Расширенный поиск
Поиск по тендерам РФ Иностранные закупки Поставщики Реализация собственности Заказчики Еще
Главная Иностранные тендеры и госзакупки Тендеры Грузии


Услуги в области лесного хозяйства (Грузия - Тендер #66402010)


Поделиться

Для перевода текста тендера на нужный язык воспользуйтесь приложением:


Страна: Грузия (другие тендеры и закупки Грузия)
Организатор тендера: JSC "Georgian State Electric System"
Номер конкурса: 66402010
Дата публикации: 21-08-2025
Сумма контракта: 407 762


Продвигайте Вашу продукцию на мировые рынки
Доступ к полной информации по данной закупке закрыт.
Зарегистрируйтесь для получения бесплатных рассылок по новым тендерам и просмотра дополнительной информации.

.
Регистрация
Тип закупки Электронный тендер(SPA)
Номер заявки SPA250000903
Статус закупки Объявлен
Закупщик
Дата объявления закупки 21.08.2025 09:51
Начало приема предложения 09.09.2025 00:00
Истекает срок принятия предложений 12.09.2025 12:00
Предполагаемая цена закупки 407`762.00 GEL
Заявка должна быть представлена с учётом НДС
Категория закупки 77200000-Услуги в области лесного хозяйства
Коды классификатора
  • 77200000 - Услуги в области лесного хозяйства
  • 77211000 - Услуги, связанные с заготовкой и транспортировкой леса
Срок подачи იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Дополнительная информация
სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ეგხ-ეების დაცვის ზონაში მდგარი ხე-ტყის ჭრის, მოჭრილი ხე-ტყის ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების შესყიდვა
Количество и объём закупок იხილეთ სატენდერო დოკუმენტაციაში
Шаг снижения цены 2`000.00 GEL
Размер гарантии 4`078 GEL
Срока действия гарантии 160 День
  • Загрузка объявления: maia khabeishvili :: 12.08.2025 12:26
  • Последнее исправление: maia khabeishvili :: 21.08.2025 09:51
Прикреплённая информация о закупке: http://tenders.procurement.gov.ge/public/?go=644295&lang=ru

information related to description of an object of procurement

1.1 name of an object of procurement

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისათვის“ სხვადასხვა პროექტების ფარგლებში ეგხ-ეების დაცვის ზონაში მდგარი ხე-ტყის ჭრის, მოჭრილი ხე-ტყის ტრანსპორტირების და დასაწყობების მომსახურების შესყიდვა

1.2 technical parameters of goods / description of services/works (technical project), quantity/volume of an object of procurement

1.2.1 სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას ამ პუნქტში წარმოდგენილ დოკუმენტებზე ("დანართი N1 - საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი" და "ტექნიკური დავალება"), რაც უცვლელად დაერთვება დანართად გასაფორმებელ ხელშეკრულებას.

შესყიდვის ობიექტის ტექნიკური სპეციფიკაციების თავისებურებიდან გამომდინარე, მათი აღწერის თვალსაჩინოებისთვის გამოყენებულია მიმაგრებული ფაილები: "ტექნიკური დავალება" და "დანართი N1 - საკომპენსაციო საფასურის გაანგარიშების წესი".

* შეიპ (shp) ფაილები ტენდერში გამარჯვებულ პრეტენდენტს - "მიმწოდებელს" გადაეგზავნება ხელშეკრულების გაფორმებისთანავე.

1.3 price list/expense account

1.4 time limits for supplying goods/providing services/performing works

1.4.1 ხე-ტყის ჭრის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების გაწევის ვადაა სსე-ს მიერ "მიმწოდებლისათვის" შეიპ (shp) ფაილების და ხე-ტყის ჭრის სანებართვო დოკუმენტაციის გადაცემიდან, დასაწყობების ადგილის გამოყოფიდან და ეგხ-ს დაცვის ზონაში მიმწოდებლის ტექნიკისა და თანამშრომლების დაშვებიდან არაუმეტეს 8 (რვა) თვის განმავლობაში.

1.4.2. ობიექტზე დაშვების უფლების მისაღებად „მიმწოდებელი“ ვალდებულია სსე-ს მიერ "მიმწოდებლისათვის" ყოველი პროექტის მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის გადაცემიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღეში წერილობით მიმართოს "შემსყიდველს".

შენიშვნა: ობიექტზე დაშვების პროცედურები გაწერილია სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტის - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.4 პუნქტში და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #3–ში (მომსახურების შესრულების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

1.5 form and venue for supplying goods/providing services/performing works

1.5.1 ხე-ტყის ჭრის, ტრანსპორტირებისა და დასაწყობების მომსახურების გაწევის ადგილებია:

ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ზუგდიდის, ხობის, ოზურგეთის, ლანჩხუთის, ქობულეთის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების ტერიტორია.

technical requirements

2.2.1 requirement related to the experience of a tenderer

(!)

„პრეტენდენტს“ 2020 წლის 1 იანვრიდან მოცემულ ტენდერში წინადადებების მიღების დასრულების დღემდე, უნდა ჰქონდეს ჯამში არანაკლებ 2500 კუბური მეტრი ხე-ტყის ჭრის გამოცდილება,
რაზედაც პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს(ატვირთოს):

ხელშეკრულებები სათანადო მიღება-ჩაბარების ან/და შუალედური მიღება- ჩაბარების აქტებით ან სხვა დამადასტურებელი დოკუმენტით ან/და საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის ტენდერის/CMR ნომრები, სადაც შესაძლებელი იქნება მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადამოწმება და დადასტურდება აღნიშნული გამოცდილება.

2.3.1 requirement related to material and technical support of a tenderer

(!)

"პრეტენდენტს“ ხე-ტყის ჭრაზე, მოჭრილი ხე-ტყის ტრანსპორტირება-დასაწყობების მომსახურებაზე უნდა ჰყავდეს არანაკლებ 3 (სამი) სამუშაო ჯგუფი.

თითოეული სამუშაო ჯგუფი აღჭურვილი უნდა იყოს საჭირო ტექნიკით:

2.3.1.1. მაღალი გამავლობის სატვირთო ავტომანქანა (საბოლოო დასაწყობების ადგილამდე მორების გამოსაზიდად)-1 ც;
2.3.1.2. სპეც/ტექნიკა (მორმთრევი ან სხვა სპეც/ტექნიკა) მორების გამოსათრევად-1ც;
2.3.1.3 სპეც/ტექნიკა (ბულდოზერი ან სხვა სპეც/ტექნიკა) სატყეო სამეურნეო გზების რეაბილიტაციისათვის - 1 ც;

რაზედაც "პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს (ატვირთოს) სარგებლობის (საკუთრება ან ქირავნობა ან სხვა) დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნულ ტექნიკაზე, სადაც მითითებული იქნება ტექნიკის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია.

2.3.1.4 GPS მოწყობილობა- ჯგუფზე 1 ცალი, რაზედაც წარმოდგენილი უნდა იქნეს მოწყობილობის სერიული ნომერი და ფოტოსურათი, ხოლო შესყიდვის დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში წარმოსადგენია ნასყიდობის დამადასტურებელი დოკუმენტი.


* დოკუმენტების უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.4.1 requirement related to the experience of the staff of a tenderer

(!)

2.4.1.1."პრეტენდენტს“ ხე-ტყის ჭრაზე და მოჭრილი ხე-ტყის ტრანსპორტირება-დასაწყობების მომსახურებაზე უნდა ჰყავდეს არანკლებ 3 (სამი) სამუშაო ჯგუფი. თითოეული ჯგუფი უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 ადამიანისაგან, რაზედაც, "პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს ჯგუფის წევრებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები. ამასთან, ჯგუფში უნდა იყოს ერთი მეტყევე სპეციალისტი, რაზედაც "პრეტენდენტმა" სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

* დოკუმენტების უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით).

2.9 other additional requirements

(!)


პრეტენდენტმა სატენდერო წინადადებით უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის ინფორმაცია/დოკუმენტაცია, კერძოდ:

2.9.1 სატენდერო დოკუმენტაციის კითხვარის 1.3 ველში მოცემული სრულად შევსებული "ფასების ცხრილი".

2.9.2 თანხმობა ობიექტზე დაშვების პროცედურებზე. ამ მიზნით პრეტენდენტი ვალდებულია გაეცნოს სატენდერო დოკუმენტაციის 8.1 ველში მიმაგრებული დოკუმენტს - ,,ხელშეკრულების პროექტის" მე-4 მუხლის 4.4 პუნქტს და ,,ხელშეკრულების პროექტის" დანართი #3–ს (მომსახურების უსაფრთხოდ გაწევის წესი და პირობები).

document(s) verifying adequacy of pricing

4.1.1 requirement related to the document(s) verifying adequacy of pricing

იმ შემთხვევაში, თუ ტენდერში პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით დაფიქსირებული საბოლოო ფასი 20%-ით ან მეტით დაბალია შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებაზე, პრეტენდენტი ვალდებულია უზრუნველყოს ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ ვადაში.

დასაბუთება შესაძლებელია განხორციელდეს

„სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნით ან კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებული შემფასებელთა სერტიფიკაციის ორგანოს მიერ სათანადოდ სერტიფიცირებული პირის შესაბამისი დასკვნით (ასეთ შემთხვევაში, დასკვნას თან უნდა დაერთოს შესაბამისი სერტიფიკატის ასლი) ან აუდიტორული დასკვნით, რომელიც ადასტურებს პრეტენდენტის მიერ დაფიქსირებულ ფასად დასადები ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესაძლებლობას.

დასკვნაში საბოლოო შეფასება უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი.

პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დასაბუთება დაზუსტებას არ ექვემდებარება. ფასწარმოქმნის ადეკვატურობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობა ან/და ისეთი დოკუმენტის წარმოდგენა, რომლითაც ვერ დადასტურდება ფასწარმოქმნის ადეკვატურობა, გამოიწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის N12 ბრძანების „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ 32-ე მუხლის პირველი პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად.

4.1.2 time limits for providing the document(s) verifying adequacy of pricing

guarantee for assurance of contract performance

6.1 guarantees for assurance of contract performance are requested

5 Процентов

6.2 guarantees are requested in case of reduction of final value by 20% or more compared to estimated value

10 Процентов

6.3 duration of guarantee

მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას.

6.4 terms and conditions of guarantee

6.4.1. გამარჯვებულ პრეტენდენტს - მიმწოდებელს, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო და გამოუთხოვადი გარანტიის (საბანკო გარანტია) შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენა მოეთხოვება ხელშეკრულების გაფორმებამდე;
6.4.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის ოდენობა განისაზღვრება ხელშეკრულების ღირებულების ________%-ის ოდენობით.
6.4.3 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია გამოიყენება მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.
6.4.4.მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების შემდეგ ან მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, მიმწოდებლის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში შემსყიდველი ვალდებულია უზრუნველყოს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის დაუყოვნებლივ დაბრუნება.
6.4.5 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის თანხა არ უნდა მცირდებოდეს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული ვალდებულებების პროპორციულად.
6.4.6 შემსყიდველმა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გარანტიის გამცემი ორგანიზაციისგან უნდა მიიღოს პირველი მოთხოვნისთანავე, ყოველგვარი დამატებითი დასაბუთების, განმარტების და მტკიცებულების წარდგენის გარეშე.
6.4.7 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულების ღირებულების და/ან მოქმედების ვადის გაზრდის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია წარმოადგინოს ცვლილების შესაბამისად განახლებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
6.4.8 საბანკო გარანტია და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იქნას ქართულ ენაზე (დოკუმენტების ან/და ინფორმაციის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში მას თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით));
6.4.9 რეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ „საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან, შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული;
6.4.10 არარეზიდენტი პრეტენდენტის მიერ ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის უპირობო გამოუთხოვადი გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან. უცხოური ბანკიდან ან/და სადაზღვევო კომპანიიდან საბანკო გარანტიის წარმოდგენის შემთხვევაში მასთან ერთად მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საბანკო გარანტიის საფუძველზე საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის“ მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო კომპანიიდან გაცემული „კონტრგარანტია“. შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

terms of payment

7.1.1 amount of the sum to be paid in advance and terms for its payment

- იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების მიმდინარეობისას მიმწოდებლის მიერ მოთხოვნილი იქნა საავანსო გადახდა, შემსყიდველი მიმწოდებელს უხდის საავანსო თანხას (სახელშეკრულებო ღირებულების არაუმეტეს 20%) მიმწოდებლის მხრიდან შესაბამისი ოდენობის უპირობო და გამოუთხოვადი სავანსო-საბანკო გარანტიის შემსყიდველ ორგანიზაციაში მატერიალური სახით წარმოდგენის შემთხვევაში, საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში;

- მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა მინიმუმ 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების მოქმედების ვადას;

- იმ შემთხვევაში თუ მიმწოდებელი არის დღგ-ს გადამხდელი, საავანსო-საბანკო გარანტიის შესაბამისი ანგარიშფაქტურა წარმოდგენილი უნდა იყოს ავანსის გადახდიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ საავანსო-საბანკო გარანტიის ინვოისი წარმოდგენილი უნდა იყოს საავანსო-საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 2 (ორი) სამუშაო დღეში;

- ავანსად გაცემული თანხა ჩაითვლება ეტაპობრივად;

- უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე. უცხო ენაზე წარმოდგენის შემთხვევაში, თან უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით);

- რეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო და გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან გაცემული შემდეგი ფორმის დაცვით: დაბეჭდილი გარანტიის გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი და/ან ბეჭედდასმული;

- არარეზიდენტი მიმწოდებლის მიერ უპირობო გამოუთხოვადი საავანსო-საბანკო გარანტია წარმოდგენილი უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულებიდან ან საავანსო-საბანკო გარანტიის უცხოური ბანკიდან წარმოდგენის შემთხვევაში, მიმწოდებელმა მასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ზემოაღნიშნული საავანსო-საბანკო გარანტიის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების გაცემული უპირობო გამოუთხოვადი „კონტრ გარანტია" შემდეგი ფორმის დაცვით: „კონტრ გარანტიის" გამცემი დაწესებულების ტიტულიან ფურცელზე (ბლანკი), ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული.

7.2 terms of step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე მომსახურების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის საფუძველზე. ანგარიშსწორება განხორციელდება ლარში, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.

7.3 time limits for step by step and/or final payment

ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად, თითოეულ ობიექტზე მომსახურების დასრულების შემდეგ, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისა და ,,მიმწოდებლის“ მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის წარმოდგენის შემდეგ არაუგვიანეს 8 (რვა) სამუშაო დღის განმავლობაში.

information about contact person

9.1 identity and personal information of the contact person of the Office of tender committee

მაია ხაბეიშვილი, 577240458, maia.khabeishvili@gse.com.ge

additional information/document

10.1 additional information/documents

1. ალტერნატიული სატენდერო წინადადება არ მიიღება;

2. სატენდერო წინადადების წარდგენით, პრეტენდენტი ავტომატურად გამოხატავს თანხმობას სატენდერო დოკუმენტაციის პირობებით განსაზღვრულ მოთხოვნებზე;

3. სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი შესყიდვის ობიექტის ცალკეული გაუმჯობესებული კომპონენტები/მახასიათებლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც არსებითად არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარსს, და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

4.სატენდერო კომისია უფლებამოსილია განიხილოს პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილ (ატვირთულ) სატენდერო წინადადებაში ან/და დაზუსტებულ სატენდერო წინადადებაში რედაქციული (გრამატიკული) ხასიათის ცდომილება/შეუსაბამობა, რომელიც არ ცვლის შესყიდვის ობიექტის შინაარს და სატენდერო წინადადებით დაფიქსირებულ საბოლოო ფასს და მიიღოს გადაწყვეტილება მათი სატენდერო პირობებთან შესაბამისობის და დასაშვებობის შესახებ.

5. სატენდერო წინადადება, ასევე ამ წინადადებასთან დაკავშირებული შემსყიდველსა და პრეტენდენტს შორის გაცვლილი მთელი კორესპონდენცია, დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია, წარმოდგენილი უნდა იქნეს ქართულ ენაზე. ,,დოკუმენტის უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მას უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე" (დამოწმებული ნოტარიულად ან აპოსტილით)... უცხოენოვან დოკუმენტსა და მის ქართულ ენაზე შესრულებულ თარგმანს შორის, პრიორიტეტის მინიჭების საკითხს წყვეტს სატენდერო კომისია;

6. თუ სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნ(ებ)ის შესაბამისად, არ იქნება წარმოდგენილი "ფასების-ცხრილი" ან მისი რომელიმე პოზიცია განუფასებლად იქნება წარმოდგენილი, პრეტენდენტი დაექვემდებარება დისკვალიფიკაციას.

7. სატენდერო წინადადების საერთო და ერთეულის ფასის წარმოდგენა დასაშვებია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში - ლარში;

8. რეზიდენტი პრეტენდენტი ვალდებულია, მის მიერ შექმნილი, წინადადების სახით წარსადგენი დოკუმენტები (მაგ., ფასების ცხრილი, ინფორმაცია საკუთარი გამოცდილების შესახებ, საგარანტიო პირობები და ა.შ.), დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით/კვალიფიციური შტამპით. აღნიშნულისთვის პრეტენდენტს აქვს ორი შესაძლო გზა: 1) ყველა PDF დოკუმენტი სათითაოდ დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური შტამპით; 2) გააერთიანოს წარსადგენი დოკუმენტები ერთ PDF ფაილად, ხოლო თუ ერთი ფაილის ზომა აღემატება 20 მეგაბაიტს – რამდენიმე PDF ფაილად და ის/ისინი დაამოწმოს/დაადასტუროს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;

9. „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამიისად, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის შესრულება ან/და კვალიფიციური ელექტრონული შტამპის დასმა არ ვრცელდება არარეზიდენტ პირზე, აგრეთვე იმ შემთხვევაზე, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა დოკუმენტზე ხელმოწერის შესრულებას ან/და შტამპის დასმას არ მოითხოვს .

minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

11.1 minutes of tender committee meeting on approving tender terms and conditions

Документация

Документация не прикреплена

Документ, подтверждающий эксклюзив

Документация не прикреплена


Источник закупки

Перейти

Импорт - Экспорт по стране Грузия

Кроме мониторинга зарубежных тендеров для ведения успешного бизнеса изучите информацию о стране: какая продукция экспортируется и импортируется и на какие суммы. Определите коды ТН ВЭД интересующей вас продукции.

Экспорт Импорт




Copyright © 2008-2025, TenderGURU
Все права защищены. Полное или частичное копирование запрещено.
При согласованном использовании материалов сайта TenderGURU.ru необходима гиперссылка на ресурс.
Электронная почта: info@tenderguru.ru
Многоканальный телефон 8-800-555-89-39
с любого телефона из любого региона для Вас звонок бесплатный!

Портал отображает информацию о закупках, публикуемых в сети интернет
и находящихся в открытом доступе, и предназначен для юрлиц и индивидуальных предпринимателей,
являющихся участниками размещения государственного и коммерческого заказа.
Сайт использует Cookie, которые нужны для авторизации пользователя.
На сайте стоят счетчики Яндекс.Метрика, Google Analytics и LiveInternet,
которые нужны для статистики посещения ресурса.

Политика обработки персональных данных tenderguru.ru