Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги (Грузия - Тендер #66433028)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Gurdjaani Municipality
Номер конкурса: 66433028
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 119 175


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер без аукциона(NAT)
Номер заявки NAT250015304
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 17:58
Начало приема предложения 29.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 01.09.2025 15:00
Предполагаемая цена закупки 119`175.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 79900000-Различные коммерческие услуги и связанные с ними услуги
Коды классификатора
  • 79952000 - Услуги в области проведения мероприятий
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციის 1.4 პუნქტი
Дополнительная информация
ახალგაზრდული ღონისძიების „ახალგაზრდული ფორუმი 2025“ ორგანიზების მომსახურეობა.
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 1`100.00 GEL
Размер гарантии 1`192 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: lika imedashvili :: 21.08.2025 11:59
  • Последнее исправление: nino kachlishvili :: 21.08.2025 17:58
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645642&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

ახალგაზრდული ღონისძიების „ახალგაზრდული ფორუმი 2025“ ორგანიზების მომსახურეობა.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

ახალგაზრდული ფორუმი ითვალისწინებს ერთდღიანი ღონისძიების ორგანიზებასა და ჩატარებას სექტემბრის თვეში. ფორუმის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ჩართულობას საზოგადოებრივ, კულტურულ და სამოქალაქო პროცესებში. შექმნას სივრცე მათთვის, სადაც ისინი შეძლებენ თავისუფლად გამოხატონ თავიანთი აზრები, გაიღრმავონ ცოდნა, იპოვონ თანამოაზრეები და გარდაქმნან იდეები კონკრეტულ ინიციატივებად. ფორუმი მიზნად ისახავს ახალგაზრდების გაძლიერებას, მათთვის ინსპირაციის, თვითგამოხატვისა და ლიდერობის შესაძლებლობების მიცემას.

ფორუმის მონაწილეთა შერჩევა მოხდება ორ ეტაპად.

ეტაპი I
ფორუმის ფარგლებში, მხოლოდ მსმენელად დასწრების მსურველებისთვის უნდა მოხდეს რეგისტრაცია სპეციალური ფორმის საშუალებით, რომლის ლინკიც გამოქვეყნდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდზე. მსმენელთა შერჩევა მოხდება, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდება სარეგისტრაციო ფორმასთან ერთად.

ეტაპი II
ფორუმის ფარგლებში, სპიკერის რანგში მონაწილეობის მსურველებისთვის უნდა მოხდეს რეგისტრაცია სპეციალური ფორმის საშუალებით, რომლის ლინკიც გამოქვეყნდება გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდზე. სპიკერთა შერჩევა მოხდება, შესაბამისი კრიტერიუმების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნდება სარეგისტრაციო ფორმასთან ერთად.

ახალგაზრდული ფორუმის თემა: დაანონსდება სააპლიკაციო ლინკის გამოქვეყნებისთანავე

ჩატარების ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი
ღონისძიების ხანგრძლივობა: 1 დღე
მონაწილეთა ასაკი: 15-25 წელი
მონაწილეთა რაოდენობა: 120 ადამიანი (20 სპიკერი და 100 მსმენელი)

ახალგაზრდული ფორუმის ფარგლებში გვესაჭიროება:

1. ფორუმის გასამართი დარბაზი და მისი მოწყობა
• დარბაზი აღჭურვილი უნდა იყოს გახმოვანება-განათების აპარატურით, ჰქონდეს პანელის გასამართი შემაღლებული სივრცე ან შესაძლებელი იყოს მისი მოწყობა.
• სცენაზე ლედ მონიტორი ზომა მინიმუმ: 6.75*3.95მ.
• ფორუმის გასამართ დარბაზში თავისუფლად უნდა მოთავსდეს 150 ადამიანი.
• 150 ერთნაირი ვიზუალის სკამი.
• ფორუმის გასამართი დარბაზი ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს პროექტორით, შესაბამისი გადამრთველი პულტით და ტექნიკური პერსონალით, რომელიც უზრუნველყოფს ღონისძიების განმავლობაში ფორუმის ტექნიკურ მხარდაჭერას;

2. ჟიურის სამი წევრი
• სამი ადამიანი, რომელიც პროფესიით იქნება მარკეტინგის, მენეჯმენტის ან სტრატეგიული კომუნიკაციების სფეროდან და თითოეული მათგანის პროფესიული გამოცდილება აღნიშნული სფეროებიდან რომელიმეში მაინც იქნება მინიმუმ 10 წლიანი;
• ჟიურისთვის 3მ სიგრძის მაგიდა (ან 3 მაგიდა, რომლებიც ჯამში 3მ სიგრძის იქნება გადაბმით) და 3 სკამი, სადაც ასევე განთავსებული იქნება 6 ცალი 0,5ლ წყალი, 6 ცალი 0.5ლ გაზირებული წყალი, 6 ცალი 0,5ლ გამაგრილებელი სასმელი და 3 ჭიქა;
• ჟიურის წევრებმა უნდა აირჩიონ ჟიურის თავმჯდომარე, რომელიც მართავს ჟიურის გუნდს. მათ უნდა შექმნან და ჩამოაყალიბონ პრეზენტაციების შეფასების კრიტერიუმები და მოახდინონ თითოეული გამომსვლელის შეფასება ქულათა სისტემის საფუძველზე, რომლის შემდეგაც გაკეთებული შეფასებები უნდა დაადასტურონ ხელმოწერით და ჩააბარონ ფორუმის ორგანიზატორებს. რაც შეეხება ვორკშოპს, ისინი ასევე ვალდებულები არიან რომ გააკეთონ დავალების ბრიფი და წარუდგინონ მონაწილეებს რაზეც იმუშავებენ, ხოლო პრეზენტაციების შემდეგ მოხდება მათი შეფასებები ასევე ქულათა სისტემით და ჟიურის წევრები ვალდებულები არიან ხელის მოწერით დაადასტურონ მათ მიერ შედგენილი ოქმები. ორივე შემთხვევაში, საუკეთესო სპიკერების და ვორკშოპის მქონე გახდება მაღალი ქულების მქონე პირები.

3. წამყვანი
• ფორუმის ფარგლებში, წამყვანმა უნდა უზრუნველყოს დღის წესრიგის მიხედვით მართვა მთლიანი ღონისძიების განმავლობაში. წამყვანი უნდა იყოს ცნობადი სახე, სამსახიობო გამოცდილებით, სასურველია რომელიმე პოპულარული ქართული სერიალის სახეს წარმოადგენდეს. (დრესკოდი და ყველა დეტალი შეთანხმდება შემსყიდველთან).

4. ფოტოგრაფის მომსახურება
• ფოტო გადაღება უნდა განხორცილედეს ღონისძიების განმავლობაში, სრული ღონისძიების დასრულებამდე. გადაღებული ფოტოები სრულად უნდა იქნეს მოწოდებული პროექტის დასრულებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, მათ შორის უნდა იყოს მინიმუმ 20 დამუშავებული ფოტო (მიმწოდებელმა სამი სავარაუდო ფოტოგრაფის პორტფოლიო უნდა მოგვაწოდოს, რომელსაც მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ექნება პროფესიონალურ დონეზე და ამასთანავე ექნება პროფესიონალური ფოტო აპარატი არანაკლებ 30 მეგაპიქსელი, რეზოლუცია:(6720 x4480), ლინზები 15-25მმ ფართე კუთხის და პორტრეტის 50-80მმ-მდე. კამერის განათება მინიმუმ 100 ვატი. აღნიშნული აპარატით უნდა მოახდენოს ფოტოების გადაღებას);

5. ვიდეოგრაფის მომსახურება
• ვიდეო გადაღება უნდა მოხდეს სრული დღის განმავლობაში და დამზადდეს კლიპი, რომლის ხანგრძლივობაც მაქსიმუმ იქნება 3წთ (ვიდეო უნდა მოიცავდეს კომენტარებს ღონისძიების მიმდინარეობიდან, ასევე ჰქონდეს ტიტრები როცა ქართულად ილაპარაკებენ ინგლისურენოვანი თარგმანით და როცა ინგლისურად ილაპარაკებენ შესაბამისი ქართულენოვანი თარგმანით, გაფორმებული უნდა იყოს დინამიური მუსიკალური ფონით), გარდა ამისა ვიდეოგრაფმა უნდა მოგვაწოდოს მოკლე თითო-თითო წუთიანი ვიდეო რგოლი ფორუმიდან (ჯამში 10 ცალი), რომლის კადრებიც არ უნდა მოიცავდეს კლიპის კადრებს. ვიდეოგრაფმა ცალკე 90 წამიანი მოკლე კლიპი უნდა დაამზადოს პანელის შესახებ და ჩაწეროს პანელის მონაწილე ყველა სპიკერი. ვიდეოგრაფმა უნდა ჩაიწეროს ყველა მონაწილის მიერ წარმოთქმული 1 კონკრეტული წინადადება, რომელსაც დაამონტაჯებს ერთ ვიდეოდ. (ვიდეოები ღონისძიებიდან 3 კალენდარულ დღეში უნდა ჩაბარდეს შემსყიდველს, ხოლო კლიპი ღონისძიების დასრულებიდან 10 კალენდარულ დღეში); ვიდეოს გადაღება უნდა განხორციელდეს როგორც ვიდეო კამერით ასევე დრონით HD ფორმატით; (შემსყიდველთან შეთანხმებით).
შენიშვნა: ჟიურის წევრების, წამყვანის, ფოტოგრაფის და ვიდეოგრაფის შემთხვევაში, მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს თითოზე მინიმუმ 3 ვარიანტი პორტფოლიოებით, რათა შემსყიდველმა მოახდინოს საუკეთესოს შერჩევა.

6. პანელი და სპიკერები
• პანელზე წარმოდგენილი უნდა იყოს 4 ცნობილი და წარმატებული კომპანიის მფლობელი ან მაღალ მენეჯერულ პოზიციაზე მყოფი ადამიანი. ისინი ვალდებულები არიან მინიმუმ 90 წუთის განმავლობაში ისაუბრონ საკუთარი საქმიანობის წარმატების მიღწევის გზაზე, რა პერიოდი გაიარეს, როგორ მიაღწიეს ახლანდელ მდგომარებას, რა გამოწვევები დაძლიეს, როგორ გადაჭრეს პრობლემები და როგორ მიიღეს ოპტიმალური გადაწყვეტილებები რითაც შექმნეს დღეს უკვე წარმატებული კომპანიები. სასურველია რომ მოღვაწეობის სფერო იყოს ტექნოლოგიები, კომუნიკაცია, ენერგეტიკა, სოფლის მეურნეობა და ინოვაციები.
• პანელის მიმდინარეობისას შემაღლებული უნდა იყოს მცირე სცენა, სადაც განთავსდება 4 ადამიანი, 4 სავარძლით და 2 პატარა მაგიდით, მაგიდაზე განთავსებული უნდა იყოს 8 ცალი 0,5ლ წყალი, 8 ცალი 0.5ლ გაზირებული წყალი, 8 ცალი 0,5ლ გამაგრილებელი სასმელი და 4 ჭიქა;

7. ბენდი
• ცნობილი მუსიკალური პოპ ბენდი, შემდგარი არანაკლებ 3 მომღერლისგან და 7 ინსტრუმენტალისტისაგან, რომელიც შეასრულებს ქართულ და უცხოურ ქავერებს - 90 წუთის განმავლობაში, შესაბამისი გახმოვანებით. აუცილებელია გააჩნდეთ სცენაზე მუსიკალური მოღვაწეობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება. მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს მინიმუმ 3 ვარინატი, რათა შემსყიდველმა მოახდინოს შერჩევა.

8. ულიმიტო მემოგრამით უზრუნველყოფა - 1 დღის განმავლობაში სრულად;

9. ბრენდირებული მასალები
• ბრენდირებული 40 ფურცლიანი ზამბარიანი რვეული ზომა: 21სმ*14სმ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 140ც.
• ბრენდირებული საწერი კალამი (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 140 ც.
• ბრენდირებული პლასტიკური ბეიჯი ფერადი საკიდით. ზომა: 12სმ*10სმ - (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 50 ც.
• ბრენდირებული ტილოს ჩანთა, მხარზე საკიდით. ჩანთის ზომა:35 სმ*30სმ; საკიდის ზომა: 60სმ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 140 ც.
• ბანერი (სადგამი მილკვადრატის კონსტრუქციით ) ზომა: სიმაღლე 3.5მ*სიგრძე 5მ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - 1ც.
• ბრენდირებული მაისურები (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) რჩება შემსყიდველთან - M ზომა 30ც და L ზომა 30ც
• ფორუმის მონაწილეთა სერტიფიკატი მასალა: A4 ფორმატი (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით) - 125ც (სხვადასხვა წარწერით და დიზაინით მათ შორის ნაწილი განკუთვნილი იქნება მონაწილეებისთვის, ნაწილი ვორკშოპში გამარჯვებული გუნდისთვის და საუკეთესო სპიკერებისთვის. 100 ცალი ცარცი და 25 ცალი ტილო).

10. ჯილდოები და საჩუქრები
• გამოვლენილი საუკეთესო სპიკერებისთვის ჯილდოები (სტატუეტი) - თითოეულის სიმაღლე მინიმუმ 30სმ, მეტალის და მარმარილოს გამოყენებით, მარმარილოზე დატანილი წარწერით (ტექსტი, დიზაინი და დეტალები შემსყიდველთან შეთანხმებით) – 3 ცალი
• საჩუქარი სამი გამარჯვებულისთვის - საქართველოს მსაშტაბით რომელიმე ზღვიპირა კომპლექსში დასავენება სამი დღე და 2 ღამე საუზმით, მინიმუმ 4 ვარსკვლავიან სასტუმროში 2 კაციანი სამი ოთახი (მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს თანხის ჩარიცხვის დოკუმენტები ღონისძიების ფარგლებში გამარჯვებულის გამოვლენიდან 2 სამუშაო დღეში).
• საჩუქრები სპიკერების და ჟიურისთვის - სასაჩუქრე პაკეტი: მერიის გერბით ბრენდირებული მუყაოს ჩანთა, სახელურით. ზომა 40x15სმ. – 15 ცალი, გურჯაანის ადგილწარმოშობის 15 ბოთლის ღვინო 0,750 მლ და ღვინის განსხვავებული სასმისი, მასალა: კერამიკის ან შუშის, ზომა: სიმაღე არანაკლებ 30 სმ (დიზაინი შემსყიდველთან შეთანხმებით).

11. კვებითი მომსახურება - იხ: დანართი #3

ფორუმის სავრაუდო დღის წესრიგი
11:00-12:00 რეგისტრაცია ყავასთან ერთად
12:00-12:30 გახსნა და მისალმება - ყველა სპიკერის წარდგენა ერთად
12:30-13:30 მონაწილეთა პრეზენტაციები (თითო 5 წთ - 12 სპიკერი)
13:30-14:30 ლანჩი
14:30-15:10 მონაწილეთა პრეზენტაციები (თითო 5 წთ - 10 სპიკერი)
15:10-19:00 პანელი (კითხვა-პასუხით)
19:00-19:30 დაჯილდოება
19:30- 21:00 ალაფურშეტი/ნეთვორქინგი და მუსიკა

შენიშვნა:
მიმწოდებელი ვალდებულია ღონისძიების თარიღამდე 5 კალენდარული დღით ადრე შემსყიდველს მიაწოდის ყველა ბრენდირებული მასალა.

მიმწოდებელი ვალდებულია, თითოელ მომსახურებაზე გაფორმებული ხელმოწერილი ხელშეკრულება შემსყიდველთან წარმოადგინოს ღონისძიების ჩატარებამდე 5 კალენდარულ დღით ადრე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების მიწოდება განხორციელდება ტექნიკური დავალების შესაბამისად, 2025 წლის სექტემბრის თვეში, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ დღეს (ღონისძიების ხანგრძლივობა 1 დღე).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

მომსახურების გაწევის ადგილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტი.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

1. პრეტენდენტს 2022 წლის 1_ლი იანვრიდან წინამდებარე ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს არანაკლებ 200 000 (ორასი ათასი) ლარის ღირებულების ღონისძიებ(ებ)ის ორგანიზების მომსახურების გამოცდილება.
2. ინფორმაცია გამოცდილების შესახებ წარმოდგენილი უნდა იყოს დანართი N2–ის შესაბამისად;
3. პრეტენდენტი ვალდებულია წარმოადგინოს, საანგარიშო პერიოდში მომსახურების გამოცდილების დამადასტურებელი, მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებები და მათი შესრულების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში თუ მოცემული დოკუმენტები ატვირთულია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში საკმარისია შესაბამისი განცხადების ნომრ(ებ)ის (SPA, NAT, CMR) წარმოდგენა

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1. იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალი იქნება შესაბამისი ტენდერის შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე (სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების მე-18 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტის გათვალისწინებით), პრეტენდენტი ვალდებულია ფასწარმოქმნის ადეკვატურობა დაასაბუთოს აკრედიტირებული, ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დასკვნით. წარმოდგენილი დასკვნით უნდა დასტურდებოდეს პრეტენდენტის მიერ ატვირთულ ფასების ცხრილში დაფიქსირებული ერთეულის ფასებით (თითოეულ ერთეულთან მიმართებით) და აგრეთვე ჯამური ღირებულებით გასაწევი მომსახურების შესრულების შესაძლებლობა (საექსპერტო მომსახურების ხარჯებს დაფარავს პრეტენდენტი).
2. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი დასკვნა დაზუსტებას არ ექვემდებარება.
3. აკრედიტებული, ან ლიცენზირებული პირის მიერ გაცემული დასკვნის წარმოდგენის შემთხვევაში პრეტენდენტს დაუდგება ვალდებულება დასკვნასთან ერთად დამატებით წარმოადგინოს დასკვნის გამცემი აკრედიტირებული პირის შესაბამისი აკრედიტაციის მოწმობა, ან ლიცენზია.
4. დასკვნის წარმოუდგენლობა ან/და უარყოფითი დასკვნის (შეუსაბამობა სატენდერ ოგანცხადებასთან, სატენდერო დოკუმენტაციასთან ან/და სისტემის მეშვეობით პრეტენდენტის მიერ წარმოდგენი ლტექნიკურ/დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციასთან) წარმოდგენა გამოიწვვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ლარში, მიმწოდებლის საბანკო რეკვიზიტებზე, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება მომსახურების შესახებ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

თამთა კვირიაშვილი, 599852232, gurjaanismunicipaliteti1@gmail.com კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეა სამსახურის უფროსის მ/შ ქეთევან დათუკიშვილი ტელ: 599 16 39 17; ქ.გურჯაანი, ი. ნონეშვილის გამზ.#13.

additional information/document

10.1 additional information/documents

1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესყიდვის პროცედურები ხორციელდება საქართველოს კანონის „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანებით დამტკიცებული "ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ შესაბამისად.
2. ტენდერთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი ან/და ინფორმაცია წარმოდგენილ უნდა იქნას ქართულ ენაზე. დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანები ქართულ ენაზე.
3. სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და/ან ინფორმაცია ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული (ბეჭდის არსებობის შემთხვევაში) უნდა იქნას უფლებამოსილი პირის მიერ (საჭიროების შემთხვევაში, ატვირთული უნდა იქნას მინდობილობა ან რწმუნებულება). იმ შემთხვევაში, თუ ხელისმომწერი პირი არ არის წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით აღჭურვილი, პრეტენდენტმა სისტემაში უნდა წარმოადგინოს ხელისმომწერი პირის ხელმოწერისათვის გაცემული მინდობილობა.
4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფორმა და პირობები მოცემულია სატენდერო დოკუმენტაციაში, რომელიც ხელშეკრულების დადების მომენტისათვის დაზუსტდება სატენდერო წინადადების შესაბამისად.
5. პრეტენდენტს არა აქვს უფლება წარმოადგინოს ალტერნატიული სატენდერო წინადადება.
6. სატენდერო წინადადებაში საერთო ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით, გარდა დღგ-სა.
7. სატენდერო კომისიის მიერ პრეტენდენტი დისკვალიფიცირებული იქნება ტენდერიდან (დაზუსტების გარეშე), თუ არ იქნება წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაციის 1.3 პუნქტით გათვალისწინებული ფასების ცხრილი (ხარჯთაღრიცხვა) ან წარდგენილ ფასების ცხრილის განუფასებელი პოზიცი(ებ)ის რაოდენობა აღემატება განსაფასებელი პოზიციების 1%-ს.
8. ამხანაგობის შემთხვევაში პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში შესასრულებელი ვალდებულებების განაწილების შესახებ დანართი #4_ის შესაბამისად.
9. პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი და ა.შ.). დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით.
აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა:
• ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით;
• გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru