სადგურ ქუთაისი I-ის პირველი მაღალი სამგზავრო ბაქნისა (საინვ. N34859) და
მასზე განთავსებული გადახურვის (საინვ. N2140/15152)
რეკონსტრუქცია/მოწყობისათვის საჭირო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
გასაწევ მომსახურებაზე განსაკუთრებული მოთხოვნები:
1. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს სს „საქართველოს რკინიგზა“-ს ფილიალ
„მგზავრთა გადაყვანა“-ს ბალანსზე რიცხული სადგურ ქუთაისი I-ის პირველი
მაღალი სამგზავრო ბაქნისა (საინვ. N34859) და მასზე განთავსებული გადახურვის
(საინვ. N2140/15152) (შემდგომში - „სარეკონსტრუქციო ობიექტები“)
რეკონსტრუქცია/მოწყობისათვის საჭირო სამუშაოების
საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება;
2. აღნიშნული ბაქნის სიგანე უნდა იყოს ბაქნის არსებული სტანდარტით
განსაზღვრული ზომების შესაბამისად, ხოლო სიგრძე - 250 მეტრამდე
(შემსყიდველთან შეთანხმებით).
3. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს „სარეკონსტრუქციო ობიექტებზე“
განსახორციელებელი სამუშაოებისათვის საჭირო ყველა შესაბამისი
კვლევის ჩატარებას (მათ შორის გეოლოგიურ კვლევას, რომელსაც უნდა
დაესწროს შემსყიდველის წარმომადგენელი);
4. მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს „სარეკონსტრუქციო ობიექტების“
რეკონსტრუქცია/მოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული
ნაწილი (დიზაინი და რენდერები არანაკლებ 2 ალტერნატიული ვარიანტი)
წერილობით უნდა იქნეს შეთანხმებული შემსყიდველთან. ამასთან
გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნული შეთანხმებ(ებ)ის დროს
მომსახურების განხორციელების ვადის ათვლა არ ჩერდება;
5. პროექტებში გათვალისწინებული უნდა იყოს:
• ანტი ვანდალური მოსაცდელი სკამები და ნაგვის ურნები (შემსყიდველთან
შეთანხმებული ადგილებისა და ესკიზების მიხედვით);
• „სარეკონსტრუქციო ობიექტების“ ელ. ენერგიითა და განათებით
(ლამპიონები, სენსორული ლედ განათების ნათურებით და სხვა)
უზრუნველყოფა;
• წყლის არიდების სისტემით უზრუნველყოფა;
• „სარეკონსტრუქციო ობიექტების“ ჰიდროიზოლაციის მოწყობა იმგვარად,
რომ მაქსიმალურად თავიდან იქნას არიდებული ქუთაისის ვაგზლის შენობაში
წყლის შეღწევის შესაძლებლობა;
• „სარეკონსტრუქციო ობიექტები“ ადაპტირებული უნდა იყოს შშმ პირთა
მოთხოვნილებებზე (შესაბამისი პანდუსებით, მოაჯირებითა, უსინათლოთა
ბილიკებითა და სხვა), საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და
სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით განსაზღვრული სტანდარტების
შესაბამისად;
• შესაბამისი მანიშნებლებით აღჭურვა (ბაქნებზე უწყვეტი ყვითელი
უსაფრთხოების ზოლების მონიშვნა, მიმართულებებისა და უსაფრთხოების
მანიშნებელი სტიკერები, ობიექტის დასახელების აღმნიშვნელი აბრ(ებ)ითა
და სხვა) (საჭიროების შემთხვევაში);
• ბაქნის თავზე არსებული გადახურვის შეკეთება.
6. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია შედგენილი უნდა იქნეს
საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, “სეისმედეგი
მშენებლობის“ წესების და სხვა ნორმატიულ-ტექნიკური დოკუმენტაციით
განსაზღვრული სტანდარტების, ასევე, საქართველოს სარკინიგზო
ტრანსპორტის ტექნიკური ექსპლუატაციის წესების 5.3 პუნქტით
განსაზღვრული პირობების შესაბამისად;
7. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია უნდა შედგეს მიმდინარე
საბაზრო ფასებით და შესაბამისი ობიექტური, ლოკალური და კრებსითი
ხარჯთაღრიცხვების გამოცემით;
8. პროექტ(ებ)ი უნდა მოიცავდეს: საინჟინრო-გეოდეზიურ აზომვებს,
საინჟინრო-გეოლოგიურ კვლევებს (საჭიროების შემთხვევაში),
არქიტექტურულ, დიზაინერულ და კონსტრუქციულ ნაწილს, ელექტროტექნიკურ
ნაწილს (განათების სისტემების მოწყობა), შენობა-ნაგებობის
რკინაბეტონის კონსტრუქციების მოწყობას მოქმედი ნორმატიულ-ტექნიკური
დოკუმენტაციით განსაზღვრული პარამეტრებით, შრომის უსაფრთხოების
ნორმებს, სხვა ყველა საჭირო კვლევებს, სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტს,
მოძრავი შემადგენლობ(ებ)ისა და მგზავრების უსაფრთხოების
ნორმების/წესების დაცვას, ყველა სამუშაო ადგილზე უზრუნველყოფილი უნდა
იქნას შრომის პირობების შესატყვისობა მოქმედ სანიტარულ-ჰიგიენურ
ნორმებთან და წესებთან, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
სხვა ნორმების დაცვას;
9. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია წერილობით უნდა იქნეს
შეთანხმებული შემსყიდველთან. ამასთან გასათვალისწინებელია, რომ
აღნიშნული შეთანხმებ(ებ)ის დროს მომსახურების განხორციელების ვადის
ათვლა არ ჩერდება;
10. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იქნეს
რესურსული მეთოდით მიმდინარე ფასებში საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14
იანვრის N55 დადგენილების შესაბამისად;
11. მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს ექსპერტიზისათვის
გადასაცემად პროექტ(ებ)ის, მოცულობათა უწყისის, კონსტრუქციული ნაწილის,
შესაბამისი კვლევითი დოკუმენტაციისა და ხარჯთაღრიცხვის (ობიექტური,
ლოკალური და კრებსითი) თითო-თითო ბეჭდური და ელ. (CD-დისკი) ვერსია.
პირველადი ექსპერტიზის ხარჯები ეკისრება შემსყიდველს, ხოლო საპროექტო
დოკუმეტაციაში ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, ყოველი შემდგომი
ექსპერტიზის ხარჯ(ებ)ს გაიღებს მიმწოდებელი. ამასთან, პირველადი
ექსპერტიზის შედეგად უარყოფითი დასკვნის გაცემის შემთხვევაში,
მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი ძალებით განახორციელოს ექსპერტიზა
იმავე აკრედიტებულ საექსპერტო დაწესებულებაში, სადაც შემსყიდველმა
განახორციელა პირველადი ექსპერტიზა;
12. ექსპერტის (ექსპერტთა ჯგუფის) მიერ ხარვეზის არსებობის აღმოჩენის
შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შემსყიდველის წერილობითი
შეტყობინების მიღებიდან დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა ხარვეზის
აღმოსაფხვრელად და უმოკლეს ვადაში გამოასწოროს ხარვეზი (ხარვეზები)
საკუთარი ხარჯებით.
13. პროექტის ექსპერტიზის დროს წარმოქმნილი საპროექტო
გადაწყვეტილებების კორექტირებას მიმწოდებელი ასრულებს დამატებითი
ანაზღაურების გარეშე.
14. მომსახურების განხორციელების ვადის ათვლა ჩერდება მხოლოდ მაშინ,
როდესაც მიმწოდებელი წერილობითი ფორმით ექსპერტიზისათვის გადასცემს
შემსყიდველს დამუშავებულ საპროექტო, კვლევით და სახარჯთაღრიცხვო
დოკუმენტაციას. ექსპერტის (ექსპერტთა ჯგუფის) მიერ ხარვეზის აღმოჩენის
შემთხვევაში მიმწოდებელს დაერიცხება პირგასამტეხლო (ექსპერტიზის
პერიოდზეც), ხოლო დარიცხვა შეწყდება ექსპერტის მიერ დადებითი დასკვნის
გაცემის დღეს.
15. მიმწოდებელმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი შეთანხმებული
პროექტ(ებ)ის, რენდერების, მოცულობითი უწყისის, შესასრულებელი
სამუშაოების გეგმა-გრაფიკი და ხარჯთაღრიცხვის ნაბეჭდი ვერსია 4-4
ეგზემპლარად (ალბომების სახით) და CD დისკზე ჩაწერილი სამუშაო ფაილების
ელექტრონული ვერსია (PDF, EXСEL, DWG და სხვა ფორმატი) 4 ეგზემპლარად.