Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Полные или частичные строительные работы и публичные работы (Грузия - Тендер #66433023)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Animals monitoring agency
Номер конкурса: 66433023
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 1 666 259


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015309
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 18:10
Начало приема предложения 17.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 22.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 1`666`259.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 45200000-Полные или частичные строительные работы и публичные работы
Коды классификатора
  • 45200000 - Полные или частичные строительные работы и публичные работы
Срок подачи ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 8`000.00 GEL
Размер гарантии 16`663 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: inga gabriadze :: 11.08.2025 13:55
  • Последнее исправление: inga gabriadze :: 21.08.2025 18:10
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644107&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სსიპ – ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს სარგებლობაში არსებული ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორიაზე (მის: ქ. თბილისი, თვალჭრელიძის ქ. №45ა) შემდეგი სამუშაოების: დემონტაჟის, თავშესაფრის ტერიტორიაზე არსებული საკატის შენობის რემონტის, ტერიტორიის დასუფთავების, 48 (ორმოცდარვა) ერთეული ღია ვოლიერის, სამრეცხაოების, ტექნიკური სათავსოს, ღია და დახურული ავტოსადგომის, საპარკინგე ადგილების, საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემის და ბეტონის საფარების მოწყობის, ტერიტორიების შემოღობვის, გამწვანების (CPV45200000 მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები) სახელმწიფო შესყიდვა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 შესასრულებელი სამუშაოების ჩამონათვალი და მოცულობები მოცემულია 1.2. პუნქტში თანდართულ ფაილებში: შესასრულებელი სამუშაოების დეფექტური აქტი, პროექტი და არსებული სიტუაციის ამსახველი ფოტომასალასა და ხარჯთაღრიცხვაში (დანართი - N1);
1.2.2. მიმწოდებელმა წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა განახორციელოს, სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრული პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე;
1.2.3. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები განახორციელოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების მოთხოვნათა სრული დაცვით, მათ შორის: აწარმოოს სამუშაოების ხარისხის კონტროლი, შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელ პირს გამოყენებული მასალა-ნაკეთობების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ლაბორატორიული დასკვნები, სერტიფიკატები და სხვა);
1.2.4. სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული მასალებისა და მოწყობილობების ტიპი და ვიზუალურ-ტექნიკური მახასიათებლები (ხარისხი, ფაქტურა, ფერი და სხვა) თანხმდება შემსყიდველთან. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი მასალა, ან მოწყობილობა, ან შესრულებული სამუშაო არ შეესაბამება სტანდარტებს და შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნებს, მიმწოდებელი ვალდებულია თავისი ხარჯებით გამოასწოროს ხარვეზი, წარმოადგინოს სხვა, შემსყიდველისთვის მისაღები მასალა, მოწყობილობა ან/და სხვაგვარად შეასრულოს სამუშაო, ამასთან მიმწოდებელს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური კადრები, რომლებიც უშუალოდ ჩართულები იქნებიან სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებში;
1.2.5. მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით განსაზღვრული სამუშაოები შეასრულოს საკუთარი მასალებით, მოწყობილობებით, ხარისხის, სტანდარტების, სამშენებლო და უსაფრთხოების ნორმებისა და წესების სრული დაცვით. სამუშაოს შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა ტექნიკური აღჭურვილობა და ინსტრუმენტი უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში, მათი ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მწარმოებლის მიერ განსაზღვრული წესით. ტექნიკური აღჭურვილობის და ინსტრუმენტის ექსპლუატაციისას დაუშვებელია არაქარხნული (კუსტარული) წესით დამზადებული დეტალის ან/და სათადარიგო ნაწილის გამოყენება;
1.2.6. სამუშაოების შესრულების პერიოდში მიმწოდებელი ვალდებულია, დაიცვას ობიექტზე უკვე განხორცილებული სამშენებლო სამუშაოები, მისგან გამოწვეული ნებისმიერი სახის ზემოქმედებისაგან/დაზიანებისაგან და მათი დაზიანების შემთხვევაში, სრულად აგებს პასუხს - აღადგენს ან/და აანაზღაურებს შესაბამის ზიანს/ზარალს. თუ კი სამუშაოების უსაფრთხო წარმოებისთვის საჭიროა უსაფრთხოების სქემით სამუშაოების წარმოება, ზემოაღნიშნულის დარღვევით მიღებულ შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მიმწოდებელს. მიმწოდებელი ვალდებულია სრულად დაიცვას შეთანხმებული სქემით განსაზღვრული პერიმეტრი შესაბამისი მარეგულირებელი ნიშნებით;
1.2.7. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო სამუშაოები აწარმოოს საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით, უზრუნველყოს სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოება/ უსაფრთხოების წესების დაცვა და პასუხისმგებელობა აიღოს უსაფრთხოების ნორმების დაუცველობით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე, უნდა უზრუნველყოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის უვნებელი/უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნა. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოების წარმოებისას, უზრუნველყოს სააგენტოს თანამშრომლებისა და მოქალაქეების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად გადაადგილება თავშესაფრის ადმინისტრაციულ შენობასთან.
1.2.8. მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაო ადგილის ფარგლებში მინიმუმამდე დაიყვანოს გარემოზე ეკოლოგიური ზემოქმედება, მუშაობით გამოწვეული ხმაურის, ვიბრაციის და მტვერის გავლენა;
1.2.9. მიმწოდებელი ვალდებულია, შეადგინოს ფარული სამუშაოების (არსებობის შემთხვევაში) დამადასტურებელი წერილობითი აქტები, ამასთან აღნიშნული სამუშაოები დადასტურებული უნდა იქნეს შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ინსპექტირების განმახორციელებელი პირების მიერ;
1.2.10. მიმწოდებელმა სამშენებლო სამუშაოების წარმოების პარალელურად საკუთარი ხარჯებით, ეტაპობრივად, უნდა უზრუნველყოს ტერიტორიიდან სამშენებლო ნარჩენების და ნაგვის მოგროვება და გატანა, სამუშაოების დასრულების შემდეგ უნდა გაათავისუფლოს სამუშაო ადგილი გამოყენებული მოწყობილობა-დანადგარებისა და სხვადასხვა ნარჩენებისგან, განახორციელოს კაპიტალური დასუფთავება;
1.2.11. მიმწოდებელი ვალდებულია, სამშენებლო ობიექტზე თვალსაჩინო ადგილას, მყარ კონსტრუქციაზე განათავსოს სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის შემცველი, მინიმუმ 1 ცალი საინფორმაციო დაფა/ბანერი ზომით 100სმ X 100სმ, საკუთარი ხარჯებით;
1.2.12. მიმწოდებელი ვალდებულია, ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება თუ წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ;
1.2.13. პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასი უნდა მოიცავდეს სამუშაოების სრულყოფილად შესრულებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს. სატენდერო წინადადების ფასი სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში მითითებული უნდა იქნეს დღგ-ს ჩათვლით;
1.2.14. ხარჯთაღრიცხვაში მითითებული პროცენტული მაჩვენებლები არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესს (2014 წლის 14 იანვრის საქართველოს მთავრობის დადგენილება №55);
1.2.15. პრეტენდენტის მიერ ხარჯთაღრიცხვა ატვირთული იქნას Excel-ის ფორმატის ფაილის სახით, დანართი N1–ის მიხედვით (ხარჯთაღრიცხვის წარმოუდგენლობა ან/და განუფასებლად წარმოდგენა ან/და წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა თუ აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს (ნულიც ნიშნავს განფასებას) დაზუსტებას არ დაექვემდებარება და გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას);
1.2.16. შემსყიდველი უფლებამოსილია სამუშაოების მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე განახორციელოს სამუშაო პროცესის ზედამხედველობა. მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს და ტექნიკურ ზედამხედველობას განახორციელებს ა(ა)იპ „ქ. თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია“ ან სერტიფიცირებული ინსპექტირების ორგანო.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1. სამუშაოების შესრულების ვადაა ხელშეკრულების დადებიდან 2025 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი;
1.4.2. მიმწოდებელმა სამუშაოების წარმოება უნდა დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 10 (ათი) დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

სამშენებლო სამუშაოების შესრულების ადგილია ქ. თბილისი, ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩა N45ა (ცხოველთა თავშესაფრის ტერიტორია).

1.6 guarantee period for the works to be performed

1.6.1 მიმწოდებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებზე უნდა ვრცელდებოდეს გარანტია საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ პერიოდზე, ქვემოთ მითითებული ვადით:
ა) შენობის სახურავი, მონოლითური ბეტონი, რკ/ბეტონი და კონსტრუქციები - არანაკლებ 10 წელი;
ბ) წყალ-კანალიზაცია და ელექტროგაყვანილობა - არანაკლებ 5 წელი;
გ) ფასადის მოწყობის სამუშაოები - მოსაპირკეთებელი სამუშაოები და გამოყენებული მასალები , სამღებრო სამუშაოები - არანაკლებ 3 წელი.

1.6.2. საგარანტიო ვადის განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებიდან შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, გამოასწოროს წარმოქმნილი ნაკლოვანება/დეფექტი სრულად საკუთარი ხარჯებით, მიმწოდებელმა სამუშაოების განხორციელება უნდა დაიწყოს ინფორმაციის მიღებიდან არანაკლებ 2 (ორი) სამუშაო დღის განმავლობაში.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

2.2.1.1. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტმა ერთიანი ელექტრონული სისტემის საშუალებით უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია, 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, ჯამურად შესრულებული (უკვე დასრულებული) არანაკლებ 2 500 000.00 (ორი მილიონ ხუთასი ათასი) ლარის ღირებულების, ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, დანართი N2-ის შესაბამისად, SPA ან/და NAT ან/და CMR ნომრების მითითებით ან/და წარმოადგინოს შემსყიდველთან ზემოაღნიშნულ პერიოდში სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ დადებული ხელშეკრულებების და მისი შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ხელშეკრულება ხარჯთაღრიცხვით, სამუშაოს შესრულების ფორმა N2, შუალედური/საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტები/ანგარიშფაქტურა);
2.2.1.2. იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1.1. მუხლით მოთხოვნილი, სამშენებლო სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები სრულად ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, პრეტენდენტს შეუძლია გამოცდილების შესახებ დანართში N2-ში მიუთითოს შესაბამისი CMR ან/და SPA ან/და NAT ან/და სხვა შესყიდვის საშუალების ნომრები და არ წარმოადგინოს მოთხოვნილი დოკუმენტაცია;
2.2.1.3. პრეტენდენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს, 2022 წლის 01 იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე პერიოდში, მის მიერ არანაკლებ 900 000.00 (ცხრაასიათასი) ლარის ღირებულების 1 (ერთი) პროექტის ფარგლებში უკვე დასრულებული ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამშენებლო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია 2.2.1.1. პუნქტში მითითებული ფორმის შესაბამისად;
2.2.1.4. პრეტენდენტის მიერ გამოცდილების დასადასტურებლად წარმოსადგენი ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებს მიეკუთვნება cpv კოდი: 45200000 - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები: შენობების, შენობა-ნაგებობების, კაპიტალური ღობის მშენებლობის, წყალ-კანალიზაციის სისტემის და ელექტროგაყვანილობის სამუშაოების;
2.2.1.5. დანართი N2-ში მითითებულ ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის და შინაარსის სამუშაოებზე, რომლებშიც დამკვეთს წარმოადგენს კერძო სამართლის სუბიექტი (არა შემსყიდველი ორგანიზაციები), პრეტენდენტმა დამატებით უნდა წარმოადგინოს ანალოგიურ სამუშაოებზე ორმხრივად (როგორც დამკვეთის ასევე შემსრულებლის მხრიდან) შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ, ელექტრონულად ხელმოწერილი ან დამოწმებული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დოკუმენტი/ცნობა, საიდანაც უნდა იდენტიფიცირდებოდეს როგორც სამუშაოების შინაარსი და ღირებულება, ასევე ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულება და სამუშაოს მიმდინარეობის პროცესი (მიმდინარე/დასრულებული) დაწყებისა და დასრულების ვადების მითითებით.
2.2.1.5. ქვეკონტრაქტორის გამოცდილება არ განიხილება პრეტენდენტის გამოცდილებად.

2.5.1 requirement related to the time limits for supplying goods/providing services/performing works (timeline)

2.5.1.1. მიმწოდებელი ვალდებულია ხელშეკრულების დადებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში, შემსყიდველთან შეთანხმებული ფორმით, წარმოადგინოს სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი სამუშაოების წარმოების კალენდარული გეგმა-გრაფიკი შეთანხმებულად ითვლება თუ წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში შემსყიდველმა არ აცნობა მიმწოდებელს ხარვეზის შესახებ;
2.5.1.2. მიმწოდებელი ვალდებულია სამუშაოები წარმართოს შეთანხმებული გეგმა გრაფიკის მიხედვით.

2.7.1 requirement related to licensing, standards, accreditation, conformity of quality and other documentation

2.7.1.1. მუშაობის პროცესში მიმწოდებელი ვალდებულია, სამუშაოები შეასრულოს მოქმედი სამშენებლო ნორმების მიხედვით. სამშენებლო სამუშაოების შესრულების პროცესში გამოყენებული ყველა მასალა და მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს ამ სფეროში აღიარებულ სტანდარტებს;
2.7.1.2. შემსყიდველ ორგანიზაცია უფლებამოსილია მოითხოვოს შესაბამისი სერტიფიკატი მშენებლობის პროცესში გამოყენებულ მასალებსა და მოწყობილობებზე.

2.8.1 requirements related to a sub-contractor

2.8.1 მიმწოდებელმა წერილობით უნდა აცნობოს შემსყიდველს მოცემული ხელშეკრულების ფარგლებში, ყველა ქვეკონტრაქტორთან დადებული ხელშეკრულებების შესახებ და მიიღოს მისგან წერილობითი თანხმობა;

2.8.2 ქვეკონტრაქტორი კომპანი(ებ)ი არ უნდა იყვნენ რეგისტრირებული სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე არაკეთილსინდისიერ პირთა რეესტრში – „შავი სია“;

2.8.3 ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე წარმოდგენილი იქნას შემდეგი სახის ინფორმაცია: შესასრულებელი სამუშაოების დასახელება ღირებულებით და ქვეკონტრაქტის (სადაც მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული ვალდებულების გადაცემა) ასლი;

2.8.4 ქვეკონტრაქტორ(ებ)ის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ჯამური მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ხელშეკრულების საერთო ღირებულების 40%-ს;

2.8.5 სამუშაოების ნაწილის ქვეკონტრაქტორ(ებ)ზე გადაცემით მიმწოდებელი არ თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებიდა

2.9 other additional requirements

2.9.1 სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იქნას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
2.9.2 ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, ტექნიკური დოკუმენტაციის განხილვისას უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, უპირატესობის მინიჭების საკითხს გადაწყვეტს სატენდერო კომისია;
2.9.3 „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე, შესყიდვებში მონაწილე პრეტენდენტის/მიმწოდებელის მიერ, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია დამოწმებული უნდა იყოს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით, უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). მიმწოდებელს შეუძლია ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით, ან გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
2.9.4.პრეტენდენტმა შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა უნდა ატვირთოს ექსელის (Excel) ფაილის სახით;
2.9.5 სატენდერო კომისიის მიერ, პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება (დაზუსტების გარეშე) ტენდერიდან, თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა), ან წარდგენილ ხარჯთაღრიცხვაში განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს (აუცილებლად განსაფასებელია "0" -იანი გრაფები, ამასთან ნულიც განფასებას ნიშნავს).
2.9.6 იმ შემთხვევაში, თუ სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების აღწერისას გამოყენებული იქნება სასაქონლო ნიშანი, მოდელი ან პატენტი, ასეთ შემთხვევაში აღნიშნული ტერმინები გამოყენებულია ,,მსგავსისა“ და ,,ექვივალენტურის“ მნიშვნელობით და არ მიუთითებს კონკრეტულ პროდუქციაზე;
2.9.7 სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ლარში;
2.9.8.წინამდებარე ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა შედგენილ უნდა იქნეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის N55 დადგენილებთ დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის-სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმიური მოგების განსაზღვრის წესის“ შესაბამისად;
2.9.9. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება;
2.9.10.ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1.1. თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ, სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით, ან მეტით დაბალი იქნება შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტმა, შემსყიდველი ორგანიზაციის წერილობითი მოთხოვნის შემდეგ, უნდა წარმოადგინოს/ატვირთოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გაცემული უნდა იყოს სსიპ – ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს, ან შესაბამის სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული აკრედიტაციის მქონე პირის/ორგანიზაციის მიერ (დასკვნასთან ერთად წარმოდგენილ უნდა იქნას დასკვნის გამცემი პირის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი), რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ საბოლოოდ დაფიქსირებულ ფასად (ხარჯთაღრიცხვის თითოეული ერთეულის ფასისა და ჯამური ღირებულების გათვალისწინებით) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას. ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული უნდა იყოს წინამდებარე ტენდერის უნიკალური ნომერი და თან უნდა ერთვოდეს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი რესურსული მეთოდით შედგენილი ხარჯთაღრიცხვა (ტექნიკური რეგლამენტის – „სამშენებლო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დადგენის მეთოდიკა“ დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის, 2017 წლის 26 სექტემბრის №439 დადგენილების შესაბამისად);
4.1.1.2. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთებაზე ვრცელდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებისა და 28-ე მუხლის პირველი, მე-2, მე-3, მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული წესები;
4.1.1.3. ექსპერტიზის დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის წარმოდგენა გამოიწვევს შესაბამისი პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

document(s) showing registration/legal data

5.1.2 for a legal entity

1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
2. ცნობა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან რომ არ ხორციელდება იურიდიული პირის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;
3. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, იურიდიული პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
4. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.3 for an individual entrepreneur

1. პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
2. ცნობა საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ფიზიკური პირის ქონებაზე საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის (ყადაღის) არარსებობის შესახებ;
3. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
4. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.4 for a physical entit

1. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
2. ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული დაწესებულებიდან მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ.

5.1.5 for a partnership

1.უშუალოდ ამხანაგობისთვის:

1.1. ამონაწერი გადამხდელთა რეესტრიდან;
1.2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

2. ამხანაგობის წევრებისთვის:
2.1. ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან
2.2. ცნობა ბიუჯეტის მიმართ დავალიანების არარსებობის შესახებ.

5.1.6 for a non-resident

1. არარეზიდენტი იურიდიული პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს
5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები (ცნობები), რომლებიც დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
(2) არარეზიდენტი ფიზიკური პირის შემთხვევაში, პრეტენდენტმა უნდა წარმოადგნოს5.1.4 პუნქტის (1),(2) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები, რომლებიც (ცნობები) უნდა იყოს დამოწმებული კანონმდებლობით დადგენილი წესით (ლეგალიზებული ან აპოსტილით დამოწმებული) და მას თან უნდა ერთვოდეს ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.

5.1.7 for a representation/branch

იმ შემთხვევაში თუ პრეტენდენტი არის უცხოური საწარმოს წარმომადგენელი ან/და ფილიალი საქართველოში, ვალდებულია ერთობლივად წარმოადგინოს, როგორც თავისი, ასევე სათაო კომპანიის 5.1.2 პუნქტის (1),(2),(3),(4) ქვეპუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტები. აღნიშნული დოკუმენტები დამოწმებული უნდა იყოს კანონმდებლობი

Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru