Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #66402013)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: Agency for Protected Areas
Номер конкурса: 66402013
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 48 847


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000902
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 09:38
Начало приема предложения 27.08.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 29.08.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 48`847.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77210000 - Услуги по заготовке и транспортировке леса
Срок подачи იხ. სასტენდერო დოკუმენტაცია
Дополнительная информация
Количество и объём закупок იხ.სატენდერო დოკუმენტაცია
Шаг снижения цены 489.00 GEL
Размер гарантии 488 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: davit kopaliani :: 18.08.2025 17:23
  • Последнее исправление: mariam iashaghashvili :: 21.08.2025 09:38
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=645132&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

შესყიდვის ობიექტია აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის მართვას დაქვემდებარებულ აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე ხე-ტყის /მერქნული რესურსის დამზადების მომსახურება.

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

წინამდებარე ტექნიკური დავალების მიზანია, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციიას მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ხე-ტყის/მერქნული რესურსის დამზადება და ტრანსპორტირება საქმიან ეზოში.
დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის დასახელება - აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია, აჯამეთის უბანი და ობჩის უბანი, ჯამში 2 უბანი;
დასამზადებელია იმერული მუხის სახეობის მერქანი, რესურსის მოცულობით - 434.37 კუბ.მ.
ტყეკაფის გამოყოფის საფუძველი: სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის 2024 წლის
20 მარტის N ო-58 ბრძანება.

1. უბანი-აჯამეთის, კვარტალი-11, ლიტერი-მე-2 ნაწილი, მე-3 და მე-4 ნაწილი. ფართობი-22 ჰა, მოსაჭრელი სახეობა ფოთლოვანი-იმერული მუხა, საორიენტაციო მოცულობა - 327.68 კუბ.მ.
2. უბანი-ობჩის, კვარტალი-13, მოსაჭრელი სახეობა ფოთლოვანი-იმერული მუხა, საორიენტაციო მოცულობა - 106.69 კუბ.მ.

1. მომსახურეობის აღწერა
ა) ზეზემდგომი ხმელი ხის ჭრა და მოთხრილ-მოტეხილი წაქცეული ხეების გატანა: სამუშაო ადგილის მომზადება (საჭიროების მიხედვით ხის ირგვლივ ადგილის გასუფთავება ქვეტყისგან, ეკალბარდებისა და ბუნებრივი ნაყარისგან) ხის ჭრა და განსაზღვრული მიმართულებით მოზარდის მაქსიმალურად დაცვის გათვალისწინებით ხის წაქცევა, ტოტების შეჭრა და დარჩენილი ჯირკვის გაქერქვა.უზრუნველყოფილი უნდა იქნას მოჭრილი ხის ნარჩენების ხურგებად განთავსება ხე-ტყის დამზადების დამთავრებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს ხე-ტყის გამოზიდვამდე.
ბ) საჭიროების მიხედვით მორების (შოლტების) მორთრევა ცოცხალი გამწევი ძალით ან რეზინის თვლიანი ტრაქტორით მშრალ ამინდში, ნიადაგის ნაყოფიერი ფენის მაქსიმალურად დაზიანების გარეშე. აიკრძალოს მუხლუხოიანი ტრაქტორის გამოყენება მორთრევის დროს. მორთრევა განხორციელდეს ზედა საწყობამდე (ბაქნამდე) ან სატყეო - სამეურნეო მიზნით გამოყოფილ გზამდე.
გ) მორზე (შოლტზე) გადასაჭრელი ადგილის მონიშვნა მრგვალი ხე-ტყის მორების მიღების მიზნით და შოლტების დამორვა ბენზოხერხით, ძირზე დარჩენილი ღეროს ნაწილის მოჭრა - შესწორება.
დ) მოჭრილი ხის ღეროდან მაქსიმალურად იქნეს ამოღებული საქმისი მერქანი - მრგვალი მორი 2 – 6 მეტრის სიგრძის. საშეშე ხე-ტყის 60 სმ სიგრძეზე დაკოტვრა.
ე) ხე-ტყის დატვირთვატრანსპორტზე,ტრანსპორტირება ხეტყის საბოლოო დასაწყობების ადგილამდე. აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციული ოფისის ეზოში რეგისტრირებულ N302-000-000270 საქმიან ეზოში.
ვ) მიმწოდებელმა მოჭრილი - დამზადებული მერქნული რესურსი უნდა დაასაწყობოს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ადგილზე.
ზ)ხე-ტყის დახარისხება და დაშტაბელება რაც მოიცავს შოლტის მიგორებას, დახარისხებას სიგრძისა და ხარისხის მიხედვით.

2. მიმწოდებლის ვალდებულება
ა) ტყეკაფზე ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული ნარჩენები განათავსოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ბ) მიმწოდებელი ვალდებულია დამზადებული მერქნული რესურსი ხე-ტყის დასაწყობების ადგილზე დაალაგოს შტაბელებად.
გ) მომსახურების გაწევის პერიოდში საჭიროების შემთხვევაში სააგენტოსთან ან/და სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით უნდა უზრუნველყოს გამოსაყენებელი სატყეო - სამეურნეო მიზნით გამოყოფილი გზის რეაბილიტაცია.
დ) მომსახურების გაწევისას სავალდებულოა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი წესების და ნორმების დაცვა, მათ შორის ტყეში მიმდინარე სამუშაოების დროს მკაცრად განისაზღვროს კანონმდებლობით განსაზღვრული სახანძრო უსაფრთხოების მიმართ წაყენებული მოთხოვნების შესრულება.
ე) მოჭრას და დაამზადოს მხოლოდ სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის მიერ ჭრაში დანიშნული (ზეზემდგომი და მოთხრილ-მოტეხილი) ხეები. კერძოდ, მავნებლის მასიური გავრცელების კორომებში სავალდებულოა დამზადებული და დასაწყობებული ხე-ტყის ქიმიური ინსექტიციდით დამუშვება და შესაბამისი აგროქსოვილით შეფუთვა და დაყოვნება არანკლებ 24 საათისა ან/და მოჭრილ და დასაწყობებულ მორებზე არსებული სასვლელების (ნახვრეტების) დამუშავება ქიმიური ინსექტიციდით, შესაბამისი ჭავლის (ძლიერი) მქონე აპარატით (შესასხურებელი), ან/და მოჭრილი მორების წყლით სავსე ავზში ჩაძირვა და დაყოვნება არანაკლებ 12 საათისა.
ვ) მომსახურეობის გაწევის პერიოდში დამზადების პროცესის გამართულად წარმოების უზრუნველსაყოფად შეასრულოს სააგენტოსა და აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციის წერილობითი მითითებები.
ზ)მიმწოდებელმა მოჭრილი-დამზადებული მერქნული რესურსი უნდა დაასაწყობოს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციული ოფისის ეზოში რეგისტრირებულ N302-000-000270 საქმიან ეზოში.
თ) წარმოდგენილი დასამზადებელი მერქნული რესურსი საორიენტაციო ხასიათისაა და „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მე- 26 მუხლის მე-4 პუნქტის გამომდინარე შემსყიდველი უფლებამოსილია არ მოახდინოს შესყიდვა სრული რაოდენობით.
ი) მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების მე-28 მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჭრის შედეგად მიღებული ნარჩენების განთავსება.
კ) შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს ზემოაღნიშნული ი) პუნქტის დარღვევის შემთხვევაში დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის № 368 დადგენილების მე-4 დანართის მე-8 პუნქტის შესაბამისად.
ლ) შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელსტყეზე მიყენებული ზიანის შემთხვევაში დააკისროს გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 ივლისის № 368 დადგენილების მე-4 დანართის შესაბამისად.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

ხე-ტყის დამზადების მომსახურება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

ა) მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს აჯამეთის აღკვეთილის აჯამეთის უბნის N11 კვარტალში და აჯამეთის აღკვეთილის ობჩის უბნის N13 კვარტალში.
ბ) ტყეკაფამდე მისასვლელი, სატყეო სამეურნეო გზით უზრუნველყოფილია (მიმწოდებელმა დაზინების შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სატყეო გზის აღდგენა).
გ) ტყეკაფიდან დამზადებული ხე-ტყის დასაწყობების ადგილამდე მანძილი: ბაღდათის მუნიციპალიტეტის აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული აჯამეთის უბნის N11 კვარტლიდან აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციული ოფისის ეზოში რეგისტრირებულ N302-000-000270 საქმიან ეზომდე შეადგენს - 1კმ-ს. ბაღდათის მუნიციპალიტეტის აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციას დაქვემდებარებული ობჩის უბნის N13 კვარტლიდან აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციული ოფისის ეზოში რეგისტრირებულ N302-000-000270 საქმიან ეზომდე შეადგენს-18კმ-ს.

technical requirements

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

მომსახურების სრულყოფილად მიწოდების მიზნით, პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ ორი სამუშაო ჯგუფი და თითოეული სამუშაო ჯგუფი უნდა იყოს უზრუნველყოფილი შემდეგი ტექნიკური საშუალებით:
1. მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანა – მორების საბოლოო დასაწყობების ადგილამდე ტრანსპორტირებისათვის, არანაკლებ 1 ერთეული (შესაბამისად მინიმუმ ორი სამუშაო ჯგუფის შემთვევაში - არანაკლებ 2 ერთეული და ა.შ.);
2. თვლიანი სპეციალური ტექნიკა (მორმთრევი ან სხვა ანალოგიური დანიშნულების ტექნიკა) – მორების გამოსატანად და დასაშტაბელებლად, არანაკლებ 1 ერთეული (შესაბამისად მინიმუმ ორი სამუშაო ჯგუფის შემთვევაში - არანაკლებ 2 ერთეული და ა.შ.);
3. თვლიანი სპეციალური ტექნიკა – საჭიროების შემთხვევაში სატყეო სამეურნეო გზების მოწყობა-რეაბილიტაციისათვის, არანაკლებ 1 ერთეული (შესაბამისად მინიმუმ ორი სამუშაო ჯგუფის შემთვევაში - არანაკლებ 2 ერთეული და ა.შ.).
ზემოთჩამოთვლილი ტექნიკური საშუალებების დროებით ან მუდმივ სარგებლობაში ფლობის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს: რეგისტრაციის მოწმობა (თუ ტექნიკა მის საკუთრებაშია); ან ქირავნობის/თხოვების შესაბამისი ხელშეკრულება; ან წერილობითი შეთანხმება ტექნიკის დროებით სარგებლობაში გადაცემის მზაობის შესახებ.

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

მომსახურების სრულყოფილად მიწოდების მიზნით, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს უნდა ჰყავდეს არანაკლებ ორი სამუშაო ჯგუფი. თითოეული სამუშაო ჯგუფი უნდა შედგებოდეს მინიმუმ 4 (ოთხი) კვალიფიციური ადამიანისაგან (შესაბამისად მინიმუმ ორი სამუშაო ჯგუფის შემთვევაში - არანაკლებ 8 ადამიანი და ა.შ.). აქედან, მინიმუმ ერთი დასაქმებული პირი (ჯამში ყველა ჯგუფისათვის) უნდა იყოს დიპლომირებული მეტყევე სპეციალისტი.
აღნიშნული მოთხოვნის დასადასტურებლად პრეტენდენტმა უნდა წარმოადგინოს წერილობითი თანხმობა მომსახურების გაწევის მიზნით დასაქმებული პირების რაოდენობის და ზოგადი კვალიფიკაციის შესახებ, აგრეთვე სამუშაო ჯგუფებში დასაქმებული არანაკლებ ერთი პირის შესახებ მეტყევე სპეციალისტის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი.

2.9 other additional requirements

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

1) იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში ყველაზე დაბალი ფასის წინადადების მქონე პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება (დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ან დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნით რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად სატენდერო წინადადებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას). იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტის მიერ არ იქნა წარმოდგენილი, ან წარმოდგენილი დასაბუთება შემსყიდველის მიერ არ ჩაითვლება დამაკმაყოფილებლად, მოხდება პრეტენდენტის დისკვალიფიკაცია; პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება.

2) ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ით, ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობა უნდა დასტურდებოდეს როგორც პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებული წინადადების ფასთან (ხარჯთაღრიცხვის ჯამურ ღირებულებასთან), ასევე ხარჯთაღრიცხვის ერთეულებთან მიმართებით.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

terms of payment

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწვევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის ან მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის (კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში) საფუძველზე.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ეტაპობრივად, ფაქტიურად გაწეული მომსახურების მიხედვით, მომსახურების გაწვევის შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მარიამ იაშაღაშვილი, 595003040, mariam.iashaghashvili@apa.gov.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

სატენდერო დოკუმენტაციის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების მიღება პრეტენდენტს შეუძლია „კითხვა-პასუხის“ მოდულის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის ბრძანება №12-ის მე-8 მუხლის გათვალისწინებით.

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru