: 21.08.2025 12:26
  • Последнее исправление: archil papuashvili :: 21.08.2025 17:56
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645655&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

„ახალციხე-არალის“ DN 300 მაგისტრალური გაზსადენის, 15600.0 გრძ/მ მონაკვეთის ახალი მშენებლობის პროექტისათვის საჭირო საველე და ლაბორატორიული კვლევების მომსახურების (შემდგომში - მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა, სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

მომსახურების აღწერა და მომსახურების მოცულობები მოცემულია დანართებში:
- დანართი N1.1 (ტექნიკური დავალება)
- დანართი N1 (ფასების ცხრილი)

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. მიმწოდებელმა მომსახურების სრულად გაწევა უნდა უზრუნველყოს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 მიმწოდებლის მიერ მომსახურება უნდა განხორციელდეს სატენდერო დოკუმენტაციის 1.2 პუნქტის შესაბამისად.
1.5.2 მიმწოდებელმა მომსახურების შედეგების ამსახველი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ადმინისტრაციული შენობა.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1 პრეტენდენტს უნდა გააჩნდეს საინჟინრო-გეოლოგიური კვლევების (იგულისხმება საველე და ლაბორატორიული კვლევების მომსახურება) მომსახურების განხორციელების გამოცდილება, აღნიშნულის დადასტურების მიზნით, პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის სრულად შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (მაგ: NAT/CMR/SPA და ა.შ).
2.2.1.2 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1 პუნქტის შესაბამისად, წარმოდგენილი ხელშეკრულება/ხელშეკრულებები არ იძებნება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (იგულისხმება, რომ არ წარმოადგენს სახელმწიფო შესყიდვას), პრეტენდენტმა, დამატებით უნდა წარმოადგინოს ამავე ხელშეკრულებ(ებ)ის ფარგლებში გამოწერილი, დადასტურებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები), რომელიც უნდა ედრებოდეს წარმოდგენილ შესრულების დამადასტურებელ დოკუმენტ(ებ)ში დაფიქსირებულ ფაქტობრივად შესრულებული მომსახურების ჯამურ ღირებულებას. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი წარმოდგენილი ხელშეკრულების შესრულების პერიოდში არ იყო რეგისტრირებული დღგ-ს გადამხდელად, იგი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა სსიპ „შემოსავლების სამსახურიდან“.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1 პრეტენდენტმა სატენდერო დოკუმენტაციის დანართი #1-ით (ფასების ცხრილი) განსაზღვრული ლაბორატორიული კვლევები უნდა განახორციელოს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრის“ მიერ აკრედიტებულ ლაბორატორიაში, რომლის აკრედიტაციის სფერო უნდა მოიცავდეს გრუნტების ფიზიკო-მექანიკური, ქიმიური და წყლის ანალიზების ჩატარებას; აღნიშნულის დადასტურების მიზნით პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს შემოთავაზებული ლაბორატორიის მოქმედი აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია შესაბამისი აკრედიტაციის სფეროს შესახებ;
შენიშვნა: პრეტენდენტი არ იზღუდება, რომ ლაბორატორიული კვლევები განახორციელოს მხოლოდ ერთ ლაბორატორიაში. მას შეუძლია აღნიშნულ პუნქტში მითითებული მოთხოვნა ლაბორატორიის აკრედიტაციის სფეროების შესახებ, დააკმაყოფილოს ჯამში რამდენიმე ლაბორატორიის შემოთავაზების ფარგლებში. რამდენიმე ლაბორატორიის შემოთავაზების შემთხვევაში, თითოეული შემოთავაზებულ ლაბორატორიაზე გავრცელდება სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1 პუნქტით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნები;
2.7.1.2 სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.1 პუნქტით მოთხოვნილი აკრედიტაციის მოწმობა, მოქმედი უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის წინადადებების მიღების დასრულების დღისთვის.
ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პერიოდში აკრედიტაციის მოწმობ(ებ)ის მოქმედების ვადის გასვლის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოუდგინოს შემსყიდველს შესაბამისი აკრედიტებული ლაბორატორი(ებ)ის ახალი, ვადიანი აკრედიტაციის მოწმობა/მოწმობები ან ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველთან შეთანხმებით ჩაანაცვლოს აკრედიტებული ლაბორატორი(ებ)ი შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ლაბორატორი(ებ)ით.
2.7.1.3 იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტს მიერ არ იქნა დაცული სატენდერო დოკუმენტაციის 2.7.1.2 პუნქტით დადგენილი მოთხოვნები, აღნიშნული წარმოადგენს შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში. დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე აუდიტის მიერ გაცემული აუდიტორული დასკვნით ან/და აკრედიტაციის მქონე პირის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნით (იმ შემთხვევაში, თუ დასკვნის გამცემი ორგანო არ იქნება სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო, დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის შესაბამისი უფლებამოსილების/აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.
შენიშვნა:
- ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს, როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან, ასევე ფასების ცხრილის ერთეულებთან მიმართებით;
- იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია;
- პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მომსახურების სრულად გაწევის შემდეგ, ხელშეკრულებით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენიდან და მითითებული დოკუმენტაციის შემსყიდველის მიერ დადასტურებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

არჩილ პაპუაშვილი, 595701003, A.papuashvili@gogc.ge სატენდერო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია სატენდერო კომისიის აპარატში, ქ. თბილისი, კახეთის გზატკეცილი №21, მე-2 სართული, ოთახი 205; საკონტაქტო პირი: არჩილ პაპუაშვილი +995 (32) 224-40-40, (შიდა - 259).

additional information/document

10.1 additional information/documents

10.1.1 შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაა 34 180,00 ლარი, დღგ-ს გარეშე;
10.1.2 შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში (შემდგომში - სისტემა) წინადადების ფასი დაფიქსირებულ უნდა იყოს ეროვნულ ვალუტაში და უნდა მოიცავდეს პრეტენდენტის/მიმწოდებლის ყველა ხარჯს დაკავშირებულს მომსახურების შემსყიდველისათვის მიწოდებასთან, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს, მოსაკრებელსა და სახდელს, დღგ-ს გარდა;
10.1.3 წინადადების ფასად განიხილება სისტემის მეშვეობით შესყიდვის ელექტრონული ტენდერის შესაბამის ველში დაფიქსირებული ფასი;
10.1.4 ხარჯები, რომლებიც სატენდერო წინადადების ფასში არ იქნება გათვალისწინებული, არ დაექვემდებარება ანაზღაურებას;
10.1.5 შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ხელშეკრულების ღირებულებაში გათვალისწინებული იქნება წინადადების ფასის დღგ-ს შესაბამისი ოდენობა, თუ ხელშეკრულების დადების მომენტისათვის პრეტენდენტი არის დღგ-ს გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად (იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ გახდა დღგ-ს გადამხდელი სუბიექტი, დღგ-ს თანხის დამატებით გათვალისწინება ხელშეკრულების ღირებულებაში არ განხორციელდება).
10.1.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილ, ერთიან ელექტრონულ სისტემაში პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში (გარდა სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტისა, რომელიც წარმოდგენილი უნდა იქნას ლარში), განსაზღვრული იქნება უცხოური ვალუტა, სატენდერო კომისია მის შეფასებას/დადარებას სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან განახორციელებს წარმოდგენილ დოკუმენტში მითითებული თარიღისათვის/დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

10.2 ზოგადი პირობები
10.2.1 პრეტენდენტს უფლება აქვს წარმოადგინოს მხოლოდ ერთი სატენდერო წინადადება;
10.2.2 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, ელექტრონულ სისტემაში ატვირთული პრეტენდენტის მიერ შექმნილი ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია ,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სავალდებულოა დამოწმებული/დადასტურებული იყოს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით (ამასთანავე, ხელმოწერა უნდა განხორციელდეს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში ატვირთული უნდა იქნეს მინდობილობა)), გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სატენდერო დოკუმენტაციის 10.3.1 პუნქტით მოთხოვნილი ფასების ცხრილი პრეტენდენტის მიერ სისტემაში წარმოდგენილი იქნება „MS Excel“-ის ფორმატში.
შენიშვნა:
,,ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნტქით გათვალისწინებული ვალდებულება არ ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ არარეზიდენტ მომხმარებლებზე.
10.2.3 სატენდერო დოკუმენტაციით მოთხოვნილი, სისტემაში ასატვირთი ყველა დოკუმენტი წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე; დოკუმენტების და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი; დოკუმენტთან დაკავშირებული სადავო საკითხ(ებ)ის გადაწყვეტისას უცხოურენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია.
10.2.4 ტენდერში ამხანაგობის მონაწილეობის შემთხვევაში, პრეტენდენტი ვალდებულია იმოქმედოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით.
10.2.5 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში (დანართი №2), რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის შესაძლებელია დაზუსტდეს სატენდერო წინადადების შესაბამისად;
10.2.6 შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ელექტრონული სისტემის კითხვა/პასუხის მოდულის მეშვეობით, პრეტენდენტის მოთხოვნის შემთხვევაში, განახორციელოს სატენდერო განცხადებასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით შესაბამისი დაზუსტება/განმარტება;
10.2.7 შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს შორის ნებისმიერი მიმოწერა/შეტყობინების გაგზავნა ხდება სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით და სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა/შეტყობინება სავალდებულო არ არის. მიმოწერა/შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან;
10.2.8. ტენდერში მონაწილეობის მიღებით, პრეტენდენტი ადასტურებს მის თანხმობას ამ სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული პირობების შესრულებაზე, იმის მიუხედავად, შეიცავს თუ არა მისი სატენდერო წინადადება ასეთ თანხმობას/დადასტურებას. ამის საწინააღმდეგო ნებისმიერი დათქმა თუ ჩანაწერი პრეტენდენტის სატენდერო წინადადებაში ბათილია;

10.3 პრეტენდენტის მიერ სისტემაში ასატვირთი ტექნიკური დოკუმენტაცია/ინფორმაცია
10.3.1 ფასების ცხრილი, დანართის №1-ის შესაბამისად (პუნქტი 1.3);
შენიშვნა: პრეტენდენტის მიერ, „წინადადების მიღება დასრულებულია“ ეტაპზე, ფასების ცხრილის წარმოუდგენლობა ან ფასების ცხრილის განუფასებლად წარდგენა, დაზუსტების მექანიზმის გამოყენების გარეშე გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას აღნიშნული ტენდერიდან.
10.3.2 პრეტენდენტის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები: ხელშეკრულება/ხელშეკრულებები და ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი, ან/და აღნიშნული დოკუმენტაციის შესახებ მითითება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ერთიანი ელექტრონული სისტემის შესაბამის შესყიდვის ნომრებზე (NAT/CMR/SPA და ა.შ) (პუნქტი 2.2.1);
10.3.3. შემოთავაზებული ლაბორატორი(ებ)ის აკრედიტაციის მოწმობა და დოკუმენტაცია აკრედიტაციის შესაბამისი სფეროს შესახებ (პუნქტი 2.7.1).

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru